ღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 7 ივლისი

426
(განახლებულია 12:02 07.07.2019)
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

დღის დასაწყისი კარგია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისა და მათი რეალიზებისთვის. ვინც დიდი ხანია, რამის უკეთესობისკენ შეცვლას გეგმავდა, ამის შანსი ექნება. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ არ იჩქაროთ, განსაკუთრებით, თუ საკუთარ ძალებში დარწმუნებული არ ხართ. უფრო გონივრული იქნება ვითარების შესწავლა, დასკვნების გამოტანა და მოქმედების დაწყება მხოლოდ ამის შემდეგ.

დღის მეორე ნახევარი უფრო მშვიდ ვითარებაში ჩაივლის. იქნება შესაძლებლობა, რომ დაუბრუნდეთ ადრე დაწყებულ საქმეებს, გადაჭრათ ყოფითი პრობლემები. ხანდახან გაჩნდება უთანხმოებები ახლობლებთან, მაგრამ ეს, დიდი ალბათობით, სერიოზულ კონფლიქტში არ გადაიზრდება.

426
თემები:
ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის (186)