მთვარე

როგორ დავგეგმოთ აგვისტოს მეორე დეკადა მთვარის კალენდრის მიხედვით

2227
(განახლებულია 09:56 11.08.2019)
მთვარის კალენდარი კარგი დამხმარეა ცხოვრების ეფექტური დაგეგმვისთვის. ექსპერტების რჩევები დაგვეხმარება, გავარკვიოთ, რომელი დღეებია ამა თუ იმ საქმისთვის მეტად ხელსაყრელი.

გაითვალისწინეთ ასტროლოგების რჩევები და იმოქმედეთ მთვარის კალენდრის მიხედვით; თუ მთვარის პოზიცია რაიმე საქმის წარმატებით დასრულებაში ხელს არ შეგიწყობთ, გადადეთ ეს საქმე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს მიხედეთ.

მთვარე
© CC0 / Pixabay
მთვარე

11, 12, 13 აგვისტო: მთვარის ზრდის ფაზა თხის რქის ნიშანში სრულდება – ძალზე საშიში დროა უმოქმედობისა და სიზარმაცისთვის. ამ დღეებში არ ღირს საკუთარი პასუხისმგებლობის სხვაზე გადაბარება. ასტროლოგების რჩევაა, ყველაზე მნიშვნელოვანზე გავამახვილოთ ყურადღება. ვითარება ცოტა გამოსწორდება მთვარის პლუტონთან შერწყმით 13 აგვისტოს.

14,15 აგვისტო: მთვარე მერწყულის ნიშანში – ეს თავისთავად პოზიტიური მოვლენაა, ხოლო ზრდის ფაზის ბოლო დღე – 14 აგვისტო განსაკუთრებით ხელსაყრელია. ასეთ დღეს ბევრი საინტერესო რამ ხდება. მთავარია, ვებრძოლოთ მზარდ ეჭვიანობის გრძნობას, შურსა და სიზარმაცეს, რომლებმაც თავის აპოგეას სავსემთვარეობის დღეს, 15 აგვისტოს შეიძლება მიაღწიოს. ამ დღეს ძალზე რთული იქნება საკუთარ მანკიერებებთან და სისუსტეებთან ბრძოლა.

16, 17, 18 აგვისტო: მთვარე კლების ფაზას თევზების ნიშანში იწყებს. ეს იქნება სიყვარულის, პოზიტივის სამი დღე. 17 და 18 აგვისტო უქმე დღეებია, თან ამ თვის ყველაზე პოზიტიური პერიოდი. ადამიანები უფრო გულისხმიერი გახდებიან. ასტროლოგების რეკომენდაციაა, მეტი დრო დავუთმოთ ახლობლებს, საყვარელ ადამიანს.

როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე>>

19, 20 აგვისტო: კლებადი მთვარე ვერძის ნიშანში არცთუ საუკეთესო შერწყმაა. ეს ორი დღე არ იქნება ისეთი საშიში, როგორც, ჩვეულებრივ, მოსალოდნელია ხოლმე ასეთი შერწყმის დროს, რადგან მნათობი ახალმთვარეობის გზის დასაწყისშია. მას ექნება ძალა იმისთვის, რომ შეესატყვისებოდეს ვერძის ენერგეტიკას და არ დაუშვებს დისჰარმონიას.

2227
ტკივილი მუცლის არეში

რა იწვევს ცისტიტს, როგორ ვუმკურნალოთ მას: სიმპტომები და გართულებები

34
(განახლებულია 20:46 29.09.2020)
მიმდინარეობის მიხედვით განასხვავებენ ცისტიტის მწვავე და ქრონიკულ ფორმებს. მწვავე ცისტიტი ხშირად უვითარდებათ ჯანმრთელ ქალებს, საშარდე გზების რაიმე გამოხატული პათოლოგიების გარეშე. ხოლო ქრონიკულად ითვლება ცისტიტი, რომელიც წელიწადში სულ მცირე 2-3-ჯერ ვლინდება.

ცისტიტი არის შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსის ანთება, რომლითაც ძირითადად ქალები ავადდებიან, რადგან მათი საშარდე მილი მოკლეა და ფართო, რაც საშოდან ან სწორი ნაწლავიდან საშარდე გზებში ინფექციის მოხვედრას აადვილებს.

რა იწვევს ცისტიტს

ცისტიტის გამომწვევი არაერთი მიზეზი არსებობს. ესენია საშარდე გზების ინფექცია, კათეტერის ხანგრძლივი გამოყენება, ჰიგიენური საშუალებების გამაღიზიანებელი მოქმედება და სხვ.

რა სიმპტომები აქვს ცისტიტს

თუ თქვენ უჩივით მოშარდვის გახშირებულ სურვილს, ტკივილს შარდვის, სქესობრივი აქტის დროს, გაქვთ მღვრიე და უსიამოვნო სუნის მქონე შარდი, შარდში შეინიშნება სისხლის არსებობა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

მწვავე ცისტიტის დროს იმატებს ტემპერატურა, თავს იჩენს ტკივილი მუცლის ქვედა არეში. მწვავე ცისტიტი იწყება მოულოდნელად, ორგანიზმის გადაცივებიდან ან სხვა მაპროვოცირებელი ფაქტორების ზემოქმედებიდან რამდენიმე საათის შემდეგ. რაც უფრო ძლიერია ანთება, მით უფრო ხშირია მოშარდვის სურვილი და ინტენსიურია ტკივილი. მძიმე ფორმების დროს ავადმყოფი ყოველ 20-30 წუთში ერთხელ შარდავს.

ვინ იმყოფება რისკის ზონაში

დაავადება გვხვდება ყველა ასაკისა და ორივე სქესის წარმომადგენელთან, თუმცა ქალებში უფრო ხშირია, რადგან მათი შარდსადენი მილი უფრო მოკლეა. ამის გამო ქალების შემთხვევაში ბაქტერიები ადვილად აღწევს შარდის ბუშტში. კვლევების მიხედვით, ქალების ნახევარზე მეტს სიცოცხლეში ერთხელ მაინც აქვს გადატანილი ცისტიტი.

ქალებში ცისტიტით დაავადების რისკს აჩენს სექსუალური აქტივობა, ორსულობა, მენოპაუზა, ისეთი ჰიგიენის საშუალებების გამოყენება, რომელიც აღიზიანებს ლორწოვანს.

მამაკაცებში დაავადების რისკი იზრდება პროსტატის ზომების მატებისას და შარდის ბუშტში შარდის შეკავების გამო.

დიაგნოსტიკა

დაავადების არსებობის დროს ძალიან მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა, რადგან არსებობს საფრთხე, რომ ინფექცია გავრცელდეს თირკმელზე და სერიოზული ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას. ამიტომ სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართეთ ექიმს.

ცისტიტის დიაგნოსტიკისათვის აუცილებელია ცისტოსკოპია – ინსტრუმენტული გამოკვლევა, რომლის საშუალებითაც ხდება შარდის ბუშტის ვიზუალური დათვალიერება. ის საშუალებას გვაძლევს, ვნახოთ შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსის ცვლილება და ზოგ შემთხვევაში დავადგინოთ მიზეზიც (წყლული, კენჭი და სხვ.), რომელიც ინფექციას იწვევს. ასევე აუცილებელია ზემოთა საშარდე ტრაქტის (თირკმელი, შარდსაწვეთი) რენტგენოლოგიური გამოკვლევა.

როგორ ვუმკურნალოთ ცისტიტს

დაავადების არსებობის შემთხვევაში ინიშნება კომპლექსური მკურნალობა. დიდი ყურადღება ეთმობა დიეტას. რაციონიდან უნდა გამოირიცხოს ცხარე და გამაღიზიანებელი პროდუქტები, ყველანაირი გაზიანი სასმელი. ანთების ორგანიზმიდან გამოსადევნად პაციენტმა დღეში 2-3 ლიტრი სითხე უნდა მიიღოს. შვების მომგვრელია შარდის ბუშტის საპროექციო არეში თბილი სათბურის დადება და ცხელი აბაზანა. მკურნალობის კურსში შეიძლება ჩაირთოს სპაზმოლიზური და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები.

ცისტიტის პროფილაქტიკა

ცისტიტის პროფილაქტიკა გულისხმობს იმ ელემენტარული წესების დაცვას, რომლებიც ხელს უწყობს შარდსასქესო სისტემის სწორ ფუნქციობას, აგრეთვე იმ მიზეზების აღმოფხვრას, რაც ხელს უწყობს დაავადების წარმოშობასა და გამეორებას. იმისთვის, რომ თავიდან აიცილოთ ცისტიტი, მოერიდეთ სხეულის გადაცივებას, მაღალ დონეზე შეინარჩუნეთ ორგანიზმის იმუნიტეტი, განუწყვეტლივ იზრუნეთ პირად და სქესობრივი ცხოვრების ჰიგიენაზე, ეცადეთ დროულად და სრულად დაცალოთ შარდის ბუშტი, ეს ხელს შეუწყობს ბუშტში მოხვედრილი ბაქტერიების გამოძევებას.  იკვებეთ სწორად, ყურადღება მიაქციეთ სეზონურ ჩაცმულობას, ნუ ჩაიცვამთ მოჭერილ ტანსაცმელს, რომელიც ხელს უშლის მცირე მენჯის ღრუს ორგანოებში სისხლის მიმოქცევას, ნუ ჩაიცვამთ სინთეზური მასალისგან დამზადებულ ქვედა საცვლებს.

ამასთან, გახსოვდეთ, რომ სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ ნებისმიერი ხალხური საშუალება, ჩაი იქნება ეს თუ ბალახების ნაყენი, მნიშვნელოვანია, მაგრამ დამატებითი და არა ძირითადი.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

 

34
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე
ქართული პური, თხილეული და ყვავილები

მეხსიერების გასაუმჯობესებლად საჭირო პროდუქტი: ვიტამინები ტვინისთვის

320
(განახლებულია 19:18 28.09.2020)
ხშირად გვესმის, რომ ასაკის მატებასთან ერთად მეხსიერების მდგომარეობა უარესდება. არსებობს რამდენიმე რეკომენდაცია, რომელთა გათვალისწინების შედეგად ტვინის, განსაკუთრებით, მეხსიერების ფუნქციონირება უმჯობესდება.

ფიზიკური ვარჯიში, საკმარისი დროით ძილი, ჯანსაღი კვება – ამ ყველაფრის გათვალისწინებით ადამიანი ხანგრძლივად ინარჩუნებს ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებას. შემოგთავაზებთ რამდენიმე პროდუქტს, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს.

ნიგვზის ლებნები უღლით
ნიგვზის ლებნები უღლით

ნიგოზი

მისი საშუალებით უამრავ დაავადებას მკურნალობენ. კაკლის შემადგენლობაში შედის ფლავინოიდები, გლიკოზიდები, C ვიტამინი, კაროტინი, ეთერზეთები, ორგანული მჟავები და სხვ. კაკლის გული მდიდარია E ვიტამინით, მაგნიუმით და კალიუმით. ასევე მასში შედის რკინა, სპილენძი, კობალტი, თუთია და ვიტამინი B6.

ნიგოზი ტვინის გამართულ მუშაობას უწყობს ხელს. მასში შემავალი ომეგა-3 და ცხიმოვანი მჟავები ტვინის უჯრედების ფორმირებაში არიან ჩართულნი. დღეში ნიგვზის 1-2 ლებანიც კი საკმარისია თქვენი ჯანმრთელობისთვის და ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

ნუში
© CC0 / Pixabay
ნუში

ნუში

დაუყონებლივ უნდა შეიტანოთ ნუში თქვენს რაციონში, ვინაიდან მისი მიღება დადებითად იმოქმედებს თქვენს მეხსიერებაზე, გონებრივ შესაძლებლობებზე. ნუში აუმჯობესებს ტვინის მუშაობას, შეიცავს ისეთ ვიტამინებს, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ხორცის შემცველობაში შედიან.

ის მდიდარია მცენარეული ცხიმებით, E ვიტამინით, რომელთა გარეშეც ადამიანის ორგანიზმი უენერგიო და ძალიან გამოფიტული იქნება. ნუში ასევე მდიდარია პროტეინებით, სპილენძით და B2 ვიტამინით. ამ კონცენტრაციის წყალობით ნუშს ენერგიის წყაროს უწოდებენ.

არაქისი
არაქისი

მიწის თხილი

მიწის თხილის 40-60% მცენარეული ცხიმია, 20-37% – ცილა. ის შეიცავს უნიკალურ ამინომჟავებს, ვიტამინებს – A, D, E, В1, В2, РР, Е, ბიოტინს, ფოლიუმის მჟავას, მცენარეულ ზეთებსა და სხვა მიკროელემენტებს.

არაქისს ტვინის საკვებს უწოდებენ, რადგან მასში შედის ვიტამინი B3, რომელიც ტვინს მუშაობაში ეხმარება და ასევე კარგია მეხსიერების გასაუმჯობესებლად.

ამ ყველაფრის მიუხედავად უნდა გავითვალისწინოთ, რომ მიწის თხილი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ალერგენია. გარდა ამისა, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ის ნამდვილად ხარისხიანია და სწორედ ამის მერე დავიწყოთ მისი მიღება.

შემწვარი თევზის კერძი
© CC0 / Pixabay
შემწვარი თევზის კერძი

თევზი

იმისთვის, რომ მეხსიერება კარგ ფორმაში იყოს, ხშირად მიირთვით თევზი, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს ომეგა-3-ს. ის ხელს უწყობს ტვინის უჯრედებს შორის სიგნალების მიწოდებას.

თევზი შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს და მინერალურ ნივთიერებებს. შეეცადეთ მიიღოთ ორი ულუფა თევზი კვირის განმავლობაში, რომლიდანაც ერთი ულუფა იქნება ცხიმიანი თევზი.

ლურჯი მოცვი
© CC BY-SA 2.5 / Wikipedia / Vaccinium uliginosum
ლურჯი მოცვი

კენკრა

ყველა კენკრა შეიცავს ანთიოცინებს, რომელიც ტვინის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. თუ თქვენ კვირის განმავლობაში საშუალოდ მიიღებთ ერთ ან მეტ ულუფა კენკრას, შემეცნებითი დაბერების პროცესი 2,5-ჯერ უფრო ნელა წარიმართება.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

 

320
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე
Tbilisi Photo Festival 2020

„იცნობდე შენს მეზობელს“ თბილისში უჩვეულო გამოფენა იხსნება

0
(განახლებულია 19:20 29.09.2020)
პანდემია მარადიული არ არის, კულტურული შიმშილობა – კი. დედაქალაქში იხსნება გამოფენა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მხატვრები საქართველოდან, რუსეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და სხვა ქვეყნებიდან.

თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. გამოფენა სახელწოდებით „იცნობდე შენს მეზობელს“ თბილისის სასტუმრო Stamba–ში 30 სექტემბერს გაიხსნება და 4 ოქტომბრამდე გასტანს. გამოფენა საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების ოცზე მეტ მხატვარს გააერთიანებს, იუწყებიან ორგანიზატორები.

გამოფენას მართავს არტ–კომპანია „პროპაგანდა“, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის პირობებში დიდი ძალისხმევის შედეგად შეძლო საერთაშორისო მასშტაბის გამოფენის მოწყობა.

ქართველ მხატვრებთან ერთად ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება რუსი, სომეხი, აზერბაიჯანელი, ბელარუსი, პოლონელი, ესტონელი და სერბი მხატვრების პროექტები.

„ეს გამოფენა საერთო სურათის შექმნის, პირდაპირი კონტაქტის დამყარებისა და იმ „comradeship“-ის გრძნობის აღდგენის მცდელობაა, რომელიც რეგიონში მცხოვრებ და მომუშავე ხელოვანებს შორის არსებობდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

პანდემიის გამო დახურულ სივრცეში ჩატარებულ კულტურულ ღონისძიებებზე დაწესებული შეზღუდვებისა და რეგულაციების გათვალისწინებით გამოფენაზე დასწრებას ერთდროულად შეძლებს მხოლოდ ხუთი ადამიანი წინასწარი ჩაწერით შემდეგ ვებ–გვერდზე. ვირტუალურად გამოფენის დათვალიერება კი შესაძლებელია აქ.

„ზამთრის მხატვარი“: თბილისში გურამ დოლენჯაშვილის გამოფენა გაიხსნა>>

„პროპაგანდა“ პირობას დებს, რომ პროექტს ყოველწლიურად გამართავს და ყოველ ჯერზე ღონისძიებაზე პასუხისმგებელი იქნება ახალი კურატორი ახალი ლოკაციით, კონცეფციითა და თემით.

0
თემები:
საქართველო და კულტურა