ურანი რეტროგრადული გახდა: როგორ იმოქმედებს გენიოსებისა და შეშლილების პლანეტა ადამიანებზე

© Pixabay / WikiImagesვარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ურანის ზემოქმედება, ჩვეულებრივ, უკავშირდება სწრაფვას დამოუკიდებლობისკენ, განახლებისკენ, საზღვრების დარღვევისკენ. მიიჩნევენ, რომ ეს პლანეტა გენიოსებსა და შეშლილებს მფარველობს.

ნებისმიერი პლანეტის რეტროგრადულობა, ძირითადად, ნეგატიურად აისახება ადამიანების იღბალსა და მათ განწყობაზე. 12 აგვისტოს უკუსვლას დაიწყო ურანმა და ის ამ მდგომარეობაში 11 იანვრამდე იქნება.

ურანი არის პლანეტა, რომელიც განახლების ენერგიის მატარებელია. მისი ზემოქმედება ბევრად გაიზრდება, გადაიქცევა ქარიშხლად, რომელიც ყველაფერს წალეკავს თავის გზაზე. სწორედ 12 აგვისტოდან დაიწყო მოულოდნელი შემთხვევითობებისა და რევოლუციების პერიოდი როგორც მსოფლიოში, ისე ადამიანში.

მზის ამოსვლა დედამიწაზე ღია კოსმოსში - Sputnik საქართველო
პლანეტების ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებასა და ბედზე – ის, რაც უნდა ვიცოდეთ

დიდი მნიშვნელობა აქვს რეტროგრადული მოძრაობის დასაწყის ეტაპს. ურანის ენერგეტიკა ძალზე უჩვეულოა. ის მფარველობს ინტუიციას, ექსტრასენსორულ უნარებს. ეს ნიშნავს, რომ მისი რეტროგრადულობა ადამიანების ცხოვრების ყველა სფეროს შეეხება.

ურანის ზემოქმედება, ჩვეულებრივ, უკავშირდება სწრაფვას დამოუკიდებლობისკენ, განახლებისკენ, საზღვრების დარღვევისკენ. მიიჩნევენ, რომ ეს პლანეტა გენიოსებსა და შეშლილებს მფარველობს.

ურანს ერთი განსაკუთრებულობა აქვს - სხვა პლანეტებისგან განსხვავებით, უკუსვლისას მისი ენერგეტიკა კი არ სუსტდება, არამედ ძლიერდება. ამას შეუძლია როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ეფექტის მოტანა.

„რევოლუცია“ პირად ცხოვრებაში - რა შანსს აძლევს ურანი ზოდიაქოს ნიშნებს>>

რეტროგრადულობის პერიოდში ურანი კუროს ნიშანში იქნება, რაც ადამიანებში წინა პლანზე წამოწევს სიჯიუტეს და მათში მეამბოხე სულს გააღვიძებს. გაიზრდება მიწიერი სიამოვნებების სურვილი, კომპრომისები და სხვისი მოსაზრებები უინტერესო გახდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0