ბედი – ეს შემთხვევითობა არ არის, არამედ ჩვენი მოქმედებებისა და ფიქრების შედეგია. ჰოროსკოპები იმითაა სასარგებლო, რომ ისინი ამ საქმეებისა და ფიქრების შედეგებზე გვაფრთხილებს და მათ შორის არჩევნის შესაძლებლობას გვაძლევს.
ბედის შეცვლა და კარმის გაწმენდა შესაძლებელია, მთავარია, ვიცოდეთ, როდის როგორ უნდა მოვიქცეთ. სამყაროს ჩვენთან დაკავშირებით თავისი გეგმები აქვს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მისი დამოკიდებულების შეცვლა. ამისთვის საკმარისია, რომ უფრო ხშირად მოვიქცეთ კარგად და ვიმოქმედოთ სასიკეთოდ.
ამ კვირაში გარკვეული სირთულეებია მოსალოდნელი, შესაძლებელია პრობლემების წარმოქმნა. არის რისკი მოტყუების, შეცდომების, ფულადი დანაკარგების. ხასიათი, შესაძლოა, სკანდალური გახდეს, მოქმედებები – აგრესიული, ხოლო შედეგი – არაპროგნოზირებადი.
წაიკითხეთ აქ: 2019 წლის მაისის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ამასთან, რა თქმა უნდა, ამ კვირაში ყველაფერი ნეგატიურად არ ჩაივლის. კვირას, 5 მაისს ახალმთვარეობა იყო. როგორც ცნობილია, ახალმთვარეობის შემდგომი კვირა ხელსაყრელი პერიოდია წარმატებების მისაღწევად. მთვარე დიდ დროს კირჩხიბის თანავარსკვლავედში დაჰყოფს. ეს ნიშნავს, რომ ადამიანების ურთიერთობები უფრო ღრმა, ემოციური, თბილი და სულიერი გახდება.