მითები კვების შესახებ: შაქარი აუცილებელია ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისათვის

CC0 / Pixabay / მარწყვი და შაქარი
მარწყვი და შაქარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თითოეული ჩვენგანი ცხოვრებაში ალბათ ერთხელ მაინც დაფიქრებულა, სწორად ვიკვებებით თუ არა. ირგვლივ უამრავი მითი არსებობს სწორი კვების შესახებ და სრულ ინფორმაციულ ქაოსში მართლაც ძნელია, გაარჩიო მითი რეალობისგან.

კვება ორგანიზმის მიერ საკვები ნივთიერებების მიღების, მონელების, შეწოვისა და ათვისების რთული პროცესია, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის ენერგეტიკული დანახარჯის აღსადგენად, უჯრედებისა და ქსოვილების განახლებისა და მათი ფუნქციის რეგულაციისთვის. ამიტომ ორგანიზმმა უნდა მიიღოს აუცილებელი საკვები საჭირო რაოდენობით, საჭირო დროს.

დღევანდელ სტატიაში ვეცდებით, დავამსხვრიოთ მითი შაქარზე და გავიგოთ, რამდენად აუცილებელია ეს პროდუქტი ჩვენი ორგანიზმისათვის.

ჩვენს სხეულში ყველანაირი შაქარი იშლება გლუკოზად, რომელსაც ჩვენი უჯრედები ენერგიისთვის იყენებენ. შაქრის კიდევ ერთი სახეობა ფრუქტოზა ასევე გამოიყენება ენერგიისთვის, რადგან ის ღვიძლში გარდაიქმნება გლუკოზად და ლაქტატად. (რძემჟავა). 

ერთადერთი განსხვავება ერთ კოვზ დამუშავებულ შაქარსა  და ბუნებრივი გზით  მიღებულ შაქარში არის ვიტამინები და მინერალები, რომელსაც ბუნებრივი გზით (მაგალითად ხილისგან) მიღებული შაქარი შეიცავს.

აღსანიშნავია, რომ დიაბეტის ყველა შემთხვევის (მთელ მსოფლიოში) დაახლოებით მეოთხედი გამოწვეულია არა მემკვიდრეობით, არასწორი კვებით ან ზედმეტი ჭამით, არამედ მთლიანად და მხოლოდ შაქრით.

საიდან იღებს თანამედროვე ადამიანი ამდენ შაქარს?

დაახლოებით მესამედს ტკბილი სასმელების მეშვეობით, მეექვსედს დესერტების სახით, ხოლო დაახლოებით ნახევარი დამალულია საკვებში, რომელიც ტკბილი არ უნდა იყოს – სოუსებში, პურში, მაკარონში და თითქმის ყველა სამრეწველო საკვებში. 1990 წელს ამერიკის კვების ინდუსტრიამ ლობირება გაუწია FDA–ს (პროდუქტებისა და სამკურნალო პრეპარატების ამერიკული კომისია) ახალ წესებს, რომლის მიხედვით, მწარმოებელი ვალდებული არ არის, შეფუთვაზე დამატებული შაქრის რაოდენობა მიუთითოს. კომპანიების მოტივი ისაა, რომ ამით ისინი რეცეპტურას, ანუ ფირმის საიდუმლოს გათქვამენ. კანონით დღემდე ნებადართულია, არ მიუთითონ გამოყენებული შაქრის რაოდენობა.

შეუძლია თუ არა ორგანიზმს შაქრის გარეშე არსებობა?
მოსაზრება, რომ ადამიანის ტვინისათვის აუცილებელია შაქარი და სხვა სწრაფად ათვისებადი ნახშირწყლები - მცდარია. ორგანიზმი გაცილებით უკეთ მუშაობს  ბოსტნეულისა და ბურღულეულის რთული ნახშირწყლების გადამუშავებისას ვიდრე მაშინ, როცა იღებს არაადექვატურად დიდი დოზით გლუკოზას სასმელებისა და ტკბილეულისაგან. ადამიანი საუკუნეების განმავლობაში არსებობდა შაქრის გარეშე. ერთი ქილა კოლას კალორიების მისაღებად, საჭირო იყო დღეს შაქრის ლერწამად ცნობილი ხის რამდენიმე მეტრის შეჭმა.

შაქრის მასობრივი წარმოება მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნეში დაიწყო, ხოლო ბოლო 50 წლის განმავლობაში მისი მოხმარების დონე 20-ჯერ გაიზარდა.

მავნეა თუ არა შაქრის შემცვლელი პროდუქტები?

შაქარი დამოკიდებულებას იწვევს არა იმდენად ჰორმონალურ დონეზე, რამდენადაც გემოს რეცეპტორებით. ადამიანი ეჩვევა ტკბილს და მუდმივად ეძებს მას. შაქრის ნებისმიერი ბუნებრივი წყარო ეს ამა თუ იმ ფორმით მხოლოდ მარტივი ნახშირწყლებია, რომელსაც საბოლოოდ ორგანიზმის ზედმეტი წონის დაგროვებისაკენ მივყავართ.

დიახ, შაქრის შემცვლელები არ შეიცავენ კალორიებს, მაგრამ ისინი აძლიერებენ ლტოლვას ტკბილეულისადმი. გარდა ამისა, მეცნიერები ამბობენ, რომ ასპარტამი ერთ-ერთი იმ მცირე პროდუქტთაგანია, რომელსაც ძალუძს გარდაქმნის გარეშე მოხვდეს ადამიანის ტვინში და მეცნიერება მხოლოდ ეხლა იწყებს მისგან გამოწვეული ზიანის შესწავლას.

შაქრის გამოყენება არღვევს შიმშილის კონტროლის ბუნებრივ მექანიზმს და აიძულებს ორგანიზმს სულ უფრო მეტი საკვები მოითხოვოს მარალი გლიკემიური ინდექსით. შაქრის შემცვლელების გამოყენება კი მხოლოდ ნიღბავს ამ პროცესს.

ასე რომ, თუ ჯანმრთელ კვებაზე გადასვლა გადაწყვიტეთ, უმჯობესია, თუ საერთოდ უარს იტყვით შაქარზე და მის შემცველ პროდუქტებზე.

და თუ შაქარზე უარის თქმას ვერ ახერხებთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, ქალებისათვის შაქრის მიღების საშუალო დღიური ნორმა 40 გრამია (6 კოვზი) და მამაკაცებისათვის 60 (9 კოვზი).

 

ყველა ახალი ამბავი
0