პეპელა

ვენერა ტყუპის ნიშანში გადადის: ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებს ყველაზე მეტად

5253
(განახლებულია 11:19 07.06.2019)
პლანეტა ვენერა 8 ივნისს ტყუპის თანავარსკვლავედში გადავა და იქ 3 ივლისამდე დაჰყოფს. რას მოუტანს ეს ტანდემი ზოდიაქოს ნიშნებს, ვის გაუმართლებს - გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს

პლანეტა ვენერა ფინანსურ ნაკადებს, პირად ცხოვრებასა და ადამიანების სურვილების ჩამოყალიბებას მართავს. მისი გამოჩენა შესაძლებლობების მრავალფეროვნებასა და სასურველი მიღწევის საშუალებებს მოიტანს.

ტყუპი ადამიანების აზრებსა და გონებაზეა პასუხისმგებელი, ხოლო ვენერა გულსა და გრძნობებზე მოქმედებს, ამიტომ მათი წარმატებული დუეტი საოცარ ნაყოფს გამოიღებს - შესაძლებელია მყარი ფინანსური ნაკადები ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

ასევე დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი გრძნობების სამყაროში, რომანტიკულ ურთიერთობებში. ზოდიაქოს თითქმის ყველა ნიშანი შეიგრძნობს ვენერას ყოვლისმომცველ ენერგიას, რომელიც წყვილებში სიყვარულის მგზნებარე ცეცხლს ააგიზგიზებს, ხოლო მარტოხელებს დიდი ხნის ნანატრ შეხვედრას და შემდეგ ხანგრძლივ და სტაბილურ ურთიერთობებს მოუტანს.

წაიკითხეთ აქ: ვნებათაღელვანი სასიყვარულო ფრონტზე: ივნისის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

მაგრამ ყურადღებითა და ფრთხილად იყავით: ვენერას ტყუპის ნიშანში ეშმაკობაც შეუძლია - ადამიანის ყურადღება მთავარი ასპექტებიდან უინტერესო, მეორეხარისხოვანზე გადააქვს. არის დიდი ალბათობა, რომ ვარდისფერ ბონუსს გაეკიდოთ და ამ დროს, მომავლისთვის ძალზე მნიშვნელოვანი და საჭირო ხელიდან გაუშვათ.

5253
თემები:
ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის (186)
წიგნები, ჭადრაკი და კატა მაგიდაზე

მოყირჭებული ეროტიკა, ანუ ახლა მოდაში საპიოსექსუალები არიან

262
(განახლებულია 12:36 02.08.2020)
საპიოსექსუალობა, როგორც მეცნიერული ტერმინი, ჯერჯერობით ოფიციალურად აღიარებული არ არის და მას არ იყენებენ სექსუალური სფეროს სპეციალისტები

საპიოსექსუალი არის ადამიანი, ვისაც ჭკვიანი, გონიერი ადამიანი აღაგზნებს. საკვანძო სიტყვაა — ინტელექტი.

ასეთ ადამიანებს საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელში, პირველ რიგში, ჭკუა-გონება იზიდავთ.

საპიოსექსუალს ჭკვიანი, გონიერი ადამიანი აღაგზნებს
საპიოსექსუალს ჭკვიანი, გონიერი ადამიანი აღაგზნებს

როგორც წესი, საპიოსექსუალები გარეგნული სილამაზით არ გამოირჩევიან, მაგრამ დიდ დროს შინაგან განვითარებას უთმობენ.

ასეთი პერსონაჟები გვხვდება ამჟამად საკმაოდ პოპულარულ სერიალებში: „შერლოკი“ (Sherlock), „დიდი აფეთქების თეორია“ (The Big Bang Theory, შელდონ კუპერი), „დოქტორი ვინ“ (Doctor Who).

ამ გმირებს უამრავი ნაკლოვანება აქვთ, მაგრამ ფლობენ ჯადოსნურ ჯოხს, რომლითაც მაყურებლის აღფრთოვანებულ მზერას იმსახურებენ. საუბარია ინტელექტზე, რომელიც მათ ქარიზმას მატებს.

თავისთავად გონებით საყოველთაო გატაცება სამრეწველო აღმასვლის დროს აღმოცენდა, როდესაც მილიონების კუმირები მეცნიერები და გამომგონებლები ხდებოდნენ.

ასეთ ადამიანებს საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელში ჭკუა-გონება იზიდავთ
ასეთ ადამიანებს საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელში ჭკუა-გონება იზიდავთ

ახლა, როდესაც ტექნოლოგიები სინათლის სისწრაფით ვითარდება, ეს გატაცება თავისებურ „რენესანსს“ განიცდის.

საკუთარ თავზე ეკონომიის რეჟიმში - დაავადება, როდესაც ქალში ქალი ნადგურდება>>

საპიოსექსუალების ასეთი სწრაფი გავრცელების მეორე მიზეზი სხეულის ენის მეორე პლანზე გადაწევაა. კომპიუტერული ტექნოლოგიების ეპოქაში ხომ აზრის გამოსახატად ტექსტი და წერილობითი საშუალებები დომინირებს, ამისთვის კი ასევე ბრწყინვალე ინტელექტია საჭირო.

მესამე მიზეზად შეიძლება „მოყირჭებული“ ეროტიკა დასახელდეს.

მალე ცხადი გახდება, რომ უახლოეს მომავალში გარდაუვალია საკუთარი შეხედულებების მქონე, დამოუკიდებელი, განათლებული და ნაკითხი ადამიანის კულტი.

სხვათა შორის, სიტყვა „საპიოსექსუალი“ ორი ლათინურ სიტყვის შერწყმისგან წარმოდგება: sapio — ჭკუა, გონება და sexus — სქესი.

ახალი ტერმინის პოპულარიზებაში „დამნაშავე“ მსახიობი მარიანა ფეიტფულია, რომლის შორეული ნათესავიც ცნობილი მწერალი ზახერ-მაზოხი (ლეოპოლდ ფონ ზახერ-მაზოხი — Leopold Ritter von Sacher-Masoch — მე-19 საუკუნის ავსტრიელი მწერალი, მისი გვარიდან მომდინარეობს „მაზოხიზმი“) იყო.

მსხვერპლს არც სილამაზე მოითხოვს და არც სიყვარული...>>

262
თემები:
სასარგებლო რჩევები
ყვავილნარი ნავში

მთვარის კალენდარი მებაღეებისთვის: 2020 წლის აგვისტო

616
(განახლებულია 13:31 01.08.2020)
ადამიანებმა ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ შეამჩნიეს მთვარის გავლენა მცენარეების განვითარებაზე. მთვარის ენერგეტიკას შეუძლია დაეხმაროს ან ავნოს მცენარეებს, ამიტომ მნიშვნელოვანია მთვარის ფაზების გათვალისწინება მორწყვის, დათესვისა და გადარგვის დროს.

გაითვალისწინეთ რჩევები და იმოქმედეთ მთვარის კალენდრის მიხედვით.

სწორად შერჩეულ მთვარის ფაზას შეუძლია ხელი შეუწყოს მცენარის ზრდას, იმოქმედოს მის მომავალ ნაყოფზე, ყვავილზე; ხოლო ზოგიერთ დღეს, ჯობს, თავი შეიკავოთ მცენარის დათესვა-დარგვისგან, ფესვების გაფხვიერებისგან. ამან, შესაძლოა, გამოიწვიოს მცენარის დაზიანება, ზრდის შენელება, ლპობა, ენერგეტიკული ბალანსის დარღვევა. ეს ეხება არა მხოლოდ მიწასთან უშუალო მუშაობას, არამედ სხვა სამუშაოებსაც ბაღსა თუ ბოსტანში.

თუ რგავთ მცენარეს, ეს განსაკუთრებით ეხება მრავალწლიან მცენარეებს, ხეებს, ეს მხოლოდ მზარდი მთვარის დროს უნდა გააკეთოთ, სასურველია, სავსემთვარეობის წინ. ახალმთვარეობაზე ამის გაკეთება არ ღირს.

სავსემთვარეობის წინ დარგული მცენარე მაღალი გაიზრდება. ზოგადად, განვითარებისკენ მიმართულ ყველა საქმეს მზარდი მთვარის ენერგეტიკა უხდება. ასეა მცენარეების შემთხვევაშიც.

მებაღის მთვარის კალენდარი აგვისტოში

აგვისტოში უკვე მოსავლის აღება იწყება, თუმცა, ზოგიერთი ბოსტნეულის დათესვა ან ხის დარგვა ამ თვეშიც შეიძლება.

მთვარის ფაზები აგვისტოში: მზარდი მთვარე - 1-2, 20-31 აგვისტო, კლებადი მთვარე - 4-18 აგვისტო,  3 აგვისტო - სავსემთვარეობა, 19 აგვისტო - ახალმთვარეობა.

  • 1, 2 აგვისტო – მთვარე თხის რქის ნიშანშია. კარგი დღეებია ბაღში მუშაობისთვის. შეიძლება ხეებისა და ბუჩქების დარგვა–გადარგვა, განსაკუთრებით, მსხლისა და ქლიავის, ხურტკმელის, მოცხარის, სასუქის მიცემა, გაკრეჭა, შეწამვლა, ნიადაგის გაფხვიერება.
  • 3 აგვისტო – სავსემთვარეობაა მერწყულის ნიშანში. ბაღში მუშაობა არ შეიძლება
  • 4 აგვისტო – მთვარე მერწყულის ნიშანშია. არახელსაყრელი დღეა მცენარეების დათესვისა და დარგვისთვის. შეიძლება მარცვლოვანი კულტურებისა და ბოლქვიანების მოსავლის აღება, გაკრეჭა, შეწამვლა.
  • 5, 6, 7 აგვისტო – მთვარე თევზების ნიშანში. 5 და 6 აგვისტო ხელსყრელი დღეებია ბაღში მუშაობისთვის, კერძოდ, შეიძლება ნიახურის, ბოლქვიანების დათესვა, ხეებისა და კენკროვანების შეწამვლა, მორწყვა, სასუქის მიცემა. 7 აგვისტოს კი დათესვა–დარგვისთვის არახელსაყრელი დღეა. რეკომენდებულია ნიადაგის მომზადება, მავნებლების განადგურება, მულჩირება (ნიადაგის მოშიშვლებული ნაწილის გადაფარვა სხვადასხვა საშუალებებით), ნაყოფის აღება, სამკურნალო მცენარეების მოგროვება, ბოსტნეულისა და ხილის გამოშრობა.
  • 8, 9 აგვისტო – მთვარე ვერძის ნიშანშია. ამ დღეს აჯობებს, თუ ნიადაგს მოამზადებთ დათესვისთვის,  შეიძლება მავნებლების განადგურება, მულჩირება, ნაყოფის აღება, სამკურნალო მცენარეების მოგროვება, ბოსტნეულისა და ხილის გამოშრობა. არასასურველია დათესვა და დარგვა.
  • 10, 11, 12 აგვისტო – მთვარე კუროს ნიშანშია. შეიძლება ბოლქვიანების დარგვა, ხეებისა და ბუჩქების გაკრეჭა. 12 აგვისტოს ასევე ზედმეტი ყლორტების მოშორება, გამარგვლა, კულტივაცია, მულჩირება, სამკურნალო მცენარეების მოგროვება, ხილისა და კენკროვანების დაკრეფა.
  • 13, 14 აგვისტო – მთვარე ტყუპის ნიშანშია. არახელსაყრელი დღეა ბალახეული კულტურების დარგვა–გადარგვისთვის. ეფექტური იქნება ზედმეტი ყლორტების მოშორება გაკრეჭა, გამარგვლა, კულტივირება, მულჩირება, სამკურნალო მცენარეების მოგროვება, ხილისა და კენკროვანების დაკრეფა.
  • 15, 16 აგვისტო – მთვარე კირჩხიბის ნიშანშია. ნაყოფიერი ნიშანია. რეკომენდებულია მწვანილეულისა და სამკურნალო მცენარეების გამოშრობა. შეიძლება ყველაფრის დაკრეფა, რაც დიდი ხნით არ უნდა შეინახოთ. კარგი დღეებია ზამთრის მარაგის გასაკეთებლად კომპოტებისა და კონსერვების სახით.
  • 17, 18 აგვისტო – მთვარე ლომის ნიშანშია. შეიძლება მწვანილეულისა და სამკურნალო მცენარეების გამოშრობა. კარგი დღეებია ზამთრის მარაგის გასაკეთებლად კომპოტებისა და კონსერვების სახით.
  • 19 აგვისტო – ახალმთვარეობა ქალწულის ნიშანში. მუშაობა ბაღში არ შეიძლება.
  • 20, 21 აგვისტო – მთვარე ქალწულის ნიშანშია. 20 აგვისტოს არარეკომენდებულია ბოსტნეულის, ხილის ხეების დარგვა–გადარგვა. კარგი დღეა დეკორატიულ მცენარეებთან მუშაობისთვის. 21 აგვისტოს შეიძლება დარგვა, ყვავილების მოჭრა, კურკიანი ხილის დარგვა, მორწყვა, ბალახის გათიბვა.
  • 22, 23 აგვისტო – მთვარე სასწორის ნიშანშია. შეიძლება იმავე სამუშაოების ჩატარება, რაც 21 აგვისტოს. 23 აგვისტოს შეიძლება კომბოსტოს, პომიდვრის,  კიტრის, წიწაკის, გოგრის დათესვა–დარგვა. არაა რეკომენდებული ფესვიანი მცენარეების გამრავლება, ბალახის შეგროვება და ხეების დარგვა. შეიძლება სასუქის მიცემა, მორწყვა, მავნებლების განადგურება, ნიადაგის გაფხვიერება.
  • 24, 25 აგვისტო – მთვარე მორიელის ნიშანშია. 24 აგვისტო კარგი დროა კომბოსტოს, პომიდვრის,  კიტრის, წიწაკის, გოგრის დათესვა–დარგვისთვის, მავნებლების განადგურების, ნიადაგის გაფხვიერებისთვის. 25 აგვისტოს შეიძლება მწვანილის დათესვა, ხახვის, ნივრის, წიწაკის, სამკურნალო მცენარეების დარგვა, ასევე მარწყვის, ისპანახის, ასკილის, ქლიავის. რეკომენდებულია ხილ–ბოსტნეულის, კენკროვანების მოსავლის აღება, ოთახის მცენარეების დარგვა.
  • 26, 27 აგვისტო – მთვარე სასწორის ნიშანშია. 25 აგვისტოს მსგავსად, შეიძლება მწვანილის დათესვა, ხახვის, ნივრის, წიწაკის, სამკურნალო მცენარეების დარგვა, ასევე მარწყვის, ისპანახის, ასკილის, ქლიავის. რეკომენდებულია ხილ–ბოსტნეულის, კენკროვანების მოსავლის აღება, ოთახის მცენარეების დარგვა.
  • 28, 29 აგვისტო – მთვარე თხის რქის ნიშანშია. კარგი დღეებია ხეებისა და ბუჩქების დარგვა–გადარგვისთვის, განსაკუთრებით მსხლისა და ქლიავის ჯიშების, ხურტკმელის, მოცხარის. რეკომენდებულია სასუქის მიცემა, გაფხვიერება, ხეების შეწამვლა, გათიბვა.
  • 30, 31 აგვისტო – მთვარე მერწყულის ნიშანშია. შეიძლება ხეებისა და ბუჩქების დარგვა–გადარგვა. განსაკუთრებით მსხლისა და ქლიავის ჯიშების, ხურტკმელის, მოცხარის. რეკომენდებულია სასუქის მიცემა, გაფხვიერება, ხეების შეწამვლა, გათიბვა.

ზოგადი ცნობები: მთვარის ფაზები მებაღის კალენდარში

ახალმთვარეობა: რეკომენდებულია მავნებლებთან და სარეველასთან ბრძოლა. სწორედ ამ დროს მოიტანს ეფექტს დაავადებული ტოტებისა და გამხმარი რტოების მოშორება ხეებისა და ბუჩქებისთვის, ასევე კარგი დროა ბალახოვანი მცენარეების შეგროვებისთვის. ასევე შეიძლება ბოსტნეულის წანაზარდების მოცილება მათი ზრდის შეჩერების მიზნით, მაგრამ ეს, ჯობს, არა თვითონ ახალმთვარეობის დღეს, არამედ ერთი დღით ადრე ან ერთი დღის შემდეგ გააკეთოთ.

მზარდი მთვარე: როდესაც მთვარე ზრდის ფაზაშია, რეკომენდებულია მუშაობა მცენარეებთან, რომლებიც მიწის ზევით ვითარდებიან, რადგან მათი ბიოველი ფესვებიდან ზევით არის მიმართული. ეს არის თესვის, დარგვის ან გადარგვის პერიოდი. სასარგებლოა ასევე მორწყვა, მინერალური ნივთიერებებით ფესვგარეშე დამუშავება, მიწის განოყიერება.

სავსემთვარეობა: მთვარის კალენდარში იგულისხმება დღე თვითონ სავსემთვარეობამდე, სავსე მთვარის დღე და შემდეგი ერთი დღე. ამ პერიოდში რეკომენდებულია მიწაზე მუშაობა: შეიძლება მცენარეების ფესვების მიწით შეფუთვა, ნიადაგის გაფხვიერება, სარეველისგან გათავისუფლება. ეფექტური იქნება ასევე მავნებლებთან – მწერებთან და მღრღნელებთან ბრძოლა. კარგი პერიოდია თესლისა და ფესვების შესაგროვებლად. არახელსაყრელია ამ დროს მცენარეების შეწამვლა, გასხვლა, ბოსტნეული კულტურებისთვის ნამხრევების მოცილება.

კლებადი მთვარე: კლებადი მთვარის დროს მცენარის მიწისზედა ნაწილი ნაკლებად მგრძნობიარეა მანიპულაციებისადმი, ამიტომ სასურველია ბოლქვიანი და პარკოსანი კულტურების დარგვა. ასევე კარგი დროა ბოლქვიანების ამოღებისა და მოსავლის აღებისთვის. კარგად მოქმედებს ფესვების კვება და გასხვლა ფორმის მისაცემად.

მთვარე ზოდიაქოს თანავარსკვლავედში

ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია მთვარის მდებარეობა ზოდიაქოს ნიშანში. ზოდიაქოს ყველაზე ნაყოფიერი წყლის ნიშნებია: კირჩხიბი, მორიელი და თევზები. პირველი ორი ხელსაყრელია დათესვის, გრუნტში გადარგვისა და დამყნობისთვის, ხოლო თევზები - იმ მცენარეებისთვის, რომლებიც ფესვების სისტემის განვითარებას საჭიროებენ. საკმაოდ კარგია კურო და თხის რქის ნიშნები. ისინი კარგად ესადაგებიან ბოლქვიან და ფოთლოვან კულტურებს. სასწორი დადებითად მოქმედებს სიმინდის, კომბოსტოსა და ფესვიან კულტურებზე.

ნაკლებად ნაყოფიერი არიან ვერძისა და მშვილდოსნის ნიშნები. ისინი მხოლოდ მწარე ბოსტნეულს მიესადაგებიან - ხახვსა და ნიორს. ტყუპები და მერწყული კარგი ნიშნებია მცენარეების მოვლისთვის, ხოლო ქალწული და ლომი ყველაზე უნაყოფო ნიშნებად მიიჩნევა მთვარის კალენდარში. როდესაც მთვარე ამ ნიშნებში იმყოფება, ალბათობა მცენარეების ხელსაყრელი დარგვისთვის მაქსიმალურად დაბალია. მაგრამ ამ დროს შეიძლება მავნებლებთან და სარეველასთან ბრძოლა.

616
თემები:
სასარგებლო რჩევები
ტედროს ადანომ გებრეისუსი

„შესაძლოა არც არასდროს შეიქმნას“: ჯანმო COVID-19-ის იდეალური საშუალების შესახებ

0
(განახლებულია 16:15 03.08.2020)
ჯანმოს გენერალური დირექტორი იმედს არ კარგავს, რომ მსოფლიოში მიმდინარე კლინიკური გამოცდები რამდენიმე ეფექტურ ვაქცინას გამოავლენს

 თბილისი, 3 აგვისტო ― Sputnik. ამ დროისათვის კორონავირუსის წინააღმდეგ იდეალური პრეპარატი არ არსებობს და შესაძლოა არც არასდროს შეიქმნას, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა.

მისი თქმით, ახლა არაერთი ვაქცინა გადის კლინიკური გამოცდების მესამე ფაზას და არსებობს იმედი, რომ მსოფლიო „რაღაც რაოდენობის ეფექტურ ვაქცინას მიიღებს“.

„მაგრამ ამ მომენტისთვის არ არსებობს იდეალური საშუალება და გამორიცხული არ არის, რომ მან არც არასდროს იარსებოს“, ― განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ორშბათს გამართულ ბრიფინგზე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 17 889 134 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 686 145 კაცი გარდაიცვალა.

 

0
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში