ვარსკვლავიანი ცა

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: 19 თებერვალი

935
(განახლებულია 11:08 18.02.2019)
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები
935
თემები:
ასტროლოგიური პროგნოზი: ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - 2018 (652)
როგორ გამოიყურება ჯანმრთელი თმა

გადაივლეთ თმებზე ძმარი და არა ბალზამ-კონდიციონერები: ექიმ-ტრიქოლოგის რჩევა

221
(განახლებულია 16:15 03.03.2021)
თავის კანისა და თმის დაავადებათა ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ამერიკელი სპეციალისტი გასწავლით, როგორ უნდა გამოიყენოთ ძმარი, თუ გსურთ ჯანმრთელი და აბრეშუმივით ბზინვარე თმა გქონდეთ

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. თმებს ნამდვილ სიჯანსაღესა და სილამაზეს მხოლოდ ერთი საშუალება, ნატურალური ძმარი სძენს, აცხადებს ერთ–ერთი ყველაზე ავტორიტეტული ტრიქოლოგი კალიფორნიაში (აშშ) ტონი ჩაარი.

„ძმრის გადავლების მთავარი სიკეთე ისაა, რომ ეს პროდუქტი ყველა ტიპის თმას უხდება: შეღებილსა და შეუღებავს, სწორსა თუ ხვეულს, მოკლესა და გრძელს, ცხიმინსა თუ მშრალს. მე ვაშლის ან ყურძნის ძმარს ვანიჭებ უპირატესობას, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს გაზავებული ესენცია. მხოლოდ და მხოლოდ ნატურალური პროდუქტი!“ — განმარტავს ჩაარი.

სპეციალისტი ასახელებს რამდენიმე სარგებელს, რომელიც თანამედროვე ბალზამების ნაცვლად ბებიების დროინდელი მეთოდის გამოყენებას მოაქვს თმებისთვის.

მოცულობა - ტრიქოლოგის თქმით, ძმრის გადავლების ერთ–ერთი უპირველესი უპირატესობა ისაა, რომ ზრდის თმების მოცულობას, რასაც ვერცერთი სხვა საშუალება ვერ უმკლავდება.

„თუ თხელი და წვრილღერიანი თმები გაქვთ, ძმარი მაგიურ ნაყენად მოგევლინებათ, რომელიც გაკეთებს იმას, რასაც სხვა ვერაფერი გაუმკლავდა. პირველ რიგში, უარი თქვით თმის კონდინციონერებზე. მეორე რიგში, არ ჩამოიბანოთ ძმარი, პირდაპირ ასე გაიშრეთ თმა. და მორჩა! სუნი ერთი საათის განმავლობაში თავისით გაქრება უკვალოდ“, — ამბობ ტონი ჩაარი.  

ფერის დაცვა - თუ ძმარს კვირაში ორ–სამჯერ გადაივლებთ თმაზე, ის უფრო დიდხანს შეინარჩუნებს ფერს. ეს იმიტომ, რომ ძმარი თმის კუტიკულის ქერცლს არ „აღებს“ და პიგმენტების გამორეცხისგან იცავს მას.

ბზინვა - ძმარი კარგად გამორეცხავს თმების ზედაპირზე არსებულ მიკრონახეთქებში ჩაგროვებულ თმის მოვლის ქიმიური საშუალებების ნარჩენებს და შესანიშნავად აღადგენს თმის აბრეშუმისმაგვარ ბზინვარებას.

სისუფთავე - ტონი ჩაარის თქმით, სტილისტები ურჩევენ კლიენტებს, რომ დრო და დრო გამოიყენონ თმების ღრმად გამწმენდი შამპუნები, რაც გამართლებულია. საქმე ისაა, რომ ყოველდღიური გამოყენების შამპუნები ბოლომდე ვერ აშორებს თმას ჭუჭყს. თუმცა ამ საქმეს, ტრიქოლოგის თქმით, ძმარიც არანაკლებ ეფექტურად უმკლავდება.

ამისათვის საჭიროა, რომ კი არ გადაივლოთ ძმარი, არამედ შამპუნივით შეიზილოთ თმებში და დაიმასიროთ თავის კანი.

გამარტივებული დავარცხნა - ვერცერთი კონდინციონერი თუ ბალზამი ვერ უზრუნველყოფს თმების ისეთ მარტივ ვარცხნას, როგორც ამას ძმარი აკეთებს. მის ამ თვისებას განსაკუთრებით ხშირი და ხუჭუჭა თმების მფლობელები დააფასებენ.

როგორ გამოვეყონოთ ძმარი

დაიბანეთ თმები ჩვეულებრივად იმ შამპუნით, რომელსაც იყენებთ. შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ ის თავიდან გამდინარე წყლით და ბოლოს გრილი წყალი გადაივლეთ თმებზე. ამის მერე მოიგროვეთ თმები საქოჩრეზე და შეეცადეთ, ისე გადაივლოთ ძმარი, რომ ის შეძლებისდაგვარად თანაბრად განაწილდეს მათზე.

გაითვალისწინეთ: საშუალო სიგრძის თმებისთვის დაახლოებით ერთი ჭიქა ძმარი იქნება საკმარისი – მეტი საჭირო არ არის.

მას შემდეგ, რაც ძმარს გადაივლებთ, დაელოდეთ, რომ ის თავისით ჩამოიწუროს — როგორც შესაძლებელია, შემდეგ კი პირსახოცით შეიშრეთ. ეფექტი უფრო თვალსაცემი იქნება, თუ ფენს არ გამოიყენებთ.

იმ შემთხვევაში, თუ სადმე გეჩქარებათ და ძმრის სუნის თავისით გაქრობას ვერ დაელოდებით, შეგიძლიათ თმებზე გრილი წყალი გადაივლოთ.

221
თემები:
სასარგებლო რჩევები
სასარგებლო ბურღულეული

შეცვალეთ თეთრი ბურღულეული მუქით: ნუტრიციოლოგი მიზეზებს განმარტავს

96
(განახლებულია 13:31 03.03.2021)
ცნობილი ნუტრიციოლოგი და დიეტოლოგი განმარტავს, რომელი ბურღულეული უნდა მიირთვათ იმისათვის, რომ ზამთარში დაგოვებული კილოგრამები სწრაფად მოიშოროთ

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. ჩაატარეთ რევიზია საკუთარ სამზარეულოებში და ყველა ღია ფერის ბურღულეული მუქი ფერის მარცვლეულით ჩაანაცვლეთ, წერს დიეტოლოგი და ნუტრიციოლოგი ოლგა დეკერი საკუთარ Instagram–ზე.

სპეციალისტის თქმით, ეს იმათთვისაა საჭირო, ვისაც წონაში სწრაფად დაკლება სურს.

დეკერი ასახელებს ხუთი სახის მუქი ფერის მარცვლეულს, რომელთა რეგულარული მიღებაც ზამთარში დაგროვებულ ზედმეტ კილოგრამებს ეფექტურად მოგაშორებთ.

დიეტოლოგის განმარტებით, მუქი ფერის ბურღულეულს განეკუთვნება: წიწიბურა, სიმინდი, ქერი (კონკრეტულად პერლოვის ბურღული), ყავისფერი ბრინჯი და ხორბლის სხვადასხვა სახეობები: ბულგური —  მდუღარე წყლით დამუშავებული, გამშრალი და შემდეგ დაფქვილი ხორბალი, ასლი, სპელტა — თანამედროვე ხორბლის წინაპარი, და ასევე პოლბა.

  • ამასთან ცნობილი სპეციალისტი გვაფრთხილებს, რომ, მიუხედავად წიწიბურის დიდი სიკეთეებისა, ამ ბურღულეულით განტვირთვის დღეების მოწყობა რეკომენდებული არ არის, ვინაიდან ასეთი ექსპერიმენტების შემდეგ „ორგანიზმი კიდევ უფრო დიდ მარაგებს დაიგროვებს“.

რაც შეეხება ხორბლეულს, დეკერი ამბობს, რომ ის ეხმარება ორგანიზმს იმუნიტეტის განმტკიცებაში, აუმჯობესებს კანის, თმებისა და ფჩხილების მდგომარეობას, ანელებს დაბერების პროცესს.

დიეტოლოგი განმარტავს პერლოვის სარგებელსაც და ამბობს, რომ ის მონაწილეობს ორგანიზმიდან ალერგენების გამოდევნაში, ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს და წმენდს სისხლძარღვებს.

სპეციალისტი ს თქმით, ბულგური აუმჯობესებს ძილის ხარისხს და სტრესთან გამკლავებაში ეხმარება ადამიანს. გარდა ამისა, ბულგური შეიცავს მაგნიუმს — რომელიც, ამცირებს მეორე ტიპის დიბეტის წარმოქმნის რისკს, ასევე კალიუმსა და ფოსფორს — რომლებიც ამაგრებს ძვლებს, კვებავს კუნთებს და ამდიდრებს ტვინს ჟანგბადით.

სიმინდის ბურღული აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, რის შედეგადაც ზედმეტი კილოგრამები სწრაფად ქრება. გარდა ამისა, სიმინდის ფაფა, რომელიც მდიდარია კალიუმით, კაროტინით, რკინითა და მაგნიუმით, აღადგენს კუჭ–ნაწლავის მუშაობასაც.

96
თემები:
ექიმი გირჩევთ
რესტორანი

თბილისის რესტორნები მთავრობისგან სუბსიდიას მიიღებენ

0
(განახლებულია 13:15 04.03.2021)
პანდემიის შედეგად მიყენებული ზარალის კომპენსაციის მიზნით, თბილისში არსებული რესტორნები სახელმწიფოსგან 5–5 ათას ლარს მიიღებენ

 

თბილისი, 4 მარტი – Sputnik. საქართველოს მთავრობა მზადაა მხარი დაუჭიროს თბილისში მცირე და საშუალო სარესტორნო ბიზნესის სუბსიდირების ინიციატივას, განაცხადა მთავრობის სხდომაზე პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, შემუშავდა კრიტერიუმები, რომელთა შესაბამისადაც ანტიკრიზისული გეგმის და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პანდემიით გამოწვეული ზიანის შემსუბუქებისა და ეკონომიკის სტიმულირებისთვის, ამოქმედდა სუბსიდირების პროგრამა თბილისში არსებული მცირე და საშუალო სარესტორნე ბიზნესისთვის. 

 „დღევანდელ სხდომაზე გვესწრება თბილისის მერი კახა კალაძე და სხდომის დღის წესრიგის შემდეგი საკითხი მის ინიციატივას ეხება. მოგეხსენებათ, რომ პანდემიამ ეკონომიკის თითქმის ყველა დარგი დააზარალა. კრიზისმა განსაკუთრებული პრობლემა შეუქმნა ტურიზმის სექტორს და კვების იმ ობიექტებს, რომლებიც დამოკიდებული არიან ტურისტების ნაკადზე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, რესტორნებისთვის ფინანსური დახმარება 5 ათასი ლარით განისაზღვრა. ერთი იურიდიული პირის მიერ ერთზე მეტი რესტორნის ოპერირების შემთხვევაში კი დაფინანსება შეადგენს 10 ათას ლარს.

„რა თქმა უნდა, ცენტრალური მთავრობა მზად არის, მხარი დაუჭიროს მერიის აღნიშნულ  ინიციატივას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

რესტორნებმა და კვების ობიექტებმა საქმიანობა 28 ნოემბერს შეწყვიტეს, როდესაც ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურმა  ვითარებამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია.

შექმნილი გაუსაძლისი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, რესტორატორებმა 6 თებერვლისთვის ობიექტების თვითნებურად გახსნა დააანონსეს, თუმცა, შემდეგ გადაიფიქრეს, რადგანაც მთავრობამ 15 თებერვლიდან კვების ობიექტების გახსნის გადაწყვეტილება  მიიღო – მათ მომხმარებლის მიღება მხოლოდ ღია სივრცეში შეუძლიათ. გარდა ამისა, უქმე დღეებში ეკრძალებათ მუშაობა.

საქართველოში 8 მარტიდან რესტორნები სრული დატვირთვით შეძლებენ საქმიანობას.

0
თემები:
საქართველოს მთავრობა