ახალმთვარეობა 1 აგვისტოს: როგორ იმოქმედებს, როგორ ვიმოქმედოთ

CC0 / Pixabay / ნახევარმთვარე
ნახევარმთვარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალმთვარეობა მთვარის განსაკუთრებული ფაზაა, რომლის ზეგავლენამ ადამიანის ცხოვრება, შესაძლოა, კარდინალურად შეცვალოს. გაეცანით ჩვენს მასალაში, როგორ უნდა შევხვდეთ ამ დღეს, რისი გაკეთება შეიძლება და რისი - კატეგორიულად არა.

ახალმთვარეობა მთვარის დაბადების დროა. ის ადამიანში განსაკუთრებულ შთაგონებასა და სურვილებს ბადებს, რომ უფრო აქტიურად იმოძრაოს დასახული მიზნებისკენ. ამასთან, მთვარის გავლენა არაერთმნიშვნელოვანია: ის ერთმანეთში ურევს გრძნობებსა და აზრებს, გვავიწყებს რაციონალიზმსა და ჯანსაღ აზრს. ამ პერიოდში საკმაოდ რთულია, არ გადაუხვიო გზიდან, ამიტომ ასტროლოგების რჩევები პრიორიტეტების სწორად განაწილებაში დაგვეხმარება.

მდინარე ლუარა, საფრანგეთი - Sputnik საქართველო
როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

ახალმთვარეობა აგვისტოში ორჯერ უწევს - 1 აგვისტოს და 30 აგვისტოს. 1 აგვისტოს ახალ ფაზაში მთვარე თბილისის დროით 06:11 საათზე შევა.

ახალმთვარეობის გავლენა მანამდე რამდენიმე დღით ადრე იწყება და შემდეგ კიდევ რამდენიმე დღე გრძელდება. ამგვარად, არაერთმნიშვნელოვანი პერიოდი იქნება 30 ივლისიდან 3 აგვისტომდე.

ახალმთვარეობა 1 აგვისტოს საკმაოდ ხელსაყრელად იმოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობასა და განწყობაზე. ის ლომის თანავარსკვლავედში მოხდება, რაც ნიშნავს, რომ ბევრში გაიღვიძებს ადრე უცნობი პოტენციალი, ამბიციები და სურვილები. ბევრი გამოვა კომფორტის ზონიდან, რათა სასურველს მიაღწიოს, თანაც, შედეგად, მათ აუცილებლად წარმატება ელოდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0