გულის ფორმის ბოქლომი წარწერით „ადამი და ევა“

სახალისო „შპარგალკა“ ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ქალებისთვის

7961
(განახლებულია 11:45 14.06.2019)
თითოეული ქალი იდეალურ მამაკაცს ეძებს. იდეალურის ცნება კი ყოველი ქალისთვის განსხვავებულია. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, აქ დიდ როლს ასრულებს ზოდიაქოს ნიშანი. ქალებს რას გაუგებ, მაგრამ მაინც...

ასტროლოგები ამბობენ, რომ ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს თავისი მახასიათებლები აქვს, განსაკუთრებული ტემპერამენტი, ნიშან-თვისებები.

წაიკითხეთ აქ: ურთიერთობები და შეთავსებადობა აღმოსავლური სასიყვარულო ჰოროსკოპის მიხედვით

ისევე, როგორც მეგობრობაში, კოლეგებთან ურთიერთობებში, სიყვარულშიც დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ როგორი შეთავსება აქვს ზოდიაქოს ნიშნებს, მათ შორის, სექსუალურ, ინტიმურ სფეროში.

წაიკითხეთ აქ: ზოდიაქოს ნიშნების ინტიმური შეთავსებადობა

ურთიერთობებისას გასათვალისწინებელია სხვადასხვა ასპექტი, განსაკუთრებული თვისებები, სახასიათო ქცევები. ზოგიერთი ნიშანი სასიყვარულო ურთიერთობებში უპირატესობას სექსუალურ მხარეს ანიჭებს, ზოგი - ფინანსურს, მატერიალურ კეთილდღეობას, სხვა პირველ ადგილზე შვილების აღზრდასა და მათზე ზრუნვას აყენებს და სხვა.

წაიკითხეთ აქ: როგორი სიყვარული შეუძლიათ ქალებს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რა პრიორიტეტი აქვს ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს პარტნიორის შერჩევისას, როგორი მამაკაცი შეეფერება ცალკეული ნიშნის წარმომადგენელ ქალებს - ამის შესახებ წაიკითხეთ ჩვენს ჰოროსკოპში.

7961
თემები:
ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის (186)
იოგურტის საუზმე

არ ჭამოთ უზმოზე: გერმანელი დიეტოლოგები რამდენიმე პროდუქტს ასახელებენ

253
(განახლებულია 16:29 23.10.2020)
გერმანელი დიეტოლოგები ასახელებენ ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით მდიდარ პროდუქტებს, რომელთა მიღებაც უზმოზე კატეგორიულად დაუშვებელია.

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. საუზმე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კვებაა, მაგრამ არსებობს პროდუქტები, რომელთა უზმოზე მიღებას უმჯობესია თავი ავარიდოთ, ირწმუნებიან გერმანელი დიეტოლოგები.

მათ მოსაზრებას ავრცელებს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარული პორტალი Fit For Fun.

სპეციალისტები პირველ რიგში გვირჩევენ უარი ვთქვათ ნედლ ბოსტნეულზე, რომლებიც, მართალია, მდიდარია ბოჭკოთი, ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით, მაგრამ დილით რთულად მოსანელებელია და შეიძლება კუჭის ლორწოვანი გარსი გააღიზიანოს.

სპეციალისტების თქმით, უზმოზე ასევე არ უნდა მიირთვათ იოგურტი, რადგან შეწოვისას, ჯერ კიდევ ნაწლავებში მოხვედრამდე კარგავს სასარგებლო ნივთიერებების დიდ ნაწილს. იოგურტი უმჯობესია მიირთვათ კვებიდან საათნახევარი–ორი საათის შემდეგ, ან ძილის წინ.

დადგინდა იდეალური საუზმე დიაბეტით დაავადებულებისთვის: კანადური კვლევა>>

საუზმე შეუფერებელია ციტრუსებისთვისაც, ვინაიდან ფორთოხალს, მანდარინსა და გრეიპფრუტს შეუძლია გულძმარვის გამოწვევა.

ასევე უზმოზე ხილიდან უნდა გამოირიცხოს ბანანიც, რომელიც მკვეთრად ზრდის სისხლში შაქრის დონეს.

 

253
თემები:
სასარგებლო რჩევები
საკვები

რატომ არ შეიძლება კომპიუტერთან ჭამა და რა ზიანს აყენებს ეს ორგანიზმს

264
(განახლებულია 20:01 22.10.2020)
ტექნოლოგიური მიღწევები ძალიან კარგია, თუმცა ისიც ვიცით, რომ მედალს ორი მხარე აქვს. ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესება კომპიუტერის ეკრანთან გატარებული დროის პირდაპირპროპორციულია.

ძნელია ოქროს შუალედის პოვნა, მაგრამ აუცილებლად უნდა ვეცადოთ, რომ კომპიუტერთან ჩვენი ურთიერთობა დავაბალანსოთ.

თანამედროვე ცხოვრებაში, როცა მუშაობის დროს, ან უბრალოდ გართობისას ადამიანი დღე-ღამის უმეტეს ნაწილს კომპიუტერთან ატარებს, მისთვის კომპიუტერთან საკვების მიღებაც ჩვეულებრივ მოვლენად იქცევა ხოლმე. დღეს კომპიუტერთან ჭამა ბევრისთვის დამახასიათებელი მავნე ჩვევაა, რომელსაც არც ისე კარგი შედეგები მოსდევს.

ბევრი თანამშრომელი შესვენებაზე გასვლის ნაცვლად ოფისში, სამუშაო მაგიდაზე, კომპიუტერთან ჭამას ამჯობინებს. დავიწყოთ იმით, თუ რატომ არ არის სამუშაო მაგიდაზე საკვების მიღება მიზანშეწონილი.

ოფისის მაგიდაზე, სადაც მუშაობთ, უამრავი ბაქტერია და მიკრობი იყრის თავს. არანაკლები ბაქტერია გროვდება კლავიატურაზე. ამ ტერიტორიაზე საკვების მიღების შემთხვევაში აღნიშნული ბაქტერიები ძალიან მარტივად მოხვდება თქვენს ორგანიზმში, რაც, დამეთანხმებით, კარგს არაფერს მოგიტანთ.

საბოლოო ჯამში ეს სერიოზულ ანთებებს აძლევს დასაბამს, იწვევს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების, მათ შორის სიმსივნური პათოლოგიის განვითარებას. ასე რომ, საკვები ჰიგიენისა და ყველა სხვა წესის დაცვით მიირთვით, რათა არ ავნოთ ორგანიზმს.

კომპიუტერთან ჭამა ადამიანის ტვინს დასვენების საშუალებას არ აძლევს. ადამიანები, რომლებიც კომპიუტერთან ჭამენ, ძირითადად ეკრანს არ წყდებიან და ყურადღება საქმისკენ აქვთ მიმართული. არადა შუადღის შესვენება სწორედ ტვინის დროებით დასასვენებლად და საკვებად არის გათვალისწინებული.

როდესაც ადამიანი საკვების მისაღებად ლანჩზე, ან სულაც სამზარეულოში გადის, მაშინ ის მთლიანად საკვებზე ახდენს კონცენტრირებას. ასეთ დროს კუჭი საკვებს საჭირო რაოდენობით იღებს და უკეთ ინელებს. როდესაც ჭამის დროს რაიმე სხვა საქმით ხართ დაკავებული, თვალს არ აშორებთ კომპიუტერის ეკრანს, ამან შესაძლოა თქვენი კუჭი დააზიანოს.

ტელევიზიამ, ინტერნეტმა, კომპიუტერმა ადამიანები „მჯდომარე“ ცხოვრებას მიაჩვია. გარდა იმისა, რომ ცოტას მოძრაობენ, კვებაც მოუწესრიგებელი აქვთ. კომპიუტერთან კვების დროს მივირთმევთ გაუცნობიერებლად, ამ დროს შესაძლოა ვერ ვიგრძნოთ და იმაზე გაცილებით მეტი საკვები მივიღოთ, ვიდრე საჭიროა. ამასთან, როცა კონცენტრირებული არ ხართ საკვებზე და თქვენი გონება ეკრანისკენაა მიმართული, ვერ გრძნობთ საკვების გემოს, სუნს, რისი შედეგიც არის გასტრიტი. როცა ამას სისტემატური სახე ეძლევა, ორგანიზმს ექმნება ჭარბი წონის პრობლემა, რაც ასევე იწვევს დიაბეტს და სხვა გართულებებს.

კვლევების თანახმად, ყოველ მესამე პაციენტს, რომელიც დღეში 10 საათს ატარებს კომპიუტერთან, მეორე ტიპის დიაბეტი აღენიშნება.

ასე რომ, თუ თქვენ დიდ დროს ატარებთ კომპიუტერის ეკრანთან და საკვებსაც ეკრანის წინ მიირთმევთ, სასწრაფოდ დაივიწყეთ ეს მავნე ჩვევა.

ალბათ რთულია ყველა წესის ზედმიწევნით დაცვა დროის სიმცირის თუ სხვა მიზეზების გამო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეუძლებელია შედეგის მიღება. მთავარია, შეეცადოთ, დაგეგმოთ, იყოთ თანმიმდევრულები.

და, ბოლოს, თანამედროვე ეპოქაში ინტერნეტი და კომპიუტერი იმდენად მძლავრადაა შემოჭრილი, რომ ძირითადი სამუშაო მაინც მჯდომარე მდგომარეობაში მიმდინარეობს. თუ თქვენი დღის რეჟიმი უმოძრაოა, მაშინ გირჩევთ:

· შესვენების დროს არავითარ შემთვევაში არ მიირთვათ კომპიუტერთან, აუცილებლად გადით ლანჩზე.

· მიიღეთ დღეში ორი ლიტრი წყალი, რაც დადებითად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე.

· იმოძრავეთ ბევრი, ფეხით ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

· მოიწესრიგეთ ძილის რეჟიმი. ცნობილია, რომ ადამიანი, რომელსაც საშუალოდ რვა საათი არ სძინავს, ან ძილთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, გაცილებით მეტ არაჯანსაღ პროდუქტს მიირთმევს.

· გააკონტროლეთ კვების რაციონი და ორგანიზმი ცილებით მდიდარი პროდუქტებით გაანებივრეთ.

264
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე
ტანკერები

აზოვის ზღვაში რუსულ ტანკერზე ორი ძლიერი აფეთქება მოხდა

0
ნავთობმზიდზე სულ 13 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან ათის გადარჩენა მოხერხდა, აფეთქების შედეგად სამი ადამიანი წყალში აღმოჩნდა

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. ორი აფეთქება მოხდა აზოვის ზღვაში მყოფ რუსულ ტანკერზე „გენერალი აზი ასლანოვი“ , ეკიპაჟს ათი წევრი ევაკუირებულია, სამი ადამიანი წყალში აღმოჩნდა, იუწყება РИА Новости საგანგებო სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით.

მისი თქმით, აფეთქებები აზოვის ზღვის აკვატორიაში ხანძრის შემდეგ მოხდა. ტანკერზე სულ 13 ადამიანი იმყოფებოდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების სამინისტროში იუწყებიან, გემი პორტ „კავკაზიდან“ დონის როსტოვში მიემართებოდა. წინასწარი ინფორმაციით, ტანკერი ცარიელია.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტანკერზე ნავთობპროდუქტების გამონაბოლქვი აფეთქდა, გემი ერთ მხარეს გადაიხარა. შესაბამის სამსახურში შეტყობინება აფეთქების შესახებ 18:40 საათზე შევიდა. 19:21 საათზე თბომავალ „სირიუსის“ ეკიპაჟმა ტანკერიდან ეკიპაჟის 10 წევრი აიყვანა.

მაშველები წყალში ეკიპაჟის სამ წევრს ეძებენ.

0
თემები:
რუსეთი დღეს