დიეტა

იაპონური დიეტა: როგორ გავხდეთ ორ კვირაში

2466
(განახლებულია 16:47 18.02.2020)
სწრაფი და ეფექტური გახდომის მსურველთაგან ბევრს სმენია ცნობილი იაპონური დიეტის შესახებ. ამბობენ, რომ ეს სასწაულებრივი მეთოდი ადამიანს რამდენიმე კვირის განმავლობაში  8 კილოგრამის „დაგდებაში“ ეხმარება.

ნამდვილად ვერ გეტყვით, მართლაც დგება თუ არა ასეთი შედეგი, მაგრამ გამომდინარე თავად იაპონელების დამოკიდებულებიდან ჯანმრთელობის მიმართ, ვფიქრობთ, მათი დიეტა მინიმუმ სასარგებლო მაინც იქნება. 

რა არის იაპონური დიეტა?

ეს არის საკმაოდ მკაცრი დიეტა, რომელიც მთლიანად გამორიცხავს მთელ რიგ პროდუქტებს. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, ასეთი დიეტის დაცვა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგიძლიათ, თუ უკუჩვენებები არ გაქვთ. მაგალითად: გულ-სისხლძარღვთა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, დიაბეტი და სხვა. ასევე მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ დღეში მინიმუმ  3-4 ჭიქა წყალი უნდა დალიოთ.

რა დაიშვება

იაპონური დიეტის დროს შეიძლება შემდეგი პროდუქტების მიღება: კვერცხი, თევზი, ბოსტნეული ნებისმიერი სახით, მცენარეული ზეთი, კეფირი, საქონლის ხორცი, ჩაი და ყავა შაქრის გარეშე. აუცილებელია დღის განმავლობაში 4-6-ჯერ მცირე ულუფებით კვება.  ბოლო კვება დაძინებას 2 საათით უნდა უსწრებდეს წინ.

რა იკრძალება

კატეგორიულად იკრძალება ორი კვირის განმავლობაში ისეთი პროდუქტების გამოყენება, როგორიცაა ტკბილეული, მარილი, ალკოჰოლური სასმელები, ფქვილის პროდუქტები. 

იაპონური დილის დიეტა: გახდომის სწრაფი, ეფექტური და სულ უფრო პოპულარული მეთოდი

მენიუს მაგალითი

იმისათვის, რომ ნებადართული პროდუქტებისგან შესაძლებელი კერძების მომზადება გაგიადვილდეთ, გთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს. 

დიეტის დარღვევის გარეშე შეგიძლიათ მიირთვათ:

  • კვერცხი პაშოტი (ე.წ. „გლაზუნია“), მოხარშული კვერცხი, ომლეტი;
  • მოხარშული ან გამომცხვარი თევზი. ნებადართულია თევზის კონსერვებიც, ოღონდ არა მარილიანი; 
  • სალათები, ბოსტნეულის  სმუზი კეფირითა და მწვანილეულით;
  • მულტიქვაბში (ე.წ. მულტივარკა) ან ჰაერღუმელში მომზადებული საქონლის ხორცი;
  • სხვადასხვა სახის სუპები — როგორც ხორცით, ისე მის გარეშე.

აღსანიშნავია, რომ ნებადართულია ჩაისა და ყავის მიღება — ოღონდ ეს რეკომენდებულია დღის პირველ ნახევარში და, რა თქმა უნდა შაქრის გარეშე.

ამასთან, დარ დაგავიწყდეთ, რომ წყალი შეძლებისდაგვარად ხშირ-ხშირად უნდა სვათ, რაც ხელს შეუწყობს ზედმეტი კილოგრამების სწრაფად დაკარგვას, შეშუპების ალაგმვასა და ორგანიზმისთვის ტონუსის შენარჩუნებას.

2466
თემები:
სასარგებლო რჩევები (220)
მოწევის ამკრძალავი ნიშანი

დასახელდა ნიკოტინის შემცველი ბოსტნეული: აიოლებს მოწევისთვის თავის დანებებას

84
(განახლებულია 16:12 01.06.2020)
ირკვევა, რომ ეს ბოსტნეული ნიკოტინის მჟავას შეიცავს, რაც ბევრად ამსუბუქებს ნიკოტინის ნაკლებობით გამოწვეულ დისკომფორტს. შესაბამისად, სპეციალისტები აუცილებლად მიიჩნევენ მის შეტანას მწეველების რაციონში.

თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. არსებობს პროდუქტები, რომელთა მიღებაც მწეველებს თამბაქოსთვის თავის დანებებაში დაეხმარება, აცხადებენ მედიკოსები.

სპეციალისტების თქმით, მათგან გამოირჩევა სამი პროდუქტი – ჯანჯაფილი (კოჭა), შავი შოკოლადი და რძე. 

ჯანჯაფილი: როდესაც მოწევის სურვილი გაგიჩნდებათ, კარგად გაღეჭეთ ჯანჯაფილის ნაჭერი. ამ პროდუქტის სპეციფიკური გემო სიგარეტის სურვილს თრგუნავს.

გარდა ამისა, შეგიძლიატ მიირთვათ ჯანჯაფილის ჩაი ლიმონითა და თაფლით. ეფექტი იგივეა.

შავი შოკოლადი: კარგად ეხმარება მწეველებს მავნე ჩვევისთვის თავის დანებებაში. შავი შოკოლადი მშვენივრად ებრძვის სტრესს, რომელიც ორგანიზმში ნიკოტინის ნაკლებობის შედეგად ჩნდება.

ამასთან, შავი შოკოლადის ნატეხი, კაკაოს მაღალი შემცველობითა და შაქრის გარეშე, შესანიშნავად თრგუნავს მადას, რაც თავიდან აგაცილებთ ზედმეტ ჭამას.

რძის ნაწარმი: სპეციალისტების თქმით, რძის გემოს თამბაქოსთან „შერწყმა“ ბევრ ადამიანში ზიზღს იწვევს. შესაბამისად, რაც მეტ რძის ნაწარმს მიიღებთ, მით უფრო გაგიიოლდებათ სიგარეტისთვის თავის დანებება.

მენთოლიანი სიგარეტის გაყიდვა აიკრძალა: ევროკავშირმა კანონი აამოქმედა>>

გარდა ამ სამი პროდუქტისა, თამბაქოს გადაგდებაში მწეველებს კარგად ეხმარება ციტრუსები და ბადრიჯანი.

ფორთოხალი, გრეიპფრუტი თუ ლიმონი, გარდა იმისა, რომ მოწევის სურვილს კლავს, ასევე აღადგენს ორგანიზმში C ვიტამინის დეფიციტს, რომელსაც დროთა განმავლობაში ნიკოტინი ამცირებს.

რაც შეეხება ბადრიჯანს, ირკვევა, რომ ეს ბოსტნეული ნიკოტინის მჟავას შეიცავს, რაც ბევრად ამსუბუქებს ნიკოტინის ნაკლებობით გამოწვეულ დისკომფორტს. შესაბამისად, სპეციალისტები აუცილებლად მიიჩნევენ ბადრიჯნის შეტანას მწეველების რაციონში, რომლებიც სიგარეტისთვის თავის დანებებას ცდილობენ.

 

84
თემები:
სასარგებლო რჩევები (220)
თუთის ნაყოფი

თუთის სამკურნალო თვისებები

84
(განახლებულია 15:41 01.06.2020)
თუთა, თეთრიც და შავიც, სამკურნალოა. ხალხურ მედიცინაში სამკურნალოდ გამოიყენება თუთის ნაყოფი, ფოთლები, ფესვები, ქერქი.

თუთა, თუთის ხე (Morus) 15–20 მეტრი სიმაღლის ხეა ტკბილი ნაყოფით. გვხვდება 24 სახეობის, რომლებიც გავრცელებულია აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, სამხრეთ ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ ნაწილში, სამხრეთ ამერიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ნაწილობრივ აფრიკაში.

ბალი - გემრიელი და სასარგებლო ხილი>>

საქართველოში იზრდება თუთის ორი სახეობა – თეთრი თუთა (Morus alba) და ხართუთა (Morus nigra). ბუნებრივ პირობებში ცოცხლობს 200-300, იშვიათად 500 წელი. საქართველოს კუთხეებში თუთას სხვადასხვა სახელი ჰქვია: ბჟოლა, ბჟოლი, ჟალღა, ჟოლი, მამალ გაჰრაჲ, მრეში, ფურცელი, ფურცლითუთა, ჯალღა, ჯორაბჟოლა.

თუთა, თეთრიც და შავიც, სამკურნალოა. ხალხურ მედიცინაში სამკურნალოდ გამოიყენება თუთის ნაყოფი, ფოთლები, ფესვები, ქერქი.

თუთის სასარგებლო თვისებები

თუთის ნაყოფი კარგია გულ-სისხლძარღვთა დაავადების დროს. ცნობილია, რომ უკრაინაში გულის მანკითა და მიოკარდიით დაავადებულები ერთი თვის განმავლობაში დღეში 4-ჯერ 300-400 გ მწიფე თუთას ჭამდნენ და სამი კვირის შემდეგ გულის ტკივილს აღარ გრძნობდნენ, მოუწესრიგდათ გულის რიტმიც.

ნაყოფი კარგი სტიმულატორია სისხლის წარმოსაქმნელად. იყენებენ პირის ღრუსა და ლორწოვანი გარსის ანთებისა და ყელის ტკივილის დროს. თუთა სამკურნალოდ გამოიყენება როგორც ახალი, ისე გამხმარი სახით. ამზადებენ ასევე მის მურაბას.

ჰიპერტონიისა და გულ-სისხლძარღვთა სხვადასხვა დაავადების დროს რეკომენდებულია თუთის ფესვების ნახარში. ფესვების ნახარში ასევე გამოიყენება ბრონქიტის, ბრონქიალური ასთმის დროს, ის აჩქარებს ჭრილობის შეხორცებას.

თუთის წვენი კარგია ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებების დროს, ეხმარება სტრესის, ნერვული დააბულობისა და დეპრესიის მოხსნას.

ერთი მუჭა თუთა ძილის წინ კარგი საშუალებაა მათთვის, ვისაც უძილობა აწუხებს.

თუთის მიღება კარგია გონებრივი და ფიზიკური გადაღლილობისას.

თუთის ფოთლის ჩაი გამოიყენება ავიტამინოზის, სისხლის უკმარისობის, შაქრიანი დიაბეტის დროს. ახალი ფოთლების ნახარში კარგია მეძუძური დედებისთვის.

თუთის ფოთლებს ქართულ ხალხურ მედიცინაში ოდითგან იყენებდნენ როგორც ოფლმდენ, შარდმდენ, კუჭში შემკვრელ და ჭრილობების შემახორცებელ საშუალებას.

ფითრი – „ყველაფრის მკურნალი" პარაზიტი მცენარე>>

რჩევები:

თუთის მიღება არ შიძლება მათთვის, ვისაც ალერგია აქვს. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულები უნდა მოერიდონ თუთის მიღებას.

თუთა ცუდად ერწყმის სხვა პროდუქტებს, ამიტომ მისი მიღება რეკომენდებულია ძირითად კვებებს შორის და მშიერ კუჭზე.

84
თემები:
სასარგებლო რჩევები (220)
COVID-19-ის მკურნალობა

რუსეთს შეუძლია ანტიკორონავირუსული პრეპარატის ექსპორტიორი გახდეს

0
(განახლებულია 16:23 01.06.2020)
დმიტრიევის თქმით, პატენტის მიღების შემდეგ რუსეთი აპირებს „აბსოლუტურად მთელ მსოფლიოს გაუზიაროს“ მკურნალობის მოდიფიკაცია და სტანდარტები.

თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. რუსეთს შეუძლია დაიწყოს COVID-19–ის სამკურნალო პრეპარატის ექსპორტზე გატანა მას შემდეგ, რაც შიდა ბაზრის მოთხოვნას დააკმაყოფილებს, განაცხადა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელმა კირილ დმიტრიევმა. 

მანამდე რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ მოიწონა აღნიშნული ფონდისა და „ხიმრარის“ მიერ დამზადებული COVID-19–ის საწინააღმდეგო პრეპარატი „ავიფავირი“. ივნისის დასაწყისში პრეპარატის პირველი პარტია „როსზდრავნადზორს“ გაეგზავნება მიმოქცევაში გასატანად დასკვნისთვის, ხოლო 11 ივნისიდან ქვეყნის საავადმყოფოებს წამლის 60 ათასი კურსი გადაეგზავნება.

„მას შემდეგ, რაც რუსეთის მოთხოვნები დაკმაყოფილდება, მიგვაჩნია, რომ მისი უცხოეთში გატანაც გახდება შესაძლებელი. ბევრი განაცხადი გვაქვს მიღებული ახლო აღმოსავლეთისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან. რუსეთს შეუძლია გახდეს აღნიშნული პრეპარატის ექსპორტიორი“, — განაცხადა დმიტრიევმა პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, რუსეთმა რამდენიმე ვიდეოკონფერენცია  გამართა საუდის არაბეთის ჯანდაცვის სამინისტროსთან და ქვეყანა დაინტერესდა რუსული პრეპარატით.

„ჩვენ ვხედავთ მნიშვნელოვან დაინტერესებას საუდის არაბეთის ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან და მიგვაჩნია, რომ ამ პრეპარატის კუთხით რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის და ასევე სხვა ქვეყნებთან ურთიერთქმედება უკიდურესად პერსპექტიული“, — აღნიშნა ფონდის ხელმძღვანელმა. 

დმიტრიევის თქმით, პატენტის მიღების შემდეგ რუსეთი აპირებს „აბსოლუტურად მთელ მსოფლიოს გაუზიაროს“ მკურნალობის მოდიფიკაცია და სტანდარტები.

„ავიფავირი“ — ეს პირდაპირი ანტივირუსული მოქმედების პირველი რუსული პრეპარატია, რომელმაც თავისი ეფექტურობა კლინიკური ცდებისას დაადასტურა. პრეპარატი საკმაოდ კარგადაა შესწავლილი, ვინაიდან ის იაპონიაში 2014 წლიდან გამოიყენება გრიპის მძიმე ფორმების წინააღმდეგ.

ამასთან, „ავიფავირის“ შუალედური  კლინიკური გამოცდები ასევე ადასტურებს მის მაღალეფექტურობას COVID-19–ის წინააღმდეგ. ამ დროისათვის მისი კლინიკური გამოცდების ფინალური ეტაპი მიმდინარეობს, რომელშიც 330 პაციენტი მონაწილეობს.

 

0
თემები:
რუსეთი დღეს