თბილისი, 4 მარტი — Sputnik. ინფარქტის რისკის შესამცირებლად, გარდა იმისა, რომ აუცილებელია ყურადღების გამახვილება კვების რაციონსა და სუფთა ჰაერზე სეირნობაზე, ასევე საჭიროა სპეციალური სავარჯიშოების გაკეთება, აცხადებს კარდიოლოგი და გულ–სისხლძარღვთა ქირურგი ვლადიმირ ხოროშევი.
მისი თქმით, გულის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ადამიანმა მეტი რაოდენობით ხილ–ბოსტნეული უნდა მიირთვას, ხოლო ხორციანი კერძები კვირაში მხოლოდ ორ–სამჯერ უნდა მიიღოს.
რაც შეეხება ჰაერზე სეირნობას, ეს აძლიერებს ვენური სისხლის მიწოდებას გულის მარჯვენა პარკუჭში და ამასთან კარგად ავარჯიშებს ხერხემალსა და თავის ტვინს.
ხოროშევმა გულის ჯანმრთელობისთვის ერთ–ერთ საუკეთესო და ეფექტურ სავარჯიშოდ ეგრეთ წოდებული დუნდულებზე სიარული დაასახელა.
კიდევ ერთი ეფექტური სავარჯიშო, ექიმის თქმით, არის „ოქროს თევზი“. ამისათვის უნდა დაწვეთ ზურგზე ამოძრაოთ სხეული ისე, რომ თავი და ტერფები არ გაანძრიოთ.
ამასთან სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ აღნიშნული სავარჯიშოები კარგია ხერხემლისა და კუნთების გასამაგრებლად და ასევე ებრძვის ცელულიტებს.
მანამდე ჰარვარდელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ერთი შეხედვით ისეთი უმნიშვნელო სიმპტომი, როგორიცაა გულძმარვა, შეიძლება პაციენტისთვის შეუმჩნეველ „ჩუმ ინფარქტზე“ მიანიშნებდეს. გარდა ამისა, მეცნიერების ინფორმაციით, მოახლოებულ შეტევაზე ასევე შეიძლება მეტყველებდეს კბილის ტკივილი, ნადები კბილებზე და ასევე ოფლიანობაც კი.
თბილისი, 3 მარტი — Sputnik. თმებს ნამდვილ სიჯანსაღესა და სილამაზეს მხოლოდ ერთი საშუალება, ნატურალური ძმარი სძენს, აცხადებს ერთ–ერთი ყველაზე ავტორიტეტული ტრიქოლოგი კალიფორნიაში (აშშ) ტონი ჩაარი.
„ძმრის გადავლების მთავარი სიკეთე ისაა, რომ ეს პროდუქტი ყველა ტიპის თმას უხდება: შეღებილსა და შეუღებავს, სწორსა თუ ხვეულს, მოკლესა და გრძელს, ცხიმინსა თუ მშრალს. მე ვაშლის ან ყურძნის ძმარს ვანიჭებ უპირატესობას, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს გაზავებული ესენცია. მხოლოდ და მხოლოდ ნატურალური პროდუქტი!“ — განმარტავს ჩაარი.
სპეციალისტი ასახელებს რამდენიმე სარგებელს, რომელიც თანამედროვე ბალზამების ნაცვლად ბებიების დროინდელი მეთოდის გამოყენებას მოაქვს თმებისთვის.
მოცულობა - ტრიქოლოგის თქმით, ძმრის გადავლების ერთ–ერთი უპირველესი უპირატესობა ისაა, რომ ზრდის თმების მოცულობას, რასაც ვერცერთი სხვა საშუალება ვერ უმკლავდება.
„თუ თხელი და წვრილღერიანი თმები გაქვთ, ძმარი მაგიურ ნაყენად მოგევლინებათ, რომელიც გაკეთებს იმას, რასაც სხვა ვერაფერი გაუმკლავდა. პირველ რიგში, უარი თქვით თმის კონდინციონერებზე. მეორე რიგში, არ ჩამოიბანოთ ძმარი, პირდაპირ ასე გაიშრეთ თმა. და მორჩა! სუნი ერთი საათის განმავლობაში თავისით გაქრება უკვალოდ“, — ამბობ ტონი ჩაარი.
ფერის დაცვა - თუ ძმარს კვირაში ორ–სამჯერ გადაივლებთ თმაზე, ის უფრო დიდხანს შეინარჩუნებს ფერს. ეს იმიტომ, რომ ძმარი თმის კუტიკულის ქერცლს არ „აღებს“ და პიგმენტების გამორეცხისგან იცავს მას.
ბზინვა - ძმარი კარგად გამორეცხავს თმების ზედაპირზე არსებულ მიკრონახეთქებში ჩაგროვებულ თმის მოვლის ქიმიური საშუალებების ნარჩენებს და შესანიშნავად აღადგენს თმის აბრეშუმისმაგვარ ბზინვარებას.
სისუფთავე - ტონი ჩაარის თქმით, სტილისტები ურჩევენ კლიენტებს, რომ დრო და დრო გამოიყენონ თმების ღრმად გამწმენდი შამპუნები, რაც გამართლებულია. საქმე ისაა, რომ ყოველდღიური გამოყენების შამპუნები ბოლომდე ვერ აშორებს თმას ჭუჭყს. თუმცა ამ საქმეს, ტრიქოლოგის თქმით, ძმარიც არანაკლებ ეფექტურად უმკლავდება.
ამისათვის საჭიროა, რომ კი არ გადაივლოთ ძმარი, არამედ შამპუნივით შეიზილოთ თმებში და დაიმასიროთ თავის კანი.
გამარტივებული დავარცხნა - ვერცერთი კონდინციონერი თუ ბალზამი ვერ უზრუნველყოფს თმების ისეთ მარტივ ვარცხნას, როგორც ამას ძმარი აკეთებს. მის ამ თვისებას განსაკუთრებით ხშირი და ხუჭუჭა თმების მფლობელები დააფასებენ.
დაიბანეთ თმები ჩვეულებრივად იმ შამპუნით, რომელსაც იყენებთ. შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ ის თავიდან გამდინარე წყლით და ბოლოს გრილი წყალი გადაივლეთ თმებზე. ამის მერე მოიგროვეთ თმები საქოჩრეზე და შეეცადეთ, ისე გადაივლოთ ძმარი, რომ ის შეძლებისდაგვარად თანაბრად განაწილდეს მათზე.
გაითვალისწინეთ: საშუალო სიგრძის თმებისთვის დაახლოებით ერთი ჭიქა ძმარი იქნება საკმარისი – მეტი საჭირო არ არის.
მას შემდეგ, რაც ძმარს გადაივლებთ, დაელოდეთ, რომ ის თავისით ჩამოიწუროს — როგორც შესაძლებელია, შემდეგ კი პირსახოცით შეიშრეთ. ეფექტი უფრო თვალსაცემი იქნება, თუ ფენს არ გამოიყენებთ.
იმ შემთხვევაში, თუ სადმე გეჩქარებათ და ძმრის სუნის თავისით გაქრობას ვერ დაელოდებით, შეგიძლიათ თმებზე გრილი წყალი გადაივლოთ.
თბილისი, 4 მარტი – Sputnik. სინოპტიკოსები საქართველოს დედაქალაქში შაბათს, 6 მარტს მზიან და თბილ ამინდს პროგნოზირებენ.
მზე 07:28 საათზე ამოვა და 18:56 საათზე ჩავა.
ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 2, დღისით მაქსიმალური კი პლუს 15 გრადუსია ნავარაუდევი.
ქარი მოსალოდნელი არ არის.