სანაპირო

ვინ გადარჩება უკაცრიელ კუნძულზე - ზოდიაქოს „რობინზონ კრუზო" ნიშნების რეიტინგი

9370
(განახლებულია 11:30 30.05.2019)
უკაცრიელ კუნძულზე გადარჩენა ყველას არ შეუძლია. მაგრამ არის ზოდიაქოს სამი ნიშანი - ისინი ამას ნამდვილად მოახერხებენ...

ზოდიაქოს ნიშნებიდან რომელი შეძლებს რობინზონ კრუზოს გზის გავლას - გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს.

ზოდიაქოს ნიშნების სამეული - ისინი აუცილებლად გადარჩებიან უკაცრიელ კუნძულზე

№1

საოცრად ამტანი, სიცოცხლის მოყვარული და სულიერად ძლიერი. მას კარგი განწყობის შესაქმნელად არ სჭირდება ადამიანები. მარტოობა არ ამძიმებს და დეპრესიაში არ აგდებს. მისთვის არაფერია, ისწავლოს საზრდოს მოპოვება. გადარჩება ნებისმიერ პირობებში. და ვიზეა საუბარი? რა თქმა უნდა, თხის რქაზე. შესაძლოა, რობინზონ კრუზო სწორედ ამ ნიშნის ქვეშ დაიბადა.

№2

მეორე ადგილზეა იმპულსური ვერძი. ამ ნიშანს შეუძლია დიდი დრო დაჰყოს იზოლაციაში სწორედ თავისი გულადობის გამო. ადვილად ახდენს ადაპტირებას ვითარებაში. არ ეშინია საშიში მწერებისა და ქვეწარმავლების და არაფრისგან შეუძლია ქოხის აშენება.

№3

რეიტინგში მესამე ადგილს მორიელი იკავებს. მარსის ასათვისებლად სწორედ მორიელების გუნდი უნდა გამოიყენონ. მათ გონიერებას გადარჩენის მძლავრი ინსტინქტი ემატება. მას ვერ ავნებენ ვერც აბორიგენები, ვერც ცხოველები, უკაცრიელი კუნძული ვერ მოდრეკს მას: მორიელი იქ ცივილიზაციას ნულიდან ააგებს.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც უკაცრიელ კუნძულზე, დიდი ალბათობით, გადარჩებიან

მერწყული

მერწყული იმ დღეზე იოცნებებს, როცა იპოვნიან და სახლში წაიყვანენ. ამასთან, ის ტანჯვა-წამებას არ მიეცემა: იპოვის ჭერს თავზე და ისწავლის საკვების მოპოვებას.

ლომი

ველური ბუნება ლომს ვერ მოტეხს, არამედ მის ცხოველურ ბუნებას გააღვიძებს. ამ ნიშანს გადარჩენის ინსტინქტი ძალიან ძლიერი აქვს. არავის მისცემს „შეხრამუნების" უფლებას, პირიქით, ბრძოლაში ჩაებმება და, რა თქმა უნდა, გაიმარჯვებს - ის ხომ ცხოველთა მეფეა.

ქალწული

ქალწული ცხვირჩამოშვებული და ხელებდაწყობილი არ დაჯდება. ის დაიწყებს გემის აშენებას და ვარსკვლავებზე ორიენტირებით გაცურავს. წინასწარ მოიმარაგებს საკვებს, გააკეთებს ანკესს, რომ თევზი დაიჭიროს. რობინზონ კრუზო რომ ქალწული ყოფილიყო, მონათხრობი ბევრად მოკლე იქნებოდა.

თევზები

თევზი თუ უკაცრიელ კუნძულზე მოხვდა, ყველა სტადიას გაივლის: ვარამი, უარყოფა, მიღება, ბრაზი. შემდეგ აიყვანს თავს ხელში და ყოფას მოიწყობს. მას შეუძლია საკუთარი სამყარო შექმნას და შეიყვაროს ის. და როცა მას გადაარჩენენ, დროდადრო თავის ფიქრებში კუნძულზე დაბრუნდება და ნოსტალგიაში ჩავარდება.

სასწორი

სასწორს ყველა მონაცემი აქვს იმისთვის, რომ უკაცრიელ კუნძულზე გადარჩეს: შრომისმოყვარეობა, ამტანობა, მოთმენა. ამასთან, ამ ნიშნის წარმომადგენლებს მაინცდამაინც არ უყვართ ადამიანები. კუნძულზე კი მშვიდად იქნებიან. თუ ისინი წარსულ ცხოვრებას უკან მოიტოვებენ, კუნძულზე მშვენივრად იცხოვრებენ.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც უკაცრიელ კუნძულზე არაფერი ესაქმებათ

ტყუპი

ტყუპი კარგად მიესადაგებოდა ყოფით პრობლემებს: ააშენებდა სახლს, იპოვიდა საკვებს. მაგრამ მარტოობისგან ის ჭკუიდან შეიშლებოდა. ერთადერთი, შესაძლოა, ადგილობრივი თუთიყუშის სახით ეპოვა თანამოსაუბრე, ან კუნძულს ნაადრევად დააღწევდა თავს. ეს ძალზე ინტელექტუალური ნიშანია, მაგრამ არა - სტრესისადმი მდგრადი.

მშვილდოსანი

მშვილდოსანს მხარდაჭერის გარეშე არ შეუძლია. მას მეგობრები და ახლობლები სჭირდება. ტოტალური მარტოობა მას, თავდაპირველად, შესაძლოა, გამოწვევად მიეღო და ეიფორიაც კი განეცადა, მაგრამ მერე მას ძალები დატოვებდა: მშვილდოსანს ახალი საქმე სწყურია, მაგრამ დიდი ხნით - არა. ასე იქნება კუნძულზეც: ჯერ დაიწყებს მოწყობას, მაგრამ არავინ იცის, გადარჩება თუ არა.

კურო

კურო ჯიუტია, მას შეუძლია ახალ ცხოვრებაზე მორგება თავისი სიჯიუტისა და გზადაგზა სქემების მოფიქრების უნარის წყალობით. მაგრამ სხვა ადამიანების გარეშე, შესაძლოა, საერთოდ „გაშეშდეს", უუნარო გახდეს. გადარჩენისთვის კი სწორედ ჯანსაღი აზრის, მთელი პოტენციალის მოკრება და გამოყენებაა საჭირო.

კირჩხიბი

კირჩხიბი საერთოდ არ „გამოდგება" უკაცრიელი კუნძულისთვის: პირველივე დღეებში მოიწამლება, დაავადდება გაუფილტრავი წყლისგან, ქოქოსი დაეცემა თავში. ძალიან გაუჭირდება. მას ცივილიზაციასთან სიახლოვე სჭირდება. კუნძულზე ცხოვრებაში მას ასევე ზიზღიანობა შეუშლიდა ხელს.

9370
თემები:
ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის (186)
ვიდეოკამერა

ფრთხილად, გითვალთვალებენ! ყველაფერი, რაც ვიდეოთვალთვალის შესახებ უნდა იცოდეთ

135
(განახლებულია 10:10 28.02.2021)
ბევრი მიიჩნევს, რომ ვიდეოთვალთვალი პირად ცხოვრებაში ჩარევის ერთ-ერთ ყველაზე რადიკალური ფორმაა.  თუმცა, თანამედროვე სამყაროში ის უკვე მონაცემთა დამუშავების საკმაოდ გავრცელებული და კანონით ნებადართული საშუალებაა.

ვითეოთვალთვალი რომ არ იქცეს ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევად,  მისი გამოყენებისას აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული  კანონით დადგენილი კონკრეტული წესები და რეგულაციები.

დღევანდელ სტატიაში აგიხსნით, რა არის ვითეოთვალთვალი, რა მიზნებისთვის და სად შეიძლება გამოიყენონ, ვის მიუწვდება ხელი ვიდეოჩანაწერებზე, როდის უნდა გადადგურდეს ისინი და ა.შ.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ვიდეოთვალთვალი მონაცემთა დამუშავების საკმაოდ გავრცელებული და კანონით ნებადართული საშუალებაა. საქართველოში მის გამოყენებას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონი არეგულირებს.

სად შეიძლება განხორციელდეს ვიდეოთვალთვალი:

- ქუჩასა (ტერმინი ქუჩა მოიცავს პარკს, სკვერს, სათამაშო მოედანს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებას და სხვა თავშეყრის ადგილს)  და საზოგადოებრივ ტრანსპორტში

- საჯარო და კერძო დაწესებულებებში

- საცხოვრებელ შენობებში

რა მიზნით შეიძლება განხორციელდეს ვიდეოთვალთვალი:

იმის მიხედვით, თუ სად მიმდინარეობს ვიდეოთვალთვალი, განსხვავებულია მისი მიზნებიც. კერძოდ,

ქუჩასა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვიდეოთვალთვალი დასაშვებია მხოლოდ შემდეგი მიზნების მისაღწევად:

- დანაშაულის თავიდან აცილება;

- პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვა;

- საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა;

- არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვა.

 საჯარო და კერძო დაწესებულებათა შენობების ვიდეოთვალთვალი დაიშვება შემდეგი მიზნით:

- პირის უსაფრთხოების და საკუთრების დაცვა;

- არასრულწლოვანის მავნე ზეგავლენისაგან დაცვა;

- საიდუმლო ინფორმაციის დაცვა.

- გამოცდის ან ტესტირების მიზნებისთვის

საცხოვრებელ შენობაში ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ

- პირისა და ქონების უსაფრთხოების მიზნებისათვის.

როდესაც ქუჩაში  ან  საზოგადოებრივ ტრანსპორტში მიმდინარეობს ვიდეოთვალთვალი, საჯარო და კერძო დაწესებულებები ვალდებული არიან, თვალსაჩინო ადგილას განათავსონ შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი. ამ შემთხვევაში პირი ინფორმირებულია იმის შესახებ, რომ მის შესახებ მონაცემთა დამუშავება მიმდინარეობს.

რაც შეეხება საჯარო და კერძო დაწესებულებებში მონიტორინგს, ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით შესაძლებელია  მხოლოდ შენობის გარე პერიმეტრისა და შესასვლელის მონიტორინგის განხორციელება. მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია, თვალსაჩინო ადგილას განათავსოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი. ამ შემთხვევაში მონაცემთა სუბიექტი მის შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე ინფორმირებულად ითვლება.

კანონმდებლობა  სამუშაო ადგილზე ვიდეოთვალთვალის სისტემის დაყენებას  მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში უშვებს: თუ ეს აუცილებელია პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, საიდუმლო ინფორმაციის დაცვის და გამოცდის/ტესტირების მიზნებისათვის და თუ ამ მიზნების სხვა საშუალებით მიღწევა შეუძლებელია.

თუ სამუშაო  ადგილას მაინც იყენებენ ვიდეოთვალთვალის სისტემას, შესაბამის კერძო ან საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული ყველა პირი წერილობითი ფორმით უნდა იყოს ინფორმირებული ვიდეოთვალთვალის განხორციელებისა და მისი უფლებების შესახებ.

გაითვალისწინეთ, ვიდეოთვალთვალის განხორციელება დაუშვებელია გამოსაცვლელ ოთახებსა და ჰიგიენისათვის განკუთვნილ ადგილებში.

საჯარო და კერძო დაწესებულებებათა შენობების ვიდეოთვალთვალის შემთხვევაში, მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია შექმნას ვიდეოჩანაწერების შენახვისათვის განკუთვნილი ფაილური სისტემა. ჩანაწერების (სურათები/ხმა) გარდა, სისტემა უნდა შეიცავდეს ინფორმაციას მონაცემთა დამუშავების თარიღის, ადგილისა და დროის შესახებ.

საცხოვრებელ შენობაში ვიდეოთვალთვალის სისტემის დასაყენებლად კი აუცილებელია ამ შენობის მესაკუთრეთა ნახევარზე მეტის წერილობითი თანხმობა. აუცილებელია, ვიდეოთვალთვალის სისტემის დაყენების შესახებ  ეცნობოთ შენობაში მცხოვრებთ.

კანონის მიხედვით, საცხოვრებელ შენობაში დაყენებული ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ შესასვლელისა და საერთო სივრცის მონიტორინგი. მესაკუთრეთა ბინების მონიტორინგი იკრძალება. გასათვალისწინებელია, რომ ეს წესი არ ვრცელდება პირადი მიზნებისთვის მონაცემთა დამუშავებაზე და იმ შემთხვევაზე, როცა ბინის მესაკუთრე თავად ახორციელებს საკუთარ ბინაში ვიდეოთვალთვალს.

აღსანიშნავია, რომ ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით ბინის შესასვლელის მონიტორინგის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ ამ ბინის მესაკუთრის გადაწყვეტილებით ან მისი წერილობითი თანხმობის საფუძველზე.

ვიდეოთვალთვალის შედეგად მოპოვებულ მონაცემებზე ხელი უნდა მიუწვდებოდეთ მხოლოდ სათანადო უფლებამოსილების  მქონე პირებს. ვიდეოჩანაწერი კი უნდა ინახებოდეს მხოლოდ იმ განსაზღვრული ვადით, რაც საჭიროა კონკრეტული მიზნის მისაღწევად.

აღსანიშნავია, რომ კანონით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად ვიდეოთვალთვალი განხილულია სივრცისა თუ ქცევის მონიტორინგის როგორც ერთ–ერთ და არა ერთადერთი საშუალება. ვინაიდან ვიდეოთვალთვალი მიჩნეულია პირად ცხოვრებაში ჩარევის რადიკალურ ფორმად, აუცილებელია მონაცემთა დამმუშავებელმა გააანალიზოს საფრთხე და დაასაბუთოს ამ სისტემის გამოყენების აუცილებლობა, კერძოდ უნდა შეფასდეს:

- მონაცემთა დამმუშავებლის რეალური საჭიროება და მიზანი; 

-სისტემის გავლენა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაზე;

- სხვა საშუალებებით მიზნის მიღწევის შესაძლებლობა.

ვიდეოთვალთვალის სისტემა გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ კანონით განსაზღვრული მიზნით. დაუშვებელია მისი სხვა მიზნით გამოყენება

 

135
ჩვილი ბავშვი საფენში

შეიძლება თუ არა ჩვილის მუცელზე დაძინება? ევგენი კომაროვსკის პასუხი მშობლებს

197
(განახლებულია 21:34 26.02.2021)
მსოფლიოს ყველა ქვეყნის პედიატრიულ ასოციაციებს აქვთ მკაფიო პოზიცია, რომ ადრეულ ასაკში ბავშვის მუცელზე ძილი ზრდის ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის რისკს.

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. ჩვილი ბავშვების მუცელზე დაძინება რეკომენდებული არ არის, აცხადებს უმაღლესი კატეგორიის პედიატრი ევგენი კომაროვსკი.

ბავშვთა ცნობილ ექიმს ერთ–ერთმა მშობელმა ასეთი შეკითხვა დაუსვა: „თქვენ არ აძლევთ მშობლებს ბავშვების მუცელზე დაძინების რეკომენდაციას. მაგრამ როგორ მოვიქცეთ, თუ მას ასეთ მდგომარეობაში უკეთ სძინავს? ბევრჯერ ვცადე, რომ პოზა შეეცვალა, მაგრამ ის მაინც ისე წვება, როგორც მოსწონს, ანუ მუცელზე. სხვაგვარად როცა წევს, ხშირად იღვიძებს და კაპრიზობს. მშვიდდება მხოლოდ მაშინ, როცა მუცელზე წევს. იქნება მაინც მივცე მუცელზე ძილის საშუალება, რახან ასე ურჩევნია?“

ამაზე პასუხად ევგენი კომაროვსკი მშობელს წერს:

„მე უბრალოდ ვერ გეტყვით, რომ თქვენი ბავშვისთვის მუცელზე ძილი შეიძლება, ვინაიდან მისი ასაკი არ ვიცი. მსოფლიოს ყველა ქვეყნის პედიატრიულ ასოციაციებს აქვთ მკაფიო პოზიცია, რომ ადრეულ ასაკში ბავშვის მუცელზე ძილი ზრდის ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის  რისკს.

დიახ, მე — როგორც პედიატრი, რომლის ხელშიც ასობით ათას ბავშვს გაუვლია, ვადასტურებ, რომ ბავშვებს მუცელზე უკეთ სძინავთ, ვიდრე ზურგზე. მაგრამ სამედიცინო მეცნიერების თანახმად, მართალია, ასეთი ძილი უფრო მაგარია, მაგრამ ამავდროულად უფრო სარისკოცაა ბავშვის სიცოცხლის კუთხით, ვიდრე ზურგზე ძილი.

ამიტომ ექიმი ვერ დაგრთავთ ამის ნებას. ექიმი ყოველთვის გეტყვით, რომ ჩვილის მუცელზე დაძინებას რისკები ახლავს. ამიტომ, როცა ბავშვს (სულ ცოტა, ერთ წლამდე მაინც) მუცელზე აძინებთ, მთელი ეს რისკები თქვენს სინდისზე იქნება.

ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ ისაა, რომ: თუ ბავშვი არანაირად არ იძინებს ზურგზე, სძინავს მხოლოდ მუცელზე, ამ დროს კი უკვე იცით, რომ ეს სახიფათოა, შეგიძლიათ ორი ძირითადი მეთოდით შეამციროთ რისკები.

  • პირველი: საწოლში ბავშვის გარდა არაფერი არ უნდა იყოს. ანუ მხოლოდ მყარი და სწორი ზედაპირის მქონე ლეიბი — ბალიშების, პლედების, სათამაშოებისა და სხვა ნებისმიერი ნივთის გარეშე. ბავშვს უნდა ეცვას შესაბამისად თბილად და ეძინოს ლეიბზე მკვრივად გადაჭიმულ ზეწარზე.

დაიმახსოვრეთ: მთავარია იდეალურად სწორი ზედაპირი და არაფერი ისეთი, რაშიც ბავშვს შეუძლია გაეხვეს ან ცხვირი შეყოს.

  • მეორე: ჰაერის ტემპერატურისა და ტენიანობის სწორი პარამეტრები. ანუ ბავშვს უნდა ეძინოს ოთახში, სადაც ტემპერატურა არ არის 20 გრადუსზე მაღალი, ხოლო ტენიანობა 40–60%-ს არ აღემატება.

ასე რომ, თუ მაინც გადაწყვეტთ ბავშვის მუცელზე დაძინებას, ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ მინიმუმამდე დაიყვანოთ ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის რისკი“.

197
თემები:
ექიმი გირჩევთ
აყვავებული რტო

ზოდიაქოს ხუთი რჩეული ნიშანი ვის გაუმართლებს ამ გაზაფხულზე

0
(განახლებულია 13:28 28.02.2021)
2021 წლის გაზაფხული ძალზე მრავალფეროვანი და მნიშვნელოვანი იქნება. გაუმართლებს ზოდიაქოს ყველა ნიშანს, მაგრამ განსაკუთრებით ვერძებს, ტყუპებსა და კიდევ სამ ნიშანს

მარტი და აპრილი 2021 წლის ყველაზე ხელსაყრელი თვეებია იმის წყალობით, რომ 27 აპრილამდე არც ერთი პლანეტა არ იქნება რეტროგრადული. იდეალური დროა მოქმედებებისთვის. მთავარია, სამყაროსთვის მადლობის თქმა არ დაგავიწყდეთ.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც დიდებისა და პოპულარობისთვის დაიბადნენ>>

ვერძი

ვერძები – ადამიანები, რომლებიც ყოველთვის ზედაპირზე ხართ, მოქმედებთ მაშინაც, როდესაც სხვები ფარ–ხმალს ყრიან. თქვენი გაასმაგებული ენერგია და ნებისყოფა საოცარ შედეგებს მოიტანს. ესაა არა მხოლოდ იღბლიანობის დრო, არამედ ტოტალური ცვლილებების დროც. მთავარია, განზე არ გადგეთ და იმოქმედოთ, ეადოთ, კომფორტის ზონიდან გახვიდეთ. ესაა შესანიშნავი პერიოდი ცხოვრების ყველა სფეროში – თქვენთვის ყველა კარი გახსნილია.

ტყუპი

ქარიზმისა და მომხიბვლელობის წყალობით ბევრი რამის მიღწევა შეგიძლიათ. მარტსა და აპრილში ნამდვილად იქნებით წარმატებული ადამიანები, რადგან ჩარჩოებში ვერავინ და ვერაფერი მოგაქცევთ. ირგვლივ ყველა იგრძნობს თქვენი ხასიათის ძალასა მეგობრულ დამოკიდებულებას. ყველაზე მეტი იღბალი სასიყვარულო სფეროში გელოდებათ. თუმცა, გამონაკლისი არც სამუშაო და ფინანსებია. მთავარი, რაც უნდა გახსოვდეთ – ნებისმიერი ყინულის გალღობა სიკეთეს შეუძლია.

ლომი

გაზაფხულის იღბლიან ნიშანთა შორის თქვენც ხართ. ნამდვილი ტრიუმფი გელოდებათ. ეს პერიოდი ბედნიერებისა და იღბლის მომტანია. ექსპერტები აცხადებენ, რომ ბოლო ორიოდე წლის განმავლობაში მიღწეულ წარმატებებს შორის ყველაზე დიდი წარმატებები სწორედ ახლა გელოდებათ. რაც მთავარია, ამისთვის რამის მსხვერპლად გაღება არ დაგჭირდებათ. გელოდებათ საპასუხო სიყვარული, მნიშვნელოვან ადამიანებთან შეხვედრა, კარიერული წინსვლა და სხვ.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც მიზნებს თავიანთი მომხიბვლელობით აღწევენ>>

ქალწული

მიწის სტიქიის წარმომადგენლებს შორის თქვენ ყველაზე იღბლიანი იქნებით ამ გაზაფხულზე. თქვენს ცხოვრებაში ახალი გზა იხსნება. დიდი ალბათობით, მიიღებთ საინტერესო წინადადებებს სამსახურთან დაკავშირებით. უარის თქმა ზოგიერთზე გაგიჭირდებათ, მაგრამ საჭიროა, რომ ობიექტურობა შეი8ნარჩუნოთ და სიფრთხილე გამოიჩინოთ. ძალზე ხელსაყრელი დროა ძვირად ღირებული ნივთების შესაძენად. ასტროლოგები გირჩევენ, დაფიქრებით გაანაწილოთ თქვენი ფინანსები. ზოგადად, კარგი თვეა შრომისმოყვარე ქალწულებისთვის, ხოლო ავანტიურა და რისკი კარგს არაფერს მოიტანს.

მერწყული

ამ გზაფხულზე ვარსკვლავები და პლანეტები არაჩვეულებრივი ინტუიციით დაგასაჩუქრებენ, რაც ყველაზე მწვავე პრობლემებისა და გაუგებრობების მოგვარებაში დაგეხმარებათ. მარტი და აპრილი დიდი გამარჯვებების თვეები იქნება როგორც სასიყვარულო, ისე ფინანსურ ასპარეზზე. შეძლებთ ცხოვრების გამრავალფეროვნებას, ახალი მოტივაციის შეძენას, ცნობიერების „გადატვირთვას“. უსიამოვნებები მალე გაივლის და თქვენს სულში კვალს არ დატოვებს. შესაძლოაშეხვდეთ ადამიანებს, რომლებიც თვალს აგიხელენ ცხოვრების მნიშვნელოვან ასპექტებზე.

0