პატარა ბიჭუნა წიგნით

როგორ შევაყვაროთ პატარას კითხვა და რვა წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხონ ბავშვებმა

598
(განახლებულია 17:51 04.07.2019)
დღეს ბევრი საუბრობს იმაზე, რომ თანამედროვე ბავშვებს წიგნების კითხვა აღარ უყვართ. პატარა „გაჯეტომანები“ თავიანთ კომპიუტერულ მოწყობილობებში არიან თავჩარგული და ძნელია რამე წააკითხო.

ვეცდებით ამომწურავი და სასარგებლო ინფორმაცია მოგაწოდოთ მშობლებს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ ამ დროს, როგორ დააინტერესოთ თქვენი პატარა და რა წიგნები წააკითხოთ ზაფხულის არდადეგებზე.

ბავშვს ვერ ვაიძულებთ შეიყვაროს წიგნი. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია ვასწავლოთ მას წიგნის სიყვარული და სასურველია ეს საკუთარ მაგალითზე გავაკეთოთ. თუ ბავშვი ხედავს, რომ სახლში მშობლები, ბებია-ბაბუა კითხულობენ და ამით ისინი სიამოვნებას იღებენ, ისიც აუცილებლად დაინტერესდება დროთა განმავლობაში. ბავშვებზე ზეგავლენას ახდენს არა სიტყვები, არამედ მოქმედება.

წაუკითხეთ ბავშვს წიგნები რაც შეიძლება ადრეული ასაკიდან. სასურველია დაბადებიდანვე მივაჩვიოთ ის წაკითხულის მოსმენას. რა თქმა უნდა, ამ დროს პატარა ჯერ კიდევ ვერ გაიგებს, ვერ გაიაზრებს წაკითხულს, თუმცა ახლობელი ადამიანის სასიამოვნო ხმა მასზე დადებითად იმოქმედებს.

არ დააძალოთ ბავშვს. მოერიდეთ მისთვის ულტიმატუმის წაყენებას, ჯილდოს დაწესებას, ასეთი მიდგომა არასწორია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ გვინდა, რომ ბავშვს კითხვისადმი სიყვარული და ინტერესი გამოვუმუშაოთ. დაიმახსოვრეთ, „ტერორით“ ადამიანს ვერ შეცვლით.

წიგნის შერჩევისას გაითვალისწინეთ ბავშვის ინტერესები. მნიშვნელოვანია, რომ წიგნის შინაარსი იყოს იმის შესაბამისი, რითიც ცხოვრობს ბავშვი მოცემულ მომენტში, რაც არის მისი ინტერესის სფერო. მაგალითად, თუ პატარა წყალქვეშა სამყაროთია გატაცებული, მივცეთ მას თემატური საბავშვო ლიტერატურა. თუ ბავშვს მოზარდებისთვის დამახასიათებელი პრობლემები აწუხებს, უჭირს თანატოლებთან, უფროსებთან ურთიერთობა, აქვს საკუთარი თავისა და სხვების შეცნობის სურვილი, შევურჩიოთ ისეთი მხატვრული ნაწარმოებები, სადაც პერსონაჟებს მსგავსი პრობლემები აქვთ.

აუცილებლად შეურჩიეთ თქვენს პატარას ლამაზი ილუსტრირებული წიგნები. გახსოვდეთ, რომ მისთვის სურათების დათვალიერება წიგნში ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე კითხვა. ამიტომ რაც უფრო მეტი ლამაზი ილუსტრაციების შემცველი წიგნით იქნება პატარა გარემოცული, მით უფრო აქტიურად დაინტერესდება ის წიგნებით.

და, ბოლოს, გვინდა შემოგთავაზოთ წიგნების რამდენიმე ჩამონათვალი, რომლებმაც უკვე მთელ მსოფლიოში მოიპოვეს პატარა მკითხველის სიყვარული და იმედი გვაქვს, თქვენს პატარაზეც დიდ შთაბეჭდილებას მოახდენენ.

 

598