ქალი გვირილით

თუ ყური გიხურთ: ხალხური მინიშნებები და რჩევები

200
(განახლებულია 18:17 27.06.2019)

ძველების რწმენით, თუ ადამიანს სხეულის რომელიმე ნაწილი უხურს, ექავება თუ უწითლდება, მის ცხოვრებაში რაღაც მოვლენაა მოსალოდნელი.

ასე მაგალითად, თუ მავანს ორივე ყური იმ მომენტში უხურდა, როცა ვინმე კონკრეტულ ადამიანზე ფიქრობდა, უახლოეს მომენტში მასთან შეხვედრა გარდაუვალი იყო. მეორე ვერსიით, ეს ამინდის ცვლილებას მოასწავებდა, სავარაუდოდ, უნდა გაწვიმებულიყო.

მერე და მერე ეს მინიშნებები კვირის დღეებზე გადანაწილდა და განსხვავებული მნიშვნელობები შეიძინა. ანუ ორშაბათს აწითლებული ყური სხვა რამეს ნიშნავდა, სამშაბათს - სხვას და ა.შ.

ქვემოთ გაგაცნობთ, როგორ განმარტავდნენ ჩვენი წინაპრები და რა სიახლეები შეემატა თანამედროვეობაში ყურთან დაკავშირებულ ნიშნებს კვირის დღეების მიხედვით.

200
თემები:
ხალხური ცრურწმენები (21)