თბილისი, 3 მარტი — Sputnik. თმებს ნამდვილ სიჯანსაღესა და სილამაზეს მხოლოდ ერთი საშუალება, ნატურალური ძმარი სძენს, აცხადებს ერთ–ერთი ყველაზე ავტორიტეტული ტრიქოლოგი კალიფორნიაში (აშშ) ტონი ჩაარი.
„ძმრის გადავლების მთავარი სიკეთე ისაა, რომ ეს პროდუქტი ყველა ტიპის თმას უხდება: შეღებილსა და შეუღებავს, სწორსა თუ ხვეულს, მოკლესა და გრძელს, ცხიმინსა თუ მშრალს. მე ვაშლის ან ყურძნის ძმარს ვანიჭებ უპირატესობას, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს გაზავებული ესენცია. მხოლოდ და მხოლოდ ნატურალური პროდუქტი!“ — განმარტავს ჩაარი.
სპეციალისტი ასახელებს რამდენიმე სარგებელს, რომელიც თანამედროვე ბალზამების ნაცვლად ბებიების დროინდელი მეთოდის გამოყენებას მოაქვს თმებისთვის.
მოცულობა - ტრიქოლოგის თქმით, ძმრის გადავლების ერთ–ერთი უპირველესი უპირატესობა ისაა, რომ ზრდის თმების მოცულობას, რასაც ვერცერთი სხვა საშუალება ვერ უმკლავდება.
„თუ თხელი და წვრილღერიანი თმები გაქვთ, ძმარი მაგიურ ნაყენად მოგევლინებათ, რომელიც გაკეთებს იმას, რასაც სხვა ვერაფერი გაუმკლავდა. პირველ რიგში, უარი თქვით თმის კონდინციონერებზე. მეორე რიგში, არ ჩამოიბანოთ ძმარი, პირდაპირ ასე გაიშრეთ თმა. და მორჩა! სუნი ერთი საათის განმავლობაში თავისით გაქრება უკვალოდ“, — ამბობ ტონი ჩაარი.
ფერის დაცვა - თუ ძმარს კვირაში ორ–სამჯერ გადაივლებთ თმაზე, ის უფრო დიდხანს შეინარჩუნებს ფერს. ეს იმიტომ, რომ ძმარი თმის კუტიკულის ქერცლს არ „აღებს“ და პიგმენტების გამორეცხისგან იცავს მას.
ბზინვა - ძმარი კარგად გამორეცხავს თმების ზედაპირზე არსებულ მიკრონახეთქებში ჩაგროვებულ თმის მოვლის ქიმიური საშუალებების ნარჩენებს და შესანიშნავად აღადგენს თმის აბრეშუმისმაგვარ ბზინვარებას.
სისუფთავე - ტონი ჩაარის თქმით, სტილისტები ურჩევენ კლიენტებს, რომ დრო და დრო გამოიყენონ თმების ღრმად გამწმენდი შამპუნები, რაც გამართლებულია. საქმე ისაა, რომ ყოველდღიური გამოყენების შამპუნები ბოლომდე ვერ აშორებს თმას ჭუჭყს. თუმცა ამ საქმეს, ტრიქოლოგის თქმით, ძმარიც არანაკლებ ეფექტურად უმკლავდება.
ამისათვის საჭიროა, რომ კი არ გადაივლოთ ძმარი, არამედ შამპუნივით შეიზილოთ თმებში და დაიმასიროთ თავის კანი.
გამარტივებული დავარცხნა - ვერცერთი კონდინციონერი თუ ბალზამი ვერ უზრუნველყოფს თმების ისეთ მარტივ ვარცხნას, როგორც ამას ძმარი აკეთებს. მის ამ თვისებას განსაკუთრებით ხშირი და ხუჭუჭა თმების მფლობელები დააფასებენ.
დაიბანეთ თმები ჩვეულებრივად იმ შამპუნით, რომელსაც იყენებთ. შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ ის თავიდან გამდინარე წყლით და ბოლოს გრილი წყალი გადაივლეთ თმებზე. ამის მერე მოიგროვეთ თმები საქოჩრეზე და შეეცადეთ, ისე გადაივლოთ ძმარი, რომ ის შეძლებისდაგვარად თანაბრად განაწილდეს მათზე.
გაითვალისწინეთ: საშუალო სიგრძის თმებისთვის დაახლოებით ერთი ჭიქა ძმარი იქნება საკმარისი – მეტი საჭირო არ არის.
მას შემდეგ, რაც ძმარს გადაივლებთ, დაელოდეთ, რომ ის თავისით ჩამოიწუროს — როგორც შესაძლებელია, შემდეგ კი პირსახოცით შეიშრეთ. ეფექტი უფრო თვალსაცემი იქნება, თუ ფენს არ გამოიყენებთ.
იმ შემთხვევაში, თუ სადმე გეჩქარებათ და ძმრის სუნის თავისით გაქრობას ვერ დაელოდებით, შეგიძლიათ თმებზე გრილი წყალი გადაივლოთ.
თბილისი, 3 მარტი — Sputnik. ჩაატარეთ რევიზია საკუთარ სამზარეულოებში და ყველა ღია ფერის ბურღულეული მუქი ფერის მარცვლეულით ჩაანაცვლეთ, წერს დიეტოლოგი და ნუტრიციოლოგი ოლგა დეკერი საკუთარ Instagram–ზე.
სპეციალისტის თქმით, ეს იმათთვისაა საჭირო, ვისაც წონაში სწრაფად დაკლება სურს.
დეკერი ასახელებს ხუთი სახის მუქი ფერის მარცვლეულს, რომელთა რეგულარული მიღებაც ზამთარში დაგროვებულ ზედმეტ კილოგრამებს ეფექტურად მოგაშორებთ.
დიეტოლოგის განმარტებით, მუქი ფერის ბურღულეულს განეკუთვნება: წიწიბურა, სიმინდი, ქერი (კონკრეტულად პერლოვის ბურღული), ყავისფერი ბრინჯი და ხორბლის სხვადასხვა სახეობები: ბულგური — მდუღარე წყლით დამუშავებული, გამშრალი და შემდეგ დაფქვილი ხორბალი, ასლი, სპელტა — თანამედროვე ხორბლის წინაპარი, და ასევე პოლბა.
რაც შეეხება ხორბლეულს, დეკერი ამბობს, რომ ის ეხმარება ორგანიზმს იმუნიტეტის განმტკიცებაში, აუმჯობესებს კანის, თმებისა და ფჩხილების მდგომარეობას, ანელებს დაბერების პროცესს.
დიეტოლოგი განმარტავს პერლოვის სარგებელსაც და ამბობს, რომ ის მონაწილეობს ორგანიზმიდან ალერგენების გამოდევნაში, ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს და წმენდს სისხლძარღვებს.
სპეციალისტი ს თქმით, ბულგური აუმჯობესებს ძილის ხარისხს და სტრესთან გამკლავებაში ეხმარება ადამიანს. გარდა ამისა, ბულგური შეიცავს მაგნიუმს — რომელიც, ამცირებს მეორე ტიპის დიბეტის წარმოქმნის რისკს, ასევე კალიუმსა და ფოსფორს — რომლებიც ამაგრებს ძვლებს, კვებავს კუნთებს და ამდიდრებს ტვინს ჟანგბადით.
სიმინდის ბურღული აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, რის შედეგადაც ზედმეტი კილოგრამები სწრაფად ქრება. გარდა ამისა, სიმინდის ფაფა, რომელიც მდიდარია კალიუმით, კაროტინით, რკინითა და მაგნიუმით, აღადგენს კუჭ–ნაწლავის მუშაობასაც.
თბილისი, 4 მარტი – Sputnik. შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 13 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა, იუწყება მთავარი არხი.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე თვის წინ მოხდა. ამ დროისთვის საქმეში სოციალური სამსახურია ჩართული. მოზარდი და ჩვილი თავშესაფარში არიან მოათავსებული.
13 წლის გოგონას ოჯახის წევრები მომხდარ ფაქტზე არ საუბრობენ.
არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარების ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში.