როგორ ვუმკურნალოთ სეზონურ ალერგიას

CC0 / Pixabay / ყვავილის მტვერი
ყვავილის მტვერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკის „მარტივია, როცა იცი როგორ“ დღევანდელ პუბლიკაციაში გთავაზობთ რჩევებს, როგორ როგორ მოვემზადოთ სეზონური ალერგიისთვის

გაზაფხული ბედნიერების, სიხარულისა და... ალერგიის მომტანია.

თუ გაზაფხულზე გეწყებათ სურდო, გაძნელებული სუნთქვა, ცრემლდენა, ცხვირის, თვალების, სასის ქავილი, ცემინება, ცხვირის დაცობა, ცხვირში ზეწოლის შეგრძნება, ყურების დახშობა, თვალების ქვემოთ მუქი რკალები, კანზე გამონაყარი, მაშინ პოეზიის კითხვას თავი დაანებეთ და…

ალერგია არის ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობა ამა თუ იმ ორგანული თუ არაორგანული ნივთიერების მიმართ. ალერგია შეიძლება გამოიწვიოს ადრე გაზაფხულზე ხე-მცენარეების ყვავილობამ, შემდეგ მარცვლოვანი კულტურებმა და ბოლოს სარეველა ბალახებმა.

ყველაზე რეალური საშუალება იმის დადგენისა, თუ რაზე გვაქვს ალერგია, წარმოადგენს სისხლის ლაბორატორიული გამოკვლევა. ეს მეთოდი საშუალებას იძლევა, ზუსტად განისაზღვროს რომელ საკვებზე, მცენარესა თუ ცხოველზე აქვს ადამიანს ალერგიული რეაქცია.

კარდიოგრამა და ფონენდოსკოპი - Sputnik საქართველო
ინტეგრაციული მედიცინა — მომავლის მედიცინა

გაზაფხულზე ჭადარიც ლამაზია... მაგრამ მის ბუსუსებს გავურბით. ჭადრის ხის ბუსუსები ზოგადად მცენარეული მტვერი შედგება უმცირესი ზომის მარცვლებისგან, რომლებიც შეიცავს დიდი რაოდენობით ალერგენულ ცილებს, რომლებსაც ალერგიის გამოწვევა შეუძლიათ. ისინი უფრო მექანიკურად აღიზიანებენ სასუნთქ გზებს და იწვევენ ცემინებისა და ხველის განვითარებას.

მცენარეული ალერგიის მქონე პაციენტებს აღენიშნებათ ალერგიული რეაქცია ახალი ხილისა და ბოსტნეულის მიღებისას. ეს ხდება მცენარეების, ხილისა და ბოსტნეულის ერთმანეთთან ჯვარედინი კავშირის გამო, რადგან ისინი შეიცავენ ერთნაირ ნივთიერებებს ანუ ცილებს. მაგალითად, თუ ადამიანი არის ალერგიული არყის ხის მიმართ, შესაძლებელია, მას, ასევე, აღენიშნოს ალერგიული რეაქცია ვაშლის, ატამის, გარგარის, სტაფილოს, ნიახურისა და თხილის მიღების დროს, ბალახების მიმართ ალერგიის შემთხვევაში - პომიდორის და მარცვლეულის მიღების დროს, ხოლო სარეველა მცენარეების შემთხვევაში - ნესვის, საზამთროსა და კივის მიღების დროს.

მცენარეული მტვრის კონცენტრაცია განსაკუთრებით მაღალია 06:00 – 10:00 საათამდე, ამიტომ სასურველია, მოვერიდოთ გარეთ ფიზიკურ აქტივობას. ჭკვიანი ხალხი გვეუბნება, რომ ამ დროს არ არის რეკომენდირებული ვარჯიში. ვარჯიშის დროს ორგანიზმი შეისუნთქავს მეტ ჰაერს და შესაბამისად მეტი ალერგენი მოხვდება სასუნთქ სისტემაში. სასურველია, ვიყოთ შენობაში განსაკუთრებით ქარიან ამინდში, მანქანით მგზავრობისას ავწიოთ ფანჯრები, სახლში დაბრუნების შემდეგ დავიბანოთ სახე და ხელები, რომ ჩამოვირეცხოთ დალექილი მცენარეული მტვერი.

ყვავილების კლუმბა - Sputnik საქართველო
საქართველოში აეროალერგენების დათვლისა და პროგნოზირების სამსახური ამუშავდა

უსიამოვნო სიმპტომებთან ერთად ალერგიას ძალზე სერიოზული დაავადებების პროვოცირება შეუძლია, ამიტომ მისი უყურადღებოდ დატოვება დაუშვებელია. თუ მშობელმა დროულად ვერ შენიშნა შვილის ალერგიულობა, შესაძლოა, ბავშვს ასთმა განუვითარდეს. პროფილაქტიკისა და შემდგომი მკურნალობისთვის კი მიზეზი უნდა დადგინდეს. ალერგიის საწინააღმდეგო ხალხური საშუალებები მისი გამოვლინებების თავიდან აცილების საუკეთესო გზაა. სამედიცინო პრეპარატებით ეფექტიანად მკურნალობენ ამ პათოლოგიას, მაგრამ არცთუ იშვიათად ამ პრეპარატებს გვერდითი მოვლენები ახლავს, რომლებმაც შესაძლებელია ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზული პრობლემები შეუქმნას. ხალხური მედიცინა კი მხოლოდ ნატურალურ კომპონენტებს იყენებს.

ალერგიის წინააღმდეგ ეფექტიანია ასკილის ნახარში. ნახარში არა მხოლოდ ალერგიის სიმპტომებს მოხსნის, არამედ იმუნურ სისტემასაც გააძლიერებს. ნახარშის მოსამზადებლად გამოიყენება როგორც ასკილის ნაყოფი, ისე მცენარის სხვა ნაწილები.

სალბი და შავი ჩაი შესანიშნავი პროფილაქტიკური საშუალებაა ალერგიული რეაქციებისგან თავდასაცავად. სალბის ნახარში გამოიყენება ცხვირის და ყელის გამოსარეცხად ქუჩაში გამოსვლის წინ, ხოლო შავი ჩაის ნაყენი – თვალების გასაწმენდად.

პიგმენტური ლაქები ხელზე - Sputnik საქართველო
როგორ მოვიშოროთ პიგმენტური ლაქები კანიდან – მარტივი, ეფექტური და ბუნებრივი მეთოდი

ეფექტურია ნიახურის ნედლი ფესვებისგან გამოწურული წვენი. ნიახურის ფესვების წვენი უნდა მიიღოთ ორი ჩაის კოვზი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, სამჯერ დღეში.

ანტიალერგიული მოქმედება აქვს ხახვს. დაჭერით ოთხი თავი ხახვი, დაასხით ერთი ლიტრი ცივი წყალი და მთელი ღამე დატოვეთ. მიღებული ნაყენი მთელი დღის განმავლობაში სვით.

სანამ ხალხური საშუალებებით ალერგიის მკურნალობას დაიწყებთ, აუცილებელია ალერგიის მიზეზის დასადგენად ექიმს მიმართოთ. თვითმკურნალობამ შეიძლება უარესი შედეგი მოგვცეს, თუ საშუალება არასწორად იქნება შერჩეული. ალერგიის ზოგიერთ სიმპტომთან გამკლავება მხოლოდ მედიკამენტებით არის შესაძლებელი.

ორსული ქალი - Sputnik საქართველო
ბავშვებში ალერგიისა და ეგზემის რისკის შემცირების გზა – მეცნიერების რჩევა ორსულებს

მცენარეული მტვრის ალერგიის განკურნება შესაძლებელია ალერგიული ვაქცინაციით, რომლის დროსაც ადამიანის ორგანიზმში აცრის სახით შედის მის ალერგიაში დამნაშავე მცენარის ალერგენი. შედეგად ხდება ორგანიზმის შეგუება ალერგიის გამომწვევ მიზეზთან.

ვისაც აწუხებს ალერგია, პირველივე გამოვლინებისთანავე დროულად უნდა მიმართოს ექიმს. გაიგეთ რაზე გაქვთ ალერგია. ამის ცოდნა მნიშვნელოვნად შეგიმსუბუქებთ ალერგიასთან ბრძოლას და სრულფასოვანი ცხოვრების საშუალებას მოგცემთ.

 

ყველა ახალი ამბავი
0