ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.
დღის პირველი ნახევარი საინტერესოდ ჩაივლის. ესაა პერიოდი, როდესაც ყველაზე ზარმაც ადამიანებსაც კი არ სურთ უსაქმოდ გაჩერება, ბევრს უჩნდება კარგი იდეები, ასევე, ემატება გეგმების განხორციელებისთვის აუცილებელი სიმტკიცე და შეუპოვრობა. ერთადერთი პრობლემაა საუთარი გეგმების ჯანსაღად, კრიტიკულად შეფასება. ამის გაკეთება უფრო ადვილი იქნება ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე ადამიანებისთვის.
დღის მეორე ნახევარში ემოციური ფონი უფრო დაძაბული გახდება. ამის გამო გართულდება ურთიერთობები, ახლობელი ადამიანებიც კი გააღიზიანებენ ერთმანეთს, იკამათებენ უმიზეზოდ.