სანაპირო

როგორი დასვენება უყვართ ზოდიაქოს ნიშნებს

5417
(განახლებულია 12:18 08.04.2019)
როგორ ისვენებენ ზოდიაქოს ნიშნები, როგორი დასვენება უყვართ - მშვიდი თუ აქტიური, რას ანიჭებენ ისინი უპირატესობას - გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს
5417
თემები:
ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის (186)
მაყვალი

მაყვალი და მისი სასარგებლო თვისებები

62
(განახლებულია 16:38 26.07.2021)
ტრადიციულ ხალხურ მედიცინაში მაყვალს იყენებდნენ ნევროზის, ისტერიის, სკლეროზის, ჰიპერტონიის, კუჭის ავადმყოფობისა და შაქრიანი დიაბეტის დროს.

მიუხედავად იმისა, რომ 21–ე საუკუნეში ქიმიურმა სამკურნალო საშუალებებმა ასეთ მასშტაბებსა და წარმატებებს მიაღწია, საზოგადოებაში უფრო და უფრო აქტუალური ხდება ხალხური მეთოდებითა და ბალახეულით მკურნალობა. ალბათ არ არსებობს ამ სამყაროში ისეთი დაავადება, რომლის სამკურნალო საშუალება ბუნებაში არ იყოს.

ქლიავი, მისი თვისებები და რჩევები: როდის შეიძლება მისი მიღება და როდის – არა>>

მაყვალი (Rubus fruticosus) — ვარდისებრთა ოჯახის კენკროვანი მცენარეა. იზრდება ბუჩქებად. აქვს ეკლებით ან ჯაგრებით მოფენილი გრძელი ღეროები. მაყვლის 200-მდე სახეობაა გავრცელებული ევრაზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში 37 სახეობა გვხვდება, მათგან 27 საქართველოს ენდემია.

ნაყოფს იყენებენ ნედლად, აკეთებენ მურაბას, ჯემსა და სხვა ნაწარმს.

სამკურნალოდ გამოიყენება მაყვლის ნაყოფი, ფოთოლი და ბუჩქის ფესვები.

მაყვლის შემადგენლობა

მაყვლის ნაყოფი შეიცავს 3-5% შაქარს (გლუკოზასა და ფრუქტოზას), 1,5%-მდე ორგანულ მჟავებს (ვაშლის, ლიმონის), მთრიმლავ ნივთიერებებს, პექტინს, უჯრედისს, B ჯგუფის ვიტამინებს, კაროტინს, ასკორბინის მჟავას, ასევე ბევრია მასში კალიუმის მარილები, სპილენძი, მანგანუმი. ფოთლები შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ფლავონოიდებს, ვიტამინ C-ს, ორგანულ მჟავებს, უმნიშვნელო რაოდენობით – ეთერზეთს; ფესვები – ეთერზეთს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ფისებს.

ჟოლო და მისი სასარგებლო თვისებები>>

მაყვლის სასარგებლო თვისებები

ტრადიციულ ხალხურ მედიცინაში მაყვალს იყენებდნენ ნერვული სისტემის დარღვევებისას, ნევროზის, ისტერიის, სკლეროზის, ჰიპერტონიის, კუჭის ავადმყოფობისა და შაქრიანი დიაბეტის დროს.

ნედლი ნაყოფისგან დამზადებული ჩაი ხალხურ მედიცინაში მიიჩნევა დამამშვიდებელ საშუალებად კლიმაქსური ნევროზების დროს.

მშრალი კენკრის ნაყოფს იყენებენ მწვავე რესპირატორული დაავადებების სამკურნალოდ, პნევმონიის დროს. არის სიცხის დამწევი, აქტიური შარდმდენი და ოფლმდენი საშუალება. გადამწიფებული ნაყოფი იწვევს სუსტ საფაღარათო მოქმედებას, ხოლო მკვახე – შემკვრელ მოქმედებას.

მაყვლის ფოთლების შემკვრელი თვისების გამო მის ნახარშს (1:10) იყენებენ კუჭიდან სისხლდენის, კუჭის აშლილობის დროს. ასეთი წესით მომზადებულ ნახარშს სვამენ 1-2 სუფრის კოვზს 3-4-ჯერ დღეში.

ფოთლის ნახარში გამოიყენება პირის ღრუს ლორწოვანი გარსისა და ღრძილების ანთების დროს, ფოთლების ნახარშის საფენებს იდებენ კანის სხვადასხვა დაავადების დროს – სირსველით დაზიანებული ადგილების, ეგზემის, ქრონიკული წყლულების, ძველი ჩირქოვანი ჭრილობების სამკურნალოდ.

ჯოჯოხეთივით შავი, სიკვდილივით ძლიერი და სიყვარულივით ტკბილი>>

მაყვლის ფესვების ნახარში კარგი შარდმდენი და ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა.

62
თემები:
სასარგებლო რჩევები
Пандемия коронавируса - вакцинация и термоскрининг

როდის იტყუება თერმომეტრი: ექიმი მცდარი ჩვენების მიზეზებს განმარტავს

71
(განახლებულია 14:05 26.07.2021)
უმაღლესი კატეგორიის თერაპევტი გასწავლით, როგორ უნდა გაიზომოთ სიცხე უკონტაქტო თერმომტრით ისე, რომ რეალური მაჩვენებელი მიიღოთ

თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. ბევრს მიაჩნია, რომ უკონტაქტო (ინფრაწითელი) თერმომეტრები იტყუება და შეცდომით აჩვენებს სხეულის ტემპერატურას, სინამდვილეში კი დამნაშავეა არა თავად თერმომეტრი, არამედ მისი არასწორი გამოყენება, განუცხადა რადიო Sputnik-ს უმაღლესი კატეგორიის ექიმმა-თერაპევტმა ალექსეი ვოდოვოზოვმა.

მისი თქმით, ინფრაწითელ თერმომეტრებს უმეტესობა არასწორად იყენებს, უმიზნებს რა მას შუბლს ან მაჯას. ასეთ შემთხვევაში კი მზომი ხელსაწყო სხვა არაფერია, თუ არა „შემთხვევითი ციფრების გენერატორი“.

„ასე რეალური ტემპერატურის „დაჭერა“ საკმაოდ ძნელია. თერმომეტრის ინსტრუქცია ითვალისწინებს შემდეგს: ჯერ უნდა ჩართოთ ხელსაწყო, დააჭიროთ თითი ღილაკს, შემდეგ შუბლიდან გარკვეულ მანძილზე გაატაროთ და აუშვათ თითი ღილაკს“, — განმარტავს ექიმი.

ვოდოვოზოვის თქმით, სანამ რომელიმე სახის თერმომეტრს გამოიყენებთ, ყურადღებით უნდა წაიკითხოთ ინსტრუქცია, სადაც დეტალურადაა ახსნილი, სხეულის რა ნაწილებზე, რა დაშორებითა და რა დროის განმავლობაში უნდა გაიზომოთ სიცხე.

ამასთან ექიმი გირჩევთ, არ გაიზომოთ ტემპერატურა ქუჩიდან შენობაში შესვლისთანავე. ასეთ დროს თერმომეტრი რეალობისგან მნიშვნელოვნად განსხვავებულ მონაცემს გაჩვენებთ.

71
თემები:
ექიმი გირჩევთ
კვლევები საწურბლიაში

საწურბლიას მღვიმის ნიადაგში ადამიანის, მგლისა და ბიზონის გენი იპოვეს

0
Current Biology-ში გამოქვეყნებული სტატია აღწერს მღვიმის ნიადაგიდან აღებული დნმ-ის დეკოდირების შედეგებს და ძუძუმწოვართა სამი პოპულაციის ისტორიას აღწერს.

თბილისი, 26 ივლისი – Sputnik. საწურბლიას მღვიმის (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი) ნიადაგში აღმოჩენილია ადამიანის, მგლისა და ბიზონის გენი, ნათქვამია საქართველოს ეროვნული მუზეუმის განცხადებაში.

სამეცნიერო ჟურნალში Current Biology გამოქვეყნდა სტატია, რომელიც საქართველოს, ავსტრიის, ბრიტანეთის, დანიის, ირლანდიის, ისრაელის სამეცნიერო ინსტიტუციების მიერ ჩატარებულ ერთობლივ კვლევებს ეყრდნობა. სტატიაში აღწერილია საწურბლიას მღვიმეში 25 ათასი წლის წინანდელი ადამიანისა და ძუძუმწოვრების ბირთვული და მიტოქონდრიალური დნმ-ი.

კვლევა ეყრდნობა 2012-2017 წლებში საქართველოს ეროვნული მუზეუმის მასალის ანალიზების შედეგებს, რომელიც  წყალტუბოს ქვის ხანის შემსწავლელი საერთაშორისო ექსპედიციის მიერ არის მოპოვებული. მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა გამოიყენა ინოვაციური მეთოდი და შეძლო სეკვენირების შედეგად გამოეყო გარემოს დნმ-ით მდიდარი მასალა.

Current Biology-ში გამოქვეყნებული სტატია აღწერს მღვიმის ნიადაგიდან აღებული დნმ-ის დეკოდირების შედეგებს და ძუძუმწოვართა სამი პოპულაციის ისტორიას.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ ახალმა მეთოდმა დაამტკიცა, რომ ძვლოვანი მასალის არ არსებობის შემთხვევაშიც კი შესაძლებელია გარემოს გენომის მიღება. ანალიზით დამტკიცდა, რომ SAT29 ნიმუში წარმოადგენს ადამიანის იმ გამქრალ გენს, რომელმაც დიდი როლი შეასრულა დღევანდელი დასავლეთ ევროპის მოსახლეობის გენეტიკაში.

შედეგების გადასამოწმებლად მეცნიერებმა აღნიშნული მასალა შეადარეს ძუძუანას მღვიმეში აღმოჩენილი ადამიანის ძვლოვან მასალას და დაასკვნეს, რომ ამ ორ ინდივიდს ერთნაირი გენეტიკური მახასიათებელი აქვს. აღნიშნული კვლევით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ევრაზიის კონტინენტზე, უკანასკნელი გამყინვარების შემდგომ პერიოდში, ძირითადი მოსახლეობა სამხრეთ კავკასიის გენის მატარებელია.

კვლევამ გამოავლინა გადაშენებული კავკასიური მგლის და ძაღლის მემკვიდრეობითი ხაზი, ასევე ევროპული ბიზონის გენი, რომლის მემკვიდრეა თანამედროვე სახეობა. მიღებული შედეგები ახალ მონაცემებს იძლევა გვიან პლეისტოცენის (ზედაპალეოლითური) ძუძუმწოვართა სამი სახეობის გენეტიკის ისტორიაში და აღწერს ნიადაგში დნმ-ის სეკვენირების shotgun მეთოდის გამოყენების შედეგებს, რომელიც იძლევა ჩვენი წინაპრის შესახებ უფრო ფართო ინფორმაციას და მის ფილოგენეტიკური კავშირების დადგენის შესაძლებლობას.

აღინიშნა, რომ სამხრეთ კავკასიამ, რომელიც კაცობრიობის კულტურათა გზაჯვარედინადაა მიჩნეული, კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი გეოგრაფიული, კულტურული და ისტორიული გავლენა ძველი მსოფლიოს ისტორიაში.

 

0