გრიპი და გაციება: როგორ განვასხვავოთ ორი დაავადება ერთმანეთისგან

© photo: Sputnik / Alexander Kondratyk / გადასვლა მედიაბანკშიგრიპი და გაციება
გრიპი და გაციება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექიმების თქმით, გაციების დროს ერთკვირიანი წოლითი რეჟიმი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანი გამოჯანმრთელდეს. გრიპის დროს კი ეს პერიოდი 2-4 კვირა გრძელდება

თბილისი, 2 იანვარი - Sputnik. შემოდგომა-ზამთრის პერიოდი გრიპისა და გაციების სეზონია. თუმცა, ამ სეზონურ ნოზოლოგიებს  შორის რომ დიდი სხვაობაა, ბევრმა არც იცის, რადგან  მსგავსი სიმპტომატიკა ახასიათებთ. მედიკოსების თქმით კი მათ შორის დიდი განსხვავებაა - რასაც ჩვეულებრივი გაციება გვპატიობს, არ გვაპატიებს გრიპი.

ბავშვების ვაქცინაცია გრიპზე - Sputnik საქართველო
გრიპის სეზონი: ათი წესი და სამი შეხსენება უმაღლესი კატეგორიის პედიატრისგან

გაციების „ფეხზე“ გადატანა შესაძლებელია, ის თვითონვე გაივლის. აი, გრიპი კი მეტად სერიოზული და მძიმე დაავადებაა, რომელიც ჰაერ-წვეთოვანი გზით გადადის. ასე რომ, თუ სამსახურში ერთი მაინც არის გრიპით დაავადებული, მალე მთელი გუნდი ჩაწვება. იგივე ეხება საბავშვო ბაღებსა და სკოლებს. 

თუ როგორ განვასხვაოთ ეს ორი დაავადება ერთმანეთისგან, ამაში ექვსი მთავარი სიმპტომის გარკვევა დაგვეხმარება.

 ოფლიანობა და ძლიერი შეციება - როცა ადამიანს ტემპერატურა უწევს, ყოველთვის აქვს შემცივნების შეგრძნება, ასე ხშირად ხდება გაციების დროს. თუმცა, გრიპის დროს ეს სიმპტომი ბევრად ძლიერად ვლინდება, გარდა ამისა, გამოხატულია ჭარბი ოფლიანობა;

თავის ტკივილი - თავის ტკივილი გაციებასაც ახლავს, მაგრამ გრიპის დროს პაციენტი განიცდის მტანჯველ ტკივილს, ეს ყველაფერი ლორწოვანი გარსების ანთების გამო ხდება; 

დეჰიდრატაცია (გაუწყლოება) - დიარეისა და ღებინების გამო. თუ ორ სიმპტომს თან ერთვის ღებინება და/ან დიარეა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რადგან ორგანიზმის გაუწყლოება ფატალურად საშიშია ადამიანისთვის; 

გრიპი - Sputnik საქართველო
როგორ დავიცვათ თავი გრიპისგან - ექიმების ხუთი მარტივი წესი

კუნთების ტკივილი და სპაზმები - თუ პაციენტს გრიპი აქვს, ის გრძნობს მკვეთრად გამოხატულ ტკივილს კუნთებში, რომელიც შეიძლება სპაზმამდეც მივიდეს;

ხველა - გრიპის დროს, როგორც წესი, ხველა მშრალი და მყეფავია (მშრალი, სპაზმური ხველა),  ლორწოსა და ნახველის გარეშე; 

წნევა ყურებში - წნევის მატება ყურში განპირობებულია ცხვირ-ყურის ხაზის შიდა არეების  ანთებით. ეს სიმპტომი მეორადად ჩნდება გრიპის დროს.

ექიმების თქმით, გაციების დროს ერთკვირიანი წოლითი რეჟიმი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანი გამოჯანმრთელდეს. გრიპის დროს კი ეს პერიოდი 2-4 კვირა გრძელდება, რა დროსაც მკვეთრადაა გამოხატული ასთენიური სინდრომი (უმადობა, ძლიერი სისუსტე). აუცილებელია წოლითი რეჟიმი და საბოლოო გამოჯანმრთელება, რადგენ გრიპს „შემობრუნება“ ახასიათებს.

ყველა ახალი ამბავი
0