რა მოხდება, თუ გარდაცვლილად გამოცხადებული პირი ცოცხალი აღმოჩნდა

© photo: Sputnik / Stringerპასპორტი
პასპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
არის შემთხვევები, როდესაც გარდაცვლილად გამოცხადებული, ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული პირი შეიძლება ცოცხალი აღმოჩნდეს. გარდა იმისა, რომ ეს სასიხარულო მოვლენაა მისი ახლობლებისთვის, ამას რიგი სამართლებრივი შედეგებიც ახლავს თან.

ფიზიკური პირის გარდაცვლილად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადება მნიშვნელოვანი სამართლებრივი შედეგის დადგომის წინაპირობაა. „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“ განსაზღვრავს, რა შემთხვევაში ხდება პირის გარდაცვლილად, ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადება და რა შედეგები მოჰყვება მათ დაბრუნებას, ან მათი ადგილსამყოფელის აღმოჩენას.

განვიხილოთ, რა შემთხვევაში გამოცხადდება პირი გარდაცვლილად, ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად.

ბრიუსელი - Sputnik საქართველო
როგორ დავსაქმდეთ ბელგიაში ლეგალურად? - პრაქტიკული რჩევები

რა შემთხვევაში გამოაცხადებენ პირს გარდაცვლილად?

პირის გარდაცვლილად გამოცხადებისთვის საჭიროა, არსებობდეს კანონით დადგენილი წინაპირობები. ასეთი სახის შემთხვევებია:

1. როდესაც პირის საცხოვრებელ ადგილზე მისი ადგილსამყოფელის შესახებ ხუთი წლის განმავლობაში არაა ცნობილი.

2. თუ პირი უგზო-უკვლოდ დაიკარგა ისეთ გარემოებაში, რომელიც მას სიკვდილს უქადდა.

3. სავარაუდოა მისი დაღუპვა რაიმე უბედური შემთხვევის გამო და ასეთი ცნობები ექვსი თვის განმავლობაში არ მოიპოვება. 

ჩამოთვლილი სამი პირობიდან რომელიმეს არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება პირის გარდაცვლილად გამოცხადების თაობაზე კანონიერი იქნება.

საომარი მოქმედებების გამო გარდაცვლილად გამოცხადება პირის დაკარგვის სპეციალურ შემთხვევას წარმოადგენს. ამ შემთხვევაში კანონი საომარი მოქმედებების დამთავრებიდან ორწლიან ვადას განსაზღვრავს.

საპატრულო პოლიცია მოქალაქეს აჯარიმებს - Sputnik საქართველო
თუ საპატრულო პოლიციამ დაგაჯარიმათ... იცოდეთ თქვენი უფლებები

თუ გარდაცვლილად გამოცხადებული პირი დაბრუნდა, ან მისი ადგილსამყოფელი აღმოჩნდა, სასამართლო აუქმებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

გაითვალისწინეთ, თუ პირი არ არის გამოცხადებული გარდაცვლილად, ან არაა აღიარებული უგზო-უკვლოდ დაკარგულად, მაგრამ არ გამოჩენილა მის საცხოვრებელ ადგილზე და არც არის მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია, მაშინ მისი ქონების რეალიზაციის უფლებამოსილება მის მემკვიდრეებს არ წარმოეშობათ.

დაბრუნების დროის მიუხედავად, პირს უფლება აქვს მოითხოვოს ის ქონება, რომელიც მისი გარდაცვლილად გამოცხადების შემდეგ გადაეცა სხვა პირს. თუმცა, პირს უფლება აქვს მოითხოვოს მხოლოდ ის ქონება, რაც შენარჩუნებულია, ან რაც სხვა პირს უსასყიდლოდ გადაეცა.

ის პირი, რომელმაც გარდაცვლილად გამოცხადებულის ქონება სასყიდლით შეიძინა, ვალდებულია დაუბრუნოს მას ეს ქონება, თუ დამტკიცდება, რომ ქონების შეძენისას მან იცოდა, რომ გარდაცვლილად გამოცხადებული პირი ცოცხალი იყო.

ბიჭებს ნებისმიერ ასაკში უხარია სათამაშო მანქანები - Sputnik საქართველო
თუ მიხვდით, რომ ქონება უღირსს აჩუქეთ – იცოდეთ თქვენი უფლებები

თუ გარდაცვლილად გამოცხადებული პირის ქონება გადაეცა სახელმწიფოს და მან მოახდინა მისი რეალიზაცია, მაშინ გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ პირს უბრუნდება ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა.

რაც შეეხება ფიზიკური პირის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებას, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე სასამართლო აღიარებს უგზო-უკვლოდ დაკარგულად, თუ მისი ადგილსამყოფელი უცნობია და ორი წლის მანძილზე იგი არ გამოჩენილა თავის საცხოვრებელ ადგილზე.

ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ კანონით მემკვიდრეები მოიპოვებენ უფლებამოსილებას, უკვალოდ დაკარგულის ქონება მართონ მინდობილი საკუთრების სახით, მათ შორის, მიიღონ მისგან სარგებელი. უგზო-უკვლოდ დაკარგულის რჩენაზე მყოფ პირებს ამ ქონებიდან მიეცემა სარჩო და დაიფარება ვალები.

თუ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული პირი დაბრუნდა, ან აღმოაჩინეს მისი ადგილსამყოფელი, უქმდება სასამართლოს გადაწყვეტილება მისი ქონების მართვის შესახებ. მეურნეობის სათანადო გაძღოლით მიღებული სარგებლის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება მას არა აქვს.

 

ყველა ახალი ამბავი
0