სამყარო

ზოდიაქოს ექვსი ნიშანი და მათი „შავი სია“: თუ გინდათ, რომ ამ სიაში არ მოხვდეთ...

23692
(განახლებულია 12:26 17.02.2020)
ზოდიაქოს ამ ნიშნების წარმომადგენლებს სიძულვილის თავიანთი „შავი სია“ აქვთ. მათ სძაგთ ადამიანების გარკვეული თვისებები და თუ ეს დაინახეს თავიანთ ახლო გარემოცვაში, სიძულვილის გრძნობა ეუფლებათ, მათი რისხვა კი შეიძლება საშინელ შურისძიებაში გადაიზარდოს.

ჩვენი ჰოროსკოპიდან შეიტყვეთ, ზოდიაქოს რომელი ნიშნები არიან დიდი ცინიკოსები, შურისმაძიებლები და როგორ არ უნდა მოიქცეთ, თუ მათთან ურთიერთობების შენარჩუნება გსურთ.

კურო

კუროს არ უყვარს, როცა მის ახლო გარემოცვაში უპირატესობის მქონე ადამიანები არიან, მას რამით სჯობიან. ის აღმერთებს, როცა თავს მძლეთამძლედ გრძნობს და ადამიანებს ხელმძღვანელობს. ამასთან, მისი მართვის სტილში ერთდროულად „ცუდი პოლიციელისა“ და „კარგი პოლიციელის“ სტილია შერწყმული. სანამ თამაშის მსვლელობა მასზეა დამოკიდებული, ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ თუ ვინმე გაბედავს მასთან კამათს, მისი პოზიციების დაკავებას, მაშინვე „შავ სიაში“ შევა. პრინციპში, ასეთი დამოკიდებულება აქვს ყველას მიმართ, ვინც მას რამით სჯობს.

წაიკითხეთ აქ: მტრობა ზოდიაქოს ნიშნებს შორის – ყველაზე დაპირისპირებული ნიშნები

კირჩხიბი

კირჩხიბს ადამიანები შერჩეულად სძულს; და რომ შეძულდეს კირჩხიბს, ადამიანი მას უპატივცემულოდ უნდა მოექცეს, შეურაცხყოფა მიაყენოს, დაგესლოს, არ მოუსმინოს, ყურადღება არ მიაქციოს, მოატყუოს და უღალატოს. სინამდვილეში, კირჩხიბი ბევრს არ ითხოვს, უბრალოდ, ზემოთ ჩამოთვლილი მას ღრმა ჭრილობებს აყენებს. ხშირად კირჩხიბი ამ ადამიანებს არც განუმარტავს, რომ მასთან ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია. ის ითმენს, ითმენს, შემდეგ კი... ჩნდება უკიდეგანო, მძვინვარე სიძულვილი. კირჩხიბი ვერ იტანს ტყუილს და თუ ვინმე ამხილა სიცრუეში, ის ავტომატურად გადადის „შავ სიაში“.

ქალწული

ქალწული თავისი კანონებით ცხოვრობს და ვერ იტანს, როცა ვინმე ამ კანონებს არღვევს. ამასთან, ვერ იტანს არასერიოზულ, ქარაფშუტა და ზარმაც ადამიანებს. თუ ქალწული თქვენი საქმიანი პარტნიორია, კოლეგა ან, უბრალოდ, ნაცნობი, რომელთანაც ურთიერთობა გსურთ, მასთან შეხვედრაზე „გამოწკეპილი“ უნდა მიხვიდეთ. ასევე, ქალწული ჭკვიანია და ის იფიტება, იღლება და ღიზიანდება, როცა მის ინტელექტუალურ დონეზე დაბლა მყოფ ადამიანთან აქვს ურთიერთობა.

წაიკითხეთ აქ: ზოდიაქოს ყველაზე არაპროგნოზირებადი და ორიგინალური ნიშნები

მორიელი

მორიელი, შეიძლება ითქვას, არავის  ენდობა ბოლომდე. ყოველთვის ეჩვენება, რომ სადღაც საფრთხეა ჩასაფრებული და ყოველი ადამიანი მისი ცხოვრებისთვის პოტენციურად საშიშია. თუ გსურთ, რომ მორიელის თვალში არ დაეცეთ, მას უნდა დაუმტკიცოთ, რომ სწორედ ის ადამიანი ხართ, რომელსაც შეიძლება და უნდა ენდოს. ეს გზა კი იოლი ნამდვილად არ იქნება. იმ შემთხვევაში, თუ მორიელის ღირსებას შეეხეთ, ცუდად იქნება თქვენი საქმე – ასეთ ლამაზ და სასტიკ შურისძიებას ვერსად ნახავთ.

თხის რქა

დაიმახსოვრეთ: თხის რქისთვის არსებობს ორი ცნება: თუ მართალი არა ვარ, მაინც მართალი ვარ და ყველაზე ნიჭიერი, გამოცდილი და ბრძენი ვარ – მორჩა. ამიტომ, თუ თხის რქასთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნება გსურთ, ნუ შეეწინააღმდეგებით მას, ყველაფერში დაეთანხმეთ. ფიქრადაც კი არ გაივლოთ, რომ თხის რქა რამეში ცდება – ის ამას მალე იგრძნობს და „კოცონზე დასაწვავად“ გაგგზავნით. ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი მეგობარი ნამდვილად სანატრელია: საიმედო, შრომისმოყვარე და გამგები.

წაიკითხეთ აქ: როგორ იტყუებიან ზოდიაქოს ნიშნები

მერწყული

მერწყულს ყველა ადამიანი უყვარს. მაგრამ მისთვის ადამიანია ის, რომელიც არ ატარებს ნიღაბს და არის ისეთი, როგორიც არის. ასეთ შემთხვევაში მერწყული ნებისმიერს გაუგებს, არ გაკიცხავს და დაეხმარება კიდეც. მაგრამ თუ მასთან ბოროტი გულით, სხვისი ნიღბითა და თავხედური ზრახვებით მიხვედით, მის პირად სივრცეში შეიჭერით, სჯობს, უკანმოუხედავად გაიქცეთ, წონააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ „მორალური სიკვდილისთვის“ ხართ განწირული. მერწყულმა, რაღაცნაირად, იცის გონების გაწმენდა და სინდისის გაღვიძება და როცა ბოროტ ადამიანში სინდისი იღვიძებს, ეს ძალიან დიდ სიმწარედ ექცევა მას.

23692
თემები:
ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის (186)
ახალგაზრდა ქალები

ნახეთ იდეალური წონის ახალი სტანდარტები: თვალსაჩინო ცხრილი

216
(განახლებულია 21:35 05.03.2021)
სიტყვათშეთანხმება „იდეალური წონა“ ერთმანეთისგან განსხვავებულ ასოციაციებს იწვევს. ზოგს ამ დროს 90-60-90 ზომების მქონე მოდელი უდგება თვალწინ და ზოგსაც პირიქით, გემრიელად ხორცსავსე ქალი.

ზოგი კი საერთოდაც ვერ გარკვეულა, რომელია იდეალური წონა და ვერ ხვდება, სად, რომელ ნიშნულზე გაჩერდეს.

საქმე ისაა, რომ თითოეულ ადამიანს ბუნებისგან დაჰყვება ცხიმოვანი უჯრედების გარკვეული რაოდენობა. ის ადამიანები, ვისაც ეს უჯრედები უფრო მეტი აქვს, მიდრეკილია სიმსუქნისკენ. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ რეგულარული მაძღრისად ჭამის შემთხვევაში თითოეული ცხიმოვანი უჯრედი ორად იყოფა, რითიც კიდევ უფრო იზრდება ორგანიზმში დაგროვილი ცხიმის რაოდენობა.

ჯანმრთელი წონა – ეს ის ნიშნულია, როდესაც ორგანიზმი თავს კარგად გრძნობს. თუ ამ ნიშნულს გადააბიჯებთ, პრობლემებიც დაგეწყებათ: გულის "ფრიალი", სახსრების ტკივილი, ჰორმონების თამაში თუ მეორე ტიპის დიაბეტის წარმოშობის რისკი.

ამასწინანდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ თანამედროვე ქალები საშუალოდ იმაზე 6 კილოგრამით მეტს იწონიან, ვიდრე ოცი წლის წინ. შესაბამისად, შეიცვალა იდეალური წონის მაჩვენებელიც: ახლა ეს რიცხვი 5 კგ-ით მეტია.

ქვემოთ გთავაზობთ თვალსაჩინო ცხრილს, რომელიც ექიმებმა შეადგინეს და, გამომდინარე აქედან, შეიცავს რეალურ მაჩვენებლებს და არა იმას, რაც საზოგადოებამ დაადგინა ნორმად.

ნახეთ ეს ცხრილი და ობიექტურად შეაფასეთ საკუთარი წონა და მისი გავლენა ჯანმრთელობაზე.

სიმაღლისა და ჯანმრთელი წონის შესაბამისობის ახალი სტანდარტი
სიმაღლისა და ჯანმრთელი წონის შესაბამისობის ახალი სტანდარტი
216
თემები:
სასარგებლო რჩევები
სახის კრემები

სახის კრემების მარკირება: რას ნიშნავს ლათინური ასოები შეფუთვაზე?

85
(განახლებულია 18:36 05.03.2021)
იმ პირობებში, როდესაც მაღაზიების თაროები პირდაპირ იზნიქება სახისა და სხეულის მოვლის ათასგვარი საშუალების სიმძიმით, ცოტა არ იყოს, ძნელია გაერკვე, რომელი რისთვისაა და რა დანიშნულება აქვს.

მართალია, შეფუთვაზე მცირე ინფორმაცია კია დატანილი, მაგრამ რას ნიშნავს ლათინური მარკირება BB, CC, DD და PP ბევრმა არ იცის.

გთავაზობთ აღნიშნული მარკირებების განმარტებას:

BB-კრემი: იშიფრება როგორც beauty balm ან blemish balm, ანუ „სილამაზის ბალზამი“ ან „შესანიღბი ბალზამი“.

BB-კრემის დამახასიათებელი თვისებები:

  • შესანიშნავად ატენიანებს კანს;
  • უხდება ნებისმიერი ტიპის კანს;
  • აქრობს გამონაყარს;
  • აცხრობს ანთებით პროცესს;
  • ათანაბრებს სახის კანის ტონს;
  • აშორებს ზედმეტ პიგმენტაციას;
  • ბრწყინვალედ გამოიყენება მაკიაჟის ქვედა ფენად;
  • იცავს კანს მზის სხივებისგან.

გახსოვდეთ: მიუხედავად ყველა ამ ღირსებისა, BB-კრემი ვერ შეგიცვლით ძირითად მოსავლელ საშუალებას და ამიტომაც არ გირჩევთ სახის კანის მოვლის სხვა საშუალებებზე უარის თქმას.

СС-კრემი: პრინციპულად განსხვავდება ВВ-კრემისგან იმით, რომ ეს უკანასკნელი ტონალური საშუალებების გაუმჯობესებული ვერსიაა, ხოლო პირველი — მატონიზირებელი ეფექტის მქონე კორექტორი.

СС იშიფრება როგორც сolor сontrol, ანუ „ფერის კონტროლი“ და მისი ამოცანა უშუალოდ ფერის კორექციაა.

СС-კრემის დამახასიათებელი თვისებები:

  • სახის კანის სიწითლესა თუ სიყვითლესთან ბრძოლა
  • ბევრად მსუბუქი სტრუქტურა
  • სპეციალური მანათობელი ნაწილაკები, რომლებიც კანს ბრწყინვალებასა და სიცოცხლეს სძენს.

გახსოვდეთ: CC-კრემი არ უხდება ცხიმიან და პრობლემურ კანს.

DD-კრემი: იშიფრება როგორც daily defence, ანუ „ყოველდღიური დაცვა“. ამ საშუალებების მთავარი დანიშნულებაა, დაიცვას სახის კანი გარემოს ისეთი დამანგრეველი ზემოქმედებისგან, როგორებიცაა სმოგი, გამონაბოლქვი გაზები, მზის რადიაცია და ტოქსიკური ნივთიერებები.

DD-კრემის დამახასიათებელი თვისებები:

  • ყველაზე მეტად უხდება კანს, რომელიც უკვე იწყებს დაბერებას;
  • აქვს აბსოლუტურად გამჭვირვალე ტექსტურა და ამიტომ ვერ შეგიცვლით ტონალურ კრემს;
  • გახსოვდეთ: DD-კრემი ფორებს ავსებს და ამიტომ ნუ გამოიყენებთ მას ბოროტად.

EE-კრემი: იშიფრება როგორც extra еxfoliation, ანუ „ექსტრა აქერცვლა“.

EE-კრემის დამახასიათებელი თვისებები:

  • აშორებს სახის კანის მკვდარ უჯრედებს;
  • იცავს მზის მოქმედებისგან;
  • ატენიანებს;
  • სახის კანს ბრწყინვალებას სძენს;
  • ებრძვის ანთებით პროცესებს.

გახსოვდეთ: EE-კრემის ხშირად გამოყენება დაუშვებელია, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ნაზი და მგრძნობიარე კანი აქვს.

PP-კრემი: იშიფრება როგორც Pink рerfect, ანუ „ვარდისფერი სრულყოფილება“. გამოიყენება მაკიაჟის ქვეშ ბაზად. მასში შემავალი სილიკონის ნაწილაკები ავსებს და ათანაბრებს სახის კანს, ანიჭებს სიგლუვეს ნაოჭებსა და ნაიარევებს, ავიწროებს ფორებს. რა ფერისაც უნდა იყოს კრემი, კანზე ის გამჭვირვალედ და შეუმჩნევლად „ჯდება“.

PP-კრემის დამახასიათებელი თვისებები:

  • კრემის წასმამდე აუცილებელია სახის გაწმენდა და დატენიანება სხვა სპეციალური მოსავლელი საშუალებებით;
  • PP-კრემი ნებისმიერი ტიპის კანს უხდება, თუმცა მაკიაჟისთვის დამოუკიდებელ პროდუქტად არ გამოიყენება.
85
თემები:
სასარგებლო რჩევები
კარვები პარლამენტის წინ

პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას ქართველი მედიკოსები შეუერთდნენ

0
პროტესტში მონაწილეობასთან ერთად, მათ კიდევ ერთხელ აღნიშნეს ვაქცინაციის აუცილებლობა მოსახლეობისთვის

თბილისი, 6 მარტი – Sputnik. ქართველი მედიკოსების ნაწილი შეუერთდა ოპოზიციის და სამოქალაქო აქტივისტების აქციას - პარლამენტის წინ ისინი გადაუდებელი დახმარების კარავ დადგამენ.

ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა თბილისში, პარლამენტის წინ კარვები გაშალეს. მათი მოთხოვნაა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა.

„რამდენიმე დღეში ჩვენ დავდგამთ გადაუდებელი დახმარების კარავს, სადაც მუდმივად იქნებიან ექიმები და მედპერსონალი, რომლებიც მოქალაქეებს სამედიცინო დახმარებას გაუწევენ“, - განაცხადა ექიმმა სოფო ჯაფარიძემ.

სხვა მედიკოსმა განმარტა, რომ დახმარება სრულიად უსასყიდლო იქნება.

„ამით ჩვენი მოქალაქეების მიმართ მხარდაჭერის გამოხატვა გვსურს“, - განაცხადა მან.

გარდა ამისა, ექიმებმა, რომლებიც საპროტესტო აქციას შეუერთდნენ, კიდევ ერთხელ აღნიშნეს ვაქცინაციის აუცილებლობა მოსახლეობისთვის.

ვაქცინებთან დაკავშირებული სკანდალი მას მერე აგორდა, რაც ქვეყანამ ვერ მიიღო შეპირებული ვაქცინის (Pfizer) პირველი პარტია, რომელიც მედპერსონალის ასაცრელად იყო საჭირო.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ კი განაცხადა, რომ COVAX–პლატფორმამ საქართველოს ჩათვლით 18 ქვეყანა განსაზღვრა, რომლებიც Pfizer-ის ვაქცინას გამონაკლისის სახით მიიღებენ.

COVAX-პლატფორმის დახმარებით ვაქცინის 1,4 მილიონი დოზის მისაღებად საქართველომ წინასწარ 5,3 მილიონი დოლარი გადაიხადა. ვაქცინების ეს რაოდენობა მოსახლეობის 20%-ის - 700 ათასი ადამიანის ასაცრელად არის განკუთვნილი.

გაბუნიას თქმით, აგრეთვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ვაქცინის დამატებითი დოზების შემოტანაზე. სულ საქართველოს 2,5 მილიონი დოზა სჭირდება.

გარდა ამისა, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძენ გუშინ განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია საქართველოში შესაძლოა ინდოეთიდან იქ ვიზიტით მყოფი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილს ჩამოყვეს.

ტიკარაძე: ვაქცინის პირველი პარტია შესაძლოა ინდოეთიდან ალექსანდრე ხვთისიაშვილს ჩამოყვეს >>

ქვეყანაში უკვე შემოტანილია 50 ათასი სპეციალური შპრიცი, რომელიც აცრისთვის არის საჭირო. მობილიზებულია სპეციალური მაცივრები, რომლებიც Pfizer-ის ვაქცინის შესანახად არის საჭირო. ვაქცინაციის დასაწყებად მზად არის ცხრა სამედიცინო დაწესებულება. 

0