„წითელი სიზმარი“

როდის და როგორ კარგავენ სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნები

8062
(განახლებულია 12:39 26.06.2019)
რა ნიშან-თვისებები აიძულებს ზოდიაქოს ნიშნებს, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობები გაწყვიტონ?

სიყვარული ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა თავისებური იცის, განშორების მიზეზი მათთვის სრულიად სხვადასხვა შეიძლება იყოს, ზოგიერთი ნიშანი საყვარელ ადამიანს გარკვეულ თვისებას ან შეცდომას არ პატიობს მაშინ, როცა სხვა ნიშნისთვის ეს შეცდომაცა და თვისებაც არაფერს ნიშნავს.

შეიტყვეთ ჩვენი ჰოროსკოპით,  როდის კარგავენ სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნები, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი თითოეულ შემთხვევაში.

ვერძი

როდესაც ურთიერთობებში რაღაც ისე არ მიდის, როგორც საჭიროა, თქვენ ძალზე ამაყი ბრძანდებით იმისთვის, რომ საკუთარი შეცდომები აღიაროთ. ბოლოს და ბოლოს, უმნიშვნელო პრობლემა თქვენსა და თქვენს პარტნიორს შორის უფსკრულს აჩენს, რომლის ამოვსებაც თქვენთვის უკვე შეუძლებელია.

კურო

თუნდაც შეყვარებული იყოთ, ვინმეს სრული ნდობა თქვენთვის ძალზე რთულია. და როდესაც თქვენს ნდობას ღალატობენ, თქვენი გრძნობებიც ქრება.

ტყუპი

თქვენ თვითონ მოიგონეთ თქვენი ურთიერთობები, შემდეგ კი ჯადოქრობა გაქრა…

კირჩხიბი

თქვენი სენტიმენტალური ბუნება წარსულში დაბრუნებას გაიძულებთ. არ შეგიძლიათ ყურადღების კონცენტრირება ახალ სიყვარულზე, როდესაც თქვენი გონება წარსულზე ფიქრებითაა დაკავებული.

ლომი

როგორც კი გაიფიქრებთ, რომ ვიღაც თქვენს სიკეთეს იყენებს, თქვენი სიყვარული ამ ადამიანის მიმართ ქრება და მისი დაბრუნების საშუალება არ არსებობს.

ქალწული

თქვენ მუდმივად ყველაფერს აანალიზებთ და ძალზე ორგანიზებული ბრძანდებით, ამიტომ თქვენთვის ძალზე რთულია ისეთი ადამიანის სიყვარული, რომელსაც ასეთი თვისებები არ გააჩნია. თქვენ კარგავთ სიყვარულს, როდესაც ხედავთ, რომ ადამიანი ცხოვრების გზაზე ფეხს ვერ გიწყობთ.

სასწორი

როდესაც გღალატობენ, პარტნიორის პატიებას ცდილობთ და ამას აკეთებთ, მაგრამ დავიწყება არ შეგიძლიათ. სწორედ ეს გაიძულებთ ურთიერთობების გაწყვეტას.

მორიელი

მაშინ კარგავთ სიყვარულს, როდესაც თქვენს ურთიერთობებში ვნება სუსტდება.

მშვილდოსანი

თქვენ აფასებთ საკუთარ დამოუკიდებლობას. როდესაც ადამიანი, რომელიც გიყვართ, თქვენს გაკონტროლებას ცდილობს, მაშინვე შორდებით მას. თქვენ გჭირდებათ ადამიანი, რომელიც გაიგებს თქვენს დამოუკიდებლობას და არ შეეცდება მის დათრგუნვას.

თხის რქა

თქვენ საოცრად ამბიციური ბრძანდებით და სიყვარულს იმ მომენტში კარგავთ, როდესაც გააცნობიერებთ, რომ ადამიანი, რომელზეც ზრუნავთ, არ არის თქვენნაირად ამბიციური. თუ მსგავსი მიზნები არ გაქვთ, თქვენ დამშვიდობებისთვის მზად ხართ.

მერწყული  

თქვენ მოკრძალებული ბრძანდებით და გარშემო ასეთივე ადამიანების შემოკრება გიყვართ. თუნდაც ვინმე გიყვარდეთ, არ შეგიძლიათ საქმის დაჭერა ზედმეტად მაღალი ეგოს მქონე ადამიანთან.

თევზები

თქვენ გამოუსწორებელი რომანტიკოსი ბრძანდებით. თქვენს შესანარჩუნებლად პარტნიორმა ურთიერთობებში რომანტიკა უნდა შეინარჩუნოს. თუ ის ამას არ გააკეთებს, მის მიმართ სიყვარულს კარგავთ.

8062
თემები:
ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის (186)
ბავშვი ყურზე აფარებული ხელით

ყურის ტკივილი: კატეგორიული აკრძალვა პედიატრ კომაროვსკისგან

44
(განახლებულია 13:36 02.06.2020)
უმაღლესი კატეგორიის პედიატრი ევგენი კომაროვსკი მშობლებს ასწავლის, როგორ უნდა აღმოუჩინონ პატარას პირველი დახმარება ყურის ტკივილის დროს და რა გავრცელებული მეთოდების გამოყენება იკრძალება ამ დროს

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. არსებობს პატარა ბავშვისთვის დახმარების საერთო წესები, რომლებსაც მშობლებმა ნებისმიერი ლოკალიზაციისა და ინტენსივობის ტკივილის დროს უნდა მიმართონ, აცხადებს უმაღლესი კატეგორიის უკრაინელი პედიატრი ევგენი კომაროვსკი. 

მისი თქმით, უმთავრესი წესი ისაა, რომ ბავშვს არაფერი არ უნდა სტკიოდეს.

პედიატრი მშობლებს აძლევს რჩევებს, როგორ უნდა იმოქმედონ იმ შემთხვევაში, თუ მათ პატარას ყური სტკივა. მისი რეკომენდაციები ასე გამოიყურება:

სასწრაფოს გჭირდებათ ექიმი, თუ ყურის ტკივილი:

  • სამ თვემდე ასაკის ბავშვს დაეწყო;
  • ზომიერი ტკივილი გრძელდება სამ საათზე მეტ ხანს;
  • სუსტად გამოხატული ტკივილი ერთ–დღე–ღამეზე მეტ ხანს აწუხებს ბავშვს;
  • არსებობს უმცირესი ეჭვი იმისა, რომ ბავშვის ყურში რაიმე უცხო სხეული მოხვდა;
  • ყურის ტკივილს თან ახლავს თავის ან კისრის კუნთების ტკივილი.

პედიატრის თქმით, ყურის ატკივების შემთხვევაში მშობელმა გადაუდებელი დახმარების სახით, ბავშვს მტკივანი ყური ქუდით ან თავსაფრით უნდა დაუფაროს და ჩააწვეთოს ცხვირში(!) სისხლძარღვების შემავიწროვებელი წვეთები (სპეციალურად ბავშვებისთვის — ასაკის შესაბამისად).

ევგენი კომაროვსკის თქმით, დაუშვებელია ყურში რაიმეს ჩაწვეთება ან ყურის გათბობა ნებისმიერი მეთოდით.

უმაღლესი კატეგორიის პედიატრი მშობლებს კატეგორიულად აფრთხილებს, რომ მას შემდეგ, რაც პატარას პირველ დახმარებას აღმოუჩენთ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგავიწყდეთ მიმართოთ ექიმს მაშინაც კი, თუ ბავშვს ყურის ტკივილი დაუამდა!

 

44
თემები:
სასარგებლო რჩევები
მოწევის ამკრძალავი ნიშანი

დასახელდა ნიკოტინის შემცველი ბოსტნეული: აიოლებს მოწევისთვის თავის დანებებას

165
(განახლებულია 16:12 01.06.2020)
ირკვევა, რომ ეს ბოსტნეული ნიკოტინის მჟავას შეიცავს, რაც ბევრად ამსუბუქებს ნიკოტინის ნაკლებობით გამოწვეულ დისკომფორტს. შესაბამისად, სპეციალისტები აუცილებლად მიიჩნევენ მის შეტანას მწეველების რაციონში.

თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. არსებობს პროდუქტები, რომელთა მიღებაც მწეველებს თამბაქოსთვის თავის დანებებაში დაეხმარება, აცხადებენ მედიკოსები.

სპეციალისტების თქმით, მათგან გამოირჩევა სამი პროდუქტი – ჯანჯაფილი (კოჭა), შავი შოკოლადი და რძე. 

ჯანჯაფილი: როდესაც მოწევის სურვილი გაგიჩნდებათ, კარგად გაღეჭეთ ჯანჯაფილის ნაჭერი. ამ პროდუქტის სპეციფიკური გემო სიგარეტის სურვილს თრგუნავს.

გარდა ამისა, შეგიძლიატ მიირთვათ ჯანჯაფილის ჩაი ლიმონითა და თაფლით. ეფექტი იგივეა.

შავი შოკოლადი: კარგად ეხმარება მწეველებს მავნე ჩვევისთვის თავის დანებებაში. შავი შოკოლადი მშვენივრად ებრძვის სტრესს, რომელიც ორგანიზმში ნიკოტინის ნაკლებობის შედეგად ჩნდება.

ამასთან, შავი შოკოლადის ნატეხი, კაკაოს მაღალი შემცველობითა და შაქრის გარეშე, შესანიშნავად თრგუნავს მადას, რაც თავიდან აგაცილებთ ზედმეტ ჭამას.

რძის ნაწარმი: სპეციალისტების თქმით, რძის გემოს თამბაქოსთან „შერწყმა“ ბევრ ადამიანში ზიზღს იწვევს. შესაბამისად, რაც მეტ რძის ნაწარმს მიიღებთ, მით უფრო გაგიიოლდებათ სიგარეტისთვის თავის დანებება.

მენთოლიანი სიგარეტის გაყიდვა აიკრძალა: ევროკავშირმა კანონი აამოქმედა>>

გარდა ამ სამი პროდუქტისა, თამბაქოს გადაგდებაში მწეველებს კარგად ეხმარება ციტრუსები და ბადრიჯანი.

ფორთოხალი, გრეიპფრუტი თუ ლიმონი, გარდა იმისა, რომ მოწევის სურვილს კლავს, ასევე აღადგენს ორგანიზმში C ვიტამინის დეფიციტს, რომელსაც დროთა განმავლობაში ნიკოტინი ამცირებს.

რაც შეეხება ბადრიჯანს, ირკვევა, რომ ეს ბოსტნეული ნიკოტინის მჟავას შეიცავს, რაც ბევრად ამსუბუქებს ნიკოტინის ნაკლებობით გამოწვეულ დისკომფორტს. შესაბამისად, სპეციალისტები აუცილებლად მიიჩნევენ ბადრიჯნის შეტანას მწეველების რაციონში, რომლებიც სიგარეტისთვის თავის დანებებას ცდილობენ.

 

165
თემები:
სასარგებლო რჩევები
სამედიცინო აღჭურვილობა კორონავირუსის სამკურნალოდ

რომელ ჯაჭვს უკავშირდება კორონავირუსის ახალი შემთხვევები საქართველოში

11
(განახლებულია 14:17 02.06.2020)
ამ დროისთვის კლინიკებში, რომლებიც კორონავირუსის მქონე პაციენტებს იღებენ, მკურნალობს 150 ინფიცირებული, ხოლო დაავადებულთა რიცხვმა 796–ს მიაღწია.

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა მარნეულის რაიონის სოფელ მარეთს უკავშირდება, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

არსებული ინფორმაციით, კორონავირუსი ერთი ოჯახის ორ წევრს გამოუვლინდა. ინფექცია გუშინ დადასტურდა. ინფიცირებული არასრულწლოვნები არიან.

ინფექციურმა საავადმყოფომ 1 ივნისს კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით სამი პაციენტი მიიღო, მეოთხე პაციენტს საეჭვო სიმპტომები აქვს და მისი შედეგები ცნობილი უახლოეს პერიოდში გახდება. ეს პაციენტები ე.წ საბურთალოს კლასტერს უკავშირდებიან და ერთი ოჯახის წევრები არიან.

ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში 58 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

ეზუგბაიამ ასევე განაცხადა, რომ ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის მქონე პრობლემური პაციენტები აღარ არიან, სამი მძიმე პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა.

კლინიკაში ორი არასრულწლოვანი მკურნალობს.

„საბურთალოს კლასტერის“ გამო ნუცუბიძის ტერიტორია იკეტება? – ეპიდემიოლოგების განმარტება>>

ეზუგბაიას თქმით, გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობამ საქართველოში 80%–ს  მიაღწია. კლინიკებში, რომლებიც კორონავირუსის მქონე პაციენტებს იღებენ, 150 ინფიცირებული მკურნალობს.

„მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ გვქონდა გარკვეულწილად მატება, ახალი წყაროს გაჩენამ გამოიწვია გარკვეულწილად შიში, რომ შეიძლება სიტუაცია უმართავი გამხდარიყო, მაგრამ დღევანდელი მონაცემებით შეიძლება ვთქვათ, რომ კვლავ კონტროლს ემორჩილება ჩვენთან ყველაფერი“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, ე.წ. საბურთალოს კლასტერის პირველ პაციენტს ჰქონდა ბევრი კონტაქტი, მაგრამ ყველა უკვე დადგენილია.

ეზუგბაიამ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, მისდიონ რეკომენდაციებს, რათა მდგომარეობა არ გაუარესდეს.

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 9 პაციენტი მკურნალობს. აქედან კორონავირუსი დაუდასტურა სამს. რეანიმაციულ განყოფილებაშია 1 პაციენტი.

საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განთავსებული ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსი 796 ადამიანს დაუდგინდა.

გამოჯანმრთელდა 634 ადამიანი, გარდაიცვალა – 12, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2508, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 300 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა>>

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

11
თემები:
COVID-19 საქართველოში