ძაღლი და ბავშვი პარკში

რა რისკი შეიძლება შეუქმნას შინაურმა ცხოველმა ბავშვს და როგორ ავიცილოთ თავიდან დაავადებები

452
(განახლებულია 16:38 13.08.2019)
ალბათ ადამიანების უმეტესობას უყვარს ცხოველები, თუმცა ცხოველის სახლში ყოლა გარკვეულ ცოდნას, დამატებით დროსა და ხარჯებს მოითხოვს.

რა უნდა გავითვალისწინოთ, სანამ ცხოველის აყვანას გადავწყვეტთ, რა საფრთხეს უქმნის, ან რა დადებითი შედეგების მომატნია ის თქვენი პატარასთვის, ამის შესახებ „ავერსის“ კლინიკის პედიატრიული სამსახურის უფროსი, ბლოგერი თამარ ობგაიძე საუბრობს.

თამარ ობგაიძე
თამარ ობგაიძე

- მე ექიმი ვარ. შინ ღუნღულა ძაღლი ბიშონი ფრიზი და ქუჩიდან აყვანილი, სიკვდილს გადარჩენილი კატა მყავს. ჩემს ირგვლივ ბევრი ადამიანი ამ გატაცებას სისულელედ მიიჩნევს, ბევრი - ახირებად, ზოგს კი ვერ გაუგია, ზედმეტად დატვირთული დღის რეჟიმის შემდეგ, როგორ ვახერხებ ჩემი პატარა ოთხფეხების მოვლას.

პატარა პაციენტების მშობლები ხშირად მეკითხებიან რჩევას, აჩუქონ თუ არა შვილებს შინაური ცხოველი, ხომ არ არის ეს  მათი ჯანმრთელობისათვის საშიში. ბევრი თვლის, რომ ცხოველმა შესაძლებელია ალერგია ან ინფექციური დაავადება გამოიწვიოს და ბავშვთან ერთად მათი სახლში ყოფნა დაუშვებელია. საფიქრებელი და ასაწონ-დასაწონი კი მართლაც ბევრია. უსაფრთხოების დაცვა აუცილებელია. თუ თქვენ არ შეგიძლიათ ამ წესების ზედმიწევნით დაცვა, მაშინ შინ ცხოველი არ უნდა მიიყვანოთ. ცხოველმა შესაძლოა დაკაწროს ან დაკბინოს პატარა.

ზოგ ბავშვს შესაძლოა გამოუვლინდეს ალერგია ცხოველის ნერწყვზე, ქერცლზე და ორგანულ გამონაყოფებზე. ასეთ შემთხვევებში ცხოველის სახლში ყოლა დაუშვებელია. გაითვალისწინეთ, რომ ბეწვი გაცილებით ნაკლებ ალერგიულია, ვიდრე ზემოთჩამოთვლილი. ამავდროულად მამრი ცხოველები ალერგიასთან მიმართებაში უფრო წარმოადგენენ საფრთხეს, ვიდრე მდედრები.

- ზოგადად რა საფრთხეები არსებობს?

- ზოონოზური დაავადებები, ინფექციები და ჭიებით ინვაზია, რომელიც შესაძლებელია ცხოველიდან ადამიანს გადაედოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა არ ხდება ჰიგიენური წესების სრულფასოვნად დაცვა, ცხოველის არასათანადო მოვლა.

ტრავმები, რაც დაკავშირებულია ცხოველთან, მაგალითად სირბილის ან ცხოველთან შეჯახების დროს დაცემა და შესაბამისი ტრავმა.

ასევე, უცხო სხეულების გადაცდენა სასუნთქ გზებში, მაგალითად, ცხოველის მშრალი საკვების.

სანამ ცხოველის აყვანას გადაწყვეტთ, დაფიქრდით, შესძლებთ თუ არა მის მოვლას, რადგან პასუხისმგებლობა მის მოვლა-პატრონობაზე, ცხოველის და ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე თქვენს შვილს კი არა თქვენ გეკისრებათ. გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ხომ არ აქვს პატარას რაიმე უკუჩვენება, მაგალითად, ალერგია.

- რა უნდა გავითვალისწინოთ აუცილებლად, როცა სახლში ცხოველი მიგვყავს?

- ცხოველი, რომელსაც აიყვანთ, სახლში მიყვანამდე შეამოწმებინეთ ვეტერინარს და დარწმუნდით, რომ ის ჯანმრთელია. სისტემატურად ჩაუტარეთ საჭირო აცრები და გამოცხადდით ვეტერინართან წინასწარ დაგეგმილი პერიოდულობით ცხოველის ჯანმრთელობის შესამოწმებლად. ასევე სისტემატურად დაამუშავეთ ჭიებზე და გარეგან პარაზიტებზე. არ დატოვოთ ბავშვი უმეთვალყურეოდ ცხოველთან. სჯობს, არ მისცეთ ცხოველს უფლება, შევიდეს ბავშვის ოთახში, სანამ მას სძინავს.

ცხოველისათვის განკუთვნილი საკვები, წყალი და წვრილი სათამაშოები მიუწვდომელი უნდა იყოს ბავშვისათვის️. ავადმყოფი ცხოველი ბავშვისაგან იზოლირებული უნდა იყოს გამოჯანმრთელებამდე.

ასწავლეთ პატარას ხელების დაბანა ცხოველთან და მისთვის განკუთვნილ საგნებთან შეხების შემდეგ. ცხოველისათვის განკუთვნილი საკვები და სათამაშოები შეინახეთ განცალკევებულად. თუ შინ ორსული ქალი გყავთ, ტოქსოპლაზმოზის თავიდან ასაცილებლად ის უნდა მოერიდოს ისეთ კატას, რომელიც დღის ნაწილს გარეთ ატარებს და  შინიდან გარეთ ხშირად გადის.

 - რა დადებითი მხარე აქვს შინაური ცხოველის შინ ყოლას?

- არ შევჩერდები კომპანიონი ძაღლების როლზე იმ ადამიანებისათვის, რომელთაც ესა თუ ის უნარშეზღუდულობა აქვთ, არც სამსახურებრივ ძაღლებზე, რომლებიც მესაზღვრეების, პოლიციელების შეუცვლელი დამხმარენი არიან. არც იმ ლეგენდებს მოგიყვებით, რომლებიც შინაური ცხოველების მისტიურ შესაძლებლობებზე მოგვითხრობს. მე იმ სამეცნიერო კვლევებზე მოგიყვებით, რაც შინაური ცხოველების ადამიანების ჯანმრთელობაზე ზეგავლენას ეხება.

აშშ-ს სტატისტიკით, 71 მილიონ ამერიკელს შინ სხვადასხვა ცხოველი ჰყავს და მათი დიდი ნაწილი შინაურ ცხოველს ოჯახის წევრად თვლის. 2002 წელს Allen-ის და თანაავტორთა მიერ შესწავლილი და შედარებული იქნა ადამიანთა ორი ჯგუფი - შინაური ცხოველების მფლობელები და ისინი, ვისაც ცხოველები არ ჰყავდა. პირველ ჯგუფს სტატისტიკურად სარწმუნო დაბალი გულისცემა და არტერიული წნევა ჰქონდა, ამასთანავე დატვირთვის შემდეგ ორივე ეს მაჩვენებელი სწრაფად უბრუნდებოდა ნორმას მეორე ჯგუფთან შედარებით. ავტორები მივიდნენ დასკვნამდე, რომ შინაური ცხოველების მფლობელებს აქვთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა განვითარების უფრო დაბალი რისკი და ამავდროულად, ისინი უფრო ეფექტურად უმკლავდებიან სტრესს.

1997 წელს Nagengast-მა და მისმა კოლეგებმა საინტერესო ექსპერიმენტი განახორციელეს - მათი კვლევა შეისწავლიდა 3-დან 6 წლამდე ასაკის ჯანმრთელ ბავშვებს, რომლებიც ჯანმრთელობის ჩვეული გამოკვლევის მიზნით ორჯერადად მივიდნენ პედიატრთან. პირველ ვიზიტზე მათი გასინჯვისას ოთახში ბავშვისათვის უცნობი ძაღლიც იყო, მეორე ვიზიტი კი ძაღლის გარეშე ჩატარდა. აღმოჩნდა, რომ პირველ ვიზიტზე ბავშვების გულისცემა, არტერიული წნევა და ქცევითი დისტრესი უფრო დაბალი იყო, ვიდრე იმ შემთხვევაში, როცა გასინჯვას ძაღლი არ დაესწრო. ეს და კიდევ მრავალი სხვა კვლევა ადასტურებს, რომ ცხოველებთან ურთიერთობა ადამიანს უფრო მშვიდს ხდის და სტრესს ამცირებს.

კვლევათა შედეგები ალერგიისა და ასთმის კავშირის შესახებ შინაურ ცხოველებთან არაერთგვაროვანია. ზოგიერთი კვლევა ადასტურებს კატების როლს ალერგიული სენსიტიურობის ზრდაში, მაშინ როცა სხვა კვლევათა შედეგები საწინააღმდეგოს ამტკიცებენ. Hodgson -ის და მისი კოლეგების 2015 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ბავშვებს, რომლებიც სიცოცხლის პირველი წლის მანძილზე ცხოვრობდნენ შინაურ ცხოველებთან ერთად, შემდგომში უფრო იშვითად ჰქონდათ ალერგიული დაავადებები, ვიდრე იმათ, ვისაც არ უცხოვრია შინაურ ცხოველთან ერთად.

ამ კვლევის შედეგი ეხმიანება ე.წ. ჰიგიენურ თეორიას, რომელიც ამტკიცებს, რომ რაც უფრო მეტი შეხება ექნება ბავშვს სიცოცხლის ადრეულ ეტაპზე გარემომცველ სამყაროსთან, მათ შორის ალერგენებთან, მით უფრო მეტადაა ტრენირებული მისი ორგანიზმის იმუნობიოლოგიური დაცვის სისტემა. მატულობს ორგანიზმის ამტანობა გარემო ფაქტორთა მიმართ და იშვიათად ემართება ალერგია. რაც უფრო სტერილურ პირობებში ზრდით პატარას, მით მეტია იმისი ალბათობა, რომ მას ცხოვრების შემდგომ ეტაპებზე ალერგიული დაავადება განუვითარდება. თუმცა თუ პატარას შინაური ცხოველის მოყვანის შემდეგ ალერგია უდგინდება, სამწუხაროდ, მისთვის ეს კონტაქტი სასარგებლო ვერ იქნება. ალერგიული დაავადების მკურნალობის მთავარი პრინციპი ხომ ალერგენის მოცილებაა.

2015 წელს Gadomski-ს და კოლეგების მიერ აშშ-ში ჩატარებული კვლევის შედეგი ადასტურებს, რომ მოზარდებს, რომელთაც ძაღლი ჰყავდათ, სარწმუნოდ უფრო იშვიათად აღენიშნებოდათ სიმსუქნე, ვიდრე იმ ბავშვებს, რომელთაც შინაური ცხოველი არ ჰყავდათ.

ასეთივე შედეგი იქნა მიღებული Timperio-ს და თანაავტორთა მიერ 2008 წელს ავსტრალიაში ჩატარებული კვლევის შედეგადაც. ახსნა მარტივია - ის, ვისაც ძაღლი ჰყავს, უფრო მეტი ფიზიკური აქტივობა აქვს და დიდ დროს ატარებს სახლის გარეთ.

ცნობილია, რომ ბავშვი, რომელიც შინ ცხოველი ჰყავს, უფრო ადვილად ეჩვევა სხვაზე ზრუნვას და პასუხისგებლობის აღებას.

ხშირად მიფიქრია, იქნებ ბევრი ჩატარებული კვლევის ოპტიმისტური შედეგი იმითაა განპირობებული, რომ ჯანმრთელი და ბედნიერი ადამიანები ირჩევენ მეგობრად შინაურ ცხოველს, ადამიანებს ჯანმრთელობის პრობლემებით კი ხშირად არ აქვთ არც ხალისი და არც უნარი მოუარონ ცხოველს და შესაბამისად, არ ცდილობენ აიყვანონ ისინი.

იქნებ ჯანმრთელი და ბედნიერი ადამიანები უფრო ხალისით ერთვებიან სამეცნიერო კვლევებში, იქნებ სწორედ ისინი უზიარებენ მკვლევარებს ასეთივე ხალისით იმ ეფექტებს, რაც მათ შინაური ცხოველის აყვანის შემდეგ აქვთ. იქნებ ასეცაა. მაგრამ ერთი ფაქტია - ადამიანი, რომელსაც ძაღლი ჰყავს, უფრო მეტ დროს ატარებს გარეთ სუფთა ჰაერზე, უფრო მეტს სეირნობს, უფრო მეტ ახალ ნაცნობს იძენს ქუჩაში და შესაბამისად, მეტი სოციალური კავშირი აქვს მსგავსი ინტერესების მქონე სხვა ადამიანებთან. იქნებ სწორედ ფიზიკურ სიჯანსაღესა და მორალურ კმაყოფილებასთანაა დაკავშირებული ლეგენდებიც და ფაქტებიც ცხოველის დადებითი ზეგავლენის შესახებ პატრონზე? შეიძლება. კვლევები აუცილებლად გაგრძელდება.

ასე, რომ თუ შინ შინაური ცხოველი გყავთ, მოუარეთ მას ისე, რომ ჯანმრთელი იყოს. ასწავლეთ პატარას ხელების ხშირი დაბანა, მკაცრად დაიცავით ჰიგიენის წესები. ასეთ პირობებში ოთხფეხა მეგობრები ბევრ სიხარულს და ხალისს მოგიტანენ.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

452
რძიანი ფაფა

რძის პროდუქტები გახდომის მსურველთა რაციონში: დიეტოლოგი მნიშვნელოვან ფაქტორებს ასახელებს

167
(განახლებულია 18:14 08.07.2020)
დიეტოლოგი განმარტავს, რძის რომელი და რამდენი პროდუქტი შეიძლება მიიღოს ყოველდღე გახდომის მსურველმა ისე, რომ წონაში მომატების არ ეშინოდეს.

თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. მიუხედავად იმისა, რომ რძის პროდუქტების ყოველდღიური მიღება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებში შედის, წონის დაკლების მსურველები მაინც სიფრთხილით ეკიდებიან მის მიღებას იმის შიშით, რომ ზედმეტი კილოგრამები არ დაიგროვონ, წერს დიეტოლოგი ლორა ფილიპოვა საკუთარ Instagram-ზე.  

სპეციალისტი განმარტავს, რძის რომელი და რამდენი პროდუქტი მიიჩნევა გახდომის მსურველებისთვის უსაფრთხოდ.

ფილიპოვას თქმით, ზრდასრული ადმიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი — მაგარი ყველი და ხაჭოა – როგორც კალციუმის, ისე ცილების შემცველობის მხრივ.

  • „დაიმახსოვრეთ: მნიშვნელოვანია, რომ ცილა სხვადასხვა წყაროებიდან მიიღოთ“, — წერს დიეტოლოგი.

ექსპერტის თქმით, რძის პროდუქტები შეიცავს ცხოველურ ცხიმებს, რაც სასარგებლო საკვები ელემენტია. თუმცა აუცილებელია, რომ ყოველდღიურ რაციონში მისი რაოდენობა გაკონტროლდეს. გამომდინარე აქედან, საშუალო ცხიმიანობის ხაჭო და ყველი ოპტიმალური პროდუქტებია ყოველდღიურად მისაღებად.

თუმცა დიეტოლოგი გვაფრთხილებს, რომ ზომიერების დაცვა ამ შემთხვევაშიც საჭიროა.

„არ ღირს ყველის კილოგრამობით ჭამა — საკმარისია დღეში 30-50 გრამი, ხაჭო კი 150-200 გრამი“, — წერს სპეციალისტი.

მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ არ შეიძინოთ ისეთი რძის პროდუქტები, რომლებიც დიდი რაოდენობით შაქარსა და მარილს შეიცავს. ამასთან, ხაჭო არ უნდა შეათავსოთ მარტივ შაქრებთან და ასევე ისეთ პროდუქტებთან, რომლებიც ფიტინის მჟავას შეიცავს, მაგალითად, მარცვლოვნებთან, თხილ–კაკალთან, პარკოსნებთან და ასევე თესლეულთან.

 

167
თემები:
რჩევები ჯანმრთელობასა და სილამაზეზე
რუჯის მიღება

მზით დამწვრობა: დაზიანებული კანის მოვლის უპირველესი წესი პროფესორისგან

87
(განახლებულია 14:08 08.07.2020)
პროფესორი განმარტავს, რა უნდა გაკეთდეს პირველ რიგში იმ შემთხვევაში, თუ მზით დამწვრობა მიიღეთ, და რამდენიმე აუცილებელ რეკომენდაციას გასცემს.

თბილისი, 8 ივლისის – Sputnik. ხანგრძლივი შესვენების შემდეგ მზეზე გასული ადამიანები დამწვრობის მიღებით რისკავენ, განაცხადა რადიო Sputnik-თან საუბრისას დერმატოლოგ-კოსმეტოლოგმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა სვეტლანა ჟაბოევამ.

მან მსმენელებს მისცა რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მზით დამწვრობის შემთხვევაში.

„პირველ რიგში აუცილებელია გრილი წყლით დაბანა ჭარბი ოფლისა და გარეგანი დაბინძურების მოსაშორებლად, შემდეგ კი პრაქტიკულად სველ კანზე დამამშვიდებელი კრემის წასმა. კრემი უნდა იყოს სააფთიაქო პროდუქტი, რომელიც ბეპანთენს ან სხვა დამაშვიდებელ და დამატენიანებელ ინგრედიენტებს შეიცავს. არ არის საჭირო არანაირი სპირტიანი, ზეთოვანი საშუალებები. ეს უნდა იყოს არა ცხიმოვანი კრემი, არამედ მსუბუქი ემულსია. კრემის კანზე დატანა აუცილებელია ყოველ 3-5 საათში“, — განმარტა პროფესორმა.   

მისი თქმით, თუ კანმა აქერცვლა დაიწყო, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოიცილოთ ის თვითნებურად. ამ დროს მხოლოდ დამამშვიდებელი და დამატენიანებელი საშუალებების დატანაა სასურველი. ეს შეიძლება იყოს დამატენიანებელი ემულსია, რძე, შეიძლება იყოს ჰიდროგელური ან ქსოვილის ნიღბები, რომლებიც ჰიალურონის მჟავას შეიცავს.

  • ჟაბოევა აფრთხილებს საზოგადოებას, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მექანიკური, ქიმიური სკრაბების გამოყენება აქერცლილი კანის მოსაშორებლად, „მხოლოდ მისი დარბილებაა საჭირო, რათა ისინი ბუნებრივი გზით მოწყდეს და მოშორდეს კანს“.

ექიმი განმარტავს, რომ თუ დამწვრობის შემთხვევაში ხელთ არანაირი სამკურნალო საშუალება არ აღმოგაჩნდებათ, შეგიძლიათ კანზე ნებისმიერი რძემჟავა პროდუქტი წაისვათ — მაგალითად, ნაღები, რომელიც ასეთ დროს საუკეთესო იქნება.

87
თემები:
რჩევები ჯანმრთელობასა და სილამაზეზე
ადამიანი და მაიმუნი

მაიმუნი ქალის გახდას შეეცადა: ვრცელდება ინციდენტის ვიდეო

0
(განახლებულია 16:01 09.07.2020)
ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ ახტება მაკაკა ქალს მუხლებზე და როგორ დაჟინებით ცდილობს ის სამოსის ქვეშ შეხედვას

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. ინდონეზიის კუნძულ ბალიზე მაკაკა ბრიტანელი ტურისტი ქალის გახდას შეეცადა, შემთხვევა ვიდეოკადრებზე ქალის მეგობარმა აღბეჭდა, იუწყება გამოცემა Daily Mail-ი.

​ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ირლანდიელი 38 წლის ჯილ პორტერი უბუდეში მაიმუნების ტყეს სტუმრობდა. როგორც კი ქალი მერხზე ჩამოჯდა, მუხლებზე პატარა კიბორჩხალაჭამია მაკაკა შეახტა. თავიდან მაიმუნი მისთვის შორტების გახსნას შეეცადა, მერე კი მკერდზე მაისურში ჩახედა და თმაზე მოქაჩა.

პორტერის თქმით, თავიდან  შეეშინდა, მაგრამ შემდეგ მიხვდა, რომ საშიში არაფერი იყო.

„ვფიქრობ, მაიმუნი მშიერი იყო და უბრალოდ საჭმელს ეძებდა“, — ივარაუდა ქალმა.

კიბორჩხალაჭამია მაკაკები მცირე ზომის მაიმუნებია, რომლებიც სიგრძეში 60-65 სანტიმეტრამდე იზრდებიან და 8,5 კილოგრამს იწონიან. 2011 წლის მონაცემებით, უბუდეში მაიმუნების ტყეში 600-ზე მეტი მაკაკა ბინადრობდა.

0
თემები:
მსოფლიო დღეს