დედა და შვილი

მშობლის პორტფოლიო: ვისი ბრალია, თუ თქვენი შვილი ისევ „თქვენ კისერზე“ ცხოვრობს

289
(განახლებულია 20:49 06.11.2019)
რუბრიკა „ფასილიტატორის“ სტუმარი – ფსიქოლოგი, სპეციალური მასწავლებელი სკოლაში ნატო ბაქრაძე საუბრობს, თუ როგორ უშლის ხელს აღზრდის სტილი ბავშვებს პიროვნებად ჩამოყალიბებაში.

რა უშლის ხელს ადამიანს ზრდასრულ პიროვნებად ჩამოყალიბებაში? აღზრდის სტილი – ეს იმ ქცევების, დამოკიდებულებებისა და ურთიერთობების ერთობლიობაა, რომელსაც მშობელი წარმართავს. იგი მნიშვნელოვნად განსაზღრავს ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბებას, მის დამოკიდებულებებს გარემომცველი ადამიანებისა და საგნების მიმართ, მისი დამოუკიდებლობის ხარისხს როგორც ბავშვობის პერიოდში ისე ზრდასრულობაში.

როგორია გარემო, სადაც ბავშვები იზრდებიან?

ყველა ოჯახი ინდივიდუალურია, ყველა მათგანს კონკრეტული წესები, აღზრდის მეთოდები აქვს. პირველი, რაც გავლენას ახდენს ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბებაზე, ეს ის სოციო-კულტურული თავისებურებებია, რომელშიც ის იზრდება. იმ ხალხში, სადაც გადამწყვეტი სიტყვა უმეტესად ასაკით უფროს ადამიანს ეკუთვნის, რთულია ასაკით უმცროსი ადამიანისთვის თავის დამკვიდრება, რომელი გარემოც არ უნდა იყოს ეს – ოჯახი, სამსახური თუ სხვა.

ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესი რთულდება მაშინ, როდესაც გარემო, რომელშიც ის იზრდება, ჰიპერმზრუნველია, ავტორიტარული ან ინდიფერენტული.

ჰიპერმზრუნველი გარემო „სიყვარულის სახელით“ ზღუდავს ბავშვის თავისუფლებას. ყველაზე ადრეული გამოვლინება მშობლის  ამგვარი ქცევისა მაშინაა, როცა შვილი სამი წლის ასაკშია და დამოუკიდებლად ცდილობს გააკეთოს ისეთი ქმედება, რომელიც მას აქამდე გამოცდილებაში არ ჰქონია, მაგალითად, დაასხას ჩაიდნიდან ჭიქაში წყალი. მშობელი კი მსგავს ქმედებებს ბლოკავს, გამოართმევს ჩაიდანს ბავშვს და თვითონ დაასხამს, რომ არ დასველდეს. როდესაც მსგავსი შემთხვევები მრავლად მეორდება, ბავშვი ხდება უინიციატივო და სხვაზე დამოკიდებული, რაც ზრდასრულ ასაკამდე მიჰყვება. ამგვარი გამოცდილებები კი ხელს უშლის მას ზრდასრულ ასაკში იფუნქციონიროს როგორც დამოუკიდებელმა პიროვნებამ.

ინდიფერენტული და ავტორიტარული გარემო ორი უკიდურესი პოლუსია. პირველ შემთხვევაში მშობლები ნაკლებ ყურადღებას იჩენენ ბავშვის მიმართ. ემოციური კავშირი მშობლებსა და შვილს შორის არ არსებობს და ისინი არ ინტერესდებიან შვილის ინტერესებითა და ემოციური მდგომარეობით. ავტორიტარული გარემოს შემთხვევაში ბავშვს არ აქვს არჩევანის საშუალება, უგულებელყოფილია მისი ყოველი ინიციატივა და სურვილი. მშობელი უპირობო ავტორიტეტია. ბავშვს არაფერს უხსნიან და ყველაფერი დასჯისა და აკრძალვის გზით მიიღწევა. 

ორივე შემთხვევაში ბავშვი ვერ იღებს შესაბამის გამოცდილებას, რაც მას ზრდასრულ ასაკში დაეხმარება იცხოვროს დამოუკიდებლად, აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ გადაწყვეტილებებზე; მას აქვს მუდმივი შიში გარემოს შეფასებებისადმი, დამოკიდებულია ავტორიტეტების შეხედულებებზე, არ აქვს ემოციური ურთიერთობების გამოცდილება. შედეგად კი უჭირს იყოს მოტივირებული, გაბედული და ბრძოლისუნარიანი სხვადასხვა სიტუაციებისადმი.

როგორ ხედავს გარემო ბავშვს? 

შვილების ცხოვრებაზე მნიშვნელოვანწილად გავლენას ახდენს მშობლების შეუმდგარი ცხოვრება. მნიშვნელოვანია, რამდენად  რეალიზებულია დედა და რამდენად აქვს გადანაწილებული თავისი რესურსები ოჯახსა და კარიერაზე. ქალები, რომლებმაც უარი თქვეს პიროვნულ განვითარებაზე და ცხოვრებისეულ მისიად დაისახეს შვილის მოვლა, ვერ აცნობიერებენ, რამდენად ღრმად იჭრებიან შვილის პიროვნულ საზღვრებში. მიჯაჭვულობა, რომელსაც ისინი შვილების მიმართ განიცდიან, სწორედ იქიდან მოდის, რომ მათ შვილებს აჰკიდეს თავიანთი ყველა ის მოლოდინი, რომელიც უნდა გადაენაწილებინათ სამსახურსა და მეუღლეზე.  როდესაც ბავშვი მშობლის მიერ აღიქმება, როგორც საკუთრება, განუხორციელებელი ოცნებების ასრულების ობიექტი, იდეალი, რომელსაც არ ეპატიება შეცდომა, რომლისგანაც გარემო გამუდმებით მოითხოვს იყოს მორჩილი, უგულებელყოფილია მისი პიროვნული თვისებები, ხასიათობრივი შტრიხები, ინტერესები. ასეთი გავლენები ადამიანს ზრდასრულობამდე მიჰყვება. იგი ვერ გრძნობს პირად საზღვრებს, არ აქვს პირადი სივრცე, ვერ გრძნობს და განიცდის პიროვნულ საზღვრებს, არ იცის მარცხის შემთხვევაში როგორ იმოქმედოს, გამუდმებით საჭიროებს სხვის ზრუნვასა და ზედამხედველობას. მშობელი კი ვერ ამჩნევს, რამდენად უმწეო მდგომარეობაში ამყოფებს მას. ასეთ სიტუაციაში პიროვნება სრულიად მოუმზადებელია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის.

რა როლს ანიჭებს გარემო ბავშვებს?

გარემო, რომელშიც თავისთავად იგულისხმება მშობლებისა და ოჯახის სხვა წევრების დამოკიდებულებები, ბავშვს სქესის მიხედვით ანიჭებს როლებს. ამ პროცესში კულტურა და ტრადიცია ერთობლივადაა ჩართული. მაგალითად, გოგონების შემთხვევაში თავიდანვე განსაზღვრულია მისი როლი როგორც ცოლისა და დედის. ადრეული ასაკიდანვე ასწავლიან პირადი სისუფთავის დაცვას, თავის მოვლას, თამაშის დროს წახალისებულია მათი, როგორც დედის როლი, როგორ ზრუნავს ის თავის შვილზე.

ბიჭების შემთხვევაში კი როლი განსაზღვრულია როგორც კაცის, ოჯახის უფროსის, რომელსაც ვიღაცამ უნდა მოუაროს, იზრუნოს, მიულაგოს. მათ არავინ სთხოვს თამაშში გამოავლინონ როგორი მზრუნველი ქმრები ან მამები იქნებიან. გოგონებთან შედარებით პირადი სივრცის ორგანიზებასაც ნაკლებად ასწავლიან და სთხოვენ, რადგან ამ ფუნქციას ჯერ დედა ასრულებს, შემდგომ კი ცოლმა უნდა შეითავსოს. ცნობიერად თუ არაცნობიერად ბიჭებსა და გოგონებზე როლი ნაწილდება ასე: მზრუნველი – გოგო და მზრუნველობის ქვეშ მყოფი – ბიჭი. მსგავსი როლი, ბუნებრივია, ზრდასრულ ასაკამდე მიჰყვება ადამიანს. მამაკაცი გარემოსგან მუდმივად ითხოვს ზრუნვასა და ყურადღებას, ქალი კი მორჩილად ითავსებს და ასრულებს თავის ფუნქციას და თუ იქმნება რამე პრობლემა ამ კუთხით, დამნაშავე გარემოსგან უმეტესად ქალია, რადგან მან სათანადოდ ვერ შეასრულა როლი.

მშობლებს შორის ურთიერთობა...

მშობლების შეუმდგარი პირადი ცხოვრება ანგრევს შვილების ურთიერთობებსაც. ხშირია, როდესაც ბავშვის დაბადების შემდგომ მეუღლეებს შორის წარმოიშვება გარკვეული სირთულეები, რადგან ქალები მეუღლის როლს მთლიანად ანაცვლებენ დედის როლით, და როდესაც მეუღლეებს შორის ემოციური კავშირი ირღვევა, გაუცნობიერებლად დედები ბიჭი შვილებისგან ელიან იმ სიმძლავრის უკუკავშირს, რასაც რეალურად მეუღლისგან ითხოვენ. სწორედ ეს ხდება შემდგომ მიზეზი იმისა, რომ ვერ იღებენ შვილის ცოლებს, გაუცნობიერებლად ეჭვიანობენ მათზე და ჰგონიათ, რომ მათი როლი, რომელიც შეუცვლელი უნდა ყოფილიყო შვილის ცხოვრებაში, ვიღაცამ მიითვისა.

რეკომენდაციები:

1. გარემო, რომელიც ბავშვს საშუალებას მისცემს შეემზადოს მომავალი ცხოვრებისათვის, უნდა იყოს მხარდამჭერი. ამის საუკეთესო გამოვლინება დემოკრატიული აღზრდის სტილია, სადაც არსებობს წესებიც, აკრძალვებიც, მაგრამ ბავშვს უსმენენ და იღებენ უპირობო სიყვარულით, უხსნიან, ესაუბრებიან და აფასებენ მათ, როგორც პიროვნებებს;

2. შვილები არ ითხოვენ თქვენგან სრულ თავგანწირვასა და თქვენი ცხოვრების უარყოფას, თუ თავად არ შესთავაზებთ ამას. ეცადეთ თავად განვითარდეთ არა მხოლოდ როგორც მშობელი, არამედ როგორც ქალი.

3. მკვეთრად გამიჯნეთ მეუღლისა და დედის როლი. ჯანსაღ ოჯახურ გარემოში ორივე როლს თავისი ფუნქცია და მნიშვნელობა აქვს;

4. დაუტოვეთ შვილებს პირადი სივრცე, იმისათვის, რომ მათ შეძლონ თავიანთი შესაძლებლობებისა და რესურსების რეალიზება;

5. მიეცით შვილებს უფლება დაუშვან შეცდომები, პასუხი აგონ ამ შეცდომებზე და აიღონ პასუხისმგებლობა თავიანთ გადაწყვეტილებებზე.

 

289
ბავშვები შადრევანში

როგორ დავიცვათ თავი გადახურებისგან ზაფხულის ცხელ დღეებში

208
(განახლებულია 21:18 13.07.2020)
საქართველოში უკვე ძალიან ცხელა. განსაკუთრებით ბავშვებს და მოხუცებს უჭირთ ამ სიცხის გაძლება. მზე ამ პერიოდში ძალიან აქტიურია და შუადღისას თითქმის შეუძლებელია გარეთ გასვლა. ტემპერატურა, რომელიც აღემატება 32 გრადუსს, საფრთხის შემცველია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

როგორ უნდა მოვიქცეთ ზაფხულის ცხელ დღეებში და როგორ უნდა დავიცვათ თავი გადახურებისგან, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მრჩეველი ნია გიუაშვილი საუბრობს.

ნია გიუაშვილი
ნია გიუაშვილი

პრევენციის ელემენტარული ზომები უნდა იყოს მიღებული ინდივიდუალურად. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ორგანიზმი დავიცვათ გადახურებისგან. 32 გრადუსი – ეს გახლავთ ერთგვარი ზღვრული მაჩვენებელი და ამ ტემპერატურის პირობებში ხანგრძლივად ღია სივრცეში ყოფნა არ არის მისაღები.

თუ გვინდა, რომ ბინაში შევინარჩუნოთ სიგრილე, ამისათვის პირველი საშუალებაა კონდიცირება, რაც უნდა ხდებოდეს ღია ფანჯრების პირობებში. ოთახში გამორთეთ ყველა ხელსაწყო, რომელიც შეიძლება დამატებით სითბოს გამოყოფდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ბინაში არ არის კონდიცირება, დახურეთ ფანჯრები, დარაბები, ჩამოაფარეთ ფარდები, ოთახში განათავსეთ სველი პირსახოცები.

დღის განმავლობაში უნდა დაიგეგმოს საქმიანობა და მოხდეს საქმის გადანაწილება. თუ 32 გრადუსის პირობებში გიწევთ საქმიანობა, მუშაობის დრო არ უნდა აჭარბებდეს ორ საათს. ამის შემდგომ საჭიროა დასვენება, გაგრილება და მხოლოდ შემდგომ შეიძლება დაბრუნება იმავე საქმიანობაზე.

ზოგადად, დღის პირობებში 32 გრადუსის, ხოლო ღამის პირობებში 24 გრადუსის შენარჩუნება გახლავთ ის ზღვრული მაჩვენებელი, რომელიც უნდა იყოს დაცული. სითბური ტალღებისათვის დამახასიათებელია ღამის ტემპერატურის მატება და შესაბამისად ღამის პირობებში ვერ ხდება ორგანიზმის სათანადოდ გაგრილება. ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ გავაგრილოთ ორგანიზმი. უნდა გავაღოთ ყველა ფანჯარა, განსხვავებით დღისგან, როდესაც, პირიქით, ჯობს დავხუროთ და ამგვარად შევინარჩუნოთ დაბალი ტემპერატურა.

როგორც წესი, დილის ოთხი საათიდან დილის შვიდ საათამდე გახლავთ ყველაზე უფრო გრილი პერიოდი და თუ რაიმე ტიპის ფიზიკურ აქტივობას ვგეგმავთ, სწორედ ამ პერიოდში უნდა დაიგეგმოს და არა უფრო გვიან, რომელიც შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს ჯანმრთელობისთვის. მით უმეტეს, საქართველოში ამ პერიოდში ადრე თენდება, დილის ხუთ საათზე სრულად არის გათენებული. შესაბამისად, სრულიად შესაძლებელი დილის ფიზიკური აქტივობით დაწყება.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიცხის დროს საკმარისი რაოდენობით მივიღოთ სითხე. მოხუცებისთვის სწორედ ეს არის დამახასიათებელი, მათ წყურვილის გრძნობა დაქვეითებული აქვთ. უბრაოდ არ ახსოვთ, რომ წყალი უნდა დალიონ. ამ დროს მეთვალყურეობა ოჯახის წევრების მხრიდან ბავშვებზე და მოხუცებზე არის ძალიან მნიშვნელოვანი. მათ უნდა შევახსენოთ, იცოდნენ, რომ სიცხეში ფიზიკური აქტივობა უნდა იყოს შეზღუდული და სითხე უნდა იქნეს საკმარისი რაოდენობით მიღებული.

სიცხის დროს მნიშვნელობა ენიჭება კვებასაც. კვება უნდა იყოს სათანადო, მცირე პორციებით და ხშირად, ხილის და ბოსტნეულის მაღალი შემცველებით. ამ დროს რაც შეიძლება შეამცირეთ ცხიმები. უარი თქვით კოფეინზე, ტკბილ და გაზიან სასმელებზე. თუმცა მინერალული წყლები არის საუკეთესო საშუალება იმისთვის, რომ ორგანიზმში სითხე იყოს შენარჩუნებული და იყოს საკმარისი ჰიდრატაცია.

კიდევ ერთი ძლიან მნიშნელოვანი რამ: ვინაიდან სიცხე ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის ყველაზე მაღალი რისკის შემცველია, მნიშვნელოვანია, რომ ცხელი დღეების დადგომისთანავე მათ შესაბამისი კონსულტაცია გაიარონ მკურნალ ექიმთან და გაარკვიონ, საჭიროებს თუ არა ექიმის დანიშნულება ცვლილებას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

208
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე
შავი ქლიავი

შავქლიავის საფრთხეები: ვის ეკრძალება კატეგორიულად

245
(განახლებულია 17:29 13.07.2020)
ირკვევა, რომ მარგებლობით განთქმულ ჩირს გარკვეული საფრთხეები ახლავს, და რომ არსებობს გარკვეული კატეგორია ადამიანებისა, რომლებსაც მისი მიღება ეკრძალებათ.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. შავქლიავი, ანუ ქლიავის სხვადასხვა ჯიშებისგან დამზადებული ქლიავის ჩირი შეიცავს А, В, Е და С ვიტამინებს, რის გამოც ის საკმაოდ სასარგებლო პროდუქტად მიიჩნევა, მაგრამ მისი ჭარბი მიღება შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს, აცხადებენ მედიკოსები. 

მათი თქმით, ქლიავის ჩირი სასარგებლოა კუჭის მოქმედებისთვის, არეგულირებს წნევას და აუმჯობესებს თმების, კანის, ფრჩხილებისა და პირის ღრუს მდგომარეობას — ებრძვის რა მიკრობების გამრავლებას. თუმცა მისი მიღებისას ზოგმა კატეგორიამ აუცილებლად უნდა დაიცვას ზომიერება, რათა გართულებები თავიდან აირიდოს.

მაგალითად, მედიკოსები შავქლიავის ჭამას არ ურჩევენ მათ, ვისაც ზედმეტი კილოგრამების დაკლება სურს ან უბრალოდ ზრუნავს საკუთარ აღნაგობაზე. ასეთებმა ან საერთოდ უარი უნდა თქვან, ან ძალიან შეზღუდული რაოდენობით მიიღონ ეს ჩირი. საქმე ისაა, რომ შავქლიავი ზედმეტად კალორიული პროდუქტია და ხელს უშლის გახდომას.

გარდა ამისა, შავქლიავი რაციონიდან უნდა გამორიცხონ შაქრიანი დიაბეტის, გულის დაავადებების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებმა. მას შეუძლია გააუარესოს ასეთების მდგომარეობა ან ახალი სიმპტომებიც კი წარმოშვას.

მედიკოსები კუჭ-ნაწლავის პრობლემების მქონეებს ურჩევენ, მიიღონ დღეში არაუმეტეს ხუთი ცალი ნაყოფისა, ხოლო თუ შეკრულობა აწუხებთ, დასაშვებია მეტი რაოდენობის ჩირის ჭამა.

შავქლიავი ასევე არ არის რეკომენდებული მეძუძური დედებისთვის, ვინაიდან ის ნეგატიურ გავლენას ახდენს პატარის მდგომარეობაზე. ბავშვს შეიძლება გაუჩნდეს ისეთი პრობლემები, როგორებიცაა კუჭის აშლილობა, პირღებინება ან მადის დაქვეითება.

ეს პროდუქტები განწყობა-ხასიათს აფუჭებს: ქვეყნდება ჩამონათვალი>>

სპეციალისტების თქმით, შავქლიავის შეძენისას ყურადღება უნდა მიექცეს მის გარეგნულ სახეს: ხარისხიანი ჩირი უნდა იყოს შავი და ამასთან მსუბუქად, უმნიშვნელოდ უნდა პრიალებდეს. უნდა იყოს „ხორციანი“, ცოტა რბილი და ამასთან მკვრივი. თუ მას ყავისფერი გადაჰკრავს, იცოდეთ, რომ ის არასწორადაა დამუშავებული და სასარგებლო თვისებები უკვე დაკარგული აქვს, ანუ მასში აღარ შედის ჩვეული ვიტამინები და მინერალური ნივთიერებები.

245
თემები:
სასარგებლო რჩევები
ქალაქი ბერდი

მოიერიშე დრონები სომხეთში, განადგურებული პუნქტები აზერბაიჯანში: ვრცელდება ვიდეო

0
(განახლებულია 13:14 14.07.2020)
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, რომელზეც თითქოს აზერბაიჯანის საყრდენი პუნქტების განადგურებაა აღბეჭდილი

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ტავუშის ოლქის სომხურ დაბა ბერდს აზერბაიჯანმა სამშაბათს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტია, განაცხადა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა შუშან სტეფანიანმა.

„მოწინაღმდეგემ ბერდის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მოიერიშე უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტია. დაშავებულები არ არიან“, — დაწერა სტეფანიანმა Facebook–ზე დაახლოებით ერთი საათის წინ .

სულ ახლახან პრესმდივანმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც, მისი თქმით, აღბეჭდილია, როგორ ანადგურებს სომხეთის სამხედრო ძალები აზერბაიჯანის საყრდენ პუნქტებს, საიდანაც ხორციელდება კიდეც ტავუშის საზღვრისპირა სოფლების დაცხრილვა.

შუშან სტეფანიანის თქმით, მალე კიდევ გავრცელდება სხვა ვიდეოკადრები.

შეგახსენებთ: კვირა დილით შეტაკება მოხდა აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე, თოვუზის რაიონში — რომელიც ასევე ესაზღვრება საქართველოს, და შესაბამისად ტავუშის პროვინციაში — რომელიც ასობით კილომეტრითაა დაშორებული არააღიარებული მთიანი ყარაბაღიდან. აღსანიშნავია, რომ ყარაბაღში ამ დროისათვის სიმშვიდეა.

აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტი: აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს>>

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომეხმა სამხედროებმა მათი პოზიციები დაცხრილეს, ხოლო სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ თავის მხრივ აღნიშნა, რომ აზერბაიჯანელი სამხედროები არტილერიის დახმარებით ცდილობდნენ სომხური საყრდენი პუნქტის მიტაცებას.

ბაქოს ინფორმაციით, ბრძოლებში დაღუპა ოთხი აზერბაიჯანელი სამხედრო, ხოლო ერევანი უარყოფს მათი მხრიდან დაღუპულების არსებობას და აცხადებს, რომ შეტაკებისას ორი პოლიციელი და სამი სამხედრო დაიჭრა.

აღსანიშნავია, რომ სროლები ჯგაგრძელდა ორშაბათსაც. კერძოდ, ერევანი აცხადებდა, რომ ბაქო 15–20 წუთიანი ინტერვალით ცხრილავდა ტერიტორიას, ხოლო ბაქო სომხურ მხარეს აბრალებს სროლების წარმოებას.

 

0
თემები:
მსოფლიო დღეს