გამოფენაზე

მითები კვების შესახებ: სასარგებლოა თუ არა უცხიმო საკვები

167
თითოეული ჩვენგანი ცხოვრებაში ალბათ ერთხელ მაინც დაფიქრებულა, სწორად ვიკვებებით თუ არა. ირგვლივ უამრავი მითი არსებობს სწორი კვების შესახებ და სრულ ინფორმაციულ ქაოსში მართლაც ძნელია, გაარჩიო მითი რეალობისგან.

კვება ორგანიზმის მიერ საკვები ნივთიერებების მიღების, მონელების, შეწოვისა და ათვისების რთული პროცესია, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის ენერგეტიკული დანახარჯის აღსადგენად, უჯრედებისა და ქსოვილების განახლებისა და მათი ფუნქციის რეგულაციისთვის. ამიტომ ორგანიზმმა უნდა მიიღოს აუცილებელი საკვები საჭირო რაოდენობით, საჭირო დროს.

დღევანდელ სტატიაში ვეცდებით, დავამსხვრიოთ მითი უცხიმო პროდუქტებზე და გავიგოთ, მართლა საზიანოა თუ არა ცხიმის შემცველი პროდუქტების მირთმევა.

შეიძლება, ლოგიკურად ვიფიქროთ, რომ ცხიმიანი პროდუქტის ჭამა ჩვენც გაგვასუქებს, მაგრამ არც ასე მარტივადაა საქმე. 2008 წლის New England Journal of Medicine-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, აღმოჩნდა, რომ ხალხმა, რომელმაც დაბალ ნახშირწყლოვანი დიეტა დაიცვა, უფრო მეტი დაიკლო, ვიდრე მათ, ვინც ცდილობდა ცხიმიანი საჭმელი საერთოდ ამოეღო რაციონიდან.

ჩვენ ვირჩევთ უცხიმო პროდუქტებს, რადგან მიგვაჩნია, რომ ისინი ჩვენთვის უფრო ჯანმრთელია. მაგრამ გაითვალისწინეთ! იმისთვის, რომ უცხიმო პროდუქტის გემო გააუმჯობესონ, მწარმოებლები ხშირად უმატებენ მეტ შაქარს, არომატს და სტაბილიზატორებს, რაც, დამეთანხმებით,  ცუდია ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

დაიმახსოვრეთ,  საერთოდ კი არ უნდა ამოიღოთ ცხიმი რაციონიდან, არამედ ამოიღეთ მხოლოდ არაჯანსაღი ცხიმი.

ჩვენს ორგანიზმს სჭირდება უჯერი ცხიმები. უჯერი ცხიმები ასოცირდება დაბალ ქოლესტერინთან და გვხვდება ისეთი საკვებში  როგორიცაა ავოკადო, ცხიმიანი თევზი, კაკალი, ზეთები და თესლი.

167
რძიანი ფაფა

რძის პროდუქტები გახდომის მსურველთა რაციონში: დიეტოლოგი მნიშვნელოვან ფაქტორებს ასახელებს

169
(განახლებულია 18:14 08.07.2020)
დიეტოლოგი განმარტავს, რძის რომელი და რამდენი პროდუქტი შეიძლება მიიღოს ყოველდღე გახდომის მსურველმა ისე, რომ წონაში მომატების არ ეშინოდეს.

თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. მიუხედავად იმისა, რომ რძის პროდუქტების ყოველდღიური მიღება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებში შედის, წონის დაკლების მსურველები მაინც სიფრთხილით ეკიდებიან მის მიღებას იმის შიშით, რომ ზედმეტი კილოგრამები არ დაიგროვონ, წერს დიეტოლოგი ლორა ფილიპოვა საკუთარ Instagram-ზე.  

სპეციალისტი განმარტავს, რძის რომელი და რამდენი პროდუქტი მიიჩნევა გახდომის მსურველებისთვის უსაფრთხოდ.

ფილიპოვას თქმით, ზრდასრული ადმიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი — მაგარი ყველი და ხაჭოა – როგორც კალციუმის, ისე ცილების შემცველობის მხრივ.

  • „დაიმახსოვრეთ: მნიშვნელოვანია, რომ ცილა სხვადასხვა წყაროებიდან მიიღოთ“, — წერს დიეტოლოგი.

ექსპერტის თქმით, რძის პროდუქტები შეიცავს ცხოველურ ცხიმებს, რაც სასარგებლო საკვები ელემენტია. თუმცა აუცილებელია, რომ ყოველდღიურ რაციონში მისი რაოდენობა გაკონტროლდეს. გამომდინარე აქედან, საშუალო ცხიმიანობის ხაჭო და ყველი ოპტიმალური პროდუქტებია ყოველდღიურად მისაღებად.

თუმცა დიეტოლოგი გვაფრთხილებს, რომ ზომიერების დაცვა ამ შემთხვევაშიც საჭიროა.

„არ ღირს ყველის კილოგრამობით ჭამა — საკმარისია დღეში 30-50 გრამი, ხაჭო კი 150-200 გრამი“, — წერს სპეციალისტი.

მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ არ შეიძინოთ ისეთი რძის პროდუქტები, რომლებიც დიდი რაოდენობით შაქარსა და მარილს შეიცავს. ამასთან, ხაჭო არ უნდა შეათავსოთ მარტივ შაქრებთან და ასევე ისეთ პროდუქტებთან, რომლებიც ფიტინის მჟავას შეიცავს, მაგალითად, მარცვლოვნებთან, თხილ–კაკალთან, პარკოსნებთან და ასევე თესლეულთან.

 

169
თემები:
რჩევები ჯანმრთელობასა და სილამაზეზე
რუჯის მიღება

მზით დამწვრობა: დაზიანებული კანის მოვლის უპირველესი წესი პროფესორისგან

87
(განახლებულია 14:08 08.07.2020)
პროფესორი განმარტავს, რა უნდა გაკეთდეს პირველ რიგში იმ შემთხვევაში, თუ მზით დამწვრობა მიიღეთ, და რამდენიმე აუცილებელ რეკომენდაციას გასცემს.

თბილისი, 8 ივლისის – Sputnik. ხანგრძლივი შესვენების შემდეგ მზეზე გასული ადამიანები დამწვრობის მიღებით რისკავენ, განაცხადა რადიო Sputnik-თან საუბრისას დერმატოლოგ-კოსმეტოლოგმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა სვეტლანა ჟაბოევამ.

მან მსმენელებს მისცა რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მზით დამწვრობის შემთხვევაში.

„პირველ რიგში აუცილებელია გრილი წყლით დაბანა ჭარბი ოფლისა და გარეგანი დაბინძურების მოსაშორებლად, შემდეგ კი პრაქტიკულად სველ კანზე დამამშვიდებელი კრემის წასმა. კრემი უნდა იყოს სააფთიაქო პროდუქტი, რომელიც ბეპანთენს ან სხვა დამაშვიდებელ და დამატენიანებელ ინგრედიენტებს შეიცავს. არ არის საჭირო არანაირი სპირტიანი, ზეთოვანი საშუალებები. ეს უნდა იყოს არა ცხიმოვანი კრემი, არამედ მსუბუქი ემულსია. კრემის კანზე დატანა აუცილებელია ყოველ 3-5 საათში“, — განმარტა პროფესორმა.   

მისი თქმით, თუ კანმა აქერცვლა დაიწყო, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოიცილოთ ის თვითნებურად. ამ დროს მხოლოდ დამამშვიდებელი და დამატენიანებელი საშუალებების დატანაა სასურველი. ეს შეიძლება იყოს დამატენიანებელი ემულსია, რძე, შეიძლება იყოს ჰიდროგელური ან ქსოვილის ნიღბები, რომლებიც ჰიალურონის მჟავას შეიცავს.

  • ჟაბოევა აფრთხილებს საზოგადოებას, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მექანიკური, ქიმიური სკრაბების გამოყენება აქერცლილი კანის მოსაშორებლად, „მხოლოდ მისი დარბილებაა საჭირო, რათა ისინი ბუნებრივი გზით მოწყდეს და მოშორდეს კანს“.

ექიმი განმარტავს, რომ თუ დამწვრობის შემთხვევაში ხელთ არანაირი სამკურნალო საშუალება არ აღმოგაჩნდებათ, შეგიძლიათ კანზე ნებისმიერი რძემჟავა პროდუქტი წაისვათ — მაგალითად, ნაღები, რომელიც ასეთ დროს საუკეთესო იქნება.

87
თემები:
რჩევები ჯანმრთელობასა და სილამაზეზე
ვალუტის გადაცვლის პუნქტები

მდიდრები და ღარიბები რომელ პარტიას რამდენი ფული აქვს

0
(განახლებულია 16:50 09.07.2020)
საქართველოს 19 პოლიტიკური პარტიის შემოსავლების თითქმის ნახევარი მმართველ „ქართულ ოცნებაზე“ მოდის და ყველაზე მეტსაც ის ხარჯავს

თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. ამ დროისთვის საქართველოში ყველაზე მდიდარი პარტია კვლავ მმართველი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოა“.

დაჩქარებული წესით: პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები საბოლოოდ დაამტკიცა>>

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ 2019 წლის მონაცემებით, 19 პოლიტიკურ პარტიას შორის, რომელთა შემოსავლებში ან ხარჯებში 100 ათას ლარზე მეტი თანხა აღინიშნება, „ქართული ოცნება“ ყველაზე მდიდარია – მის ანგარიშზე თითქმის 10 მლნ ლარია.

გასულ წელს 19 პარტიის ერთიანი შემოსავალი 20 739 364 ლარი იყო. ამ თანხის თითქმის ნახევარი – 9 502 653 ლარი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ანგარიშებზე შევიდა, ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.

მაღალშემოსავლიანი პარტიების სამეულშია ასევე „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – 1 676 618 ლარი და „ევროპული საქართველო“ – 1 643 099 ლარი.

ამასთან, პარტიების მიერ მიღებული საერთო შემოსავლების 59% (12 301 675 ლარი) ეს სახელმწიფოს დაფინანსებაა, ხოლო 41% (8 437 689 ლარი) – კერძო პირების შემოწირულობები.

ანგარიშის თანახმად, თუ მხედველობაში არ მივიღებთ „ქართულ ოცნებას“, დანარჩენი9 18 პარტიის სახსრების 88% სახელმწიფო დაფინანსებაზე მოდის, ეს კი ნიშნავს, რომ ისინი, პრაქტიკულად, ბიუჯეტზე არიან დამოკიდებული.

ამ 19 პარტიიდან მხოლოდ ერთს – „ლელოს“ არ მიუღია სახელმწიფო დაფინანსება, რადგან 2019 წელს შეიქმნა და არჩევნებში მონაწილეობა ჯერ არ მიუღია.

გზა ხსნილია: რამდენი ხელმოწერა უნდა შეაგროვონ პარტიებმა არჩევნებში მონაწილეობისთვის>>

„2019 წელს 19 პარტიიდან 13-მა მთლიანობაში 8 362 581 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო 450 ფიზიკური და 26 იურიდიული პირისგან. შემოწირულებების 84% - 7 036 166 ლარი მმართველ პარტიაზე მოდიოდა“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ანუ „ქართულმა ოცნებამ“ 14-ჯერ მეტი თანხა მიიღო, ვიდრე „ლელომ”, რომელიც კერძო დაფინანსების მხრივ მეორე ადგილზე იმყოფება და 5-ჯერ მეტი, ვიდრე დანარჩენმა 18-მა პარტიამ.

გასული წლების ანალიზის საფუძველზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ დაადგინა ფიზიკური და იურიდიული პირების მუდმივი წრე, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ ყველა არჩევნებზე აფინანსებენ. ყველა ამ ბიზნეს–ჯგუფს ერთი მახასიათებელი აქვს – მათი წევრების უმრავლესობა თანხას მმართველ პარტიას ერთსა და იმავე დღეს, ან 1–2 დღის განსხვავებით ურისცხავენ, რაც ეჭვებს ბადებს – ხომ არ არის ეს კოლექტიური აქცია ვინმეს მიერ წინასწარ ორგანიზებული.

რაც შეეხება ხარჯებს, არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით, 2019 წელს 19–მა პარტიამ მთლიანობაში დახარჯა 20 723 057 ლარი, აქედან 43% – 8 877 711 ლარი – მმართველმა პარტიამ. 2 206 248 ლარით მეორე ადგილზეა „ევროპული საქართველო“ და  მესამეზე 1 671 775 ლარით „ პატრიოტთა ალიანსი“.

პარტიებმა 2019 წელს რეკლამაზე დახარჯეს 2 352 736 ლარი, ამ თანხის 74% – 1 747 140 ლარი „ქართულ ოცნებაზე“ მოდის. მმართველმა პარტიამ რეკლამაზე სამჯერ მეტი დახარჯა, ვიდრე 18 პარტიამ ერთად – 605 596 ლარი, ნათქვამია ანგარიშში.

„პოლიტიკური დაფინანსების მნიშვნელოვან გამოწვევას Facebook-ზე დასპონსორებული პოლიტიკური შინაარსის საინფორმაციო მასალა წარმოადგენს, რომლის დამკვეთიც არ არის საჯარო“, – აღნიშნავენ იორგანიზაციაში და დასძენენ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვერ აკონტროლებს ფინანსების ხარჯვას სოციალურ ქსელებში და ეს პრობლემა გადაჭრას მოითხოვს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, სახელმწიფო აუდიტის მხრიდან მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს პარტიების ფინანსური დეკლარაციების ეფექტურ შემოწმებას, ხოლო პარტიებმა მეტი აქცენტი უნდა გააკეთონ სახსრების სხვადასხვა აქციითა და კამპანიით მოზიდვაზე.

0
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება