უნგრული გულიაში

თურმე რატომ არ უნდა მოაშოროთ ქაფი ხორცს ხარშვისას: აუცილებლად საცოდნელი

885
(განახლებულია 19:50 24.09.2019)
885
თემები:
სასარგებლო რჩევები (221)
ბავშვი ყურზე აფარებული ხელით

ყურის ტკივილი: კატეგორიული აკრძალვა პედიატრ კომაროვსკისგან

44
(განახლებულია 13:36 02.06.2020)
უმაღლესი კატეგორიის პედიატრი ევგენი კომაროვსკი მშობლებს ასწავლის, როგორ უნდა აღმოუჩინონ პატარას პირველი დახმარება ყურის ტკივილის დროს და რა გავრცელებული მეთოდების გამოყენება იკრძალება ამ დროს

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. არსებობს პატარა ბავშვისთვის დახმარების საერთო წესები, რომლებსაც მშობლებმა ნებისმიერი ლოკალიზაციისა და ინტენსივობის ტკივილის დროს უნდა მიმართონ, აცხადებს უმაღლესი კატეგორიის უკრაინელი პედიატრი ევგენი კომაროვსკი. 

მისი თქმით, უმთავრესი წესი ისაა, რომ ბავშვს არაფერი არ უნდა სტკიოდეს.

პედიატრი მშობლებს აძლევს რჩევებს, როგორ უნდა იმოქმედონ იმ შემთხვევაში, თუ მათ პატარას ყური სტკივა. მისი რეკომენდაციები ასე გამოიყურება:

სასწრაფოს გჭირდებათ ექიმი, თუ ყურის ტკივილი:

  • სამ თვემდე ასაკის ბავშვს დაეწყო;
  • ზომიერი ტკივილი გრძელდება სამ საათზე მეტ ხანს;
  • სუსტად გამოხატული ტკივილი ერთ–დღე–ღამეზე მეტ ხანს აწუხებს ბავშვს;
  • არსებობს უმცირესი ეჭვი იმისა, რომ ბავშვის ყურში რაიმე უცხო სხეული მოხვდა;
  • ყურის ტკივილს თან ახლავს თავის ან კისრის კუნთების ტკივილი.

პედიატრის თქმით, ყურის ატკივების შემთხვევაში მშობელმა გადაუდებელი დახმარების სახით, ბავშვს მტკივანი ყური ქუდით ან თავსაფრით უნდა დაუფაროს და ჩააწვეთოს ცხვირში(!) სისხლძარღვების შემავიწროვებელი წვეთები (სპეციალურად ბავშვებისთვის — ასაკის შესაბამისად).

ევგენი კომაროვსკის თქმით, დაუშვებელია ყურში რაიმეს ჩაწვეთება ან ყურის გათბობა ნებისმიერი მეთოდით.

უმაღლესი კატეგორიის პედიატრი მშობლებს კატეგორიულად აფრთხილებს, რომ მას შემდეგ, რაც პატარას პირველ დახმარებას აღმოუჩენთ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგავიწყდეთ მიმართოთ ექიმს მაშინაც კი, თუ ბავშვს ყურის ტკივილი დაუამდა!

 

44
თემები:
სასარგებლო რჩევები (221)
მოწევის ამკრძალავი ნიშანი

დასახელდა ნიკოტინის შემცველი ბოსტნეული: აიოლებს მოწევისთვის თავის დანებებას

165
(განახლებულია 16:12 01.06.2020)
ირკვევა, რომ ეს ბოსტნეული ნიკოტინის მჟავას შეიცავს, რაც ბევრად ამსუბუქებს ნიკოტინის ნაკლებობით გამოწვეულ დისკომფორტს. შესაბამისად, სპეციალისტები აუცილებლად მიიჩნევენ მის შეტანას მწეველების რაციონში.

თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. არსებობს პროდუქტები, რომელთა მიღებაც მწეველებს თამბაქოსთვის თავის დანებებაში დაეხმარება, აცხადებენ მედიკოსები.

სპეციალისტების თქმით, მათგან გამოირჩევა სამი პროდუქტი – ჯანჯაფილი (კოჭა), შავი შოკოლადი და რძე. 

ჯანჯაფილი: როდესაც მოწევის სურვილი გაგიჩნდებათ, კარგად გაღეჭეთ ჯანჯაფილის ნაჭერი. ამ პროდუქტის სპეციფიკური გემო სიგარეტის სურვილს თრგუნავს.

გარდა ამისა, შეგიძლიატ მიირთვათ ჯანჯაფილის ჩაი ლიმონითა და თაფლით. ეფექტი იგივეა.

შავი შოკოლადი: კარგად ეხმარება მწეველებს მავნე ჩვევისთვის თავის დანებებაში. შავი შოკოლადი მშვენივრად ებრძვის სტრესს, რომელიც ორგანიზმში ნიკოტინის ნაკლებობის შედეგად ჩნდება.

ამასთან, შავი შოკოლადის ნატეხი, კაკაოს მაღალი შემცველობითა და შაქრის გარეშე, შესანიშნავად თრგუნავს მადას, რაც თავიდან აგაცილებთ ზედმეტ ჭამას.

რძის ნაწარმი: სპეციალისტების თქმით, რძის გემოს თამბაქოსთან „შერწყმა“ ბევრ ადამიანში ზიზღს იწვევს. შესაბამისად, რაც მეტ რძის ნაწარმს მიიღებთ, მით უფრო გაგიიოლდებათ სიგარეტისთვის თავის დანებება.

მენთოლიანი სიგარეტის გაყიდვა აიკრძალა: ევროკავშირმა კანონი აამოქმედა>>

გარდა ამ სამი პროდუქტისა, თამბაქოს გადაგდებაში მწეველებს კარგად ეხმარება ციტრუსები და ბადრიჯანი.

ფორთოხალი, გრეიპფრუტი თუ ლიმონი, გარდა იმისა, რომ მოწევის სურვილს კლავს, ასევე აღადგენს ორგანიზმში C ვიტამინის დეფიციტს, რომელსაც დროთა განმავლობაში ნიკოტინი ამცირებს.

რაც შეეხება ბადრიჯანს, ირკვევა, რომ ეს ბოსტნეული ნიკოტინის მჟავას შეიცავს, რაც ბევრად ამსუბუქებს ნიკოტინის ნაკლებობით გამოწვეულ დისკომფორტს. შესაბამისად, სპეციალისტები აუცილებლად მიიჩნევენ ბადრიჯნის შეტანას მწეველების რაციონში, რომლებიც სიგარეტისთვის თავის დანებებას ცდილობენ.

 

165
თემები:
სასარგებლო რჩევები (221)
ამირან გამყრელიძე

გახსნის თუ არა საზღვარს საქართველო სომეხი ტურისტებისთვის გამყრელიძის პასუხი

0
(განახლებულია 14:54 02.06.2020)
საქართველო ტურისტებს 1 ივლისიდან ელოდება, მაგრამ პირველ ეტაპზე „მწვანე ზონის“ სტატუსის მქონე ქვეყნებიდან, სადაც კორონავირუსის გავრცელების დონე მინიმალურია

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. საქართველოს არ შეუძლია საზღვრების გახსნა ტურისტებისთვის იმ ქვეყნებიდან, სადაც კორონავირუსით დაინფიცირების მაღალი მაჩვენებელია, მათ შორისაა სომხეთი, განაცხადა  TV-Pirveli–ს ეთერში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

Forbes-ის შეფასება: მოხვდა თუ არა საქართველო ტურისტებისთვის უსაფრთხო ქვეყნების სიაში>>

მისი თქმით, საქართველოში ჩამოსვლა 1 ივლისიდან შეუძლიათ ტურისტებს მხოლოდ „მწვანე ზონის“ სტატუსის მქონე ქვეყნებიდან. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ამ მიმართულებით მუშაობს. იმ ქვეყნებთან, სადაც კორონავირუსის გავრცელების დონე მინიმალურია, ორმხრივი შეთანხმებები გაფორმდება.

„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენ ტურისტულ არხებსა და გზას ვერ გავაღებთ იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, სადაც ინფიცირების მაღალი მაჩვენებელია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

წამყვანის შეკითხვაზე, შედის თუ არა ამ ქვეყნების სიაში სომხეთი, გამყრელიძემ უპასუხა, რომ უპირობოდ შედის და საქართველოს ტურისტებისთვის ამ ქვეყნიდან თავისი კარის გახსნა არ შეუძლია.

გამყრელიძის განცხადებით, მუშავდება გარკვეული პროცედურები. კერძოდ, როგორი ტესტი უნდა გაიაროს ტურისტმა, სანამ საქართველოში ჩამოვა. მსგავსი წესები უკვე ბევრმა ქვეყანამ შემოიღო. მაგალითად, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სამკურნალოდ თურქეთში მიდიან, უნდა გაიარონ „პისიარ“ (PCR) ტესტი საზღვრის გადაკვეთამდე არაუმეტეს 48 საათით ადრე.

ასევე, თვითონ საქართველოში სპეციალისტები გარკვეულ მეთვალყურეობას გაუწევენ ჩამოსულ ტურისტებს.

გამყრელიძემ აღნიშნა, რომ საქართველომ შეძლო ოქროს შუალედის პოვნა შეზღუდვების შერბილებასა და ჯანდაცვის სისტემის სწრაფ რეაგირებას შორის.

თბილისი ევროპის ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებებად დასახელდა>>

ბოლო ინფორმაციით, სომხეთში კორონავირუსის შემთხვევებმა ათი ათასს გადააჭარბა, გარდაიცვალა 158 ადამიანი. ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი აქვს სომხეთის პრემიერ–მინისტრს ნიკოლ ფაშინიანსა და მისი ოჯახის წევრებს.

საქართველო ტურისტები საზღვრებს 1 ივლისიდან ხსნის. წინასწარი ინფორმაციით, ე. წ. უსაფრთხო, ანუ „მწვანე დერეფანი“, პირველ რიგში, გაიხსნება ტურისტებისთვის ისრაელიდან, ავსტრიიდან, ჩეხეთიდან და უკრაინიდან.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში