ნაწლავის მიკროფლორის აღდგენა ბუნებრივი გზით: სპეციალისტები ოთხ პროდუქტს ასახელებენ

© Pixabay / silviaritaჯანსაღი კვება
ჯანსაღი კვება - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპეციალისტების თქმით, არსებობს რამდენიმე სასარგებლო პროდუქტი, რომელთა მიღებაც ბუნებრივად აღადგენს ნაწლავის მიკროფლორას.

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. არასწორი კვება და ზოგი მედიკამენტის გამოყენება ნაწლავის მიკროფლორის დარღვევას იწვევს, აცხადებენ მედიკოსები და მიკროფლორის აღდგენის რამდენიმე ბუნებრივ გზას გვირჩევენ. 

კაკალი  - Sputnik საქართველო
გულის შემდეგ კუჭ-ნაწლავი: მეცნიერებმა კაკლის ახალი სარგებელი დაადგინეს

ნაწლავის მიკროფლორა არის მიკროორგანიზმების ერთობლიობა, რომელიც დაბადებიდანვე ყალიბდება ორგანიზმში. მიკროფლორის ფორმირება თანდათანობით ხდება, ბაქტერიების ზრდა-გამრავლების გზით.

ფაქტორები, რომლებსაც ნაწლავის ფლორის შეცვლა ან განადგურება შეუძლია, არის:

  • კვების რაციონი, რომელიც მდიდარია შაქრითა და გაჯერებული ცხიმებით;
  • სტრესი — რაც არა მარტო ცვლის ნაწლავის მიკროფლორას, არამედ ორგანიზმის დამცავ ფუნქციებსაც აქვეითებს;
  • ზოგი სამკურნალო საშუალება, მაგალითად, ანტიბიოტიკები;
  • ნაწლავების ხშირი აშლილობა.

მეტი კოფეინი - მეტი სიკეთე: მეცნიერებმა ყავის კიდევ ერთი სასარგებლო თვისება აღმოაჩინეს

სპეციალისტების თქმით, არსებობს რამდენიმე სასარგებლო პროდუქტი, რომელთა მიღებაც ბუნებრივად აღადგენს ნაწლავის მიკროფლორას. 

კეფირი საუზმეზე — თუ ნაწლავის მიკროფლორის გაუმჯობესება გსურთ, ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტი კეფირია. შეგიძლიათ იყიდოთ მზა, ან მოამზადოთ თავად კეფირის სოკოსგან. კეფირის დალევის საუკეთესო დრო დილაა, სასურველია უზმოზე. თუმცა ის ასევე შესანიშნავი სამხარიცაა. 

ქალი და მამაკაცი ბუნებაში - Sputnik საქართველო
უჯრედების „წებო“ ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად: დაასახელეს კოლაგენით მდიდარი პროდუქტები

მჟავე კომბოსტო — ეს პროდუქტი ორგანიზმისთვის პრობიოტიკების შესანიშნავი წყაროა, რომლებიც, როგორც ცნობილია, ნაწლავის მიკროფლორას „კოლონიზებაში“ ეხმარება. სასურველია პროდუქტი მზა სახით კი არ იყიდოთ, არამედ თვითონ დაამჟავოთ კომბოსტო.

ზღვის წყალი — ის სხვადასხვა რეცეპტის უფრო და უფრო პოპულარული ინგრედიენტი ხდება. ამის მიზეზი ზღვის წყლის უნიკალური სამკურნალო თვისებებია. სუფრის მარილისგან განსხვავებით, რომელშიც მხოლოდ ნატრიუმის ქლორიდი შედის, ზღვის წყალი ორგანიზმს მნიშვნელოვანი მინერალური ნივთიერებებით ამარაგებს. ისინი ნაწლავის კედლის საშუალებით შეიწოვება, არეგულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და მთლიანად ორგანიზმის მჟავიანობას, აგრეთვე აუმჯობესებს ნაწლავთა პერისტალტიკას (პერისტალტიკა – კედლების ტალღისებური თანმიმდევრული შეკუმშვა, რაც ხელს უწყობს ორგანოს შიგთავსის გადაადგილებას).

დანამატები — თუ გსურთ ნაწლავის მიკროფლორა რამდენიმე დღეში გაამრავლოთ, მაგალითად, გადატანილი დაავადების ან მედიკამენტების მიღების შემდეგ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ნატურალური დანამატები.

ყველა ახალი ამბავი
0