ჯერ საკუთარი თავი შეიყვარე - შეცდომები ურთიერთობებში და ფსიქოლოგის რჩევები

© Pexels / Sebastian Arie Voortmanჰაერში ამხტარი გოგონა
ჰაერში ამხტარი გოგონა  - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ფასილიტატორის“ სტუმარია ფსიქოლოგი, სპეციალური მასწავლებელი სკოლაში ნატო ბაქრაძე

ადამიანები ზრუნავენ საკუთარ თავზე, ყიდულობენ სასურველ ნივთებს, მიირთმევენ საყვარელ საკვებს, მოგზაურობენ და ცდილობენ მაქსიმალური სიამოვნება მიიღონ ამ ყველაფრისგან, თუმცა ხშირად შინაგანი განწყობა და მდგომარეობა საკუთარ თავთან თანხვედრაში ვერ არის. რა ხდება ამ დროს შიგნით, როცა ყველა ამ „დეკორაციას“ უკანა პლანზე გადავწევთ და პირისპირ ვრჩებით საკუთარ თავთან?

საკუთარი თავის სიყვარულს საერთო არ აქვს ეგოცენტრულობასთან. ეგოცენტრულობა მდგომარეობაა, როცა ფოკუსირებულია მხოლოდ პირადი მოთხოვნილებები და უგულებელყოფილია სხვა ადამიანების სურვილები. საკუთარი თავის სიყვარული კი ნიშნავს გაშალო, გააფართოვო საკუთარი „მე“-ს საზღვრები იმისათვის, რომ მოამარაგო და გამოკვებო რესურსებით, როგორც საკუთარი თავი, ისე სხვა და განვითარდე  სულიერად. ზოგჯერ ადამიანებს აფრთხობთ საუბარი იმის შესახებ, რატომ უნდა უყვარდეთ საკუთარი თავი?

წარმატების გასაღები - Sputnik საქართველო
წარმატების უტყუარი ფორმულა, ანუ როგორ შევიყვაროთ საკუთარი თავი?!

როგორ უნდა გაიგოთ, რომ საკმარისად არ გიყვართ საკუთარი თავი?

- თქვენ გულგრილი ხართ თქვენი გარეგნობის და ჯანმრთელობის მიმართ;

- გამუდმებით მეტს ითხოვთ საკუთარი თავისგან

- სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში გრძნობთ თქვენს არასრულფასოვნებას

- თვლით რომ რაღაცის ღირსი არ ხართ მაგ: ფულის, მატერიალური კეთილდღეობის, სიამოვნების, განათლების, ჰარმონიული ურთიერთობების

- თქვენ გაქვთ შეგრძნება რომ ამას არ იმსახურებთ

უდაბნო - Sputnik საქართველო
საშიში სექსი, საშიში სიყვარული და ორნი უდაბნოში...

არჩევანის შემთხვევაში გირჩევნიათ დააკმაყოფილოთ სხვა ადამიანების მოთხოვნები, საკუთარი თავის ხარჯზე, შემდეგ კი თავს მსხვერპლად გრძნობთ.

არიან ადამინები, რომლებიც გამუდმებით გარკვეულ პირობებს უყენებენ საკუთარ თავს იმისათვის, რომ შეიყვარონ ის, მაგალითად: არ უნდა გაბრაზდნენ, უნდა ჰქონდეთ მაღალანაზღაურებადი სამსახური, იყონ სხვაზე კარგები და ა.შ რის გამოც მუდმივად აკრიტიკებენ საკუთარ თავს, მუდამ განსჯიან საკუთარ ქმედებებსა და ფიქრებს,  ასეთ ადამიანებს არ აქვთ თვითპატივისცემა, დამოკიდებულები არიან გარემოდან მომდინარე შეფასებებზე, გამუდმებით შფოთავენ და აქვთ საფრთხის განცდა, შედეგად კი ყალიბდება ნევროტული მდგომარეობა, რაც სერიოზულ პრობლემებს უქმნის მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

შეგიძლიათ იყოთ საკუთარი თავისთვის მზრუნველი დედა. გაანებივრეთ და შეიყვარეთ თქვენი შინაგანი ბავშვი. განსაკუთრებით რთულია სიტუაციები, როცა უნდა გააკეთოთ არჩევანი თქვენს და თქვენი ახლობლების მოთხოვნებს შორის არჩევანი. მაგ: ძალიან დაიღალეთ, ბავშებს კი სურთ სასეირნოდ გაყვეთ. რას აირჩევთ? საკუთარი თავის სიყვარულის გამო აირჩევთ დასვენებას თუ დედური მოვალეობის გრძნობა გაიმარჯვებს?

ქალი ცაში აპყრობილი ხელებით - Sputnik საქართველო
სიყვარული, შანსები, შესაძლებლობები: ზაფხულის ფავორიტი ზოდიაქოს ოთხი ნიშანი

როდის და საიდან ვიწყებთ საკუთარი თავის შეყვარებას?

სამი წლის ასაკიდან, როდესაც ბავშვი იწყებს საკუთარი თავის დამოუკიდებელ, სუბიექტად აღქმას, როცა ყალიბდება  მე - კონცეფცია, ანუ ცოდნა საკუთარი თავის შესახებ, ინდივიდს უჩნდება პოზიტიური შეფასების მოთხოვნილება. პოზიტიური შეფასების მოთხოვნილება მოიცავს ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა სითბო, ემპათია, პატივისცემა და მიღება, რაც ვლინდება ბავშვის მოთხოვნილებაში, უყვარდეს ვინმეს და მიჯაჭვული იყოს ვინმეზე. თუ მშობლები ბავშვს უპირობო პოზიტიურ შეფასებას აძლევენ, რომელიც არ არის დამოკიდებული რაიმე პირობებზე, როცა მისი შეცდომები განიხილება როგორც ახალი გამოცდილება, ბუნებრივი ეტაპი მის ცხოვრებაში, მაშინ მას საკუთარი თავის მიმართ პირდაპირპროპორციულად უყალიბდება უპირობო პოზოტიური დამოკიდებულება. როდესაც მშობლების შეფასება და მიღება დამოკიდებულია ამა თუ იმ პირობებზე, როცა შეცდომა განაპირობებს მის მიმართ დამოკიდებულებების ცვლილებას, ადარებენ სხვებს და აკრიტიკებენ, ბავშვი საკუთარ თავს თავადაც უყენებს პირობებს და ამავე პირობებით წყვეტს  მიიღოს თუ არა საკუთარი თავი, აპატიოს თუ არა საკუთარ თავს შეცდომები. ასეთ გარემოში იგი ვერ ამჩნევს იმ ფაქტორებს, რის გამოც შესაძლოა ის უყვარდეს გარემოს და რის გამოც მას უნდა უყვარდეს საკუთარი თავი.

შეყვარებულები - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს რომელი ნიშნების მამაკაცებს შეუძლიათ ძლიერი სიყვარული

საკუთარი თავის სიყვარული - ეს არის უნარი, რომ ერთი ადამიანი - საკუთარი თავი, გახადოთ ბედნიერი. იმისთვის, რომ იყოთ ბედნიერი, არ გჭირდებათ არც ადამიანები და არც ფული, რადგან ისინი წარმოადგენენ მიზეზს და არა შედეგს. პირველად ბედნიერების გზა საკუთარ თავში მოძებნეთ. ადამიანები და მატერიალური ფასეულობები მხოლოდ ბედნიერების ხანმოკლე განცდაა, რომლებსაც სიცარიელე მოყვება.

როცა ადამიანს საკუთარი თავი უყვარს მისთვის ნაკლები მნიშნვლეობა აქვს სხვების აზრსა და შეფასებას. იგი არ არის კონფორმული, აქვს საკუთარი აზრი, შეხედულება და არ ეშინია გარემოსი, როგორ აღიქვამს ის მას კონკრეტული ქცევის ან დამოკიდებულების გამო.

წერილები ფრონტიდან - Sputnik საქართველო
დახეული ჯინსების ეპოქაში მოთხრობილი ფოსტალიონის ეპოქის სიყვარულის ისტორია

რატომ უნდა გვიყვარდეს საკუთარი თავი:

- საკუთარი თავის სიყვარული საფუძველია იმისა, რომ მიყვარდეს სხვები, მიყვარდეს სამყარო და ზოგადად, თავს ვგრძნობდე კომფორტულად.

შესანიშნავი საშუალება, რომელიც საკუთარი თავის შეყვარებაში დაგეხმარებათ, არის აფირმაციის მეთოდი - ხშირად განმეორებადი ფსიქოლოგიური მითითებები, რომლებსაც თქვენი რეალობის შეცვლა შეუძლიათ. თქვენი ცხოვრება რეალურად რას წარმოადგენს, მნიშვნელოვან წილად იმაზეა დამოკიდებული, თუ რაზე ვფიქრობთ და როგორ ვაზროვნებთ, ამიტომაც ცვლილებები პირველ რიგში აზროვნების შეცვლით უნდა დავიწყოთ. ყურადღება მიაქციეთ თქვენ ფიქრებს, რადგან ისინი თქვენ აზრებად გადაიქცევიან. ყურადღება მიაქციეთ აზრებს, რადგან ისინი თქვენ ქმედებებად გადაიქცევიან. ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ როგორ მოქმედებთ, რადგან მოქმედებები თქვენ ჩვევებად გადაიქცევიან. დაუკვირდით ჩვევებს, იმიტომ რომ ისინი თქვენ ცხოვრებად გარდაიქმნებიან. ყურადღება მიაქციეთ თქვენ ცხოვრებას, რადგან ის თქვენ ბედს განსაზღვრავს.

ეთერ აროშიძე და მოსე მდინარაძე - Sputnik საქართველო
როგორ ჩააკითხა გურიის სოფლიდან საცოლემ შეყვარებულს პორტ-არტურში

აუცილებელი აფირმაციები თავში მუდმივად უნდა მეორდებოდეს, ისინი უნდა ჩავიწეროთ, წავიკითხოთ, ან წავიმღეროთ კიდეც და ხმამაღლა გავიმეოროთ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მათი შინაარსი დავიჯეროთ და გავითავისოთ. შეეცადეთ, ყოველდღიურად უთხრათ საკუთარ თავს:

— მე ვარ მშვენიერი;

— მე ვიღებ საკუთარ თავს ისეთს, როგორიც ვარ;

— მე ნებისმიერ დროს შემიძლია საკუთარ თავს ისეთი მხარდაჭერა აღმოვუჩინო, როგორიც მჭირდება.

როცა ადამიანს არ უყვარს საკუთარი თავი, მას  არ სჯერა საკუთარი თავის, არ ენდობა მას და მუდმივად აქვს განცდა იმისა , რომ არაფერი გამოსდის, ვერ მიაღწევს სასურველს. ის საკუთარ თავს უგზავნის მესიჯს, რომ არ არის საკმარისად კარგი და ვერასდროს აფასებს საკუთარ თავს. ეს კი დახურული კარია მისი მომავალი წარმატებებისათვის. ის მუდმივად მსხვერპლის როლშია.

ბედნიერება და წვიმა - Sputnik საქართველო
ნეტავ გაწვიმდეს! ამბობენ, შვიდ მაისს წვიმა თუ დაგასველებს...

როცა ადამიანი საკუთარ თავს უსიყვარულოდ ექცევა, არ აქვს თვითპატივისცემა,  გარშემომყოფების ქცევა მის მიმართ ზუსტად ასეთივეა,  რაც ართულებს ურთიერთობებს, ადამიანი ხშირად დეპრესიული და საკუთარ თავში ჩაკეტილი ხდება. ხშირად საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული  და შეუვალი ხდება, არ პატიობს შეცდომებს, დათრგუნული და გაღიზინებულია, საქმე იმაშია რომ იგი სხვების მიმართაც ასევე იქცევა, ებრძვის სხვებში იმ ნაკლოვანებებს, რასაც საკუთარ თავს არაფრით პატიობს.

ურთიერთობებისას მრავალი პრობლემის მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ საკუთარი თავი სათანადო დონეზე არ გიყვართ და ვერ აფასებთ. ადამიანები, რომლებსაც საკუთარი თავი ავიწყდებათ და ყველაფერს სხვების საკეთილდღეოდ გასცემენ, ხშირად სიყვარულს და პატივისცემას მოკლებულნი არიან.

არ აქვს მნიშვნელობა, მარტივია შენი ცხოვრების გზა თუ რთული! მთავარი ის არის, რომ მოგეცა საშუალება ამ იდუმალი სამყაროსთვის თვალებში ჩაგეხედა, გყვარებოდა, გტკენოდა, იმედები გაგმართლებოდა ან გაგცრუებოდა. მოკლედ, გილოცავთ, თქვენ ამ სამყაროს მოევლინეთ და ნამდვილად იმსახურებთ გიყვარდეთ საკუთარი თავი!

შეიყვარეთ საკუთარი თავი, მიეცით მას არსებობის საშუალება და მიეცით უფლება იყოს ისეთი როგორიც არის.

 

ყველა ახალი ამბავი
0