ნიახური

ნიახურის სუპი ჯადოსნური დიეტა წონის დასაკლებად

4386
(განახლებულია 13:28 28.02.2019)
ნიახურის სუპი დიეტურია, წვავს ცხიმებს, მას ადვილად ითვისებს ორგანიზმი და ძალზე სასარგებლოა
4386
თემები:
სასარგებლო რჩევები (331)
ქალი და მამაკაცი

ცალკე კაცებისთვის და ცალკე - ქალებისთვის: რა არის საჭირო უკეთესი სექსისთვის

25
(განახლებულია 13:03 29.10.2020)
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მეცნიერებმა კვლევებით დაადგინეს, რა უწყობს სექსუალური ლტოლვის ზრდას მამაკაცებში, და რა - ქალებში

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. მამაკაცები, რომლებიც ორგანულ საკვებს ანიჭებენ უპირატესობას, ნაკლებად უჩივიან ერექციულ დისფუნქციას, ქალების სექსუალობაზე კი ხმელთაშუა ზღვის დიეტა მოქმედებს დადებითად, აცხადებენ ამერიკელი მკვლევარები, რომელთა ნაშრომიც სამეცნიერო ჟურნალ Science Direct-შია გამოქვეყნებული.  

ვნახოთ, რომელი პროდუქტები უწყობს ხელს სქესობრივი ლტოლვის ზრდას  და ჯანმრთელ ოჯახურ ცხოვრებას.

კვება მამაკაცებისთვის

40 წელს გადაცილებილი მამაკაცების 30-52% უჩივის სხვადასხვა სახის სექსუალურ დარღვევებს, რომლებიც ყველაზე ხშირად არასრულფასოვან ერექციას უკავშირდება.

ამ დარღვევების აღმოსაფხვრელად მკურნალობის უამრავი საშუალება არსებობს, მათ შორის, ქირურგიული ჩარევაც. თუმცა კალიფორნიის უნივერსიტეტის უროლოგიის განყოფილების მკვლევარები, პროფესორ ფაიზალ იაფის ხელმძღვანელობით, პრობლემას სხვა კუთხით მიუდგნენ და შეამოწმეს, როგორ მოქმედებს ამ ყველაფერზე კვება. ამისათვის მკვლევარებმა დეტალურად შეისწავლეს ყველა იმ მამაკაცის ცხვორებისა და კვების წესი, რომლებმაც მათ ერთი წლის განმავლობაში მიმართეს სქესობრივი დარღვევების ჩივილებით.

აღმოჩნდა, რომ გამოკითხული 271 ადამიანიდან 65 პროცენტი „ჩვეულებრივად“ იკვებებოდა, ხოლო დანარჩენი კი დიეტას იცავდა —  ისინი მიირთმევდნენ ორგანულ და გადაუმუშავებელ საკვებს, ერიდებოდნენ კონსერვებსა და ნახევარფაბრიკატებს. ამასთან 28% მიმართავდა პერიოდულ შიმშილობასაც. როგორც გაირკვა, ჯანსაღი დიეტის მომხრეები ნაკლებად უჩიოდნენ ერექციასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ორგანული დიეტა აუმჯობესებს თვითშეგრძნებას და უზრუნველყოფს ენერგიის ნაკადს, რაც, თავის მხრივ, ზრდის ლიბიდოს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ასეთი საკვები ნაკლებად შეიცავს ქიმიკატებს, რომლებიც ნერვულ სისტემას თრგუნავს, სამაგიეროდ შეიცავს მეტი რაოდენობით ვიტამინებსა და ანტიოქსიდანტებს, აქვთ მაღალი კვებითი ღირებულება. ამასთან არსებობს მტკიცებულებები, რომ პერიოდული (წყვეტილი) შიმშილობა ზრდის მამაკაცური ჰორმონის, ტესტოსტერონის დონეს.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ კვლევაში  მცირე რაოდენობის ადამიანი იღებდა მონაწილეობას და ამიტომ ფრთხილ დასკვნებს აკეთებენ: იმის მტკიცება, რომ სექსუალურ მაჩვენებლებზე მხოლოდ დიეტა ახდენს გავლენას, დანამდვილებით არ შეიძლება.  ამასთან ექსპერიმენტის შედეგები არ შეიძლება გავრცელდეს მათზე, ვინც იცავს სხვა სახის დიეტებს: კეტოდიეტას, მთელმარცვლიანს, პალეო–,   ვეგეტარიანულ თუ ვეგანურ დიეტებს. სწავლულების თქმით, ამ შემთხვევებში  ცალკე კვლევაა საჭირო.

დიეტა ქალებისთვის

ზემოთ ნახსენები კვლევიდან ერთი წლის შემდეგ მკვლევართა იგივე გუნდმა გამოაქვეყნა მონაცემები ქალის სექსუალობასა და კვებას შორის კავშირის შესახებ. სტატისტიკის თანახმად, სქესობრივი ფუნქციის პრობლემები ქალების 43 პროცენტს აქვს, თუმცა ეს რიცხვი რეალურად შეიძლება გაცილებით მეტი იყოს. საქმე ისაა, რომ ასეთი ჩივილებით იშვიათად მიმართავენ ექიმებს.

მეცნიერებმა შენიშნეს, რომ მეტაბოლური სინდრომი, ჭარბი წონა და გულსისხლძარღვთა დაავადებები ხშირად იწვევს ქალებში სექსუალურ დისფუნქციას. დიეტა ასეთი მდგომარეობების თერაპიის ნაწილია. ჩვეულებრივი რაციონი აშკარად არაჯანსაღია, ვინაიდან მოიცავს ბევრ შემწვარს, ცუდი ცხიმებსა და ინდუსტრიულად გადამუშავებულ პროდუქტებს.

სულ სხვაა ხმელთაშუა ზღვის დიეტა, რომელიც მდიდარია ბოსტნეულით, თევზით, მთელმარცვლეულით. არსებობს მონაცემები, რომ ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების მქონე ქალებში ამ ტიპის დიეტა აუმჯობესებს სქესობრივ ცხოვრებას.

პროდუქტები უკეთესი სექსისთვის

ირანელ, კანადელ და ალბანელ მამაკაცებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ თუ ყოველდღიური მენიუს მეათედი ხილისა და ბოსტნეულისგან შედგება, სქესობრივი დისფუნქციის რისკი ნაკლებია. კაკალი და ბოჭკოებით მდიდარი საკვებიც ასევე ეფექტურია.

ტროპიკული ამაზონის ტომების მამაკაცები იშვიათად განიცდიან ერექციულ დისფუნქციასა და ეაკულაციას. მათი რაციონი შედგება მდინარის თევზის, ბრაზილიურ კაკლისა, ხილისა და ბოსტნეულისგან.

სექსუალურ ლტოლვას აძლიერებს ისეთი საკვები, როგორებიცაა: კაკალი, გოგრის თესლი, ქუნჯუთი და ასევე მდელოს ბალახით ნაკვები საქონლის  წითელი ხორცი.

ჩინელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ფოლიუმის მჟავას დეფიციტი იწვევს ნაადრევ ეაკულაციას მამაკაცებში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რაციონში უნდა შედიოდეს ამ ვიტამინით მდიდარი პარკოსნები და ღვიძლი.

ერთ-ერთი ჰიპოთეზის თანახმად, ამ დაავადებას  ეხმარება ბარდა და სიმინდი, რომლებიც ამინომჟავა ტრიპტოფანს შეიცავს. სწორედ ეს ნივთიერება აღადგენს სეროტონინის დონეს — ჰორმონისა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს სექსუალური დაკმაყოფილების პროცესში.

ჯერჯერობით მექანიზმი შესწავლილი არ არის, მაგრამ სპეციალისტების თქმით, მამაკაცის სექსუალურ ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს კოფეინიც, რომელიც ასევე ზრდის ტესტოსტერონის დონეს. იგივე ეფექტი აქვს ბროწეულსა და კოჭას.

რაც შეეხება პეირონის დაავადებას (სასქესო ასოს გამრუდება), მისი პროფილაქტიკისთვის კარგია E ვიტამინი და ანტიოქსიდანტები, რომლებიც ციტრუსებში, შავ და ლურჯ მოცვში გვხვდება.

მეცნიერების თქმით (2008 წლის კვლევა), საზამთროში აღმოჩენილია ამინომჟავა ციტრულინი, რომელიც იწვევს სისხლძარღვების გაფართოებას და, ფაქტობრივად, ვიაგრას მსგავსად მოქმედებს. მიუხედავად იმისა, რომ ამის მტკიცებულებები მწირად მოიპოვება, 2018 წელს იაპონელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ L- ციტრულინითა და რესვერატროლით კომბინირებული მკურნალობა აუმჯობესებს სქესობრივ ფუნქციას. ამ ნივთიერებებით მდიდარია ყურძენი, თხილი და კაკაო.

25
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება
ევრო

შეუძლია თუ არა სესხის ამომღებ კომპანიას სესხი მოითხოვოს, თუ მოვალე გარდაიცვალა

64
(განახლებულია 11:43 29.10.2020)
ბევრს აინტერესებს, აქვს თუ არა სესხის ამომღებ კომპანიას  სესხის მოთხოვნის უფლება, თუ მისი ამღები პირი გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობა უფლებას აძლევს სესხის ამომღებ კომპანიას, მოვალის გარდაცვალების შემთხვევაში,  მოითხოვოს  სესხი. ჩვენ კი დღევანდელ სტატიაში შევეცდებით დაწვრილებით აგიხსნათ, რომელი საკანონმდებლო ნორმებით და როგორ რეგულირდება აღნიშნული საკითხი.

პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, მემკვიდრე მემკვიდრებლისგან სამკვიდრო ქონების მიღებით სხვადასხვა ვალდებულებას იძენს. კერძოდ, ისინი  ქონების მიღებით იძენენ, როგორც აქტივებს (მოძრავი ან უძრავი ქონება), ისე პასივებს (ვალები).

ასე რომ, თუ მემკვიდრე ხართ, თქვენ ვალდებული ხართ, მთლიანად დააკმაყოფილოთ მამკვიდრებლის კრედიტორთა მოთხოვნები. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ მოთხოვნების დაკმაყოფილება  მხოლოდ სამკვიდროს სახით მიღებული აქტივის ფარგლებში დაგეკისრებათ.

გაითვალისწინეთ ისიც, რომ თუ გაქვთ გარდაცვლილის ვალების შესახებ ინფორმაცია, კანონი სწორედ თქვენ, მემკვიდრეს გავალდებულებთ, კრედიტორებს სამკვიდროს გახსნის შესახებ შეატყობინოთ. თავის მხრივ, კრედიტორებმა მემკვიდრეებს მოთხოვნა უნდა წარუდგინონ ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ.

კანონის მიხედვით, მოთხოვნების დაკმაყოფილებისას მამკვიდრებლის კრედიტორებს უპირატესობა აქვთ მემკვიდრის კრედიტორებთან.

 იმ შემთხვევაში კი, თუ ქონება უმკვიდროა და ის სახელმწიფოზე გადავიდა, სახელმწიფო პასუხს აგებს უმკვიდრო ქონების შესაბამისი ნაწილით მამკვიდრებლის ვალებზე ისე, როგორც მემკვიდრე.

პრაქტიკაში კი ხშირადაა ისეთი შემთხვევები, როდესაც კრედიტორმა არც იცის, რომ მას შეუძლია, გარდაცვლილი მოვალის დავალიანების დაფარვა მოსთხოვოს მემკვიდრეს. ასევე, ხშირად მემკვიდრეები არ იღებენ სამკვიდროს სწორედ იმ ვალების თავიდან არიდების მიზნით, რის შესახებ მოთხოვნასაც მათ მიმართ კრედიტორები წამოაყენებენ.

მუდამ გახსოვდეთ, რომ საკუთარი უფლებების დაცვის საუკეთესო საშუალება მხოლოდ და მხოლოდ ინფორმირებულობაა. სამართლებრივი საკითხების ცოდნა კი გარანტიაა იმისა, რომ თავი მუდამ დაცულად იგრძნოთ.

 

64
ლაბორატორია

COVID-19 და ლეტალური შემთხვევები: სად დაფიქსირდა გარდაცვალების ყველაზე მეტი ფაქტი

0
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 18 364 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ–კლინიკებში 4 209 ადამიანია მოთავსებული, მათ შორის თბილისში – 2 106, აჭარაში – 696.

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 20 პაციენტი გარდაიცვალა და მათი საერთო რაოდენობა 273-მდე გაიზარდა. შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

საქართველოში Covid-19-ის მართვაში ცენტრალური ონლაინ-კლინიკა ერთვება>>

გარდაცვალების ყველაზე მეტი - ცხრა შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა.  თბილისში – შვიდი ადამიანი გარდაიცვალა, იმერეთის რეგიონში – ორი, მცხეთა-მთიანეთში – ერთი და კახეთში – ერთი.

აჭარაში გარდაცვლილი პაციენტების ასაკი 63-დან 78 წლამდეა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 63 წლის მამაკაცი, რომელიც კლინიკაში შეიყვანეს 13 ოქტომბერს. მას აღენიშნებოდა ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს-სინდრომი, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია.

ასევე, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 71 წლის მამაკაცი, რომლის დიაგნოზი იყო კორონავირუსი, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრესსინდრომი, გულის ქრონიკული უკმარისობა, გულის ათეროსკლეროზული დაავადება, პარკინსონი დაავადება.

რაც შეეხება 71 წლის ქალს, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა, აღენიშნებოდა „კოვიდ-19“, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი.

კიდევ ერთი გარდაცვლილ, 76 წლის მამაკაცს აღენიშნებოდა „კოვიდ-19“, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრესსინდრომი, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, გულის ათეროსკლეროზული დაავადება.

რაც შეეხება  75 წლის ქალს, მას აღენიშნებოდა „კოვიდ-19“, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრესსინდრომი.

კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა კლინიკა „მედცენტრში“. 73 წლის მამაკაცს აღენიშნებოდა „კოვიდ-19“, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მოზრდილთა რესპირაციული დისტრეს სინდრომი, შოკი დაუზუსტებელი, ღვიძლის მწვავე უკმარისობა. არტერიული ჰიპერტენზია, ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტი, გნოზიულის უკმარისობა, საძილე არტერიის ოკლუზია და სტენოზი.

ამასთან, ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში გარდაიცვალა 76 წლის მამაკაცი. პაციენტს აღენიშნებოდა: „კოვიდ-19“, პნევმონია დაუზუსტებელი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მოზრდილთა რესპირაციული დისტრეს-სინდრომი, კომა, ზოგადი სიმსუქნე.

ამავე ჰოსპიტალში გარდაიცვალა 75 წლის მამაკაცი. აღენიშნებოდა „კოვიდ-19“, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე პოსტჰემორაგიული ანემია, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული მწვავე სისხლდენით, ღვიძლის მწვავე და ქვემწვავე უკმარისობა, თირკმლების მწვავე უკმარისობა, მოზრდილთა რესპირაციული დისტრესსინდრომი.

კორონავირუსით 78 წლის ქალბატონი გარდაიცვალა ქობულეთის სამედიცინო ცენტრში.  აღენიშნებოდა  „კოვიდ-19“, პნევმონია დაუზუსტებელი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის მწვავე უკმარისობა, გადატანილი ინფარქტი, სტენტირება.

კახეთში კორონავირუსით 71 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. პაციენტი ლაგოდეხის „არქიმედეს” კლინიკაში მკურნალობდა. მას კორონავირუსთან ერთად სხვა თანმხლები დაავადებებიც აღენიშნებოდა.

ამ დროისთვის სხვა გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

COVID-19: საყოველთაო კარანტინს კიდევ ერთი ქვეყანა აცხადებს>>

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 35567-ს მიაღწია. სულ გამოჯანმრთელდა 16904 ადამიანი, გარდაიცვალა – 273, კარანტინის რეჟიმშია 3324, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4209 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2346 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში