ყველა ექიმი ასე ამბობს, მაგრამ არაფერი მოგივა, მოწიე – ჯანსაღი ცხოვრების წესი ქართულად

© photo: Sputnik / Konstantin Chalabov / გადასვლა მედიაბანკშისიგარეტი
სიგარეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა "ფასილიტატორის" სტუმარია დიპლომირებული მედიკოსი და ჯანდაცვის მაგისტრი მიხეილ დიაკონიძე.

არსებობს ჯანსაღი ცხოვრების წესის განმსაზღვრელი დოგმა, რომელიც რეკომენდებულია როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ასევე სხვადასხვა პროფესიული ასოციაციებისა და ჯანდაცვის ევროპული ორგანიზაციების მიერ. მიუხედავად ამისა, ჩვენ ქვეყანაში დღემდე არსებობს ჩვენ სიამოვნებაზე მორგებული „ჯანსაღი ცხოვრების წესი“.

დავიწყოთ სათავეებიდან: ჭარბი წონა და მისდამი მიდრეკილება, რომელიც სხვადასხვა ასაკში უამრავი დაავადების განმაპირობებელი ფაქტორია, საქართველოში საგანგაშო ხდება მხოლოდ თინეიჯერობის ასაკიდან და გრძელდება მაქსიმუმ 40-50 წლამდე. ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ, საკუთარ ჯანმრთელობაზე ვზრუნავთ მხოლოდ სქესობრივად აქტიურ ფაზაში ყოფნისას. ცალკე საკითხია როგორია დიეტის ქართული გაგება და ამ საკითხებზე თავის მინდობა ცხოვრებისგან გამობრძმედილ „ექსპერტებზე“.

დიეტა - Sputnik საქართველო
დიეტა - სტრესი თუ ჭამაზე უარის თქმა

ნებისმიერი ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი სწორ და ჯანსაღად კვებას უნდა იწყებდეს დაბადებიდან და ეს უნდა იქცეს მისი ცხოვრების წესად სასკოლო ასაკამდეც, სკოლის შემდეგ და სიცოცხლის ბოლომდე. თითოეულ ადამიანს კალორიების გარკვეული რაოდენობა სჭირდება, რომლებიც ენერგიად გარდაიქმნება და უზრუნველყოფს ორგანიზმის ფუნქციონირებას. ჯანმრთელობისთვის, კალორიების რაოდენობასთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რა ტიპის საკვებისგან ვიღებთ მათ. აშშ-ის ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ კვების ახალ სახელმძღვანელოს გამოსცემს, რომელიც გაჯერებულია უახლესი კვლევების შედეგად დადგენილი ნორმებით. საპირწონედ კი ჩვენ ქვეყანაში ყველა სკოლაში ან სკოლის წინ გვაქვს კვების ობიექტები სავსე ნახევარფაბრიკატებით, გაზიანი სასმელებით, ათასგვარი ტკბილეულით. ჭარბი შაქარი და მარილი არანაკლები პრობლემაა ასაკოვან ადამიანებშიც, სადაც „ქართული კვებიდან“ გამომდინარე აბსოლუტურად დარღვეულია სწორი კვების დღის წესრიგი.

საქართველოს პავილიონი ფრანკფურტში გამოფენაზე - Sputnik საქართველო
მუსიკა, სამზარეულო, ღვინო: რას წარადგენს საქართველო ფრანკფურტში

მავნე ჩვევები

ჯანსაღი ცხოვრების წესისათვის, კვების შემდგომ, მეორე მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს მავნე ჩვევები (თამბაქო, ალკოჰოლი და ნარკოტიკული საშუალებები), რამაც, სამწუხაროდ, მასიური სახე მიიღო. ნებისმიერი სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორის მიერ განხორციელებული კვლევა მეტ-ნაკლებად ერთნაირ შედეგს იძლევა. განსაკუთრებით საგანგაშოა სტატისტიკა ახალგაზრდებში, რომელთა 48%-ს თამბაქო მინიმუმ გაუსინჯავს, ალკოჰოლი 87-88%-ს, ხოლო ნარკოტიკული საშუალებები – 11-12%-ს. მავანნი იტყვიან, რომ განისჯვაში და იშვიათ მოხმარებაში არც თუ ისე დიდი საფრთხეა, თუმცა მთავარი საფრთხე სწორედაც რომ ამ დამოკიდებულებაშია, რომლის შედეგებსაც უკვე ზრდასრულ ასაკში სხვადასხვა პრობლემური გამოვლინებით ვიმკით. ასევე ამ საფრთხეს ადასტურებს ისიც, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა (90%-ზე მეტი) ვერც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ მავნე და საშიშ ნივთიერებებთან ურთიერთობაში ცუდს და დასაძრახს ვერაფერს ხედავს. თუმცა გასაკვირიც არ არის, ვინაიდან სწორედ მშობლების თაობაა ის, ვინც მაგალითად ჰყავს თითოეულ ახალგაზრდას და რას ხედავენ ისინი მათი მხრიდან? – სუფრებზე უზომო სმას, „გამართლებულს“ ქართული სუფრის წესებით, თამბაქოს მოხმარებას მათ დასანახად და ა.შ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ალკოჰოლის მოხმარება განვითარებულ ქვეყნებში ჯანმრთელობის ნომერ პირველ საფრთხედ ცნო. ყოველწლიურად ალკოჰოლის მოხმარებასთან 3.3 მილიონი სიკვდილია დაკავშირებული. ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესის გაგება ქართულად.

ადამიანი მთების ფონზე - Sputnik საქართველო
ცნობილი ონკოლოგი: ყველაფერი, რაც ჯანმრთელობის შესახებ იცით, ტყუილია!

არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა

მესამე ფაქტორზეც მოგახსენებთ, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის განუყოფელი ნაწილია. ეს გახლავთ ფიზიკური აქტივობა. არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა მსოფლიოში სიკვდილის გამომწვევ მიზეზთა შორის ერთ-ერთ წამყვან ადგილზეა, თუმცა, იმავე წყაროს მიხედვით, მსოფლიო ახალგაზრდობის 80% ფიზიკურად არასაკმარისად არის დატვირთული. ფიზიკური აქტივობისათვის აუცილებლობას არ წარმოადგენს სპორტის რომელიმე სახეობით იყოთ დაკავებული, საკმარისია ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა, მაგალითად, ფეხით ან ველოსიპედით სიარული, ბაღში, ბოსტანში მუშაობა და ა.შ. რეგულარული ფიზიკური დატვირთვა აუმჯობესებს როგორც შინაგანი ორგანოების მდგომარეობას, ასევე ამცირებს მრავალი დაავადების, მათ შორის, ავთვისებიანი სიმსივნის ზოგიერთი ფორმის განვითარების ალბათობას, ამცირებს მოტეხილობების და ხერხემლის დაზიანების რისკს.

მარიხუანა - Sputnik საქართველო
მარიხუანა – მითები და რეალობა

სამივე ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტის გათვალისწინებისათვის კი აუცილებელია სწორი და მიზნობრივი განათლება საზოგადოების ყველა სეგმენტისათვის. იმედი მაქვს, იმ დიდი რესურსის გათვალისწინებით, რასაც 21-ე საუკუნეში მასმედია და სოციალური მედია იძლევიან, სახელმწიფო და ჯანდაცვის მუშაკები ერთობლივად შევძლებთ მოსახლეობის ჯანმრთელობით განათლებას. სწორი და ჯანსაღი ცხოვრების წესის განსაზღვრას და საზოგადოებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომს გავხდით ამ რეკომენდაციებს, რათა ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ „კეთილისმყოფელთა“ მიერ შეცვლილი ექიმის რეკომენდაციები შემდეგი ტექსტით: „არა უშავს, დალიე (ან მოწიე), ყველა ექიმი ასე ამბობს, მაგრამ არაფერი მოგივა“.

 

ყველა ახალი ამბავი
0