როგორ მივიღოთ ლამაზი სხეული: ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები

გამოწერა
რეგულარული ვარჯიში ადამიანს ენერგიას მატებს, უნარჩუნებს სასიამოვნო განწყობას, იცავს ქრონიკული დაავადებებისგან, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, აწესრიგებს სისხლის მიმოქცევას, აუმჯობესებს მეხსიერებას და, რაც მთავარია, გვეხმარება მუდამ საუცხოო ფორმაში ვიყოთ.

ეს ყველაფერი  თეორიულად თითქმის ყველა ადამიანმა იცის, თუმცა ცოტა თუ ვარჯიშობს სისტემატიურად.

ფიტნეს-ტრენერმა ნათია ბოსტოღანაშვილმა  ჩვენ მკითხველს  ჯანსაღი ცხოვრების წესთან და კვებასთან დაკავშირებით სასარგებლო რჩევები გაუზიარა.

© photo: courtesy of Personal Trainer Natia Bostoghanashviliნათია ბოსტოღანაშვილი
როგორ მივიღოთ ლამაზი სხეული: ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები - Sputnik საქართველო
ნათია ბოსტოღანაშვილი

- პროფესიით ხელოვნებათმცოდნე ვარ. ამჟამად ვმუშაობ ,,სნეპ ფიტნესში’’ ფიტნეს ინსტრუქტორად. ზედმეტი წონა არასდროს მაწუხებდა, მხოლოდ სხეულის გამკვრივება და ლამაზი ფორმები მინდოდა. ხუთი წლის წინ დავიწყე ფიტნეს დარბაზში სიარული. მახსოვს პირველი დღე, როგორი დაბნეული ვიყავი. აღმოვჩნდი ჩემთვის სრულიად სხვა სამყაროში, სადაც ყველა ტრენაჟორი ერთნაირი მეგონა და წარმოდგენა არ მქონდა, როგორ გამომეყენებინა თითოეული. დიდი შრომის შედეგად ვარჯიში ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილი გახდა, რომელიც ახლა უკვე პროფესიად ვაქციე.

- ქალისთვის რთული არ არის ინსტრუქტორობა?

- რთული არ არის თუ შენი საქმის პროფესიონალი ხარ და გიყვარს ის, რასაც აკეთებ. მე მთელ გულს ვდებ ჩემს საქმიანობაში და ყოველი შედეგი ძალზედ მნიშვნელოვანია. მიყვარს ხალხთან ურთიერთობა და სიკეთის კეთება. პასუხისმგებლობაც დიდია, როდესაც ადამიანი საკუთარ თავს და ჯანმრთელობას განდობს. თუმცა,  შესაბამისი ცოდნა და გამოცდილებაა საჭირო, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნა.

ყველანაირი ტიპის ადამიანთან მიწევს ურთიერთობა და ვფიქრობ, კარგ ინსტრუქტორს უნდა შეეძლოს თითოეულ ადამიანს მოერგოს, საერთო ენა გამონახოს და საჭირო რჩევა მისცეს, იყოს მეგობრული და მზრუნველი.

© photo: courtesy of Personal Trainer Natia Bostoghanashviliნათია ბოსტოღანაშვილი
როგორ მივიღოთ ლამაზი სხეული: ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები - Sputnik საქართველო
ნათია ბოსტოღანაშვილი

- როცა ადამიანი ვარჯიშს იწყებს, რამდენად მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოს ინსტრუქტორი რომ სასურველ შედეგს მიაღწიოს?

- ინსტრუქტორი თუ არ იქნება კვალიფიციური, მოვარჯიშე შედეგს ვერ მიიღებს. ამასთან ტრავმის საშიშროება დიდია, ძალიან მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული ფიტნეს ინსტრუქტორი, რათა მან  შეადგინოს სწორი პროგრამა, ასწავლოს ვარჯიშის შესრულების სწორი ტექნიკა, დაეხმაროს მოვარჯიშეს, რომ მოკლე დროში სასურველ შედეგს მიაღწიოს. გააკონტროლოს ვარჯიშებს შორის დასვენების დრო და პულსაციის ზონები. მისცეს მოტივაცია და შეაყვაროს ვარჯიში.

- როცა ადამიანს წონაში დაკლება უნდა, ამ დროს რა რეკომენდაციას უწევთ, რა ინტენსივობით უნდა ივარჯიშოს?

- წონაში კლებისთვის კვირაში 4-5 ჯერ უნდა ივარჯიშოს ადამიანმა. ფიზიკური აქტივობა ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს, რაც ეხმარება ცხიმის წვაში.

© photo: courtesy of Personal Trainer Natia Bostoghanashviliნათია ბოსტოღანაშვილი
როგორ მივიღოთ ლამაზი სხეული: ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები - Sputnik საქართველო
ნათია ბოსტოღანაშვილი

- მხოლოდ ვარჯიში კმარა შედეგის მისაღწევად?

- ნებისმიერი შედეგის მისაღწევად, წონის კლება იქნება ეს თუ კუნთოვანი მასის მომატება, ვარჯიშთან ერთად ყურადღება უნდა მივაქციოთ კვებას, რადგან შედეგის 70% მასზეა დამოკიდებული. ასევე ძილი, რადგან ძილის პერიოდში ხდება კუნთის ზრდა და აღდგენითი პროცესები.  ორგანიზმს უნდა მივაწოდოთ სიცოცხლის უნარიანობისთვის აუცილებელია ნახშირწყლები ცხიმები, ცილები, წყალი, ვიტამინები და მინერალები, რათა გავიუმჯობესოთ ჯანმრთელობა და მივიღოთ სასურველი შედეგი.

- ანუ ვარჯიშთან ერთად კვების რაციონსაც აკონტროლებთ?

- ვარჯიშთან ერთად კვების გაკონტროლება აუცილებელია. ეს ორი ერთმანეთზე დამოკიდებული პროცესია, თუმცა განტვირთვის დღეებიც აუცილებელია. თითოეულ ადამიანს მისთვის შესაბამის კვებას ვუწერ. კვების რაციონიც განსხვავებულია წონის კლების შემთხვევაში და კუნთოვანი მასის მომატების დროს.

© photo: courtesy of Personal Trainer Natia Bostoghanashviliნათია ბოსტოღანაშვილი
როგორ მივიღოთ ლამაზი სხეული: ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები - Sputnik საქართველო
ნათია ბოსტოღანაშვილი

- ყველაზე ხშირად რა მოთხოვნებით გაკითხავენ ქალბატონები? რის შეცვლა სურთ?

- ძირითადად სურთ ქონდეთ მკვრივი სხეული, არ იყვნენ მოდუნებულები, სურთ ლამაზი მუცელი, თეძოები და საჯდომი. ხშირად მოდიან ჭარბი წონის პრობლემებით.  ასევე უნდა ავღნიშნო, რომ ლამაზი საჯდომი მხოლოდ ქალბატონების მოთხოვნილების სიაში არ არის, ხშირად მამაკაცებიც მაკითხავენ იგივე სურვილით.

- შემდეგ რამდენად ითვალისწინებენ თქვენს ინსტრუქციებს, მითითებებს?

- ყოველთვის ვცდილობ სწორად მივაწოდო საჭირო ინფორმაცია კვებაზე, ვარჯიშზე და ძილზე. ამ ყველაფერს თავიდანვე ვაჩვევ ჩემს მოვარჯიშეებს. მათ იციან, რომ სასურველი შედეგის მისაღწევად ბევრი შრომა და მონდომებაა საჭირო. ყოველი შეხვედრისას ,,ანგარიში’’ უნდა ჩამაბარონ, რამდენი საათი ეძინათ, რა მიირთვეს და ა.შ. მათი შედეგი ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.

© photo: courtesy of Personal Trainer Natia Bostoghanashviliნათია ბოსტოღანაშვილი
როგორ მივიღოთ ლამაზი სხეული: ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები - Sputnik საქართველო
ნათია ბოსტოღანაშვილი

- ქალბატონებიც და მამაკაცებიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მუცლის პრესს, როგორ უნდა მიიღოს ადამიანმა სასურველი მუცლის პრესი და რა დრო სჭირდება ამას?

- ბევრი ადამიანისთვის სხეულის ერთ-ერთ პრობლემურ ზონას მუცელი წარმოადგენს. ლამაზი და სექსუალური მუცლის ფორმის მისაღებად კვირაში 2-3 ჯერ მხოლოდ პრესის ვარჯიშები არ არის საკმარისი. საჭიროა აერობული დატვირთვა (სირბილი, ლახტი, ხტომა, ველოსიპედით სიარული), რომ ცხიმის ფენა შემცირდეს, რომელიც მუცლის პრესს ეფარება. ყურადღება უნდა მიექცეს კვებასაც. რაციონიდან ამოღებული უნდა იქნას ცომეული, ტკბილეული, გაზიანი და ალკოჰოლის შემცველი სასმელები. თუ ადამიანი სისტემატიური სახით ივარჯიშებს და დაიცავს კვების მითითებებს, ყოველ მომდევნო თვეს ექნება ეტაპობრივი შედეგი და ასე გაიუმჯობესებს, დახვეწავს მუცლის ფორმის ვიზუალურ მხარეს.

© photo: courtesy of Personal Trainer Natia Bostoghanashviliნათია ბოსტოღანაშვილი
როგორ მივიღოთ ლამაზი სხეული: ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევები - Sputnik საქართველო
ნათია ბოსტოღანაშვილი

- ფიტნეს სფეროში თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე რა მითები არსებობს?

- მითები ბევრია და მრავალფეროვანი. დამწყები მოვარჯიშის უმრავლესობას გონია, რომ მალე გაეზრდება კუნთები და ამის შიში აქვს. კითხვებიც შესაბამისია, „მალე ხომ არ დავიკუნთები?’“, ,,პროტეინი არ მინდა ქიმიაა’’, ,,უარყოფითად მოქმედებს ღვიძლსა და თირკმელებზე?”, ,,პროტეინის მიღებას, რომ შევწყვეტ დავიჩუტები?’’ და ა.შ. სინამდვილეში ყველა პროტეინი მზადდება ნატურალური პროდუქტისგან, უბრალოდ მას ასუფთავებენ ზედმეტი კომპონენტებისაგან. უარყოფითად, რომ იმოქმედოს ღვიძლსა და თირკმელებზე უნდა მიიღოთ 300-400 გრ. პროტეინი, რაც ბუნებრივია შეუძლებელია. ზოგიერთს ასევე გონია, რომ პროტეინი აქვეითებს სექსუალურ ლტოლვას, რაც სინამდვილეში პირიქითაა. ცილებით მდიდარი საკვები ითვლება ყველაზე კარგ საკვებად რეპროდუქტიული ფუნქციის სტიმულირებისთვის. ასევე მითია, რომ პროტეინი იწვევს დამოკიდებულებას.

ყველა ახალი ამბავი
0