ნარკოტიკზე ნებით „შემჯდარი" კაცობრიობა, ანუ რატომ მოედო პლანეტას სიმსუქნის ეპიდემია

გამოწერა
ადამიანები დღეს უფრო მეტს ჭამენ, ვიდრე უწინ. საშუალოდ, მამაკაცები დღეში 187 კკალორიით მეტს იღებენ, ვიდრე 25 წლის წინ, ქალები – 335 კკალორიით მეტს, ხოლო მოზარდი ბიჭები – 275 კკალორიით მეტს. მაგრამ რატომ?

რატომ ახდენენ გასუქების პროვოცირებას ცხიმგაცლილი პროდუქტები და წიგნები ჯანსაღ კვებაზე, რა უდევს საფუძვლად შაქრიანი დიაბეტისა და სიმსუქნის ეპიდემიას, რა როლს ასრულებენ ამაში კვების ინდუქსტრიის მოთამაშეები – ამის შესახებ სან–ფრანცისკოს კალიფორნიის უნივერსიტეტის (UCSF) პროფესორი, პოპულარული ექიმი–ენდოკრინოლოგი რობერტ ლასტიგი საუბრობს და მასშტაბური ეროვნული თუ საერთაშორისო კვლევებით „შეიარაღებული" ამტკიცებს, რომ თანამედროვე წარმოდგენები ჯანმრთელობასა და ჯანსაღ კვებაზე ცრუ იდეებსა და მავნე კანონებს ეფუძნება, რასაც ძალიან ხშირად კვების ინდუსტრიის მოთამაშეები ლობირებენ.

სულისა და სხეულის ჰარმონია- ქალი ზღვის პირას - Sputnik საქართველო
„დამნაშავე“ ჰორმონები – რატომ ვერ ვიკლებთ წონაში?

პლანეტის მასშტაბის პრობლემა

მსოფლიოში ჭარბცხიმიანი ადამიანების რიცხვი 30 პროცენტით უფრო მეტია, ვიდრე მათი, ვინც შიმშილობს. პლანეტის მოსახლეობის ხუთი პროცენტი (366 მლნ ადამიანი) უკვე დაავადებულია შაქრიანი დიაბეტით. ეპიდემიის განსაკუთრებული ზრდა ბოლო 15-20 წლის განმავლობაში შეინიშნება.

ჭარბცხიმიანობა ეროვნული პრობლემა ხდება იმ ქვეყნებში, სადაც შიმშილის პრობლემაა; განსაკუთრებით იზრდება ბავშვთა სიმსუქნე. ეს ხდება აშშ-ში, იაპონიაში, რუსეთსა და ყველა განვითარებად ქვეყანაში.

დიაბეტის მკურნალობა აშშ-ის ბიუჯეტს 2012 წელს 245 მილიარდი აშშ დოლარი დაუჯდა – ეს თანხა 41 პროცენტით სულ რაღაც ხუთ წელიწადში გაიზარდა. 2030 წლისთვის ამერიკელების თითქმის ნახევარი – 42% სიმსუქნით იქნება დაავადებული. მეტაბოლური სინდრომის გართულებების ან შედეგების მკურნალობას ჯანდაცვის ბიუჯეტის სამი მეოთხედი ხმარდება.

დიეტა - სტრესი თუ ჭამაზე უარის თქმა>>

მეტაბოლური სინდრომი მხოლოდ მსუქანი ადამიანების პრობლემა არ არის. ესაა ნივთიერებათა არაჯანსაღი ცვლა, რომელსაც მივყავართ ისეთ მძიმე დაავადებებთან, როგორიცაა ინფარქტი, დიაბეტი და, შესაძლოა, კიბოც კი. მეტაბოლური სინდრომის დიაგნოზს, რაც ჭარბწონიანობისთვის არის დამახასიათებელი, ექიმები ნორმალური წონის მქონე ადამიანების 70%-დან 40%-მდე უსვამენ. ანუ, თუ ადამიანი გარეგნულად გამხდარია, ეს არ ნიშნავს, რომ მას მსუქნებისთვის დამახასიათებელი დაავადებები არ აქვს.

ყველა ახალი ამბავი
0