როგორ ვისწავლოთ უცხო ენა სწრაფად და მარტივად - პრაქტიკული რჩევები

© photo: Sputnik / Stringerტურისტები
ტურისტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik–საქართველოს“ რუბრიკა „მარტივია, როცა იცი, როგორ“ დღევანდელ პუბლიკაციაში გთავაზობთ რჩევებს, თუ როგორ ვისწავლოთ უცხო ენა მარტივად, სწრაფად და ხარისხიანად.

დღეს უკვე აღარავინ კამათობს უცხო ენების ცოდნის დადებით მხარეებზე. სავალდებულო ხასიათი მიიღო და ცოდნა უკვე პრივილეგიად აღარც კი ითვლება.

შეგიმჩნევიათ თუ არა, რომ მშობლიურ ენაზე სიტყვებს, ფრაზებს, შესაბამის გრამატიკულ კონსტრუქციებს ხშირად დაუფიქრებლად, ავტომატურად იყენებთ? უცხო ენაშიც ასეთ შედეგს უნდა მიაღწიოთ: ძირითადი ლექსიკური მარაგის გამოყენება ავტომატურად უნდა შეგეძლოთ, ფიქრისა და მით უფრო თარგმნის გარეშე.

რატომ გინდათ უცხო ენის შესწავლა

უნდა ჩამოყალიბდეთ მიზნებზე და წარმატების მაჩვენებლებზე. ვიღაცას გრამატიკის გაუმჯობესება უნდა; ვიღაცას წაკითხული ტექსტი კარგად ესმის, მაგრამ მოსმენის დროს ვერცერთ სიტყვას ვერ აღიქვამს; სხვებს ლაპარაკის ეშინიათ. წარმატების მაჩვენებლები მიზნებს უნდა შეესაბამებოდეს. დაივიწყეთ ის აზრი, რომ ენის სწავლისადმი მიდრეკილება არ გაქვთ. ინგლისური ენა უმაღლესი მათემატიკა არ არის. ყველაფერს ინტენსიურობა და პრაქტიკა წყვეტს.

მარწყვი ფოთლებში - Sputnik საქართველო
აკრძალულია კატეგორიულად! ვინ არ უნდა ჭამოს მარწყვი, და სხვა რჩევები

იპოვეთ ადამიანი, რომელიც პარტნიორობას გაგიწევთ - კონტაქტი უცხოელებთან

ენის სწავლისთვის ყველაზე კარგი პრაქტიკაა ამ ენაზე მოსაუბრესთან კონტაქტი. თუ ასეთს არავის იცნობთ, მარტივად შეგიძლიათ ინტერნეტის საშუალებით დაუკავშირდეთ, გაიცნოთ ვინმე და ასე გაიწაფოთ ენა.

ისწავლეთ საჭირო სიტყვები სწორი გზით

არ არის საჭირო იცოდეთ ყველა უცხო სიტყვა, უმეტესობა ჩვენგანმა მშობლიურ ენაშიც არ იცის ყველა სიტყვა. ფერადი სტიკერები სიტყვებით - ეს მეთოდი იდეალურია იმ არსებითი სახელების დამახსოვრებაში, რომლებსაც ჩვენს ირგვლივ ვხედავთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. დაწერეთ სტიკერზე სიტყვები და მიაწებეთ ნივთებს. ამ ხერხით, როდესაც მოსწავლე ყოველდღიურად უყურებს წარწერებიან ნივთებს, თავისთავად სწავლობს მათ უცხოურ სახელწოდებებს. მეცადინეობების დროს იყავით ხალისიანები და იმეცადინეთ თქვენთვის კომფორტულ გარემოში.

გამოცდებისათვის მომზადება - Sputnik საქართველო
როგორ მოვემზადოთ გამოცდებისთვის

გქონდეთ ურთიერთობა შესასწავლ ენასთან ყოველდღიურად

ალბათ, ყველამ იცით, რომ სუბტიტრებით ფილმების ყურება და მუსიკის მოსმენა გვეხმარება ენის შესწავლაში, თუმცა მხოლოდ მოსმენა არ კმარა. საჭიროა, რომ მოსმენის შემდეგ სიტყვები და წინადადებები გაიმეოროთ. მოუსმინეთ მუსიკას იმ ენაზე, რომელსაც სწავლობთ და ეცადეთ მისი ტექსტი გაშიფროთ. ამისათვის, სულაც არ არის საჭირო იმ ქვეყანაში ჩასვლა, სადაც ამ ენაზე საუბრობენ. განსაკუთრებული არაფერია სხვა ქვეყნის „ჰაერში“. ჩვენს დროში შესაძლებლობები საკმარისზე მეტია.

იმისთვის რომ სიტყვა კარგად დაიმახსოვროთ და დაუკავშიროთ რაიმე სიტუაციას ან თქვენთვის კარგად ნაცნობ ფაქტს, დაგამოიყენეთ  www.memrise.com. საიტი თქვენ გონებას დაეხმარება ჩაწვდეს სიტყვის არსს და საჭირო მომენტში სწორი მიმართულებით გამოიყენოს.

თამამად გამოიყენეთ თქვენი დაგროვილი ცოდნა. მიეცი უფლება თანამოსუბრეებს გაგისწორონ შეცდომები. ნუ შეგრცხვებათ იმის რომ ენას კარგად ვერ ფლობთ. გახსოვდეთ, რომ პრაქტიკის გარეშე კარგად ვერასოდეს ისაუბრებთ, ამიტომ მორიდება გვერდით გადადეთ.

ყველა ახალი ამბავი
0