საფულეები

როგორი საფულე უნდა შეარჩიონ ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლებმა

14367
(განახლებულია 13:33 22.04.2019)
თუ გაინტერესებთ, როგორი საფულე უნდა შეარჩიონ ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლებმა, რომ ფული მოიზიდონ, ეს სტატია თქვენთვისაა.

ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ ფული იმ საფულისკენ მიიზიდება მეტად, რომლის ფერი ზოდიაქოს ნიშნის სტიქიასთან ჰარმონიაშია. შერჩეულმა საფულემ პოზიტიური ემოციები უნდა გამოიწვიოს და ამასთან, მუდმივად უნდა იყენებდნენ - ამ შემთხვევაში, ის არასდროს გამოცარიელდება.

ვერძი

მიზანსწრაფული ვერძებისთვის შესაფერისია ოქროსფერი, მწვანე და ყავისფერი ტონების საფულე. ყურადღება უნდა შეარჩიონ სწორკუთხოვანი ფორმის დიდ საფულეზე. არჩეულ საფულეში ასევე კარგი იქნება, თუ თილისმას მოათავსებთ.

კურო

კუროებმა უპირატესობა უნდა მიანიჭონ უბრალო საფულეს, რომელიც თვალში საცემი არ იქნება. ამით ისინი საკუთარი ნიშნის ძლიერ ენერგეტიკას გაწმენდენ. ფულის მოზიდვა შეუძლია ბაც მწვანესა და მუქ ყავისფერ ტონებს. იდეალურია კურო ქალებისა და მამაკაცებისთვის კლატჩები და ქისები.

ტყუპი

სიცოცხლის მოყვარულ ტყუპებს შეეფერებათ იისფერი, ნაცრისფერი, მწვანე და ყვითელი საფულეები. ისინი მათ ტემპერამენტს კარგად შეეწყობა და აუცილებლად მოიზიდავს ფულს. ქალებმა ყურადღება უნდა მიაქციონ სწორხაზოვან და მომრგვალებულ ფორმებს, ხოლო მამაკაცებმა - კვადრატულს.

კირჩხიბი

კირჩხიბები გონივრული და ბრძენი ხალხია, თუმცა, ზედმეტად ემოციური და მგრძნობიარე. მათ საფულე დამამშვიდებელი ელფერის უნდა შეარჩიონ , რადგან მშვიდ მდგომარეობაში მათ ფულთან დაკავშირებული პრობლემების სწრაფად გადაწყვეტა შეუძლიათ. მათთვის სასურველია თეთრი, ვერცხლისფერი, ლურჯი ფერები და ასევე სწორხაზოვანი ფორმის საფულე.

ლომი

ენერგიული ლომებისთვის ფულის მოზიდვა სირთულე არაა, ისინი ხომ ფულის ენერგეტიკას, შეიძლება ითქვას, გრძნობენ. ამაში მათ წითელი, შავი, ყვითელი საფულეები დაეხმარება. არასდროს დაცარიელდება ამ ფერების სწორხაზოვანი და დიდი შიგთავსის მქონე საფულეები.

ქალწული

ქალწულებს ფინანსური ენერგეტიკის მოზიდვაში დაეხმარებათ ცისფერი, იისფერი და მწვანე ელფერის მქონე საფულეები. უბრალო, ლაკონური ფორმის და მკვეთრი აქცენტებით ორნამენტის, ან დეკორატიული სამშვენისის სახით - ეს ყველაფერი ფინანსების შენარჩუნებასა და გაზრდაში დაეხმარება მათ.

სასწორი

ჰარმონიულ სასწორებს წინსვლისთვის მუდამ სტიმული სჭირდებათ. მათ წაადგებათ თეთრი, მწვანე, ბეჟი და ლურჯი ფერის საფულე. სწორხაზოვანი, მრგვალი ან კვადრატული ფორმის მკვეთრი ფერის საფულეები მათ ფულის დაგროვებასა და შემოსავლების ახალი წყაროების მოძიებაში დაეხმარება.

მორიელი

მორიელები ხშირად იმყოფებიან ყურადღების ცენტრში, აქვთ ძლიერი ენერგეტიკა, მაგრამ ხშირად არიან თავშეუკავებელნი. ძლიერი ენერგიის გაწონასწორებაში მათ დაეხმარება ბორდოსფერი, ნაცრისფერი ან ყვითელი ელფერის მქონე საფულე. საფულე უნდა იყოს ტევადი, მაგრამ კომპაქტური, ამიტომ უპირატესობა ენიჭება გადასაკეც საფულეს.

მშვილდოსანი

აქტიური მშვილდოსნები ყურადღებით უნდა იყვნენ ფერების მიმართ, რომლებიც გააწონასწორებენ მათ ბობოქარ ენერგიას და შინაგან ჰარმონიას დაუბრუნებენ. მათი საფულის ფერებია ცისფერი, იისფერი, შავი. ასევე, საფულეში შეუძლიათ მოათავსონ იღბლის თილისმა.

თხის რქა

შრომისმოყვარე თხის რქებს მოუხდება ორიგინალური შავი, მწვანე, ლურჯი საფულე, რომლის შიგნით უნდა ჩადონ მათი ზოდიაქოს ნიშნის შესაფერისი ქვა, რათა მოიზიდონ ფული და უკუაგდონ წარუმატებლობა.

მერწყული

რომანტიკულ მერწყულებს კეთილდღეობის მიღწევაში დაეხმარება ზურმუხტისფერი, თეთრი და ვერცხლისფერი საფულე. ყველაზე იღბლიანია კლასიკური დიზაინი.

თევზები

ბრძენ თევზებს მოუხდება მშვიდი ფერები: ვერცხლისფერი, ცისფერი, ნაცრისფერი, თეთრი. უპირატესობა უნდა მიენიჭოს სწორხაზოვან ან კვადრატულ ფორმას. თანხების მოსაზიდავად საფულეში, სჯობს, თევზის ფიგურა ჩადონ.

 

14367
თემები:
ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის (186)
Ajos morados

ნიორი - უებარი საშუალება სასუნთქი გზების მწვავე ინფექციების და სხვა დაავადებების დროს

881
(განახლებულია 20:12 27.10.2020)
ვარაუდობენ,  რომ მისი სამშობლო შუა აზიაა, საიდანაც შემდეგ მთელს მსოფლიოში გავრცელდა და ბევრი ქვეყნის სამზარეულოს საყვარელი პროდუქტი გახდა.

ისტორიული წყაროები ამბობენ, რომ შუმერები მკვეთრი სუნის გამო ნარგავების პარაზიტებისაგან დასაცავად იყენებდნენ. ეგვიპტის ფარაონების ბრძანებით კი პირამიდების ყველა მშენებლის რაციონში უნდა ყოფილიყო ფიზიკური ძალისა და ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად. ბერძნებს ის ფილტვის დაავადების უებარ წამლად და მამაკაცური უშვილობისას პანაცეად მიაჩნდათ, ხოლო ძველი რომაელები თილისმასავით კისერზე დაკიდებულს დაატარებდნენ დაავადებისაგან დასაცავად.

მოკლედ, ნივრის ამბავს „ავერსის“ პედიატრიული სამსახურის უფროსი, ბლოგერი თამარ ობგაიძე მოგიყვებათ.

- მიკროსკოპის არარსებობისა და მიკრობიოლოგიის არცოდნის მიუხედავად, შუა საუკუნეში ჩემი კოლეგები თვლიდნენ, რომ ნიორს გადამდები დაავადებებისაგან თავდაცვა შეეძლო და ჭირის ეპიდემიების დროს ინფექციის პროფილქტიკისათვის იყენებდნენ.

მარტო სამკურნალო თვისებები კი არა და შუა საუკუნეების ევროპელი ჯადოქრების მაგიურ პროდუქტებს შორის ნიორიც იყო - ავი თვალისაგან დამცავი ამულეტები და  ათასგვარი კეთილი ჯადო-მისნობა მის გარეშე არ კეთდებოდა.

ლუი პასტერი პირველი იყო, რომელმაც უკვე მიკროსკოპის ერაში დაადასტურა, რომ იქ, სადაც ნივრის ნაჭერი იდო, ბაქტერიები არ იზრდებოდნენ.

ჰო, კინაღამ დამავიწყდა, ესპანეთის ქალაქი ლას პედრონერასი ოფიციალურად ითვლება ნივრის მსოფლიო ქალაქად.

ესპანეთის ქალაქი ლას პედრონერასი
ესპანეთის ქალაქი ლას პედრონერასი

ეს პატარა ქალაქი ესპანეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს და სულ რაღაც 7000 ბინადარი ჰყავს. სწორედ აქ მოჰყავთ მსოფლიოში აღიარებული საუკეთესო ხარისხის  იისფერი ნიორი Ajos Morados და ყოველ ზაფხულს ნივრის  საერთაშორისო კონგრესსაც ატარებენ.

​ისტორიაზე ბევრი გიამბეთ, ახლა ვნახოთ, რას შეიცავს ეს ჯადოსნური ბოსტნეული ისეთს, რომ ნივრის ქალაქ ლას პედრონერასში ძეგლიც კი დაუდგეს.

ნივრის შემადგენლობაშია დიდი რაოდენობით კალიუმი, კალციუმი, ფოსფორი, სელენიუმი, მანგანუმი, იოდი, ეთერზეთები. შეიცავს C ვიტამინს და B ვიტამინების სრულ სპექტრს.

მთავარი სამედიცინო ღირსება, რის გამოც ნიორი ოდითგან ითვლებოდა ინფექციებისაგან თავდაცვის საუკეთესო საშულებად, ფიტონციდებია. ეს აქროლადი ნივთიერებების ჯგუფია, რომლებსაც მწერების, პარაზიტების, ვირუსებისა და ბაქტერიების, სოკოების განადგურება შეუძლია.

შემთხვევითი არაა, ძველ ქართულ კარაბადინებში შეგხვდებათ ნივრის შემცველი ჭიის საწინააღმდეგო ხალხური საშუალებების რეცეპტებიც.

ნივრის შემადგენლობაში მეცნიერებმა ნივთიერება ალიინი იპოვეს, რომელიც ნივრის უჯრედების ციტოპლაზმაშია და ნივრის კბილის დაჭრისას, რასაც უჯრედების დაშლა სდევს. თან ალიინი რეაქციაში შედის ფერმენტ ალიცინიაზასთან. შედეგად მიიღება ნივთიერება ალიცინი, რაც ნიორს სპეციფიკურ სუნს ანიჭებს.

ალიცინი არ შეითვისება ორგანიზმის მიერ, ის გამოიყოფა ოფლით, შარდით, სუნთქვის დროს. წარმოადგენს მძლავრ ანტიოქსიდანტს და კიბოს უჯრედების განადგურება შეუძლია. კვლევები ადასტურებს, რომ ადამიანები, რომელებიც ხშრად იყენებენ ნიორს, წლის მანძილზე 3-ჯერ უფრო იშვიათად  ავადობენ სასუნთქი გზების მწვავე ინფექციებით. ნივრის ექსტრაქტი ადგილობრივად გამოყენებისათვის ოდითგან ცნობილია, როგორც თმის ცვენის საწინააღმდეგო საშუალება.

უკანასკნელ წლებში ჩატარებული რამდენიმე კვლევა მის კიდევ ერთ ეფექტს ადასტურებს -აღმოჩნდა, რომ ნიორს არტერიული წნევის რეგულირება, თრომბების წარმოქნის თავიდან აცილება და ლიპიდების დარღვევების მოწესრიგებაც შეუძლია. არც ძველი ბერძნების გამოცდილება  ყოფილა აზრსმოკლებული  -ნიორი ტესტოსტერონის, მამაკაცის ჰორმონის სინთეზზეც მოქმედებს.

ექიმები არ გვირჩევენ ნივრის მიღებას კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებების დროს. უკუნაჩვენებია ასევე პანკრეასისა და თირკმლის პათოლოგიების შემთხვევაშიც. გასათვალისწინებელია, რომ ნიორი ალერგიული პროდუქტია, ამიტომ ალერგიისაკენ მიდრეკილების დროს სიფრთხილე გვმართებს.

- როდიდან შეიძლება პატარას ნიორი გავასინჯოთ?

- 9-10 თვიდან მხოლოდ მოხარშული, სადილების შემადგენლობაში, სამი წლიდან კი უმი სახითაც შეგვიძლია შევთავაზოთ.

და ბოლოს, ხალხურ მედიცინას ბევრი რეცეპტი აქვს ვირუსული ინფექციებისაგან თავდაცვისათვის.

აი, ერთი მათგანი:

500 გრამ თაფლს დაუმატეთ ერთი ლიმონის წვენი და ორი თავი ნივრის წვენი. აურიეთ კარგად. სახალხო მკურნალები ამბობენ, რომ დღეში ერთი სუფრის კოვზი ეს ნარევი  ვირუსულ ინფექციებს აგარიდებთ.

როგორი გემო აქვს, არ ვიცი, მაგრამ ცდა შეიძლება.

თქვენი ექიმი ჯანმრთელობას გისურვებთ!

881
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე
მამაკაცი ნაბახუსევზე

უცებ მოკეთდებით: ნარკოლოგი ნაბახუსევის ლიკვიდაციის სწრაფ გზებს ასახელებს

133
(განახლებულია 19:58 27.10.2020)
ცნობილი ექიმ-ნარკოლოგი ნაბახუსევის სწრაფი ლიკვიდაციის რამდენიმე მეთოდს ასახელებს, რომელთა შორის ერთ-ერთი სწორად შერჩეული საუზმეა.

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. ცნობილი ექიმ-ნარკოლოგი ალექსეი კაზანცევი ასახელებს მეთოდს, როგორ აღვიდგინოთ ნაბახუსევზე ორგანიზმი სწრაფად.

მისი თქმით, პირველ რიგში, სასურველია კონტრასტული შხაპის მიღება — ხუთწამიანი ინტერვალით ცხელი და ცივი წყლის მონაცვლეობით გადავლება. ამის შემდეგ საჭიროა ორგანიზმში წყალ-მარილოვანი, ანუ ელექტროლიტური ბალანსის აღდგენა.

„აუცილებელია მინერალური წყლის მიღება იმისთვის, რომ სისხლის pH-მა ალკალიზაციას მიაღწიოს“, — ამბობს ექიმი.

გარდა ამისა, კაზანცევის თქმით, ნაბახუსევზე ასევე მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული საუზმე. ერთ-ერთი ვარიანტი შეიძლება იყოს ნაკლებად დაბრაწული ომლეტი. ხოლო დღის განმავლობაში კალიუმისა და მაგნიუმის შემცველი ვიტამინებისა და პრეპარატების მიღებაა რეკომენდებული.

ალკოჰოლი და სისხლის ჯგუფები: მეცნიერებმა ყველაზე სუსტები და ყველაზე გამძლეები დაადგინეს>>

„შეგიძლიათ მიიღოთ ქარვისა თუ ლიმონის მჟავაზე დამზადებული პრეპარატები — ეს დააჩქარებს დეტოქსიკაციას“, – განმარტა ნარკოლოგმა.

ზოგადი გუნება-განწყობის გასაუმჯობესებლად კი, ექიმის რჩევით, აუცილებელია სუფთა ჰაერზე გასეირნება და ძლიერი ფიზიკური დატვირთვისგან თავის შეკავება.

 

133
თემები:
სასარგებლო რჩევები
კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V

კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა ჯანმოში გადაკვალიფიცირებას გაივლის

24
კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V" ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში გადაკვალიფიცირებაზე გადაამისამართეს.

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. პირდაპირი ინვესტირების რუსულმა ფონდმა განაცხადები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „სპუტნიკ V"-ის რეგისტრაციისა და გადაკვალიფიცირების დაჩქარებული პროცედურისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში შეიტანა, იუწყება РИА Новости.

როგორც ფონდის განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც ჯანმოს კორონავირუსის საწინააღმდეგო საკუთარი ვაქცინის გადაკვალიფიცირებისთვის მიმართა.

ვაქცინა ეპივაკკორონა
photo : press-service of Russian Federal Service for Surveillance on Consumer Rights Protection and Human Wellbeing (Rospotrebnadzor)

„რუსეთმა პირველმა მსოფლიოში დაარეგისტრირა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „სპუტნიკ V", რომელიც ადამიანის ადენოვირუსული ვექტორების უსაფრთხო, ეფექტურ და კარგად შესწავლილ პლატფორმაზე შეიქმნა... მადლობას ვუხდით ჯანმოს აქტიური თანამშრომლობისთვის და გადაკვალიფიცირების პროცესის ყველა ძირითადი ეტაპის წარმატებული გავლის იმედს ვიტოვებთ“, - განაცხადა ფონდის ხელმძღვანელმა კირილ დმიტრიევმა.

გადაკვალიფიცირების პროგრამა - სამკურნალო საშუალებათა ხარისხის უზრუნველყოფის ერთადერთი გლობალური პროგრამაა. მის კოორდინირებას ახდენს ჯანმო, რომელიც ახორციელებს სამკურნალო პრეპარატების ხარისხის, უსაფრთხოების და ეფექტურობის შეფასებას. თუ სამედიცინო პრეპარატი შეესაბამება ჯანმოს მიერ დადგენილ მოთხოვნებს, ის გადაკვალიფიცირება გავლილ პრეპარატების ჩამონათვალში შეაქვთ.

პანდემიის გათვალისწინებით, რუსული ვაქცინის რეგისტრაციის დაჩქარებული პროცედურა (Emergency Use Listing, EUL) გახდის მას ხელმისაწვდომს მთელი მსოფლიოსთვის გაცილებით უფრო მოკლე ვადებში, ვიდრე ამას ჩვეულებრივი პროცედურები ითვალისწინებს, და ხელს შეუწყობს გლობალურ ძალისხმევას კორონავირუსის ინფექციის პრევენციისათვის, აღნიშნავს სააგენტო.

თუ ვაქცინა წარმატებით გაივლის გადაკვალიფიცირებას, ის შევა სამკურნალო პრეპარატების ჩამონათვალში, რომელსაც საერთაშორისო შემსყიდველი ორგანიზაციები და ქვეყნები სამკურნალო საშუალებების მასობრივი შესყიდვების მართვის პროცესში იყენებენ.

კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი რუსული ვაქცინა გახდა პრეპარატი სახელწოდებით „სპუტნიკ-V“, რომელიც გამალეს ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნულ კვლევით ცენტრში შეიქმნა. სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ რუსეთში დაიწყო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „ეპივაკკორონას“ წარმოება, რომელიც სამეცნიერო ცენტრ „ვექტორში“ შემუშავდა. ასევე გრძელდება მუშაობა ჩუმაკოვის იმუნობიოლოგიური პრეპარატების შექმნისა და კვლევების ცენტრში ცოცხალი ვაქცინის შემუშავებაზე.

24
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში