ეჭვიანი ქალი

სენი ეჭვიანობა, ანუ, თუ თქვენი საყვარელი ადამიანი ეჭვიანია

231
(განახლებულია 15:23 16.11.2019)
ეჭვიანობა, პირველ რიგში, დაავადებაა, და მეორე - შეძენილი დაავადება. ეჭვიანობით დაავადებულთა ფსიქოთერაპიულ მკურნალობას, უმეტეს შემთხვევებში, არანაირი შედეგი არ მოაქვს.

ქალის ეჭვიანობას ახირებად და კაპრიზად მივიჩნევთ, მაგრამ ეს მძიმე დაავადებაა. თუ საყვარელი ქალი ველური კატასავით ეჭვიანია, თქვენი ამოცანაა, არა მარტო ისწავლოთ დელიკატურად და ფრთხილად მოექცეთ ავადმყოფს, არამედ თქვენც არ გადაგედოთ ეს დაავადება და ეჭვით სნეული არ შეიქმნათ.

სპეციალისტები, რომლებმაც ეჭვიანობის პრობლემა გამოიკვლიეს, დარწმუნებული არიან, რომ ეჭვიანობა, პირველ რიგში, დაავადებაა, მეორე — შეძენილი დაავადებაა. პათოლოგიური ეჭვიანობა სცილდება ნამდვილ ან წარმოსახვით ღალატზე მწვავე რეაქციის ფარგლებს და ემოციური აღგზნებისადმი ორგანიზმის სუსტ ადაპტაციაზე მეტყველებს.

მილანის უნივერსიტეტის დოქტორის, პროფესორ პადმალ დე სილვას მოსაზრებით, ეჭვიანობის პათოლოგიური ფორმა თავისი სიმპტომებით ფსიქოზს ჰგავს. დოქტორი დე სილვა ასევე ამტკიცებს, რომ ეჭვიანობით დაავადებულთა არანაირ ფსიქოთერაპიულ მკურნალობას, უმეტეს შემთხვევებში, არანაირი შედეგი არ მოაქვს.

231
თემები:
სასარგებლო რჩევები (259)
ქუჩის ძაღლები

ძალიან საშიშია ძაღლისთვის: ექსპერტებმა კატეგორიულად აკრძალული პროდუქტები დაასახელეს

169
(განახლებულია 19:49 05.08.2020)
კინოლოგებმა დაასახელეს ის პროდუქტები, რომელთა მიცემაც კატეგორიულად იკრძალება ძაღლებისთვის, ნახეთ – რა იცით და რა არა ჩამოთვლილიდან.

თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. რუსეთის კინოლოგიური ფედერაციის თანამშრომლებმა ძაღლების ჯანმრთელობისთვის ყველაზე საშიში საკვები დაასახელეს, იუწყება РИА Новости.

ექსპერტების თქმით, ძაღლის ყველა მფლობელმა იცის, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათი „საერთო მაგიდიდან“ კვება, ანუ იმ პროდუქტის მიცემა, რომელსაც ადამიანები უშიშრად მიირთმევენ. მიუხედავად ამისა, ხშირია შემთხვევები, როდესაც პატრონი ცხოველის მუდარით სავსე გამოხედვას ვერ უძლებს და წესს არღვევს.

„არავითარ შემთხვევაში არ გაუმასპინძლდეთ ძაღლს საღამოობით ხორცისა თუ ყველის ნაჭრით — თუნდაც მის თვალებში მთელი სამყაროს სევდა ისახებოდეს“, — გვაფრთხილებენ სპეციალისტები.

მათი თქმით, სწორი კვება ცხოველისთვისაც ისევე საჭირო და აუცილებელია, როგორც ადამიანისთვის და ამ მხრივ ისინი არ განსხვავდებიან.

აკრძალული პროდუქტების ჩამონათვალში ექსპერტებმა შეიტანეს კაკაო და შოკოლადი, რადგან ისინი შეიცავს თეობრომინს, რაც საშიშია ძაღლებისთვის. ჩაი, ყავა და რძე ასევე შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს თქვენი ცხოველისთვის. გარდა ამისა, ექსპერტები არ გირჩევენ ავოკადოთი და კაკლით ძაღლის გამასპინძლებას.

ცხოველისთვის დისკომფორტის შემქმნელია ხახვი და ნიორი – როგორც ცოცხალი, ისე დამუშავებული სახით.

ასევე არ ღირს ძაღლების ქლიავით, ატმით, გარგრით, ალუბლით და ბლით გამოკვება — მათი მომატებული მჟავიანობის გამო. მით უმეტეს, რომ კურკებმა შეიძლება ნაწლავები დაუზიანოს ცხოველს.

გარდა ამისა, აკრძალულია მარილიანი და ტკბილი საკვები. შაქარი ანადგურებს ძაღლის კბილის მინანქარს და იწვევს დიაბეტს, ხოლო მარილი აუწყლოებს ორგანიზმს, რაც განსაკუთრებით საშიშია ცხელ ამინდში.

რუსეთის კინოლოგიური ფედერაციის წარმომადგენლები ცხოველების პატრონებს მოუწოდებენ, რომ თავიანთი ბინადრები მხოლოდ მაღალი ხარისხის მშრალი საკვებითა და ნატურალურ საკვებზე ვიტამინებისა და მინერალების დამატებით კვებონ.

169
თემები:
სასარგებლო რჩევები (259)
ადამიანი ჩამავალი მზის ფონზე

თუ ექსპერიმენტის არ შეგეშინდებათ, შედეგს სამ დღეში შენიშნავთ

250
(განახლებულია 21:01 04.08.2020)
ამერიკელი დერმატოლოგები განმარტავენ, რა შედეგებს მიიღებთ პირველსავე სამ დღეში, თუ მათ რეკომენდაციებს გაითვალისწინებთ

თბილისი, 4 აგვისტო - Sputnik. ადამიანების უმრავლესობისთვის შხაპის მიღება - დილით თუ საღამოს, სახლიდან გასვლის წინ თუ ვარჯიშის შემდეგ აუცილებელი პირობაა. საშუალო სტატისტიკური ადამიანი სიცოცხლის განმავლობაში ერთ წელზე მეტ ხანს ატარებს აბაზანაში. ეს კი, დერმატოლოგთა აზრით, ძალიან ბევრია.

ექიმები ამბობენ, რომ ყოველდღიური შხაპი კანს დამატენიანებელ შრეს აცლის. ბანაობა ჭუჭყს, ოფლსა და მავნე ბაქტერიებს გვაშორებს, მაგრამ ასევე გვაშორებს ნატურალურ ცხიმებსა და ლიპიდებს, რომლებიც კანს ატენიანებს.
ასე რომ, რაც უფრო ხშირად იღებთ შხაპს, მით უფრო ძნელად ხდება დამატენიანებელი ბაქტერიების აღდგენა.

მაშ, როგორ უნდა მოვიქცეთ?

სპეციალისტები ამბობენ, რომ სხეულის სრული გასუფთავებისთვის 3 წუთი ბანაობა სავსებით საკმარისია.

ამერიკის დერმატოლოგიის აკადემია მშობლებს ბავშვების დაბანის სიხშირის თაობაზე რეკომენდაციას იმის მიხედვით აძლევს, თუ რამდენად ჭუჭყიანია ბავშვი.

თუ 6-დან 11 წლამდე ბავშვი თამაშისას ძალიან გაბინძურდა, რეკომენდებულია აბაზანა ერთხელ-ან ორჯერ კვირაში. ეს იმიტომ, რომ მათ განვითარებად იმუნურ სისტემას ჭუჭყი, ანუ ბაქტერიები და ვირუსებისა თუ ინფექციების მცირე დოზა, სჭირდება.

დერმატოლოგები ამბობენ, რომ თუ ექსპერიმენტის არ შეგეშინდებათ და დაბანაზე ერთი თვით უარს იტყვით, პირველ შედეგებს უკვე სამი დღის შემდეგ შენიშნავთ. ამ ხნის განმავლობაში არაერთი დისკომფორტის გადატანა მოგიხდებათ - როგორც თქვენ, ისე გარშემომყოფებს, თუმცა ერთი თვის შემდეგ თქვენს კანზე ჯანმრთელი ბაქტერიების ფენა სრულად იქნება აღდგენილი, ხოლო მუწუკები და გამონაყარი უკვალოდ გაქრება.

250
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება
თბილისის აეროპორტი

საქართველოში უცხოელებისთვის ლეგალურად ყოფნის ვადა გახანგრძლივდა

0
(განახლებულია 15:50 06.08.2020)
საქართველოში ლეგალურად ყოფნის უფლება ექნებათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომელთაც საქართველოში ყოფნის ვადა გაუვიდათ, თუმცა, ქვეყანაში მათი ყოფნა გარკვეული გარემოებებით არის გამოწვეული

თბილისი, 6 აგვისტო  — Sputnik.  უცხოეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყნის დატოვება ვერ შეძლეს, ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადა 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის განკარგულებაში შესულ  ცვლილებებში.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს ხელისუფლებამ 14 მარტიდან 31 ივლისამდე პერიოდში უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერი ყოფნის საშეღავათო პერიოდი აამოქმედა.  1 აგვისტოდან კი ყველა მათგანი არალეგალად ითვლება.

განკარგულებაში შესული ცვლილებების თანახმად, 14 მარტიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში საქართველოში ლეგალურად ყოფნის უფლება ექნებათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომელთაც ქვეყანაში ყოფნის ვადა გაუვიდათ, თუმცა, ქვეყანაში მათი ყოფნა გარკვეული გარემოებებით არის გამოწვეული. 

კერძოდ, გარემოებები შემდეგია: სახელმწიფო, რომლის მოქალაქეებიც ისინი არიან, ინფიცირების მაღალი რისკის ზონაშია, ან თუ სახელმწიფომ საზღვრის კვეთაზე შეზღუდვები დააწესა, ან თუ პირი იმყოფება საავადმყოფოში, კარანტინსა ან თვითიზოლაციაში, ან თუ სამშობლოში დაბრუნებაში მას ხელს გაუქმებული ავიარეისები უშლის.

საქართველოში ყოფნის კანონიერი ვადის ამოწურვის შემდეგ უცხოეთის მოქალაქე ვალდებულია ქვეყანა დატოვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ჯარიმა ან ქვეყნიდან გაძევება ემუქრება, რომელიც ითვალისწინებს ქვეყანაში შემოსვლაზე აკრძალვას ორიდან ხუთ წლამდე ვადით.

ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იღებს – თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყვეტილება ინდივიდუალურია.

რაც შეეხება ჯარიმებს, ვადის ამოწურვის შემდეგ სამი თვის განმავლობაში მათ ჯარიმა 180 ლარი ეკისრებათ, შემდგომ პერიოდში კი ჯარიმის ოდენობა ორმაგდება.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში