ვარსკვლავიანი ცა

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: 2 მარტი

1579
(განახლებულია 11:35 01.03.2019)
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები
1579
თემები:
ასტროლოგიური პროგნოზი: ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - 2018 (652)
წარბები

თუ წარბები გითხელდებათ, შეიმოწმეთ ფარისებრი ჯირკვალი: ექიმი გირჩევთ

117
(განახლებულია 19:14 14.04.2021)
ამერიკელი დერმატოლოგი ჩამოთვლის იმ სერიოზულ დაავადებებს, რომლებზეც წარბების ცვენა-შეთხელება შეიძლება მიანიშნებდეს.

თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. თუ შენიშნავთ, რომ წარბები გითხელდებათ, შესაძლოა დადგა დრო, რომ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონე შეიმოწმოთ, აცხადებს აშშ-ის დერმატოლოგიის აკადემიის წევრი სეჯალ შაჰი.

მისი თქმით, ფარისებრი ჯირკვლის დისბალანსი, სხვა პრობლემების გარდა, წარბების ცვენასაც იწვევს და ეს ამ პრობლემის გავრცელებული სიმპტომია.

გარდა ამისა, წარბების გათხელება ასევე შეიძლება იყოს ატოპიური დერმატიტის, ეგზემის ან მკვებავი ნივთიერებების (კერძოდ, რკინის) დეფიციტისა თუ ანემიის შედეგი.

ამასთან სპეციალისტი ზოგ შემთხვევაში გვირჩევს, წარბების ამოქნას მოვეშვათ და ბუნებრივი ზრდის საშუალება მივცეთ. საქმე ისაა, რომ ამ პროცედურამ თმის ფოლიკულებს შეიძლება გამოუსწორებელი ტრავმა მიაყენოს და საბოლოოდ დააზიანოს კიდეც.

როგორც დერმატოლოგი ამბობს, ჯობს წარბები იშვითად გამოიქნათ, განსაკუთრებით, უშუალოდ წარბის ძვლოვანი ქედის ზედა ნაწილში, და მხოლოდ მისი ქვედა ნაწილის მოწესრიგებით შემოიფარგლოთ. კიდევ უკეთესი იქნება, თუ საერთოდ უარს იტყვით ამაზე.

117
თემები:
ექიმი გირჩევთ
ახალშობილი დედასთან

ჩვილის სწრაფად დაძინების უებარი მეთოდი: იმიტაციის ეფექტი

175
(განახლებულია 17:28 13.04.2021)
იმისათვის, რომ ჩვილმა სწრაფად და უპრობლემოდ დაიძინოს, არც თავად გაღიზიანდეს და არც მშობლები გადაღალოს, ერთ უებარ მეთოდს გთავაზობთ

ახალგაზრდა მშობლებს ხშირად ძალიან უჭირთ ბავშვის დაწყნარება და დაძინება.

მათ დასახმარებლად პედიატრის რჩევას შემოგთავაზებთ, რომელიც მეტად საჭირო და ეფექტურ გამოცდილებას უზიარებს მშობლებს.

თუმცა მანამდე იმ სავარაუდო მიზეზებს გაგაცნობთ, როს გამოც შესაძლოა არ იძინებდეს ბავშვი.

ესენია:

  • ძილთან დაკავშირებული მკაფიოდ განსაზღვრული რიტუალების არარსებობა;
  • ძილის წინ აქტივობა და ბავშვის ახალი შთაბეჭდილებებით დატვირთვა;
  • ჯანმრთელობის პრობლემები;
  • ყურადღებისა და მზრუნველობის უკმარისობა;
  • ძილისთვის შეუსაბამო ვითარება.

პედიატრის მეთოდი ორი ბოლო პუნქტის სწრაფად განეიტრალება-აღმოფხვრაში დაგეხმარებათ. სცადეთ და დარწმუნდებით.

​ამისათვის აიღეთ პირსახოცი, ზომით 120X60 სმ და დაახვიეთ რულონივით;

შემდეგ დააწვინეთ ბავშვი მარჯვენა მხარეზე და შემოახვიეთ რულონი ისე, რომ პირსახოცი ბავშვის ფეხებშუა გატარდეს და ორივე ბოლო კისრისა და თავქვეშ მოექცეს (როგორც ეს ფოტოზეა ნაჩვენები);

ამის მერე უსვით ხელი ბავშვს ზურგზე, რათა თქვენი შეხება იგრძნოს... და ორიოდე წუთში პატარა ფშვინვას ამოუშვებს.

საქმე ისაა, რომ პირსახოცის „ბუდე“ დედის მკერდში ჩახუტების იმიტაციას ქმნის, სადაც პატარა თავს კომფორტულად და უსაფრთხოდ გრძნობს.

შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ამგვარ „მოწყობილობაში“ ბავშვი სწრაფად იძინებს. 

175
თემები:
ექიმი გირჩევთ
ნინი ქარსელაძე

რა აჩუქა ნინი ქარსელაძეს დაბადების დღეზე მილიონერმა მეუღლემ - მომღერალი ფოტოს აქვეყნებს

0
(განახლებულია 10:33 16.04.2021)
ნინი ქარსელაძე გათხოვებას მალავდა, თუმცა რამდენიმე კვირის წინ, მას შემდეგ, რაც ქართულ მედიაში ნინის და მისი შეყვარებულის ფოტოები გავრცელდა, ხათუნა ჟორდანიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი შვილი დიდი ხანია გათხოვდა

მომღერალ ნინი ქარსელაძეს რამდენიმე დღის წინ დაბადების დღე ჰქონდა. იუბილარი 30 წლის გახდა და უამრავი საჩუქარიც მიიღო. მომღერალმა საჩუქრების ნაწილი „ინსტაგრამის“ გამომწერებს გაუზიარა. თუმცა, ყველაზე საინტერესო მეუღლის, ბიზნესმენ თაზო ჯახუტაშვილის საჩუქარი იყო.

ნინიმ ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ხელზე ულამაზესი ბეჭედი უკეთია. ნინის კომენტარებში უწერენ, რომ წყვილი ერთმანეთს ძალიან უხდება და ბედნიერებას უსურვებენ. ცნობისთვის, მომღერალმა საზოგადოებისგან მალულად იქორწინ. ნინის რჩეული თაზო ჯახუტაშვილი მასზე 8 წლით უფროსია.

შვილის გათხოვებას სოციალურ ქსელში ხათუნა ჟორდანიაც გამოეხმაურა და აღნიშნა,
რომ ნინი დიდი ხანია გათხოვილია და სადამდეც შეძლეს, ეს სიახლე საიდუმლოდ შეინახეს.

როგორც ცნობილია, ნინის მეუღლე 38 წლის ბიზნესმენი თაზო ჯახუტაშვილი წლების წინ ქორწინებაშიც იმყოფებოდა და პირველი მეუღლისგან ორი შვილიც ჰყავს.

0
თემები:
ქართველი სელებრითები