ჰემატოგენი: სარგებელი და ზიანი

© photo: Sputnik / Ruslan Krivobok / გადასვლა მედიაბანკშიჰემატოგენი
ჰემატოგენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასიამოვნო გემოს მიუხედავად, ჰემატოგენი საკონდიტრო ნაწარმი არ არის და მისი დოზები შეზღუდულია. ქვემოთ მოგახსენებთ, რისგან შედგება, რამდენად ეფექტურია რკინადეფიციტური ანემიის დროს, ვნებს თუ არა ჯანმრთელობას და როგორია მისი მიღების სწორი ფორმა.

ჰემატოგენი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბიოლოგიურად აქტიური დანამატია (ბადი) ორგანიზმში რკინის დეფიციტის შესავსებად. მას ბავშვობიდან ვიცნობთ - პატარებს მისი ტკბილი გემო ძალიან უყვართ.

თუმცა, სასიამოვნო გემოს მიუხედავად, ჰემატოგენი საკონდიტრო ნაწარმი არ არის და მისი დოზები შეზღუდულია. ქვემოთ მოგახსენებთ, რისგან შედგება ეს ტკბილი ფირფიტები, რამდენად ეფექტურია რკინადეფიციტური ანემიის დროს, რა სასარგებლო თვისებებს შეიცავს, შეუძლია თუ არა ჯანმრთელობას ავნოს და, ბოლოს, როგორია მისი მიღების სწორი ფორმა?

ჰემატოგენის შექმნის ისტორია 

XIX საუკუნეში გამოჩენილი ექიმის, სერგეი ბოტკინის, მეცადინეობით გამოვლინდა კავშირი სისხლის შემადგენლობასა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის. რასაკვირველია, ვარაუდი იმის თაობაზე, რომ სისხლი ერთგვარი „სასიცოცხლო ძალის“ მატარებელი იყო, მანამდეც არსებობდა, მაგრამ მხოლოდ XIX საუკუნის შუა წლებში დამტკიცდა, რომ სისხლის დაკარგვა და რკინის დეფიციტი იწვევს სისუსტეს და მრავალი მნიშვნელოვანი ფუნქციის დარღვევას. დაიწყო აქტიური ძიება საშუალებისა, რომელიც გააუმჯობესებდა სისხლის ხარისხს, აამაღლებდა ჰემოგლობინს - ცილას, რომელიც ორგანოებს ჟანგბადით ამარაგებს. 1890 წელს შვეიცარიაში შეიმუშავეს პირველი ჰემატოგენი - ხარის სისხლით დამზადებული რკინით მდიდარი მიქსტურა. მისი ეფექტი იმდენად მაღალი იყო, რომ მომენტალურად გავრცელდა ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. რევოლუციის შემდეგ ჰემატოგენის დამზადება რუსეთშიც დაიწყეს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჰემატოგენი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრეპარატი გახდა. მას აქტიურად იყენებდნენ სამხედრო ჰოსპიტალებში დაჭრილებისთვის, რომელთაც ბევრი სისხლი ჰქონდათ დაკარგული.

სსრკ-ში ომის შემდეგ გადაწყდა ჰემატოგენის „რებრენდინგის“ ჩატარება და ომის შემდგომი ვითარებისთვის მისი მორგება. იმ წლებში კვება სრულყოფილისგან ძალიან შორს იყო. ბავშვთა ანემია ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ასე გამოჩნდა ფარმაცევტულ ბაზარზე ჩვენთვის უკვე ნაცნობი ჰემატოგენი - ირისის მსგავსი ტკბილი ფირფიტა.

ის მოსწონდათ ბავშვებსაც და უფროსებსაც. მას შეეძლო კანფეტის ჩანაცვლება, იაფი ღირდა, ადვილად იყოფოდა პორციებად და წამალს არ ჰგავდა. რეცეპტის შემუშავებაზე იმ დროის საუკეთესო მედიკოსები მუშაობდნენ. 1970 წლიდან ჰემატოგენის გამოშვება უფის ვიტამინების ქარხანაში დაიწყეს. ტექნოლოგია თანდათან იხვეწებოდა. ბოლო სერიოზული ცვლილება 1999 წელს მოხდა, როდესაც უფის ვიტამინების ქარხნის ტექნოლოგებმა და სანქტ-პეტერბურგის მეცნიერებმა ერთობლივი ძალისხმევით შექმნეს გაცილებით უფრო ეფექტური პროდუქტი. ჰემატოგენის შემადგენლობაში დაუმატეს ვიტამინები, რომლებიც რკინის უკეთ ათვისებას უწყობს ხელს და ზოგადგამაჯანსაღებელი თვისებებით ხასიათდება.

მოგვიანებით, ევროპელი ტექნოლოგების დახმარებით, პროდუქტი უფრო გემრიელი და რბილი გახდა. ახალი პროდუქტი - „ფეროჰემატოფენი-ფარმსტანდარტი“ - თავის წინა

ანალოგებთან შედარებით, უფრო ეფექტური და გემრიელია. ამჟამად უფის ვიტამინების ქარხანა შედის „ფარმსტანდარტის“ ჯგუფში და უშვებს თანამედროვე მაღალეფექტური ვიტამინების კომპლექსებს, „ფეროჰემატოგენი“ კი კვლავ კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტია. 

ჰემატოგენის პოპულარობას უამრავი ანალოგის გამოჩენა მოჰყვა, მაგრამ მათი უმეტესობა მხოლოდ მის გემოვნურ თვისებებს იმეორებს და არ ფლობს სასარგებლო თვისებებს. ვინაიდან კანონით ტკბილეული, რომელიც არ შეიცავს ალბუმინს, ვერ იწოდება ჰემატოგენად, მათი მწარმოებლები გამოსავალს სახელწოდების შეცვლაში პოულობენ და პროდუქციას არქმევენ - „ჰემაგენს“, „ჰემატოგეშს“ და სხვ. ეს ტკბილი ფირფიტები შეიძლება გამდიდრებული იყოს ვიტამინებით, მაგრამ ჰემატოგენს ისინი არ წარმოადგენენ.

რისგან მზადდება ჰემატოგენი:

ჰემატოგენის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი ნივთიერებაა - ცილა ალბუმინი, რომელიც ხარის გაწმენდილი სისხლისგან მიიღება. ეს ნივთიერება მდიდარია რკინით და რკინის დეფიციტის შევსება შეუძლია. მზა ალბუმინი წყალში ხსნადი ფხვნილივით გამოიყურება. ჰემატოგენში მოუხდელ სისხლს 1950 წლიდან აღარ ამატებენ - ეს მოძველებული ტექნოლოგიაა. სახელმწიფო სტანდარტის შესაბამისად, პროდუქტი უნდა შეიცავდეს 4-5% შავ კვებით ალბუმინს, 30-33% შედედებულ შაქრიან რძეს, 18-23% სახამებლიან სიროფს, 0,01-0,015% ვანილსა და დაახლოებით 40% შაქარს.

მაგრამ დღეს მწარმოებლები თავად წყვეტენ, დაიცვან თუ არა სტანდარტი ან გამოიყენონ თუ არა სხვა რეცეპტები. ამიტომ მყიდველს უწევს პროდუქტის შემადგენლობის ყურადღებით წაკითხვა. ძალიან ხშირად ჰემატოგენის ანალოგებს აწარმოებენ არა ფარმაცევტული კომპანიები, არამედ საკონდიტრო ფაბრიკები და მათი პროდუქცია შეიძლება საერთოდ არ შეიცავდეს ალბუმინს. ზოგიერთ ფილაში ალბუმინი არის, მაგრამ უმნიშვნელო კონცენტრაციით - 2,5%-ზე ნაკლები. ამასთან, გემოს გასაუმჯობესებლად ასეთ პროდუქტს ხშირად უმატებენ თხილს, მზესუმზირას, ქოქოსს, ქიშმიშს, ჩირებს, ცუკატებს, შოკოლადს, არომატიზატორებსა და სხვა გემოვნურ დანამატებს. ეს პროდუქტს კალორიულობას მატებს და შეიძლება ხელი შეუშალოს რკინის შეწოვას.

რით არის სასარგებლო ნამდვილი ჰემატოგენი

ჰემატოგენი ბიოლოგიურად აქტიური დანამატია - ცილისა და ამინომჟავების წყარო, რომელიც ნივთიერებათა ცვლის პროცესისთვისაა აუცილებელი. მაგრამ უმთავრესი - არის ჰემატოგენის ხარისხი და მისი უნარი რკინის დეფიციტის შევსებისა. რკინის დეფიციტი - ეს არის პრობლემა, რომელიც ჩვენი პლანეტის თითქმის ყველა ბინადარისთვისაა ნაცნობი. სიცოცხლის სხვადასხვა ეტაპზე ალბათ ყველა ჩვენგანი შეხებია ამ ელემენტის დეფიციტის გამოვლენას. ნივთიერება აუცილებელია ჟანგბადის გადასატანად ორგანიზმის ქსოვილებში. რკინის უკმარისობისას დაბლა იწევს ჰემოგლობინის დონე (თუ ის კრიტიკულად დაბალ ნიშნულამდე ეცემა, იწყება რკინიდეფიციტური ანემია). რკინის დეფიციტი იწვევს პრობლემების მთელ წყებას, ვინაიდან ჟანგბადი ყველა ორგანოსა და სისტემას სჭირდება. რკინის დეფიციტის სიმპტომები სხვადასხვაგვარია - მშრალი, ფერმკრთალი კანი, მსხვრევადი და სუსტი ფრჩხილები და თმები, ძილიანობა და ქრონიკული დაღლილობა, გაღიზიანება, მეხსიერებისა და კონცენტრაციის გაუარესება, უცნაური გემოვნებითი და ყნოსვითი მიდრეკილებების წარმოშობა (ხშირად რკინადეფიციტური ანემიით დაავადებული ადამიანები იწყებენ ცარცის ჭამას ან სიამოვნებთ ავტომობილების გამონაბოლქვის სუნი), თავისა და კუნთების ტკივილი, პირში სიმშრალე, ყლაპვის პრობლემები.

რკინის უკმარისობის მიზეზი ხშირად არის დაუბალანსებელი კვება. დაკავებული მოქალაქეები, რომლებიც ე.წ. „ფასთ ფუდით“ და ნახევარფაბრიკატებით იკვებებიან, ქალები, რომლებიც მკაცრ დიეტას იცავენ, ცუდი მჭამელი ბავშვები - ყველანი რკინადეფიციტური ანემიის რისკჯგუფში შედიან. სრულფასოვანი კვების შემთხვევაშიც კი ჩვენ საკვებთან ერთად ვიღებთ რკინის საჭირო რაოდენობის დაახლოებით 20%-ს. მაგრამ ადამიანების უმეტესობა არასწორად იკვებება და დაუბალანსებელი დიეტის დროს ორგანიზმი გაცილებით ნაკლებ რკინას იღებს.

ხშირად რკინადეფიციტის მიზეზი შეიძლება გახდეს ბევრი სისხლის დაკარგვა - თანაც არა მხოლოდ ტრავმებისა და ოპერაციების შედეგად. რკინის უკმარისობა შეიძლება გამოიწვიოს ცხვირიდან სისხლდენამ (განსაკუთრებით ბავშვებში), ხშირმა მენსტრუაციამ და მშობიარობის, ჰემოროის დროს და ზოგიერთი შინაგანი ორგანოს დაავადებისას სისხლის დაკარგვამ. ზოგჯერ რკინა ორგანიზმს საკმარისი რაოდენობით მიეწოდება, მაგრამ კუჭ-ნაწლავის პათოლოგიური ცვლილებების, ავადმყოფობისა თუ ზოგიერთი ვიტამინის (კერძოდ,С ვიტამინის) უკმარისობის გამო ცუდად შეიწოვება.

გარკვეულ პერიოდებში - ორსულობისა და ლაქტაციის დროს, ოპერაციების შემდეგ, ასევე ბავშვებში - ორგანიზმის მოთხოვნილება რკინაზე განსაკუთრებით მაღალია და მისი მოხმარების ნორმა უნდა გაიზარდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, რკინადეფიციტური ანემია არ აგვცდება. რკინის დაბალი დონის განსაზღვრა შესაძლებელია არა მხოლოდ ზემოთ აღწერილი ნიშნებით, არამედ სისხლის ჩვეულებრივი ანალიზის მეშვეობით. თუ რკინის შემცველობა სისხლში დაბალია, რეკომენდებულია რკინის შემცველი პრეპარატების, კერძოდ, ჰემატოგენის მიღება. ექიმები მის მიღებას პროფილაქტიკური მიზნითაც გვირჩევენ.

რით არის სასარგებლო ჰემატოგენი ბავშვებისთვის

ბავშვები და 18 წლამდე მოზარდები დღე-ღამეში 5-15 მგ რკინას უნდა იღებდნენ - რაც უფრო დიდია ბავშვი, მით მეტია ამ ელემენტზე ორგანიზმის მოთხოვნილება. რკინის უკმარისობის დროს ბავშვებს ახასიათებთ მოდუნება და ჭირვეულობა, ცუდი ძილი. რკინის უკმარისობა ბავშვებში შეიძლება გამოიწვიოს არა მარტო სისხლდენამ და სხვადასხვა დაავადებამ, არამედ დედის რკინადეფიციტმა და ანემიამ ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

ჰემატოგენი ბავშვებს ეხმარება, უკეთ გაუმკლავდნენ დატვირთვას სკოლაში, თავიდან აიცილონ რკინის დეფიციტი და ამით გამოწვეული ფიზიკური განვითარების შეფერხება, გაიძლიერონ იმუნიტეტი.

რით არის სასარგებლო ჰემატოგენი მამაკაცებისთვის

მამაკაცებისთვის დღე-ღამის დოზა 10 მგ-ია. სტატისტიკით, მამაკაცები რკინის უკმარისობას ქალებთან და ბავშვებთან შედარებით უფრო იშვიათად განიცდიან, თუმცა ამ პრობლემისგან არც ისინი არიან დაზღვეული. ყველაზე ხშირად რკინის დამატებით წყაროს საჭიროებენ ისინი, ვინც არასრულფასოვნად - ჩიფსებით და ბუტერბროდებით იკვებება. ეს საკმაოდ ფართო აუდიტორიაა: სტუდენტებითა და ახალგაზრდა მარტოხელა მამაკაცებით დაწყებული, კარიერისტებით დამთავრებული (რომელთაც თითქმის არა აქვთ თავისუფალი დრო). რკინის დეფიციტს ბევრი ალკოჰოლიც იწვევს. მამაკაცები, როგორც წესი, ქალებზე მეტს სვამენ. ჰემატოგენის ყოველდღიური გამოყენება რკინის დონის აღდგენის, კარგი ფიზიკური ფორმის შენარჩუნების, მუდმივი დაღლილობისა და აპათიისგან თავის დაღწევის, თავის ტკივილებისგან განკურნების შესანიშნავი საშუალებაა.

რით არის სასარგებლო ჰემატოგენი ქალებისთვის

ქალებისთვის დღე-ღამის ნორმა 15 მგ-ია, ორსულობისა და ლაქტაციის დროს კი - 20 მგ ან მეტი. კვლევების თანახმად, რკინის დეფიციტი ყველაზე ხშირად სწორედ ქალებს აღენიშნებათ. ქალების დაახლოებით 60% რკინის დეფიციტის სიმპტომებს ერთხელ მაინც განიცდის. ამის მიზეზი - ყოველთვიური სისხლდენა და კვების შეზღუდვაა. ქალების დიდი ნაწილი ფიზიკური ფორმის შესანარჩუნებლად მრავალნაირ დიეტას იცავს, მაგრამ ასეთი დიეტები ხშირად გამორიცხავენ საკვები რაციონიდან რკინით მდიდარ პროდუქტებს - წითელ ხორცს, სუბპროდუქტებს, კვერცხს - და შედეგად ორგანიზმი ვიტამინებისა და მინერალების საჭირო რაოდენობას ვერ იღებს.

ჰემატოგენის სარგებელი ქალებისთვის უდავოა - მისი გამოყენება აძლიერებს იმუნიტეტს, შველის ქრონიკულ დაღლილობას, გაღიზიანებას, თავის ტკივილებს და თავბრუსხვევებს. რკინადეფიციტი დამანგრეველად მოქმედებს არა მარტო ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, არამედ მის გარეგნობაზეც. ჰემატოგენის გამოყენება პროფილაქტიკის მიზნით კანის ჯანმრთელ სტრუქტურას და ფერს აღადგენს, ფრჩხილებსა და თმას აჯანსაღებს. ჰემატოგენის მიღება სასურველია ორსულობისა და ლაქტაციის დროს - ეს რკინის ბალანსს უზრუნველყოფს არა მხოლოდ დედის ორგანიზმში, არამედ ამ უსიამოვნებისგან ბავშვსაც იცავს.

საზიანოა თუ არა?

ზემოთ ჰემატოგენის სასარგებლო თვისებებზე ვისაუბრეთ, მაგრამ აქვს თუ არა ამ პროდუქტს „ბნელი მხარე“? უპირველეს ყოვლისა, უნდა გვახსოვდეს, რომ ჰემატოგენი არის ბიოლოგიურად აქტიური დანამატი და არა ნუგბარი. ამიტომ მისი გამოყენება უსასრულოდ არ შეიძლება. უმჯობესია თავდაპირველად ექიმთან კონსულტაცია. მნიშვნელოვანია ასევე

ანოტაციაში მითითებული დოზის დაცვა. ჰემატოგენი ძალიან გემრიელია, მაგრამ საკმაოდ კალორიულია.

100 გ ჰემატოგენი შეიცავს 370-500 კილოკალორიას და ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ რაციონში მისი შეტანის დროს. განსაკუთრებით კალორიულია სხვადასხვა დანამატის შემცველი ჰემატოგენი.

როგორ შევარჩიოთ სწორად ჰემატოგენი

ვინაიდან ჰემატოგენი წამალი არ არის, ის მხოლოდ აფთიაქებში არ იყიდება. მის შესაძენად რეცეპტი საჭირო არ არის. და, როგორც უკვე ითქვა, ყველა მწარმოებელი არ ზრუნავს პროდუქტის სარგებლიანობაზე.

ამ დანამატის მრავალი სახეობა არანაირ სასარგებლო თვისებებს არ შეიცავს - ისინი, პრაქტიკულად, საკონდიტრო ნაწარმს მიეკუთვნებიან. კარგი ჰემატოგენის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი არის ალბუმინის არანაკლებ 3%-ის შემცველობა. ალბუმინის ეს რაოდენობა მოქმედებს რკინის შემცველობაზე და სისხლის შემადგენლობაზე. გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი უცხო კომპონენტი შეიძლება ნეგატიურად აისახოს რკინის შეწოვაზე, თანაც ისინი პროდუქტს კალორიულობას მატებს.

ჯობს ჰემატოგენის არჩევა ასეთი უსარგებლო დანამატების გარეშე და ალბუმინის მაღალი შემცველობით. თუ ყიდულობთ ჰემატოგენს ბიოდანამატის და არა ნუგბარის სახით, აირჩიეთ ფარმაცევტული კომპანიების და არა საკონდიტროების მიერ დამზადებული პროდუქტი. ასეთ ჰემატოგენში არ უმატებენ თხილსა და ცუკატებს, სამაგიეროდ ის გამდიდრებულია ვიტამინებითა და სხვა კომპონენტებით, რომლებიც მის ფასეულობას ზრდის და რკინის უფრო ეფექტურ შეწოვას უწყობს ხელს.

ჰემატოგენის მიღების წესები

„ჰემატოგენის მიღებას სერიოზულად მიუდექით, - გვირჩევს კომპანია „ფარმსტანდარტის“ ექსპერტი. - ეს უბრალოდ ტკბილეული არ არის, არამედ არის ბიოდანამატი რკინის მაღალი შემცველობით, რომელიც რკინადეფიციტური მდგომარეობის პროფილაქტიკისთვისაა შექმნილი. ვიტამინებიც შეიძლება ტკბილი იყოს, მაგრამ არავის მოუვა აზრად, ისინი კანფეტების ნაცვლად მიირთვას. გახსოვდეთ, რომ ჰემატოგენის განუსაზღვრელი რაოდენობით მიღება რისკის შემცველია. სწორედ ამიტომ ვურჩევთ ყველას ექიმებთან კონსულტაციას და სისხლის ანალიზის გაკეთებას ამა თუ იმ პრეპარატის მიღებამდე. ჩვენი პროდუქტი, „ფეროჰემატოგენი“, ალბუმინის გარდა შეიცავს С და В12 ვიტამინებს, ფოლიუმის მჟავას და თითბერს. ფირფიტებს პრინციპულად არ ვუმატებთ არაფერს ზედმეტს. ამიტომ მათი კალორიულობა შედარებით დაბალია - სულ რაღაც 378 კილოკალორია 100გ-ზე.

საუკეთესო ეფექტისთვის 3-დან 11 წლამდე ბავშვებისთვის რეკომენდებულია ყოველდღიურად 30 გ „ფეროჰემატოგენის“, მიღება, მოზარდებისთვის და ზრდასრულებისთვის - 50 გ-ის. ჰემატოგენის მიღების კურსი 1-2 თვეს გრძელდება. ამის შემდეგ საჭიროა შესვენება და სისხლში რკინის შემცველობის შემოწმება.

P. S. „ფარმსტანდარტი“ - რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც წამლებისა და ბიოლოგიური დანამატების წარმოებითაა დაკავებული.

 

ყველა ახალი ამბავი
0