ვის გაუმართლებს ყველაზე მეტად ივლისში - ზოდიაქოს ხუთი იღბლიანი ნიშანი

© photo: Sputnik / Stringerბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვარსკვლავებმა და პლანეტებმა ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანზე, შესაძლოა ხელსაყრელად იმოქმედონ, მაგრამ არის ხუთი ნიშანი, რომლებსაც მთელი თვე იღბალი არ მიატოვებს

ზაფხულის ეს თვე ბევრისთვის ახალი აღმოჩენებისა და წინსვლის პერიოდი იქნება. ციური სხეულების ენერგეტიკა ზოდიაქოს თანავარსკვლავედის წარმომადგენლებს ძალასა და ოპტიმიზმს შემატებს. ასტროლოგები განურჩევლად ყველას ურჩევენ, ძალები ბედნიერების მიღწევისკენ მიმართონ. ივლისში ყველას გაუჩნდება ახალი შესაძლებლობები, მაგრამ ხუთი ნიშნის წარმომადგენლებს ეს ყველაზე მეტად ეხება.

პეიზაჟი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე გაბედული და კეთილშობილი ნიშნები – ტოპ-სამეული

ვერძი

ზაფხულის შუა თვეში ვერძების წინაშე ახალი შესაძლებლობები გაიხსნება. ცეცხლოვანი ნიშნის წარმომადგენლები შესანიშნავი შედეგების მიღწევას შეძლებენ როგორც საქმიან, ისე პირად სფეროში. მათზე იმოქმედებს კირჩხიბის თანავარსკვლავედში მყოფი რეტროგრადული მერკური, 17-დან 31 ივლისის ჩათვლით მათ პირადი ბედნიერებისთვის ბრძოლა მოუწევთ. ვერძები ოცნებების ასრულებას შეძლებენ, თუ დაიოკებენ ემოციებს და შედეგზე ორიენტირებული იქნებიან.

კურო

ივლისში კუროებს შესანიშნავი შესაძლებლობა ექნებათ, გაემგზავრონ დაგეგმილ მოგზაურობაში და თავი ახალ თავგადასავლებსა და ახალ შესაძლებლობებს მიუძღვნან. ციური სხეულების დადებითი ენერგეტიკა საშუალებას იძლევა, რომ დაასრულონ არა მხოლოდ ადრე დაწყებული საქმეები, არამედ შეუდგნენ გრანდიოზული პროექტების განხორციელებას, სწავლას. თავდაჯერებულობა და წარმატებაზე ორიენტირებულობა კუროებს მცირე პრობლემებთან გამკლავებაში დაეხმარება. ასტროლოგების თქმით, კუროები სწორი გადაწყვეტილებებს მიიღებენ, თუ არ იკითხავენ რჩევებს და გულის კარნახით იმოქმედებენ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე ოხუნჯი ნიშნები - ტოპ-ოთხეული

კირჩხიბი

წარმატება კირჩხიბებს ივლისში ეწვევა არა მხოლოდ მფარველი პლანეტების მხარდაჭერის, არამედ საკუთარი ნებისყოფის წყალობითაც. ისინი ამ თვეში წარმატების მიღწევას შეძლებენ საქმიან სფეროში, თუ მოუსმენენ საკუთარ თავს და დაიწყებენ საკუთარი შესაძლებლობების გახსნას. როდესაც ირწმუნებენ თავიანთ ძალებს, ისინი ნებისმიერი რთული სიტუაციიდან იპოვიან გამოსავალს. მნიშვნელოვანია, რომ შეინარჩუნონ ოპტიმიზმი, რაც მათ ოჯახური და პირადი ცხოვრების მოგვარებაში დაეხმარება.

ქალწული

ქალწულები ივლისში შეძლებენ შინაგანი ჰარმონიის მოპოვებას, რისი წყალობითაც გადალახავენ ეჭვებსა და სიმორცხვეს. ეს შესანიშნავი დროა ახალი წარმატებებისთვის როგორც საქმიან, ისე სასიყვარულო სფეროში. სამსახურში გაჩნდება კარიერული წინსვლის პერსპექტივები, ამიტომ ისინი გვერდით არ უნდა გადგნენ. ხასიათის საუკეთესო თვისებების წყალობით, მარტოხელები შეძლებენ სიყვარულის პოვნას, ხოლო ვისაც უკვე ჰყავს პარტნიორი, ერთად შეძლებენ ბედნიერების მოპოვებას და ურთიერთობებს კონფლიქტებით არ გააფერმკრთალებენ.

წაიკითხეთ აქ: რა გველოდება ივლისში – თვის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

თევზები

თევზებს წარმატება ელოდება პირად ცხოვრებაში, ასევე, სასიამოვნო პერსპექტივები ფინანსურ საკითხებში. ასტროლოგები მათ ურჩევენ, იშრომონ საკუთარი კეთილდღეობისთვის, უარი უთხრან ადამიანებს, ვინც მათით მანიპულირებას ცდილობს. პირადი მისწრაფებები წინა პლანზე უნდა გამოვიდეს. ვარსკვლავები თევზების მხარეს არიან, ეს ნიშნავს, რომ თამამად უნდა შეუდგეთ მუშაობას, რათა თვის ბოლოს თქვენი მცდელობების ნაყოფი მიიღოთ. პოზიტიური განწყობა და რწმენა იმისა, რომ ყველაფერი გამოვა - ეს ცხოვრების ყველა სფეროში იღბლის მოზიდვაში დაგეხმარებათ.

 

ყველა ახალი ამბავი
0