თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. ქოლესტერინის მაღალი დონე ხშირად არ იწვევს რაიმე სიმპტომებს, თუმცა იშვიათ შემთხვევებში ამაზე ფრჩხილების მდგომარეობა მეტყველებს, წერს გამოცემა Express-ი ამერიკის დერმატოლოგიური ასოციაციის მონაცემებზე დაყრდნობით.
როდესაც ფრჩხილებქვეშ ხიჭვების მსგავსი მუქი ზოლები (სისხლჩაქცევები) ჩნდება, ეს შეიძლება ქოლესტერინის მაღალი დონის მაჩვენებელი იყოს, რაც, თავის მხრივ, მიანიშნებს ადამიანის გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებისადმი მიდრეკილებაზე.
ქოლესტერინი — ეს არის მთავარი სტეროიდი ორგანიზმში. ის მონაწილეობს ჰორმონების წარმოებაში, საჭმლის მონელებაში, უჯრედის მემბრანის შენებაში. ქოლესტერინის ძირითადი ნაწილი ორგანიზმში (ღვიძლში, წვრილ ნაწლავში, თირკმელზედა ჯირკვლებში) წარმოიქმნება და მხოლოდ მეოთხედი ხვდება საკვების მეშვეობით.
ქოლესტერინის მაღალი დონე იწვევს სისხლძარღვების დახშობასა და ფოლაქების გაჩენას. შედეგად, შესაძლებელია თრომბის წარმოქმნა, რაც სავალალო შედეგებსა და სიკვდილსაც კი იწვევს.
თითების მდგომარეობით ფილტვის კიბოს ნაადრევად დადგენა შეიძლება: ბრიტანული კვლევა>>
სისხლში ქოლესტერინის ნორმალიზებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა მცენარეების — ცაცხვის ყვავილების, ბაბუაწვერას ფესვების, სელის თესლის ნაყენები. ასევე რეკომენდებულია ნედლი ბოსტნეული და ხილი, ნიორი, დარიჩინი და კურკუმა.
მთავარია შეიზღუდოს ცხოველური ცხიმები, ტკბილეული, ცომეული.
ქოლესტერინის დონის შემამცირებელ ფაქტორებს ასევე მიეკუთვნება სპორტი და, ზოგადად, რეგულარული ფიზიკური დატვირთვა, თამბაქოსა და ალკოჰოლზე უარის თქმა.
თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. ადამიანის ორგანიზმში რკინის დაბალი შემცველობის მიზეზები შეიძლება სხვადასხვა დაავადებები იყოს, აცხადებს ექიმი-ჰემატოლოგი სერგეი ზახაროვი.
რკინა არის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი ადამიანის ორგანიზმში. ის ასობით ცილოვანი მოლეკულისა და ფერმენტის აუცილებელი კომპონენტია. რკინის დეფიციტის ძირითადი გამოვლინება — ეს რკინადეფიციტური ანემიაა.
როგორც ექიმმა აღნიშნა, ჯანმრთელობის მსგავის პრობლემა შეიძლება წარმოიშვას სისხლის სისტემატიური დაკარგვის გამო.
„სისხლი იკარგება, თუ ადამიანს, მაგალითად, აქვს ეროზია კუჭში. მაშინაც კი, თუ ადამიანი ამ ეროზიით დღეში ერთ წვეთ სისხლს კარგავს, ეს დროთა განმავლობაში რკინის დეფიციტს გამოიწვევს“, — ამბობს ექიმი.
ზახაროვის თქმით, რკინადეფიციტი შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკულმა ჰემოროიმ და დაბალი მჟავიანობის გასტრიტმა, ვინაიდან ამ დროს ორგანიზმში რკინის შეწოვა არ მოხდება.
გარდა ამისა, რკინის უკმარისობის მიზეზი შეიძლება გახდეს გრძელვადიანი დიეტა და ვეგეტარიანლობა, ასევე ონკოლოგიური დაავადებები.
„ალბერ კამიუსთან ისე არის, რომ შენ უნდა გაანთავისუფლო სამყარო დაუშვებელი იერარქიზაციისგან. თითოეული მოვლენა უნდა დააფასო მისივე თავისუფლებაში. დაე, გამრავლდეს სამყარო. ნიცშე ამბობს, რომ მე ვარ დიდი განმათავისუფლებელი და სამყაროს ყველა ნივთს ვათავისუფლებო. ამით კი მათ თავისთავად ღირებულებასა და მნიშვნელობას ვანიჭებო“. -აცხადებს ლევან გიგინეიშვილი.ლევან გიგინეიშვილი: თითოეული მოვლენა უნდა დავაფასოთ-ასეთი მიდგომით სამყაროს ვასუნთქებთ
ფილოსოფოს ლევან გიგინეიშვილის აზრით: „ნივთებზე, რომლებიც შებოჭილი იყვნენ იდეებით და რაღაც გამაერთიანებელი წნეხით, ნიცშე აცხადებს, რომ მათ ეს წნეხი მოვუხსენიო. მისი აზრით, ცხოვრებას მაქსიმალურად უნდა მივცეთ ნაირფეროვნება და ფერადოვნება.“