კორონავირუსი

COVID 19: თვითიზოლაციას აზრი არ აქვს, თუ... ეპიდემიოლოგების რჩევები

657
(განახლებულია 10:26 15.03.2020)
იმისათვის, რომ გარემოს დროებით მოწყვეტილ ადამიანებს განსაკუთრებულ რეჟიმში ცხოვრება გავუადვილოთ, Sputnik-საქართველომ მოიძია რეკომენდაციები, რომლებიც ბევრად დაგეხმარებათ შეზღუდვებისთვის თავის გართმევაში.

თბილისი, 15 მარტი — Sputnik. ახალი ტიპის კორონავირუსის, COVID 19-ის პანდემიის გამო, რომელიც ამ დროის მონაცემებით, მსოფლიოს 143 ქვეყანაშია გავრცელებული, არაერთი შეზღუდვა და სპეციალური წესებია შემოღებული. 

ასეთ სპეციალურ წესებს განეკუთვნება ინფიცირებაში ეჭვმიტანილი მოქალაქეების თვითიზოლაცია, რომელიც საქართველოშიც მოქმედებს.

ამ დროისათის ჩვენს ქვეყანაში სპეციალურ რეჟიმში ცხოვრობს 1 100 ადამიანი, რომელთაგან 22-მა დაარღვია თვითიზოლაციის წესი და ისინი კარანტინზე იძულებით გადაიყვანეს.

იმისათვის, რომ გარემოს დროებით მოწყვეტილ ადამიანებს განსაკუთრებულ რეჟიმში ცხოვრება გავუადვილოთ, Sputnik-საქართველომ მოიძია რამდენიმე რეკომენდაცია და ინსტრუქცია, რომლებიც ბევრად დაგეხმარებათ შეზღუდვებისთვის თავის გართმევაში.

COVID-19: რატომ იტალია და რა ელით სხვა ქვეყნებს – ექსპერტის მოსაზრებ>>

ვის ეხება თვითიზოლაცია

  • ვინც კორონავირუს COVID 19-ზე ტესტის პასუხს ელოდება; 
  • ვისაც მჭიდრო  კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულ ადამიანთან;
  • ვინც იმ ქვეყნებში იმოგზაურა, სადაც Covid-19-ის ბევრი შემთხვევაა დაფიქსირებული, თანაც მაშინაც კი, თუ დაავადების სიმპტომები არ აქვს.

კორონავირუსმა თაღლითებს ახალი სქემები შთააგონა: ინტერპოლი განცხადებას ავრცელებს>>

თვითიზოლაცია, თუ მარტო ცხოვრობთ

  • წინასწარ მოიმარაგეთ საკვები პროდუქტები — სასურველია ისეთი, რომლებიც იმუნიტეტს აძლიერებს, მედიკამენტები — რომლებიც ექიმის მიერ გაქვთ დანიშნული ან იცით, რომ პერიოდულად გჭირდებათ, ასევე წყალი (ხომ შეიძლება, დაწყდეს?) სადეზინფექციო საშუალებები, ნიღბები. 
  • კარგი იქნება, თუ ბინის გასაღებს დაუტოვებთ სანდო ახლობელს, რომელიც რთულ ვითარებაში შეძლებს კარის გაღებას;
  • ხშირად გაანიავეთ ბინა და სადეზინფექციო საშუალებებით გაწმინდეთ ნივთები, რომლებსაც მანამდე ეხებოდით;
  • თუ შინ დიდი ტანის ცხოველი გყავთ, რომელსაც გასეირნება ესაჭიროება, შეეცადეთ გარეთ მხოლოდ იმ დროს გახვიდეთ, როდესაც ქუჩაში ადამიანები აღარ არიან — გვიან ღამით ან ადრე დილით. ოღონდ ესეც უკიდურეს შემთხვევაში. სავარაუდოდ, ამის შესახებ უნდა ეცნობოს შესაბამის სამსახურებს, რომლებიც თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის არ დაგსჯიან.

COVID 19 განკურნებულ პაციენტებში მძიმე კვალს ტოვებს: ჩინელი მედიკოსების უახლესი დასკვნა>>

თუ ოჯახში სხვებიც არიან

  • გამოყავით ცალკე ოთახი თქვენთვის;
  • თუ გაქვთ საშუალება, ისარგებლეთ ასევე ცალკე საპირფარეშოთი და აბაზანით; თუ არა — აუცილებლად დაამუშავეთ ისინი სადეზინფექციო ხსნარებით სარგებლობის შემდეგ, რათა ოჯახის წევრები რისკისგან დაიცვათ. ეს ყველაფერი უნდა გააკეთოთ სამედიცინო ხელთათმანებით, რომლებსაც მერე გადაყრით;
  • ისარგებლეთ ცალკე ჭურჭლითა და პირსახოცებით;
  • იკვებეთ მარტო — თქვენთვის გამოყოფილ ოთახში. ოჯახის წევრებს შეუძლიათ საკვები კართან დაგიდგან და თავად მოშორებით დადგნენ, რათა სავარაუდო ვირუსი არ გადაედოთ (შეგახსენებთ, რომ COVID 19-ის ვირუსი საკმაოდ მძმეა და მას დიდ მანძილზე ფრენა არ შეუძლია). ჭამის დამთავრების შემდეგ, ოჯახის წევრებმა თქვენი ოთახის კართან გამოდგმული ჭურჭელი სამედიცინო ხელთათმანებითა და ნიღბით აღჭურვილებმა უნდა აიღონ და ისე გაიტანონ დასამუშავებლად — ცხელი წყლით გასარეცხად. ამის შემდეგ გამოყენებული ხელთათმანები და ნიღაბი ფრთხილად უნდა მოიხსნან და გადაყარონ — მათი ხელმეორედ გაკეთება დაუშვებელია;
  • ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით;
  • თუ ოჯახში ცხოველი გყავთ, მასთან კონტაქტსაც აარიდეთ თავი;
  • თუ ოჯახის წევრებთან კონტაქტი აუცილებელი გახდა, გაიკეთეთ ნიღაბი და დაიცავით მანძილი — დაახლოებით სამი მეტრი;
  • თუ კერძო სახლში ცხოვრობთ, შეგიძლით საკუთარ ეზოში სასეირნოდ გაბრძანდეთ, ოღონდ არ უნდა მიუახლოვდეთ და იკონტაქტოთ სხვებთან — გაესაუბრეთ შორიდან. 

თვითიზოლაციაში უნდა დარჩეთ 14 დღე, ან მანამ, სანამ ტესტის პასუხი არ მოგივათ. 

თუ ნებაყოფლობითი კარანტინის დროს სიმპტომები გამოგივლინდათ — კერძოდ, ხველება, სუნთქვის გართულება, ცხელება, დიარეა, სასწრაფოდ შეატყობინეთ ამის შესახებ შესაბამის სამსახურს. დარეკეთ:

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზზე — 15-05 — მუშაობს 24 საათის განმავლობაში, ან 116 001-ზე — დაკავშირება შესაძლებელია სამუშაო დღეებში 21:00 საათამდე და შაბათ-კვირას 18:00 საათამდე;

ინფექციური საავადმყოფოს ცხელ ხაზზე — 595 395 566.

საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვა

მოათავსეთ ყველა ნარჩენი, მათ შორის, ხელსახოცები, ხელთათამნები თუ ნიღბები ნაგვისთვის განკუთვნილ პაკეტში. როდესაც ის დაახლოებით სამ მეოთხედამდე შეივსება, მოუკარით თავი და ჩადეთ კიდევ ერთ პაკეტში, რომელსაც ასევე უნდა მოუკრათ თავი.

არ გაიტანოთ გადასაყრელად ნარჩენები 72 საათის განმავლობაში. მათი ურნებში გადატანა მხოლოდ ამ დროის გასვლის შემდეგ შეგიძლიათ.  

Sputnik-საქართველოს რედაქცია გისურვებთ ჯანმრთელობას!

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით სასჯელი საკარანტინო წესების დარღვევისთვის
© Sputnik / Konstantin Ivanov.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით სასჯელი საკარანტინო წესების დარღვევისთვის

657
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1078)
მტირალი მამაკაცი

იტირე ანუ რა უნდა ქნა, როცა ყელში „ბურთი გეჩხირება“

110
(განახლებულია 19:35 13.08.2020)
რუბრიკა „ფასილიტატორის“ სტუმარია ფსიქოლოგიის მაგისტრი, ბავშვთა ფსიქოდიაგნოსტიკოსი, ფსიქოკონსულტანტი, პროექტ „მომავლის კონსტრუქტორის“ წამყვანი, სპეციალური მასწავლებელი სკოლაში ანა ჯუღელი.

ტირილი ემოციის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმაა. ჩვილი ბავშვი გარე სამყაროსთან ურთიერთობას ტირილით ამყარებს. ამ გზით ცდილობს საკუთარი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. შემდეგ, როდესაც ბავშვი იზრდება და უკვე მეტყველებით შეუძლია მოთხოვნილებებისა და სურვილების დაფიქსირება, ტირილი სხვა ფუნქციას იძენს.

ანა ჯუღელი
photo: courtesy of Ana Jugheli
ანა ჯუღელი

აღსანიშნავია, რომ ადამიანი სამი სახის ცრემლს გამოყოფს, ესენია:

ბაზალური (ძირითადი) – საცრემლე ჯირკვლები ამ სახის ცრემლს მუდმივად აწარმოებენ. ის უზრუნველყოფს თვალის ტენიანობის შენარჩუნებას.

რეფლექსური – გამღიზიანებლისგან გამოწვეული ცრემლი. მაგალითად, თვალში რაიმეს მოხვედრით, ქარით, კვამლით და ა.შ. გამოწვეული. ცრემლი ამ დროს თვალის დამცავის ფუნქციას იძენს.

ემოციური – ემოციის ტალღის მოწოლისას გამოყოფილი ცრემლი.

როდესაც ტირილზე ვსაუბრობთ, როგორც წესი, ემოციური ცრემლები იგულისხმება.

ტირილი ადამიანის ფიზიოლოგიური რეაქციია გარკვეულ ემოციურ სტიმულებზე, მაგალითად, ტკივილზე, იმედგაცრუებაზე, სიხარულზე და ა.შ.

ადამიანს ტირილის საშუალებით შეუძლია განიმუხტოს მოზღვავებული ემოციისგან. ტირილის დროს გამოიყოფა სტრესის ჰორმონი, რაც ხელს უწყობს სტრესისგან გათავისუფლებას.

ცრემლების მეშვეობით ადამიანს შეუძლია მიიღოს თანაგრძნობა. ამ შემთხვევაში ცრემლებს მეორადი სარგებელი აქვს.

ადამიანი ბავშვობიდანვე ირჩევს ქცევის გარკვეულ სტრატეგიებს, რომელთა საშუალებითაც ერგება გარემოს, სოციუმს, რომელთა საშუალებითაც იღებს სხვადასხვა ტიპის სარგებელს. ერთ-ერთი ასეთი სტრატეგია შეიძლება იყოს ტირილი.

თუ იტირებს, იცის, რომ აუცილებლად მიიღებს სასურველს (ბავშვობიდანვე განმტკიცებული აქვს ეს ქცვევა). მსგავსი ტიპის ქცევა შენარჩუნებული იქნება იქამდე, ვიდრე ის „მუშაობს“. თუ ამ ქცევით სასურველს ვეღარ მიიღებს, მოუწევს სხვა სტრატეგიის შემუშავება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხშირად ტირილი ბავშვობიდანვე იკრძალება. ტირილი მიაჩნიათ სისუსტედ, მხოლოდ გოგონებისთვის დამახასიათებელ ქცევადაც კი. ჩვენ ხშირად სტერეოტიპების მსხვერპლად ვიქცევით, ამის გამო ადამიანი ზრდასრულობაშიც არ აძლევს საკუთარ თავს ტირილის უფლებას.

უნდა გვახსოვდეს, რომ ტირილი ადამიანს როგორც ფსიქიკის, ასევე ფიზიოლოგიური განტვირთვისთვის სჭირდება. ალბათ გქონიათ შემთხვევა, როდესაც ტირილი გინდათ, შეგრძნება გაქვთ, რომ ყელში „ბურთი გაგეჩხირათ“ და ვერაფერს უხერხებთ. ტირილის შემდეგ კი ეს ბურთულა ქრება და თქვენც შედარებით მსუბუქად გრძნობთ თავს.

ტირილისას ადამიანს შეუძლია გააცნობიეროს საკუთარი გრძნობები და ემოციები, ისე რომ არ დათრგუნოს ისინი. გრძნობების იგნორირებამ შეიძლება ადამიანი მიიყვანოს გაუცნობიერებელ ნეგატიურ განცდებამდე, რომლებიც გარკვეული დროის შემდეგ ხშირად სომატურ ჩივილებად ვლინდება. 

ტირილი ხშირად სიტუაციის სხვაგვარად დანახვის საშუალებას გვაძლევს. ის არ შველის მძიმე სიტუაციებს, არ ცვლის არსებულ რეალობას, თუმცა იძლევა ემოციური განმუხტვის საშუალებას და შემდეგ თითქოს საჭირო ხედვა და რესურსიც კი უჩნდება ადამიანს კონკრეტულ სიტუაციაში მოქმედებისთვის.

ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ ადამიანები თავად წყვეტენ სად იტირონ. იტირონ სხვების თანდასწრებით თუ იტირონ, როდესაც მარტო დარჩებიან.

„ნუ ტირი, ნუ აჩვენებ სხვებს, რომ სუსტი ხარ“, „დიდი ბიჭები არ ტირიან“, „შენ უკვე დიდი გოგო ხარ, ნუ ტირი“ – დარწმუნებული ვართ, ხშირად მოგისმენიათ მსგავსი ფრაზები, ან შეიძლება თავადაც გითქვამთ სხვებისთვის.

გვახსოვდეს, რომ ტირილი ბუნებრივი ადამიანური რეაქციაა მოზღვავებულ ემოციურ სტიმულებზე, რომელსაც ბევრი სასარგებლო ფუნქცია აქვს. შემდეგ ჯერზე, თუ ცრემლები მოგადგებათ, ნუ მოგერიდებათ, ნუ შეგრცხვებათ და მიეცით თავს ტირილის უფლება, ნახავთ, როგორ დაგამშვიდებთ ის – შეძლებთ ცხოვრებას პოზიტიური თვალით შეხედოთ.

თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხშირი ტირილი შეიძლება დეპრესიული მდგომარეობის ნიშანი იყოს – თუ ტირით ძალიან ხშირად, მიზეზის გარეშე და ტირილი უკონტროლოა, აუცილებელია დროულად მიმართოთ სპეციალისტს.

 

110
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე
ნათია ფანჯიკიძე

ფანჯიკიძე: თუ გინდა შენი შვილი ძლიერ პიროვნებად აღზარდო, არ დასცინო მის გამოთქმულ აზრებს

374
(განახლებულია 18:08 13.08.2020)
არსებობს „აუცილებლად წასაკითხი“ წიგნები, რომლებიც ადამიანის ცხოვრებაში მიმდინარე პროცესებზე ძალიან ღრმა, მნიშვნელოვან და საჭირო ინფორმაციას გვაწვდიან.

ასეთი წიგნების რიცხვს მიეკუთვნება ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძის წიგნი „შიშო, გამოდი გარეთ“, რომელიც აერთიანებს ავტორის ჩანაწერებს, ბლოგებს და მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა: თვითშეფასების პრობლემა, ადამიანური ურთიერთობები, დეპრესია, შიში, შფოთვა, სიყვარული და ა.შ. გთავაზობთ წიგნიდან ამონარიდს, რომელიც მშობლებისა და შვილების ურთიერთობას შეეხება. სადაც ავტორი განმარტავს, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომ შვილი აზროვნებდეს თავისუფლად, იყოს ძლიერი, დამოუკიდებელი და ინდივიდუალური.

„ხშირად მშობლის ცდუნებაა – ის თვისებები აღზარდოს ბავშვში, რაც მას თავადაც არ გააჩნია, პირად მაგალითსაც ვერ აძლევს ბავშვს და ავიწყდება, რომ ჯერ თავისი თავი ვერ აღზარდა ისე, რომ თვითკმაყოფილების საფუძველი ჰქონდეს და მაინც გულუბრყვილოდ სჯერა, რომ სხვისი აღზრდა უფრო იოლია.

ერთხელ ჩემი ახლობლის ჩხუბს შევესწარი თავის 7 წლის ბავშვთან: „გააჩუმებ ენას?“ – ბოლო სიტყვისთვის იბრძოდა დედა.

„აბა, ვცადოთ, აი, შენ, ამხელმა ქალმა შეძელი და გაჩუმდი ცოტა ხანს“ – შევთავაზე. გაუჭირდა, ვერ გაჩუმდა, მაგრამ აღიარა, რომ მეტს ითხოვდა ბავშვისგან, ვიდრე ეს გონივრულია.

არ დაგავიწყდეთ: ნებისმიერ კითხვაზე ნებისმიერი პასუხი გამომდინარეობს იქიდან, რა არის თქვენი სურვილი, როგორი პიროვნების აღზრდა გსურთ. თუ გინდათ, რომ თქვენი შვილი აზროვნებდეს თავისუფლად, იყოს ძლიერი და ინდივიდუალური, არასდროს დასცინოთ ბავშვობაში მის მიერ გამოთქმულ აზრს, არ დაუწუნოთ ნამუშევარი, არ დაუწუნოთ არც გემოვნება, მიეცით უფლება ისე ეცვას, როგორც მოსწონს, მიუხედავად იმისა, სულელურად გეჩვენებათ მისი ჩაცმულობა თუ არა.

არ დაუწუნოთ მუსიკა, რომელსაც უსმენს, წიგნი, რომელიც იტაცებს. ნებისმიერ შემთხვევაში უბრალოდ არჩევანი შესთავაზეთ, ბევრი რამ დაათვალიერებინეთ, აჩვენეთ, ესაუბრეთ, მაგრამ არ მოახვიოთ თავს თქვენი აზრი, გადაწყვეტილება ყოველთვის თავად მიიღოს.

თუ გინდათ გურმანი იყოს, არ დააძალოთ საკვების მიღება, ამ დროს ბავშვს არაცნობიერი პროტესტი უვითარდება და „კრიჭა ეკვრება“.

თუნდაც უფრო ნაზი ძალადობა – „დედის ხათრით ჭამე, ერთიც მამიკოსი“ რომ განვიხილოთ, სერიოზულად გიფიქრიათ ამ ფრაზებზე? ან თქვენი ქცევის ნამდვილ შინაარსზე, ფარული ძალადობით და სხვისი პყრობის სურვილით რომაა გამსჭვალული? – „ჩემი ხარ, რასაც მინდა გაჭმევ, რასაც მინდა ჩაგაცმევ, მე უკეთ ვიცი, რა არის შენთვის საჭირო და კარგი, არ მაინტერესებს, რამდენად სასიამოვნოა ჩემი სიკეთე შენთვის“.

– ბავშვში კი რა ხდება? ხათრი, ცხადია, უკეთესი ვარიანტია იმ კატასტროფული „მესიჯისგან“ განსხვავებით, „გუდიანი კაცი“ რასაც შეიცავს, როცა ბავშვში შეყვანილია შიშის გამო მორჩილების კოდი, თუმცა ხათრით მორჩილებაც ასევე გამოუსწორებელ კონფორმისტს გაზრდის. თავი დავანებოთ იმას, რომ ძალით იმის ჭამა, რაც არ გინდა, უსიამოვნებად აქცევს ამ ერთ-ერთ ყველაზე სასიამოვნო საქმიანობას და შემდგომში ზოგადად ცხოვრებისთვის „გემოს ჩატანების“ უნარს დააბლაგვებს.

თუ გინდათ პატივისცემა ასწავლოთ საკუთარი და სხვისი პირადი სივრცის მიმართ, ნუ შეეჭრებით სულში, მიეცით საშუალება, ჰქონდეს თავისი დაცული კუთხე, სადაც თქვენ არასდროს „დაულაგებთ“ ნივთებს თქვენი შეხედულებისამებრ.

ნურასდროს გააჩუქებთ მის სათამაშოს ან ნივთს მასთან შეუთანხმებლად. თუ გსურთ ცხოვრებაში უმწეოდ არ გრძნობდეს თქვენი შვილი თავს და მზად იყოს ყოველგვარი სირთულის დასაძლევად, არასდროს გააკეთოთ მის მაგივრად ის, რისი გაკეთებაც უკვე თვითონ შეუძლია. არც ზედმეტი ყურადღებით შეზღუდოთ მისი ფუნქციური განვითარება და არც უყურადღებობით აგრძნობინოთ თავი დაუცველ არსებად, რომლის ბედი ნაკლებად გაინტერესებთ. შვილი უნდა გრძნობდეს ზრუნვას და მხარდაჭერას თქვენგან, მაგრამ არა აგრესიულ, ვამპირულ ლტოლვას, რომ მის მაგივრად გსურთ გაიაროთ მისი ცხოვრება.

ყველა უხერხულ კითხვაზეც კი ბავშვს უპასუხეთ გულახდილი და ნამდვილი პასუხი, არა მიკიბულ-მოკიბული, არა ტყუილი, უბრალოდ მისი ასაკის შესაბამისად შერჩეული სიტყვებითა და მოზომილი განცდით. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ის ღირსია – პასუხობდნენ სერიოზულად.

ნუ წაუყენებთ შვილს თქვენს წარმოსახვასა და სურვილებში არსებულ ზედმეტ მოლოდინს, ვერგამართლების, ვერმიღწევის შემთხვევაში ხელმოცარულის ფსიქიკა განუვითარდება. ეს კი მომდევნო წარმატებებშიც ხელს შეუშლის.

ნურც იმას შთააგონებთ, რომ მას ბევრი არაფერი შეუძლია. პირიქით, იცოდეს, რომ შრომით ყველაფერს მიაღწევს. მაგრამ მთავარი ისაა, იმას მიაღწიოს, რაც მას სურს და დამატებით იარაღად ერთი რამის კეთება მაინც ისწავლოს კარგად, რაც ნებისმიერ დროს გადაარჩენს და ულუკმაპუროდ არ დატოვებს. რა საქმიანობაც უნდა იყოს ეს, მთავარია, აკეთოს ხალისით, ღირსების გრძნობით და არა უკიდურესი აუცილებლობისგან გამოწვეული ტანჯვით.

თუ გსურთ ლაღი იყოს თქვენი შვილი, გარდა სასარგებლო გაფრთხილებისა, რომ არ უნდა დაიწვას ხელი უთოზე, არ გადავიდეს გადასასვლელზე არასწორ ადგილზე და სხვ., ნუ ჩადებთ ბავშვში თქვენს შიშებსა და შფოთვას. ნუ გაუჩენთ უნდობლობას სამყაროს და ადამიანების მიმართ.

ვინც უღიმის სიცოცხლეს, ის უკანაც იღებს საპასუხო ღიმილს ყველასგან და ყველაფრისგან.

ეს არ გახლავთ რჩევები. ეს მსუბუქად განხილული უბრალო სიტუაციები და ვარიანტებია, რაც, შესაძლოა, დაემთხვეს თქვენს სურვილებსა და კითხვებს და ოდნავ სასარგებლო გამოდგეს ვინმესთვის“.

 

374
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე
მთვარე

მთვარის კალენდარი: 14 აგვისტო რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 12:39 13.08.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

14 აგვისტო, პარასკევი. ამ დღეს ვენერა მართავს. კლებადი მთვარე ტყუპის ნიშანშია.

სწრაფი და ენერგიული საქმეების დროა. მომატებულია იმპულსურობა, ამიტომ ეცადეთ, თავი აარიდოთ ისეთ საქმეებს, რომლებიც დიდ ყურადღებას მოითხოვს.

ტყუპის დღეები კარგია კონტაქტებისა და ურთიერთობებისთვის, გაცნობისა და იდეების ურთიერთგაცვლისთვის. ხელსაყრელი დროა ინფორმაციების მოპოვებისა და დამუშავებისთვის, სწრაფად გასაკეთებელი საქმეებისთვის.

მთვარე ტყუპში – ესაა მსუბუქი ურთიერთობების დრო, რომელიც არაფერს ავალდებულებს ადამიანებს. კარგად ეწყობა ახალი ნაცნობობა. ადამიანები უფრო გულგახსნილი, მიმნდობი და კომუნიკაბელური ხდებიან.

რეკომენდებულია ინტუიციის ნდობა დღის მეორე ნახევარში, განსაკუთრებით ფულთან დაკავშირებულ საკითხებში, მარტივი საკითხების გადაჭრა, მიმდინარე საქმეების განხილვა, სავაჭრო ოპერაციების ჩატარება, პასიურობა და საკუთარ თავში ჩაღრმავება, ნეიტრალიტეტის დაცვა კოლეგებთან მიმართებით.

არარეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა, დღის პირველ ნახევარში გუნდთან ერთად საქმიანობა, რთული მოლაპარაკებები, შეთანხმებების დადება, კონტრაქტებზე ხელმოწერა, საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღება.

კარგი დღეა მგზავრობისთვის, მაგრამ აჩქარების გარეშე.

თმის შეჭრა, შეღებვა: თმის შეჭრისთვის ნეიტრალური დღეა. დაჩქარდება თმის ზრდის პროცესი, მაგრამ თმა დაუმორჩილებელი გახდება. ხელსაყრელია ჰაეროვანი ვარცხნილობის გაკეთებისთვის. შეღებვისთვის ძალიან კარგი დღეა.

მანიკურისთვის არასასურველი დღეა.

მებაღეობა: მთვარის კლების ფაზის დროს, ტყუპის ნიშანში, მცენარეები ისვენებენ, მათი წვენი ფესვებისკენ ისწრაფვის, მცირდება მცენარეების სიცოცხლისუნარიანობა. არახელსაყრელი დღეა ბალახეული კულტურების დარგვა–გადარგვისთვის. ეფექტური იქნება ზედმეტი ყლორტების მოშორება გაკრეჭა, გამარგვლა, კულტივირება, მულჩირება, სამკურნალო მცენარეების მოგროვება, ხილისა და კენკროვანების დაკრეფა.

0