მაცივარი

CIVUD 19: როგორ უნდა იკვებონ თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფები - ექიმის რჩევა

168
(განახლებულია 13:24 15.03.2020)
გამომდინარე იქიდან, რომ შეზღუდვების გამო სახლებში გამოკეტილ ადამიანებს გამუდმებული წვდომა აქვთ მაცივრებთან, საჭიროა გარკვეული რეკომენდაციების გათვალისწინება, რათა ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენონ.

თბილისი, 15 მარტი — Sputnik. ახლა, როდესაც კორონავირუსის პანდემიის გამო თვითიზოლაციის, კარანტინისა და დისტანციურად მუშაობის რეჟიმები მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანს შეეხო, იზრდება რისკი იმისა, რომ ადამიანებმა წონაში ზედმეტად მოიმატონ, აცხადებენ ექიმ–დიეტოლოგები. 

მათი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ შეზღუდვების გამო სახლებში გამოკეტილ ადამიანებს გამუდმებული წვდომა აქვთ მაცივრებთან, საჭიროა გარკვეული რეკომენდაციების გათვალისწინება, რათა ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენონ.

ასე მაგალითად, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ექიმი–დიეტოლოგი ივან ალიმენკო უპირველესად გირჩევთ, არ მოიმარაგოთ „პროვოკატორი“ პროდუქტები. მისი თქმით, ეს ხელს უწყობს ცდუნებას, მთელი დღე ისუსნავოთ.

„თუ კარანტინში არ ხართ და უბრალოდ დისტანციურად მუშაობთ, სჯობს მაღაზიაში ხშირად იაროთ და პროდუქტების შეზღუდული ულუფები შეიძინოთ. არ იყიდოთ ზედმეტი, მით უმეტეს, ის, რაც ყველაზე ძალიან გიყვართ. ადამიანები, რომლებიც შინ „პროვოკატორ“ პროდუქტებს ინახავენ, საშუალოდ ცხრა კილოგრამით მეტს იწონიან მათთან შედარებით, ვინც ასე არ იქცევა“, — ამბობს ექიმი.

მისი თქმით, საყვარელი პროდუქტები სჯობს იმდენად ცოტა გქონდეთ, რომ მისი ერთ ჯერზე შეჭმა იყოს შესაძლებელი.  

ამასთან ალიმენკო განმარტავს, რომ დღეში საშუალოდ 2 ათას კალორიაში უნდა „ჩავეტიოთ“.

დიეტოლოგის თქმით, კაკალი, თხილი, ვაშლი და სხვა სახის ხილი — ეს წონის მატების მიზეზია, ვინაიდან კალორიულია და თანაც არ აკმაყოფილებს შიმშილის გრძნობას. ამიტომ ასეთი „კონტრაბანდა“ უნდა შეიზღუდოს. 

არ ვიშიმშილებთ - ქვეყანაში სურსათის ადეკვატური მარაგებია

ექიმის შემდეგი რჩევაა, მიიღოთ საკმარისი რაოდენობის სითხე, ხოლო კვებასა და კვებას შორის, სასუსნავის მაგივრად დალიოთ ყავა უცხიმო რძით.

„ასეთი სასმელი შეგივსებთ სითხის მარაგს და არ მოგიმატებთ კალორიებს“, — ამბობს დიეტოლოგი.

რაც შეეხება შინ ჯდომის სხვა უკუეფექტს, უგუნებობას, ალიმენკო გირჩევთ, ებრძოლოთ მას ტელევიზორის წინ ცეკვით.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის ინფორმაციით, დღეისათვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოს 142 ქვეყანაში 156 400 ადამიანს აღწევს. აქედან გარდაცვლილია 5 833, გამოჯანმრთელებულია 73 968 პაციენტი.

 

168
თემები:
ახალი კორონავირუსი COVID-2019 (530)