საზამთროები

საზამთროს ქართული ისტორია ანუ ის რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ მელსაპეპონზე

847
(განახლებულია 15:38 05.08.2019)
იცოდით, რომ საზამთრო უძველესი ბაღჩეული კულტურაა და მას საქართველოში ჯერ კიდევ პირველ ათასწლეულში იცნობდნენ? უფრო მეტიც, საზამთროს ჩვენი წინაპრები მელსაპეპონს უწოდებდნენ და მისი სხვადასხვა ჯიშიც კი მოჰყავდათ.

ნატა პატარაია

რომელ ჯიშებს ანიჭებენ უპირატესობას საქართველოში დღეს ფერმერები და როგორ ავარჩიოთ გემრიელი საზამთრო Sputnik-საქართველოს გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს,  სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის, ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების კვლევის სამსახურის უფროსი სპეციალისტი ფრიდონ სანაია ესაუბრა.

საზამთრო
© CC0 / Pixabay
საზამთრო

– საზამთრო აფრიკული წარმოშობის მცენარე, რომლის ველური ფორმა აფრიკაში დღესაც მოიპოვება. ის პირველად ძველ ეგვიპტეში დანერგეს და შესაბამისად ეს უძველესი ქვეყანა ითვლება მის პირველ მწარმოებელადაც. თუმცა ამ ბაღჩეულს საქართველოშიც ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს. ოღონდ მას ყოველთვის საზამთრო არ ერქვა. ჯერ კიდევ სულხან–საბა ორბელიანის ლექსიკონში,  ის მოხსენიებულია როგორც  „მელსაპეპონი“. ივანე ჯავახიშვილის მიხედვით კი მელსაპეპონი საზამთროს აღსანიშნავად საქართველოში ჯერ კიდევ მე–7 საუკუნის ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება, თუმცა დიდი ალბათობით, ის ჩვენთან გაცილებით ადრე შემოიტანეს. საზამთროს მელსაპეპონის სახელწოდება მე–18 საუკუნემდე შემორჩა. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მე–12 საუკუნის საექიმო წიგნებში ეს ბაღჩეული უკვე მოიხსენიება როგორც „საზამთრო“.

არსებობს საზამთროს ქართული ჯიშებიც. ესენია კახური, მუხიანური, სოხუმური.

მუხიანური წყალტუბოს რაიონში, სოფელ მუხიანშია გამოყვანილი. მას საუკეთესო გემო აქვს. ნაყოფი საშუალო სიდიდის­ არის, მრგვალი, კანის ფერი მწვანეა, ხოლო რბილობი - მუქი ვარდისფერი, ტკბილი და წყლიანია.

საზამთრო
საზამთრო

კახური ჯიშის საზამთრო ძირითადად, კახეთსა და ქვემო ქართლშია გავრცელებული. მისი ორი ფორმა არსებობს: მრგვალი და მოგრძო. ამ ჯიშის საზამთროს ნაყოფი მსხვილია, ხოლო ქერქი­ - მუქი მწვანე. კახური ჯიშის საზამთროს ნაყოფი ტკბილია და ხანგრძლივად ინახება. ეს ჯიშიც ისეთივე გემრიელია, როგორიც მუხიანური საზამთრო.

სოხუმური ჯიშის საზამთრო კი დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაშია გავრცელებული. ნაყოფი მსხვილია, მრგვალი-ელიფსური, ზედაპირი მცირედ წიბოიანი, მუქი მწვანე ფერის. რბილობი წითელია, ხრაშუნა და ძალიან ტკბილი. თანაც დაავადებების მიმართ გამძლეა.

გახსოვდეთ: საზამთროს დამწიფებას ნაყოფის გამოღებიდან საშუალოდ 67–97 დღემდე სჭირდება
გახსოვდეთ: საზამთროს დამწიფებას ნაყოფის გამოღებიდან საშუალოდ 67–97 დღემდე სჭირდება

–ფერმერებს ქართული ჯიშები თუ მოჰყავთ  დღეს?

–საზამთროს ადგილობრივი ჯიშები შეიძლება მხოლოდ მცირე ფართობებზე შეგვხვდეს. მოსახლეობისთვის უფრო მიმზიდველია მაღალმოსავლიანი შემოტანილი ჰიბრიდები და ჯიშები. იქიდან გამომდინარე, რომ  ქართული ჯიშების  მოსავლიანობა დიდი არ არის, ჰიპრიდები ჯერ კიდევ წინა საუკუნეში, შემოვიდა. ჰიბრიდი ეს იგივე სელექციური ფორმაა, რომელიც  სხვადასხვა ფორმების  ხელოვნური შეჯვარების გზით მიიღება. საზამთროს  მოყვანისას ასევევ მნიშვნელოვანია რამდენი აქვს ჯიშს შაქრის შემცველობა, წონა, გემო და რამდენად გამძლეა დაავადებების მიმართ.

საზამთრო
© CC0 / Pixabay
საზამთრო

–რითი განსხვავდება ადგილობრივი საზამთრო იმპორტირებულისგან?

–თუ ჰიბრიდულ ჯიშებზეა საუბარი, მაშინ არაფრით, რადან საქართველოში სელექცია ძალიან დიდი ხანი არ ხდებოდა. თუმცა ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ ამ მიმართულებით და ახალ ჯიშსაც უახლოეს მომავალში დავარეგისტრირებთ. რაც შეეხება ჰიბრიდულ ჯიშებს, მათ  ძალიან დიდი მოსავლიანობა აქვთ. შეიძლება 1 ჰა მიწის ფართობზე 40 დან –200 ტონამდე საზამთროს მოსავლის აღება. საქართველოში ძირითადად გავრცელებულია ისეთი ჰიბრიდები და ჯიშები როგორებიცაა: დინასტია კრიმსონ სვიტი, ლეანკა, ოდისეი, ანთემი, KS -163. KS-804,  12WMK -413  12 WMK-421, დენვერი. ეს ის ჯიშები და ჰიბრიდებია, რომლებიც კარგი მოსავლიანობით გამოირჩევა.

ჩვენმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა და უშუალოდ მეც, 2014 წლიდან დავიწყეთ მუშაობა ბოსტნეულ და ბაღჩეულ კულტურებზე. 2015 წლიდან უკვე საზამთრიოს საცდელი სანერგეები გვქონდა, სადაც ჩართული იყო ათეულობით ადგილობრივი და  შემოტანილი ჰიბრიდი და ჯიში. ჩვენ შევისწავლეთ მათი მოსავლიანობა, ადგილობრივ  ნიადაგურ –კლიმატურ პირობებთან შეგუების უნარი, გემოვნური თვისებები და დაავადებების და მავნებლების მიმართ გამძლეობის უნარი. შედეგად, ბაზარზე მალე გამოჩნდება საქართველოში შექმნილი ახალი ჯიში, რომელიც არის სქელკანიანი და გამოიყენება, როგორც სუფრისთვი, ასევე საკონსერვო დანიშნილებით.

საზამთრო
© CC0 / Pixabay
საზამთრო

–ძნელია საზამთროს მოყვანა?  

–საზამთრო არ არის ძნელი მოსაყვანი კულტურა.მას ძალიან ნაზი ფოთლები აქვს, მაგრამ  ფესვებს მიწაში ღრმად იდგამს, ამიტომ  მის დასარგავად  უნდა მოხდეს ნიადაგის ღრმა დამუშავება, ამ მცენარეს არც ზედმეტი ტენიანობა უყვარს, თუმცა მორწყვას  საჭიროებს. საზამთროც ისევე ავადდება, როგორც სხვა გოგროვანი კულტურები, თუმცა მაგალითად კიტრთან შედარებით უფრო გამძლეა. დაავადებებიდან ამ კულტურას ძირითადად უჩნდება ჭრაქი, ნაცარი ანთრაქნოზი ასკოქიტოზი,  საზამთროს ასევე შეიძლება გაუჩნდეს სხვადასხვა მავნებლები, როგორიცაა ბუგრი, თრიფსი, ფრთათეთრა, ფოთლის მენაღმე ბუზი, ტკიპა. მათ წინააღმდეგ კი უნდა გამოვიყენოთ პესტიიდები. შეიძლება ბევრმა თქვას, საზამთრო სახლში მომყავს და არ ვწამლავო, მაგრამ როდესაც ფერმერს დიდ ფართობზე აქვს დარგული, ამ რისკზე ვერ წავა. რადგან შეიძლება დაავადებებმა მას მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი დაუზიანოს. რა თქმა უნდა სასურველია ფერმერის ნაკვეთის მონიტორინგი დარგის სპეციალისტის მიერ ხდებოდეს და მხოლოდ ამის შემდეგ ხდებოდეს წამლობასთან დაკავშირებული რეკომენრაციების მიხედვით პესტიციდების გამოყენება. არსებობს წამლობის სქემაც, როდის და რა დოზით უნდა გამოვიყენოთ პესტიციდები, მაგრამ ეს სქემები მაინც ზოგადია და ხშირად კორექტირებას საჭიროებს.

საზამთროს წვენი
© CC0 / Pixabay
საზამთროს წვენი

–რამდენად საშიშია პესტიციდები ადამიანის ჯანმრთელობისთვის?

–ბოლო დროს ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ბიო პროდუქცია უნდა ვაწარმოვოთ. რა თქმა უნდა ორგანული პროდუქცია კარგი მიმართულებაა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არ არის ადვილი საქმე. პირველ რიგში მწარმოებელმა უნდა იცოდეს, რომ მიდის სერიოზულ რისკზე, რა თქმა უნდა როცა ადამიანს ეს უღირს, იმან უნდა გააკეთოს კიდეც, მაგრამ ჩვენ ფერმერებს ამას მასიურად ვერ ვურჩევთ.

ადამიანს როცა რაღაც ატკივდება, ის აუცილებლად ღებულობს რაღაც ქიმიურ საშუალებას, არავის არ სიამოვნებს წამლის დალევა, მაგრამ როცა საჭიროება მოითხოვს, აკეთებს. თუ  ადამიანი ღებულობს წამალს, რატომ არ უნდა მიიღოს მცენარემ?  მეც არ ვარ მომხრე  ბევრი ქიმიური პრეპარატის გამოყენების, თუ ამას აუცილებლობა არ მოითხოვს, მაგრამ ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს ქიმიური წამლების გამოყენების. თუმცა აქ უნდა დავიცვათ დოზირება. ასევე მნიშვნელობა აქვს როდის შეიტან და რამდენი ხანი აქვს ლოდინის პერიოდი – ანუ დრო რომელიც არის გასული პესტიციდის შეტანიდან  მოსავლის აღებამდე. ამიტომ თავიდან უფრო მაღალი ტოქსიკურობის კლასის მქონე პრეპარატებს იყენებენ, ხოლო მოსავლის აღების მოახლოვებისას უფრო სუსტს მოიხმარენ. ეს არის მთავარი. სინამდვილეში პრობლემა პესტიციდებში კი არ არის, არამედ იმ ფერმერების არაკეთილსინდისიერებაში, რომლებიც ლოდინის პერიოდს არ იცავენ.

ხილის ასორტი
© CC0 / Pixabay
ხილის ასორტი

–როგორ უნდა ავირჩიოთ  გემრიელი საზამთრო?

–საზამთროს არჩევის შემთხვევაში პირველ რიგში ყურადღება უნდა მივაქციოთ ხმას, ის ასე ვთქვათ, დოლის ხმის მსგავს ხმას უნდა გამოსცემდეს. ძველი მეთოდი იყო,  ყურთან ახლოს მიჰქონდათ მოუჭერდნენ და ხრშუნს თუ გაიგებდნენ,  ესე იგი კარგი იყო, თუმცა საზამთრო ასეთ შემთხვევაში მალე გაფუჭდება. საზამთრო თავიდან მუქი მვანეა და როგორც კი მას მოთეთრო მოყვითალკო ფერი შეეპარება ის უკვე სიმწიფისკენ მიდის, ყუნწს როცა მუქი ყავისფერი ხაზები გაუჩნდება, ესეც ერთ–ერთი ნიშანია იმისა, რომ საზამთრო მწიფეა, მაგრამ თუ ის გადამწიფებულია, შეიძლება უკვე მომწამლავიც იყოს. ყველაზე საშიში არის ჯანმრთელობისთვის დარბილებული და გადამწიფებული საზამთრო. 

847
წიწმატის სახეობა Garden cress

უკაპრიზო და ძალზე სასარგებლო წიწმატი

81
(განახლებულია 12:04 13.07.2020)
წიწმატს უამრავი სიკეთის მოტანა შეუძლია ადამიანებისთვის –ავიტამინოზთან წარმატებული ბრძოლით დაწყებული, ონკოლოგიური დაავადებების პრევენციით დამთავრებული

წიწმატი (Lepidium sativum) კომბოსტოსებრთა ოჯახის მცენარეა. მის სამშობლოდ ირანი მიიჩნევა. მას ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში, რომსა და ეგვიპტეში მიირთმევდნენ. ახლა ის მოჰყავთ ევროპაში, აზიის, აფრიკის, ამერიკისა და ავსტრალიის კონტინენტებზე. იზრდება საქართველოშიც.

წიწმატს მრავალი ქვეყნის კულინარიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. საქართველოში მცენარეს ძირითადად ცოცხლად მიირთმევენ.

ზოგიერთ აფრიკულ ქვეყანაში წიწმატის ცხიმიანი სახეობებისგან სპეციალურ ზეთს ამზადებენ, რომელიც გამოიყენება მედიცინაში, კოსმეტოლოგიასა და კულინარიაში.

წიწმატის კალორიულობა, შემადგენლობა

წიწმატის კალორიულობა 100 გრამზე არის 32 კკალორია.

მის შემადგენლობაშია ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები А, В, С, Е, К, D, მინერალური ნივთიერებები - რკინა, კალიუმი, კალციუმი, ფოსფორი, იოდი, დარიშხანი, თუთია, გოგირდი და სხვ.

წიწმატის სასარგებლო თვისებები

ამ არომატული ბოსტნეულის ქორფა ფოთლები გაზაფხულზე ვიტამინების ნაკლებობას ებრძვის, თან ის ადრეულ გაზაფხულზე ამოდის, ამასთან, იმდენად არაჭირვეულია, რომ ნიადაგის გარეშეც შეიძლება მისი მოყვანა (თესლი მოათავსეთ დოლბანდში და რეგულარულად მორწყეთ. 7–10 დღეში ის უკვე ამოვა).

მკურნალობა ხალხური მეთოდებით. პიტნა>>

წიწმატს სამკურნალოდ სხვადასხვა დაავადების დროს იყენებენ. მისი დაბალანსებული შემადგენლობა საშუალებას იძლევა, მივიღოთ კანის, სასუნთქი გზების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებისას. ასევე ამ მცენარის მეშვეობით მკურნალობდნენ ბრონქიტის მძიმე ფორმას.

წიწმატის ნახარში გამოიყენება სისხლნაკლებობის, შაქრიანი დიაბეტის, ონკოლოგიის, შარდსასქესო ორგანოებში კენჭების  შემთხვევებში, ხოლო წყალში გახსნილ წვენი - გასტრიტის, კოლიტის, პაროდონტოზისას.

წიწმატის წვენი ასევე ეფექტურია ასევე თირკმელების მწვავე და ქრონიკული დაავადების, სიყვითლის დროს და შეკრულობისას.

წიწმატისა და მცენარეული ზეთის გამოყენებით ამზადებენ მალამოს, რომელიც დამწვრობისთვის არის კარგი. ამ მალამოს, დამწვრობის გარდა, იყენებენ ცხიმგროვების, მეჭეჭების დროს.

მკურნალობა ხალხური მეთოდებით. ძირტკბილა>>

მცენარის აქტიური ნივთიერებები ორგანიზმზე ახდენს შარმდენ, ანტიჰელმინთურ (ჭიების საწინააღმდეგო) მოქმედებას; აბრკოლებს ცინგას (სურავანდი) და მის შემდგომ განვითარებას ბლოკავს. ამისთვის უნდა არა მარტო მიიღოთ მწვანილი, არამედ მისი ახალი წვენი ღრძილებში შეიზილოთ (დღეში სამჯერ). მუდმივი მოხმარების შედეგად სისხლი იწმინდება მავნე ნივთიერებებისგან, ტოქსინებისა და შლაკებისგან.

ამსუბუქებს მდგომარეობას მწვავე და ქრონიკული ნეფრიტის დროს.

მისი ყოველდღიური გამოყენება ხსნის დაღლილობას, სისუსტეს, ორგანიზმს სიმხნევე ემატება, წესრიგდება საჭმლის მონელების პროცესი, ნივთიერებათა ცვლა, გვარდება ყაბზობის პრობლემა.

ასევე, ხალხურ მედიცინაში შაქართან ერთად გასრესილ წიწმატის ფოთლებს იყენებენ პოდაგრის, რევმატიზმის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის, კუჭისა და შარდსასქესო სისტემის დაავადებების დროს.

წიწმატი გამოიყენება კოსმეტოლოგიაშიც. მასში შემავალი ნივთიერებები, ვიტამინების, მინერალებისა და ფიტონუტრიენტების ერთობლიობა დადებითად მოქმედებს ადამიანის კანზე.

წიწმატის ფესვების ნახარშს, ნაყენსა და ქორფა ფოთლების წვენს იყენებენ ასციტის (მუცლის წყალმანკი), სურავანდის, შაქრიანი დიაბეტის, კოლიტების, ზედა სასუნთქი გზების ქრონიკული კატარის დროს.

მკურნალობა ხალხური მეთოდებით: გოჯი ბერი>>

გამოიყენება ასევე წიწმატის თესლი, რომლისგანაც ამზადებენ ზეთს, ასევე ურევენ სალათებსა და კერძებში. გემოთი წააგავს მდოგვს.

როგორ მოვამზადოთ წიწმატის ნაყენი, მალამო

ნაყენის დასამზადებლად აიღეთ 30 გრამი ქორფა ფოთოლი, დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი. გააჩერეთ ორი საათი. გადაწურეთ და მიიღეთ ერთი ჭიქის ოდენობით დღეში ორჯერ.

ეფექტურია ახალი ყვავილისა და ფოთლების ნახარში. აურიეთ ახლად მოკრეფილი ნედლეული, 20 გრამს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. დადგით წყლის აბაზანაზე და ადუღეთ 30 წუთი. შემდეგ გააგრილეთ (ისე, რომ აბაზანიდან არ გადმოდგათ, უბრალოდ, გამორთეთ ცეცხლი). მიიღეთ 2 სუფრის კოვზი დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგ.

მაღალი არტერიული წნევის მკურნალობა ხალხური საშუალებებით>>

მალამო ამგვარად მზადდება: 3 სუფრის კოვზი წვენი და 50 გრამი ზეთი შეურიეთ კარგად, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. შესაძლებელია ოდნავ შეთბობა.

წიწმატის მავნე ზემოქმედება და რეკომენდაციები

წიწმატის წვენის ზედმეტი რაოდენობით მიღება არ შეიძლება. მას შეუძლია თირკმელებისა და კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება.

წიწმატზე დამზადებული პრეპარატები აუცილებლად მიიღეთ წყალთან ერთად.
წიწმატის ფოთლები, როგორც მწვანილი, უნდა მიიღოთ ქორფა სახით. გამხმარი თავის სასარგებლო თვისებებს კარგავს.

წიწმატი ბოლომდე კარგად გამოკვლეული არ არის, ამიტომ მისი უკუჩვენებებიც, შესაბამისად, ნაკლებია.

81
თემები:
სასარგებლო რჩევები
ღობე ეზოს გარშემო

როდის შეუძლია მეზობელს თქვენი მიწის ნაკვეთის გამოყენება იცოდეთ თქვენი უფლებები

3243
(განახლებულია 18:56 10.07.2020)
იცოდით, რომ საქართველოს კანონმდებლობა თქვენს მეზობელს უფლებას აძლევს – თქვენი მიწის ნაკვეთით ისარგებლოს?

დღევანდელ სტატიაში შევეცდებით აგიხსნათ შემთხვევები, თუ როდის ანიჭებს კანონმდებლობა თქვენს მეზობელს თქვენი ნაკვეთის გამოყენების უფლებას, ან რა შემთხვევაში ვერ ისარგებლებს ის აღნიშნული უფლებით.

სამეზობლო სამართალს „სამოქალაქო კოდექსი“ არეგულირებს და თუ ადამიანი ვერ ახერხებს მეზობელთან ურთიერთობის მშვიდობიანად მოგვარებას, იძულებული ხდება კანონს მიმართოს.

სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება. კანონი, პირველ რიგში, მეზობლებს ავალდებულებს, რომ პატივი სცენ ერთმანეთს, მეორე რიგში კი თმენისკენ მოუწოდებს.

მართალია, კანონი უძრავი ქონების მესაკუთრეებს გვაძლევს შესაძლებლობას – ჩვენი შეხედულებისამებრ ვფლობდეთ, ვსარგებლობდეთ და განკარგავდეთ ჩვენს უძრავ ქონებას, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება მიწის ნაკვეთს, საკუთრებით შეუზღუდავი სარგებლობა გარკვეულ დისკომფორტს უქმნის მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს და ზიანს აყენებს მას.

ასეთ შემთხვევაში კანონმდებლობა გარკვეულწილად ითვალისწინებს მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ინტერესს და ადგენს მის მიერ აუცილებელი გზის მოთხოვნის შესაძლებლობას.

არის შემთხვევები, როცა მიწის ნაკვეთს არ გააჩნია კომუნიკაციებთან მისასვლელი გზა, როგორიცაა საავტომობილო გზა, წყალმომარაგების ქსელი და ა.შ. ამ შემთხვევაში ასეთი ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს აუცილებელი გზა იმ ნაკვეთის მესაკუთრისგან, რომლის ნაკვეთიც უერთდება აღნიშნულ კომუნიკაციებს.

მოდით, უფრო მარტივად ავხსნათ, როდის აძლევს კანონი უფლებას მეზობელს თქვენი მიწის ნაკვეთით ისარგებლოს:

თუ მის ნაკვეთს ისეთი მდებარეობა აქვს, რომ

1. საჯარო გზას უკავშირდება მხოლოდ თქვენი მიწის ნაკვეთის მეშვეობით;

2. ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან მიერთებისათვის კომუნიკაციებმა აუცილებლად თქვენი მიწის ნაკვეთი უნდა გაიაროს.

ამ ორ შემთხვევაში არ გაქვთ უფლება, მეზობელს აუკრძალოთ თქვენი მიწის ნაკვეთით ამგვარი სარგებლობის უფლება და მას შეუძლია მოგთხოვოთ, რომ ითმინოთ თქვენი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად.

თუ მეზობლის ნაკვეთამდე მისასვლელი გზა ან გაყვანილობა თქვენს ნაკვეთზე გადის, თქვენ უნდა მოგცენ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს.

გაითვალისწინეთ, თუ აუცილებელი გზა (მიწის ნაკვეთთან სხვა ალტერნატიული მისასვლელი) ან გაყვანილობა უკვე არსებობდა და იგი მეზობლმა თვითნებურად გააუქმა, მაშინ თმენის ვალდებულება აღარ წარმოიშობა და მეზობელიც თქვენი ნაკვეთის ხარჯზე ვეღარ მოითხოვს აუცილებელ გზას. აქვე გაგაფრთხილებთ, რომ თვითნებური მოქმედება წარმოადგენს შეფასების საგანს და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს მისი არსებობა/არარსებობა.

თუ თქვენ უარს აცხადებთ, ითმინოთ თქვენ მიერ აუცილებელი გზის გადაცემა, მეზობელს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს აუცილებელი გზის დადგენა. მტკიცების ტვირთი იმისა, რომ არ არსებობს აუცილებელი კავშირი სხვადასხვა ობიექტებთან, განმცხადებელს/მოსარჩელეს ეკისრება.

თუმცა, ვიდრე მეზობელს გაანაწყენებდეთ, გაიხსენეთ, რომ ცუდი მეზობელიც კი კარგ ნათესავს სჯობია და ხშირად ადამიანი გაჭირვების დროს მეზობლების იმედად რჩება.

 

3243
თემები:
სასარგებლო რჩევები
მიეცი ხმა

„რეფორმერი“, ახალგაზრდული პოლიტიკა და საარჩევნო სტრატეგია

0
(განახლებულია 12:58 13.07.2020)
თუ ოპოზიცია ჯერჯერობით ვერ ჩამოყალობდა, ერთიანი სიით მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში თუ ერთმანეთს და „ქართულ ოცნებას“ გაუწიონ კონკურენცია, ხელისუფლება ნელ-ნელა საარჩევნო სტრატეგიაზე ყალიბდება.

მართალია, 30 ადამიანამდე მაჟორიტარების შემცირებამ კიდევ უფრო გაზარდა მათი ფასი და დაასრულა სპეკულაციები, მაგრამ ის, თუ როგორ გადანაწილდება ეს ადგილები, მართლაც საინტერესოა.

სახელისუფლებო გუნდში არსებული მაღალი კონკურენციის გამო, ჩვენი ინფორმაციით, შესაძლოა, კანდიდატურების დასახელებამ აგვისტოს შუა რიცხვებისთვისაც კი გადაიწიოს. ამ შემთხვევაში კანდიდატებს ცოტა დრო, ასე 2 თვე დარჩებათ მოსახლეობასთან შესახვედრად. ცნობილია, რომ ეს შეხვედრები კანონის დაცვით, ღია სივრცეებში უნდა ჩატარდეს.

მომავალი პარლამენტი კი საკმაოდ ჭრელი უნდა იყოს, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ 1-პროცენტიანი ბარიერი ბევრ ძალას აძლევს საშუალებას, 20 ათასამდე ხმა მოიპოვოს და პარლამენტში საკუთარი ინტერესჯგუფის წარმომადგენელი ჰყავდეს.

საოცრება მოიფიქრა სოციალური სამართლიანობისათვის მებრძოლმა მამუკა ტუსკაძემ. ის მოქალაქეებს მოუწოდებს, დაეხმარონ და მზადაა, საარჩევნო 4 წელი 6-6 თვიანი შუალედებით 8 დეპუტატზე გაყოს. ეს 6 თვით გარანტირებულ ხელფასსა და შემდეგ სამუდამო 560-ლარიან პენსიას ნიშნავს და სულაც არაა ცუდი შეთავაზება მოქალაქეებისათვის, ვისაც მინიმუმ 2-3 ათასი კარგი მეგობარი და ხმის მიმცემი აღმოაჩნდება.

დამოუკიდებლად საარჩევნო ბარიერის გადალახვის იმედი აქვს კახა კუკავას.

პარლამენტში მოხვდება ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა. როგორც ამბობენ, მისი ვაჟი ანზორ ბიწაძე პარტიული სიის პირველ სამეულშია.

საკმაოდ ნორმალური შედეგი ექნება ნაციონალურ მოძრაობას. პარლამენტში შევლენ პატრიოტები და შესაძლოა, მე-9 მოწვევაზე უკეთესი შედეგით.

ასევე საპარლამენტო პერსპექტივები აქვს „ლელოსა“ და ევროპულ საქართველოს.

გასულ კვირას კი კიდევ ერთი საინტერესო პარტია დაფუძნდა, რომელსაც ახალგაზრდული პოლიტიკის გატარების ამბიცია აქვს.

პარტია „რეფორმერის“ ლიდერი თორნიკე ჯანაშვილია. როგორც ქართული მედია იუწყება, უტა ივანიშვილის ახლო მეგობარი და კარგი განათლების მქონე ახალგაზრდა.

„ქართულ ოცნებას“ დიდი ხანია, დასავლეთში განათლებამიღებული ახალგაზრდების ნაკლებობისათვის აკრიტიკებდნენ.

სწორედ ამ დანაკლისს შეავსებს „რეფორმერი“, რომელიც, თუ წინასაარჩევნოდ არა, პარლამენტში მოხვედრის შემდეგ მაინც ითანამშრომლებს „ქართულ ოცნებასთან“.

ზოგადად, არჩევნებამდე 4 თვეც კი აღარ რჩება. შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნებზეც რაიმე დიდ სიურპრიზებს არ უნდა ველოდოთ, რადგან თუ ვინმეს პოლიტიკაში ყოფნა დასაკუთარი თავის გაპიარება სურდა, წესით, უკვე უნდა მუშაობდეს და მოსახლეობასთან მართავდეს შეხვედრებს.

 

0