მზის ჩასვლა

ზოდიაქოს რომელ ნიშანთან შეძლებთ გამდიდრებას

5571
(განახლებულია 11:19 27.06.2019)
თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია პარტნიორთან არა მხოლოდ სასიყვარულო შეათავსებადობა, არამედ ფინანსურიც, ეს ჰოროსკოპი თქვენთვის არის განკუთვნილი; გაარკვიეთ, ზოდიაქოს რომელ ნიშანთან ერთად შეძლებთ გამდიდრებას და რომელთან - ვერა.

მაგრამ არ დაივიწყოთ, რომ ცხოვრებაში მთავარი სიყვარული და ოჯახია!

ვერძს სწრაფად გამდიდრება შეუძლია მერწყულთან ან სასწორთან, ასევე მას ჰაერის ნებისმიერი ნიშანი „მოუხდება". უნდა ერიდოს მორიელს.

კურო თავის სიმდიდრეს მერწყულთან ან მორიელთან „ჰპოვებს". ასევე ფინანსური წარმატების მიღწევა შესაძლებელია ვერძებთან, ლომებთან, მშვილდოსნებთან, მაგრამ — უფრო რთულად.

ტყუპები ლომებთან ერთად გამდიდრდებიან. ორივე ერთად — ფულის ნამდვილი მაგნიტია. ტყუპის გაღატაკება მორიელს შეუძლია.

კირჩხიბს გამდიდრება შეუძლია ლომთან, ვერძთან ან მშვილდოსანთან. ნაკლებ წარმატებული ვარიანტია კურო.

ლომი ტყუპებთან გამდიდრდება. უნდა მოერიდოს მორიელს.

ქალწულს მორიელთან ერთად შეუძლია სიმდიდრის მოპოვება. ეს უკანასკნელი მოიზიდავს წარმატებასა და იღბალს და ქალწულს სწორ გზაზე დააყენებს.

სასწორი „კარგ ფულს“ მშვილდოსანთან იშოვის. აქვე აღვნიშნავთ, რომ სასწორს ფინანსური წარმატების მოტანა შეუძლია აბსოლუტურად ყველა ნიშნისთვის, მაგრამ თვითონ მხოლოდ მშვილდოსანთან ერთად შეუძლია გამდიდრება.

მორიელს სიმდიდრე მშვილდოსანთან და ვერძთან ელოდება. ასევე კარგად მიიზიდავს ფულს ლომთან ერთად, მაგრამ ეს უკანასკნელი ამ დროისთვის, უბრალოდ, გაკოტრდება.

მშვილდოსანს ფულის დაგროვება მერწყულთან და სასწორთან შეუძლია. ასევე ცუდი შედეგი არ იქნება თხის რქასთან ან ქალწულთან.

თხის რქა ფინანსური კუთხით საერთოდ არავისზე არ არის დამოკიდებული. მას ასეთი შეთავსებადობა არაფერში სჭირდება. სრული სტაბილურობა ექნება ვერძთან, ლომთან და მშვილდოსანთან.

მერწყულმა თავი შორს უნდა დაიჭიროს მორიელისგან. ფული მშვილდოსანთან, ვერძთან და ლომთან ერთად მოვა.

თევზები „ფულში იბანავებენ" თხის რქასთან, ქალწულთან ან კუროსთან ერთად. ეს ნიშნები მხარდაჭერას უზრუნველყოფენ, მაგრამ თუ თევზებს უფრო მეტი ფული უნდათ, ვერძებს უნდა დაუკავშირდნენ.

ამბობენ, ბედნიერება ფულში არ არისო! ურთიერთობების აწყობისას მაინცდამაინც ამ ჰოროსკოპს ნუ დაეყრდნობით…

5571
თემები:
ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის (186)
როგორ გამოიყურება ჯანმრთელი თმა

გადაივლეთ თმებზე ძმარი და არა ბალზამ-კონდიციონერები: ექიმ-ტრიქოლოგის რჩევა

48
(განახლებულია 16:15 03.03.2021)
თავის კანისა და თმის დაავადებათა ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ამერიკელი სპეციალისტი გასწავლით, როგორ უნდა გამოიყენოთ ძმარი, თუ გსურთ ჯანმრთელი და აბრეშუმივით ბზინვარე თმა გქონდეთ

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. თმებს ნამდვილ სიჯანსაღესა და სილამაზეს მხოლოდ ერთი საშუალება, ნატურალური ძმარი სძენს, აცხადებს ერთ–ერთი ყველაზე ავტორიტეტული ტრიქოლოგი კალიფორნიაში (აშშ) ტონი ჩაარი.

„ძმრის გადავლების მთავარი სიკეთე ისაა, რომ ეს პროდუქტი ყველა ტიპის თმას უხდება: შეღებილსა და შეუღებავს, სწორსა თუ ხვეულს, მოკლესა და გრძელს, ცხიმინსა თუ მშრალს. მე ვაშლის ან ყურძნის ძმარს ვანიჭებ უპირატესობას, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს გაზავებული ესენცია. მხოლოდ და მხოლოდ ნატურალური პროდუქტი!“ — განმარტავს ჩაარი.

სპეციალისტი ასახელებს რამდენიმე სარგებელს, რომელიც თანამედროვე ბალზამების ნაცვლად ბებიების დროინდელი მეთოდის გამოყენებას მოაქვს თმებისთვის.

მოცულობა - ტრიქოლოგის თქმით, ძმრის გადავლების ერთ–ერთი უპირველესი უპირატესობა ისაა, რომ ზრდის თმების მოცულობას, რასაც ვერცერთი სხვა საშუალება ვერ უმკლავდება.

„თუ თხელი და წვრილღერიანი თმები გაქვთ, ძმარი მაგიურ ნაყენად მოგევლინებათ, რომელიც გაკეთებს იმას, რასაც სხვა ვერაფერი გაუმკლავდა. პირველ რიგში, უარი თქვით თმის კონდინციონერებზე. მეორე რიგში, არ ჩამოიბანოთ ძმარი, პირდაპირ ასე გაიშრეთ თმა. და მორჩა! სუნი ერთი საათის განმავლობაში თავისით გაქრება უკვალოდ“, — ამბობ ტონი ჩაარი.  

ფერის დაცვა - თუ ძმარს კვირაში ორ–სამჯერ გადაივლებთ თმაზე, ის უფრო დიდხანს შეინარჩუნებს ფერს. ეს იმიტომ, რომ ძმარი თმის კუტიკულის ქერცლს არ „აღებს“ და პიგმენტების გამორეცხისგან იცავს მას.

ბზინვა - ძმარი კარგად გამორეცხავს თმების ზედაპირზე არსებულ მიკრონახეთქებში ჩაგროვებულ თმის მოვლის ქიმიური საშუალებების ნარჩენებს და შესანიშნავად აღადგენს თმის აბრეშუმისმაგვარ ბზინვარებას.

სისუფთავე - ტონი ჩაარის თქმით, სტილისტები ურჩევენ კლიენტებს, რომ დრო და დრო გამოიყენონ თმების ღრმად გამწმენდი შამპუნები, რაც გამართლებულია. საქმე ისაა, რომ ყოველდღიური გამოყენების შამპუნები ბოლომდე ვერ აშორებს თმას ჭუჭყს. თუმცა ამ საქმეს, ტრიქოლოგის თქმით, ძმარიც არანაკლებ ეფექტურად უმკლავდება.

ამისათვის საჭიროა, რომ კი არ გადაივლოთ ძმარი, არამედ შამპუნივით შეიზილოთ თმებში და დაიმასიროთ თავის კანი.

გამარტივებული დავარცხნა - ვერცერთი კონდინციონერი თუ ბალზამი ვერ უზრუნველყოფს თმების ისეთ მარტივ ვარცხნას, როგორც ამას ძმარი აკეთებს. მის ამ თვისებას განსაკუთრებით ხშირი და ხუჭუჭა თმების მფლობელები დააფასებენ.

როგორ გამოვეყონოთ ძმარი

დაიბანეთ თმები ჩვეულებრივად იმ შამპუნით, რომელსაც იყენებთ. შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ ის თავიდან გამდინარე წყლით და ბოლოს გრილი წყალი გადაივლეთ თმებზე. ამის მერე მოიგროვეთ თმები საქოჩრეზე და შეეცადეთ, ისე გადაივლოთ ძმარი, რომ ის შეძლებისდაგვარად თანაბრად განაწილდეს მათზე.

გაითვალისწინეთ: საშუალო სიგრძის თმებისთვის დაახლოებით ერთი ჭიქა ძმარი იქნება საკმარისი – მეტი საჭირო არ არის.

მას შემდეგ, რაც ძმარს გადაივლებთ, დაელოდეთ, რომ ის თავისით ჩამოიწუროს — როგორც შესაძლებელია, შემდეგ კი პირსახოცით შეიშრეთ. ეფექტი უფრო თვალსაცემი იქნება, თუ ფენს არ გამოიყენებთ.

იმ შემთხვევაში, თუ სადმე გეჩქარებათ და ძმრის სუნის თავისით გაქრობას ვერ დაელოდებით, შეგიძლიათ თმებზე გრილი წყალი გადაივლოთ.

48
თემები:
სასარგებლო რჩევები
სასარგებლო ბურღულეული

შეცვალეთ თეთრი ბურღულეული მუქით: ნუტრიციოლოგი მიზეზებს განმარტავს

71
(განახლებულია 13:31 03.03.2021)
ცნობილი ნუტრიციოლოგი და დიეტოლოგი განმარტავს, რომელი ბურღულეული უნდა მიირთვათ იმისათვის, რომ ზამთარში დაგოვებული კილოგრამები სწრაფად მოიშოროთ

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. ჩაატარეთ რევიზია საკუთარ სამზარეულოებში და ყველა ღია ფერის ბურღულეული მუქი ფერის მარცვლეულით ჩაანაცვლეთ, წერს დიეტოლოგი და ნუტრიციოლოგი ოლგა დეკერი საკუთარ Instagram–ზე.

სპეციალისტის თქმით, ეს იმათთვისაა საჭირო, ვისაც წონაში სწრაფად დაკლება სურს.

დეკერი ასახელებს ხუთი სახის მუქი ფერის მარცვლეულს, რომელთა რეგულარული მიღებაც ზამთარში დაგროვებულ ზედმეტ კილოგრამებს ეფექტურად მოგაშორებთ.

დიეტოლოგის განმარტებით, მუქი ფერის ბურღულეულს განეკუთვნება: წიწიბურა, სიმინდი, ქერი (კონკრეტულად პერლოვის ბურღული), ყავისფერი ბრინჯი და ხორბლის სხვადასხვა სახეობები: ბულგური —  მდუღარე წყლით დამუშავებული, გამშრალი და შემდეგ დაფქვილი ხორბალი, ასლი, სპელტა — თანამედროვე ხორბლის წინაპარი, და ასევე პოლბა.

  • ამასთან ცნობილი სპეციალისტი გვაფრთხილებს, რომ, მიუხედავად წიწიბურის დიდი სიკეთეებისა, ამ ბურღულეულით განტვირთვის დღეების მოწყობა რეკომენდებული არ არის, ვინაიდან ასეთი ექსპერიმენტების შემდეგ „ორგანიზმი კიდევ უფრო დიდ მარაგებს დაიგროვებს“.

რაც შეეხება ხორბლეულს, დეკერი ამბობს, რომ ის ეხმარება ორგანიზმს იმუნიტეტის განმტკიცებაში, აუმჯობესებს კანის, თმებისა და ფჩხილების მდგომარეობას, ანელებს დაბერების პროცესს.

დიეტოლოგი განმარტავს პერლოვის სარგებელსაც და ამბობს, რომ ის მონაწილეობს ორგანიზმიდან ალერგენების გამოდევნაში, ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს და წმენდს სისხლძარღვებს.

სპეციალისტი ს თქმით, ბულგური აუმჯობესებს ძილის ხარისხს და სტრესთან გამკლავებაში ეხმარება ადამიანს. გარდა ამისა, ბულგური შეიცავს მაგნიუმს — რომელიც, ამცირებს მეორე ტიპის დიბეტის წარმოქმნის რისკს, ასევე კალიუმსა და ფოსფორს — რომლებიც ამაგრებს ძვლებს, კვებავს კუნთებს და ამდიდრებს ტვინს ჟანგბადით.

სიმინდის ბურღული აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, რის შედეგადაც ზედმეტი კილოგრამები სწრაფად ქრება. გარდა ამისა, სიმინდის ფაფა, რომელიც მდიდარია კალიუმით, კაროტინით, რკინითა და მაგნიუმით, აღადგენს კუჭ–ნაწლავის მუშაობასაც.

71
თემები:
ექიმი გირჩევთ
კალაუბანი

Freedom House–ის ანგარიში: საქართველო ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებს შორისაა

0
(განახლებულია 17:25 03.03.2021)
ანგარიში  მსოფლიოს 195 ქვეყანაში პოლიტიკური უფლებების და სამოქალაქო თავისუფლების მხრივ არსებულ ვითარებას ასახავს.

თბილისი, 3 მარტი - Sputnik. ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-ის მსოფლიოში თავისუფლების შესახებ 2021 წლის რეიტინგში საქართველო ერთი საფეხურით ჩამოქვეითდა, თუმცა, „ნაწილობრივ თავისუფალი“ ქვეყნის სტატუსი შეინარჩუნა.

ამჯერად საქართველომ 60 ქულა მიიღო სისტემით, რომელშიც 100 ქულა ყველაზე კარგი შედეგია – შედარებისთვის ქვეყანას 2017 და 2018 წლების ანგარიშში  64 ქულა ჰქონდა, 2019-ში 63 და 2020 წელს 61. 

Freedom House-ი ქვეყნის თავისუფლებას ორი კრიტერიუმით აფასებს, ესენია პოლიტიკური უფლებები და სამოქალაქო უფლებები. პოლიტიკურ უფლებებს 40 ქულა ეთმობა, სამოქალაქოს კი 60 – საქართველომ აღნიშნულ კრიტრიუმებში 23 და 37 ქულები მიიღო.
აღნიშნული კვლევა 195 ქვეყანას და 14 ტერიტორიულ წარმონაქმს, მათ შორის, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონს მოიცავს.

ანგარიშის მიხედვით, საქართველო კონკურენტულ არჩევნებს ატარებს და მას დემოკრატიის ტრაექტორიის გაუმჯობესების ნიშნები განსაკუთრებით 2012-2013 წლებში ჰქონდა, რაც მთავრობის შეცვლას უკავშირდებოდა, თუმცა, ბოლო წლებია უკუსვლას განიცდის. ორგანიზაციის შეფასებით, ქვეყანაში პრობლემად რჩება კორუფციაც. 

Freedom House დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც დემოკრატიისა და თავისუფლების გაფართოებაზე ზრუნავს მთელ მსოფლიოში. ორგანიზაცია აანალიზებს თავისუფლების პრობლემებს, გამოდის უფრო ფართო პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების მხარდაჭერით და ხელს უწყობს დემოკრატიულ გარდაქმნებს.

Freedom House 1941 წელს დაარსდა.

0