ადამიანის ენერგეტიკა

როგორ გავწმინდოთ სახლი ნეგატიური ენერგიისგან - სასარგებლო რჩევები

5587
(განახლებულია 16:05 12.02.2019)
მშობლიური კედლები ჩვენი ციხესიმაგრეა, რომელიც მაქსიმალურად ხელსაყრელი უნდა იყოს დასვენებისა და მუშაობისთვის. სწორედ ამიტომ სახლი ნეგატიური ენერგიისგან დამოუკიდებლად, მესამე პირის ჩარევის გარეშე უნდა გავწმინდოთ.
5587
თემები:
სასარგებლო რჩევები (331)
ქალი და მამაკაცი

ცალკე კაცებისთვის და ცალკე - ქალებისთვის: რა არის საჭირო უკეთესი სექსისთვის

30
(განახლებულია 13:03 29.10.2020)
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მეცნიერებმა კვლევებით დაადგინეს, რა უწყობს სექსუალური ლტოლვის ზრდას მამაკაცებში, და რა - ქალებში

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. მამაკაცები, რომლებიც ორგანულ საკვებს ანიჭებენ უპირატესობას, ნაკლებად უჩივიან ერექციულ დისფუნქციას, ქალების სექსუალობაზე კი ხმელთაშუა ზღვის დიეტა მოქმედებს დადებითად, აცხადებენ ამერიკელი მკვლევარები, რომელთა ნაშრომიც სამეცნიერო ჟურნალ Science Direct-შია გამოქვეყნებული.  

ვნახოთ, რომელი პროდუქტები უწყობს ხელს სქესობრივი ლტოლვის ზრდას  და ჯანმრთელ ოჯახურ ცხოვრებას.

კვება მამაკაცებისთვის

40 წელს გადაცილებილი მამაკაცების 30-52% უჩივის სხვადასხვა სახის სექსუალურ დარღვევებს, რომლებიც ყველაზე ხშირად არასრულფასოვან ერექციას უკავშირდება.

ამ დარღვევების აღმოსაფხვრელად მკურნალობის უამრავი საშუალება არსებობს, მათ შორის, ქირურგიული ჩარევაც. თუმცა კალიფორნიის უნივერსიტეტის უროლოგიის განყოფილების მკვლევარები, პროფესორ ფაიზალ იაფის ხელმძღვანელობით, პრობლემას სხვა კუთხით მიუდგნენ და შეამოწმეს, როგორ მოქმედებს ამ ყველაფერზე კვება. ამისათვის მკვლევარებმა დეტალურად შეისწავლეს ყველა იმ მამაკაცის ცხვორებისა და კვების წესი, რომლებმაც მათ ერთი წლის განმავლობაში მიმართეს სქესობრივი დარღვევების ჩივილებით.

აღმოჩნდა, რომ გამოკითხული 271 ადამიანიდან 65 პროცენტი „ჩვეულებრივად“ იკვებებოდა, ხოლო დანარჩენი კი დიეტას იცავდა —  ისინი მიირთმევდნენ ორგანულ და გადაუმუშავებელ საკვებს, ერიდებოდნენ კონსერვებსა და ნახევარფაბრიკატებს. ამასთან 28% მიმართავდა პერიოდულ შიმშილობასაც. როგორც გაირკვა, ჯანსაღი დიეტის მომხრეები ნაკლებად უჩიოდნენ ერექციასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ორგანული დიეტა აუმჯობესებს თვითშეგრძნებას და უზრუნველყოფს ენერგიის ნაკადს, რაც, თავის მხრივ, ზრდის ლიბიდოს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ასეთი საკვები ნაკლებად შეიცავს ქიმიკატებს, რომლებიც ნერვულ სისტემას თრგუნავს, სამაგიეროდ შეიცავს მეტი რაოდენობით ვიტამინებსა და ანტიოქსიდანტებს, აქვთ მაღალი კვებითი ღირებულება. ამასთან არსებობს მტკიცებულებები, რომ პერიოდული (წყვეტილი) შიმშილობა ზრდის მამაკაცური ჰორმონის, ტესტოსტერონის დონეს.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ კვლევაში  მცირე რაოდენობის ადამიანი იღებდა მონაწილეობას და ამიტომ ფრთხილ დასკვნებს აკეთებენ: იმის მტკიცება, რომ სექსუალურ მაჩვენებლებზე მხოლოდ დიეტა ახდენს გავლენას, დანამდვილებით არ შეიძლება.  ამასთან ექსპერიმენტის შედეგები არ შეიძლება გავრცელდეს მათზე, ვინც იცავს სხვა სახის დიეტებს: კეტოდიეტას, მთელმარცვლიანს, პალეო–,   ვეგეტარიანულ თუ ვეგანურ დიეტებს. სწავლულების თქმით, ამ შემთხვევებში  ცალკე კვლევაა საჭირო.

დიეტა ქალებისთვის

ზემოთ ნახსენები კვლევიდან ერთი წლის შემდეგ მკვლევართა იგივე გუნდმა გამოაქვეყნა მონაცემები ქალის სექსუალობასა და კვებას შორის კავშირის შესახებ. სტატისტიკის თანახმად, სქესობრივი ფუნქციის პრობლემები ქალების 43 პროცენტს აქვს, თუმცა ეს რიცხვი რეალურად შეიძლება გაცილებით მეტი იყოს. საქმე ისაა, რომ ასეთი ჩივილებით იშვიათად მიმართავენ ექიმებს.

მეცნიერებმა შენიშნეს, რომ მეტაბოლური სინდრომი, ჭარბი წონა და გულსისხლძარღვთა დაავადებები ხშირად იწვევს ქალებში სექსუალურ დისფუნქციას. დიეტა ასეთი მდგომარეობების თერაპიის ნაწილია. ჩვეულებრივი რაციონი აშკარად არაჯანსაღია, ვინაიდან მოიცავს ბევრ შემწვარს, ცუდი ცხიმებსა და ინდუსტრიულად გადამუშავებულ პროდუქტებს.

სულ სხვაა ხმელთაშუა ზღვის დიეტა, რომელიც მდიდარია ბოსტნეულით, თევზით, მთელმარცვლეულით. არსებობს მონაცემები, რომ ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების მქონე ქალებში ამ ტიპის დიეტა აუმჯობესებს სქესობრივ ცხოვრებას.

პროდუქტები უკეთესი სექსისთვის

ირანელ, კანადელ და ალბანელ მამაკაცებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ თუ ყოველდღიური მენიუს მეათედი ხილისა და ბოსტნეულისგან შედგება, სქესობრივი დისფუნქციის რისკი ნაკლებია. კაკალი და ბოჭკოებით მდიდარი საკვებიც ასევე ეფექტურია.

ტროპიკული ამაზონის ტომების მამაკაცები იშვიათად განიცდიან ერექციულ დისფუნქციასა და ეაკულაციას. მათი რაციონი შედგება მდინარის თევზის, ბრაზილიურ კაკლისა, ხილისა და ბოსტნეულისგან.

სექსუალურ ლტოლვას აძლიერებს ისეთი საკვები, როგორებიცაა: კაკალი, გოგრის თესლი, ქუნჯუთი და ასევე მდელოს ბალახით ნაკვები საქონლის  წითელი ხორცი.

ჩინელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ფოლიუმის მჟავას დეფიციტი იწვევს ნაადრევ ეაკულაციას მამაკაცებში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რაციონში უნდა შედიოდეს ამ ვიტამინით მდიდარი პარკოსნები და ღვიძლი.

ერთ-ერთი ჰიპოთეზის თანახმად, ამ დაავადებას  ეხმარება ბარდა და სიმინდი, რომლებიც ამინომჟავა ტრიპტოფანს შეიცავს. სწორედ ეს ნივთიერება აღადგენს სეროტონინის დონეს — ჰორმონისა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს სექსუალური დაკმაყოფილების პროცესში.

ჯერჯერობით მექანიზმი შესწავლილი არ არის, მაგრამ სპეციალისტების თქმით, მამაკაცის სექსუალურ ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს კოფეინიც, რომელიც ასევე ზრდის ტესტოსტერონის დონეს. იგივე ეფექტი აქვს ბროწეულსა და კოჭას.

რაც შეეხება პეირონის დაავადებას (სასქესო ასოს გამრუდება), მისი პროფილაქტიკისთვის კარგია E ვიტამინი და ანტიოქსიდანტები, რომლებიც ციტრუსებში, შავ და ლურჯ მოცვში გვხვდება.

მეცნიერების თქმით (2008 წლის კვლევა), საზამთროში აღმოჩენილია ამინომჟავა ციტრულინი, რომელიც იწვევს სისხლძარღვების გაფართოებას და, ფაქტობრივად, ვიაგრას მსგავსად მოქმედებს. მიუხედავად იმისა, რომ ამის მტკიცებულებები მწირად მოიპოვება, 2018 წელს იაპონელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ L- ციტრულინითა და რესვერატროლით კომბინირებული მკურნალობა აუმჯობესებს სქესობრივ ფუნქციას. ამ ნივთიერებებით მდიდარია ყურძენი, თხილი და კაკაო.

30
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება
ევრო

შეუძლია თუ არა სესხის ამომღებ კომპანიას სესხი მოითხოვოს, თუ მოვალე გარდაიცვალა

64
(განახლებულია 11:43 29.10.2020)
ბევრს აინტერესებს, აქვს თუ არა სესხის ამომღებ კომპანიას  სესხის მოთხოვნის უფლება, თუ მისი ამღები პირი გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობა უფლებას აძლევს სესხის ამომღებ კომპანიას, მოვალის გარდაცვალების შემთხვევაში,  მოითხოვოს  სესხი. ჩვენ კი დღევანდელ სტატიაში შევეცდებით დაწვრილებით აგიხსნათ, რომელი საკანონმდებლო ნორმებით და როგორ რეგულირდება აღნიშნული საკითხი.

პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, მემკვიდრე მემკვიდრებლისგან სამკვიდრო ქონების მიღებით სხვადასხვა ვალდებულებას იძენს. კერძოდ, ისინი  ქონების მიღებით იძენენ, როგორც აქტივებს (მოძრავი ან უძრავი ქონება), ისე პასივებს (ვალები).

ასე რომ, თუ მემკვიდრე ხართ, თქვენ ვალდებული ხართ, მთლიანად დააკმაყოფილოთ მამკვიდრებლის კრედიტორთა მოთხოვნები. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ მოთხოვნების დაკმაყოფილება  მხოლოდ სამკვიდროს სახით მიღებული აქტივის ფარგლებში დაგეკისრებათ.

გაითვალისწინეთ ისიც, რომ თუ გაქვთ გარდაცვლილის ვალების შესახებ ინფორმაცია, კანონი სწორედ თქვენ, მემკვიდრეს გავალდებულებთ, კრედიტორებს სამკვიდროს გახსნის შესახებ შეატყობინოთ. თავის მხრივ, კრედიტორებმა მემკვიდრეებს მოთხოვნა უნდა წარუდგინონ ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ.

კანონის მიხედვით, მოთხოვნების დაკმაყოფილებისას მამკვიდრებლის კრედიტორებს უპირატესობა აქვთ მემკვიდრის კრედიტორებთან.

 იმ შემთხვევაში კი, თუ ქონება უმკვიდროა და ის სახელმწიფოზე გადავიდა, სახელმწიფო პასუხს აგებს უმკვიდრო ქონების შესაბამისი ნაწილით მამკვიდრებლის ვალებზე ისე, როგორც მემკვიდრე.

პრაქტიკაში კი ხშირადაა ისეთი შემთხვევები, როდესაც კრედიტორმა არც იცის, რომ მას შეუძლია, გარდაცვლილი მოვალის დავალიანების დაფარვა მოსთხოვოს მემკვიდრეს. ასევე, ხშირად მემკვიდრეები არ იღებენ სამკვიდროს სწორედ იმ ვალების თავიდან არიდების მიზნით, რის შესახებ მოთხოვნასაც მათ მიმართ კრედიტორები წამოაყენებენ.

მუდამ გახსოვდეთ, რომ საკუთარი უფლებების დაცვის საუკეთესო საშუალება მხოლოდ და მხოლოდ ინფორმირებულობაა. სამართლებრივი საკითხების ცოდნა კი გარანტიაა იმისა, რომ თავი მუდამ დაცულად იგრძნოთ.

 

64
ეკა კვალიაშვილი

„ბინა დავკარგე, საშინელ დღეში ვარ...“ - ვინ ეხმარება ეკა კვალიაშვილს?

0
(განახლებულია 13:49 29.10.2020)
 ცოტა ხნის წინ მომღერალმა ეკა კვალიაშვილმა, რომელსაც ავტოიმუნური დაავადება გაფანტული სკლეროზი აწუხებს, საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართა

მომღერალი ეკა კვალიაშვილი ამბობს, რომ გასულ წელს იძულებული გახდა, ბინა გაეყიდა, თუმცა მას შემდეგ, რაც  „ქართუ ფონდმა“ ყოველთვიური სტიპენდია დაუნიშნა, ბინის ქირის, ასევე კომუნალურების გადახდას და მინიმაური საჭიროებების დაკმაყოფილებას ახერხებს.

„ფაქტობრივად აღარ დამრჩა არანაირი რესურსი, ამას დაემატა საბანკო კრედიტი და მომიწია ბინის გაყიდვა. მერე იყო გასტროლი, რომლის შესახებაც ბევრმა იცის, სადაც ჰონორარი არ გადამიხადეს. ეს იმ ადამიანებმა გააკეთეს, ვისაც ძალიან კარგად ვიცნობდი და არ მოველოდი. როცა მამა პეტრე კოლხმა სოციალურ ქსელში დაწერა ჩემი მდგომარეობის შესახებ „ქართუ ფონდიდან“ დამირეკეს და ყოველთვიური სტიპენდია დამინიშნეს“, – ამბობს ეკა კვალიაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში.

მომღერალს ერთი შვილი, მომღერალი ნუკა გვალია ჰყავს. ცოტა ხნის წინ მომღერალმა ეკა კვალიაშვილმა, რომელსაც ავტოიმუნური დაავადება გაფანტული სკლეროზი აწუხებს, საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართა. როგორც ამბობს, უფინანსობის გამო წამლის ყიდვა უჭირს.

ვარსკვლავმა რუსთაველის თეატრში საქველმოქმედო კონცერტიც გამართა. იმედოვნებდა, იმდენ ფულს მოაგროვებდა, რომ სხვა დაავადებულებსაც უწილადებდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მცირე თანხა მოგროვდა, სამაგიეროდ მომღერლის მისამართით ბევრი ნეგატიური კომენტარი წამოვიდა სოციალურ ქსელში.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება