ქორწილი

ვისთან დაქორწინებას კრძალავს კანონი? - იცოდეთ თქვენი უფლებები

2581
(განახლებულია 09:21 26.09.2018)
გადაწყვიტეთ დაქორწინდეთ? გილოცავთ! ახლა კი დროა ვარდისფერი სათვალე მოიხსნათ, მიწაზე მყარად დადგეთ, ქორწინებამდე ჩახედოთ სამოქალაქო კოდექსს და გაიაზროთ თქვენი უფლებები.

ბედნიერებაა, როდესაც შეხვდებით იმ ერთადერთ ადამიანს, ვისთანაც მთელ ცხოვრებას დაუფიქრებლად გაატარებთ და დარწმუნებული ხართ, მასთან ქორწინება ნებისმიერ ქარიშხალს გაუძლებს. თუ თქვენ მზად ხართ დაქორწინდეთ, ესე იგი, მზად ხართ ყველაფერი საერთო გქონდეთ: ქონება, შვილები, უფლება-მოვალეობები და ა.შ.

თუმცა, არსებობს დამაბრკოლებელი მიზეზები, რამაც საოცნებო ადამიანზე დაქორწინებაზე შეიძლება ხელი შეგიშალოთ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექის მიხედვით, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია სამოქალაქო რეესტრში. ასე რომ, ქორწინება იურიდიული ფაქტია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მეუღლეთა შორის სამართლებრივ ურთიერთობას წარმოშობს.

როგორც ვხედავთ, კანონის მიხედვით, ქორწინება აუცილებლად უნდა იყოს რეგისტრირებული. მამაკაცსა და ქალს შორის არარეგისტრირებული კავშირი, თუნდაც იგი ხანგრძლივი დროის განმავლობაში გრძელდებოდეს, არ ითვლება ქორწინებად და არ წარმოშობს ქორწინების სამართლებრივ შედეგებს (თუმცა, არაოფიციალური ქორწინება იმას სულაც არ ნიშნავს, რომ მშობლებს შვილის მიმართ მოვალეობები არ აქვთ).

კანონის მიხედვით, დაქორწინებისთვის აუცილებელია:

– საქორწინო ასაკი (დაქორწინების ასაკად დადგენილია 18 წელი. თუმცა ამ ზოგადი წესიდან არსებობს გამონაკლისი: 16 წელს მიღწეულ პირებს შეუძლიათ დაქორწინება მშობლების წინასწარი წერილობითი თანხმობით. თუ მშობლები არ იძლევიან თანხმობას და არსებობს რაიმე საპატიო მიზეზი (მაგალითად, ორსულობა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები), მაშინ დაქორწინების ნებართვა შეიძლება გასცეს სასამართლომ);

– დასაქორწინებელ პირთა თანხმობა (ქორწინება აუცილებლად ნებაყოფლობითი უნდა იყოს ორივე მხრიდან. დაუშვებელია ქორწინების იძულება ერთ-ერთი დასაქორწინებელის მიერ, მშობლების ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ. დანიშვნის შემდეგ ორივე მხარეს უფლება აქვს უარი განაცხადოს ქორწინებაზე. კანონში აღნიშნულია, რომ ნიშნობის დროს მიღებული საჩუქრები მხარეებს უკან უბრუნდებათ);

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახური ვალდებულია დასაქორწინებელ პირებს გააცნოს ქორწინების რეგისტრაციის პირობები და წესი, განუმარტოს მეუღლეთა და მშობელთა უფლება-მოვალეობანი, აგრეთვე გააფრთხილოს, რომ პასუხს აგებენ ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების დაფარვისთვის.

განვიხილოთ კანონით გათვალისწინებული ის დამაბრკოლებელი გარემოებები, რომელთა არსებობისასაც ქორწინება არ დაიშვება.

ქორწინება არ დაიშვება:

- იმ პირთა შორის, რომელთაგან თუნდაც ერთ-ერთი უკვე იმყოფება ქორწინებაში სხვასთან;
- პირდაპირი აღმავალი და დამავალი შტოს ნათესავებს შორის (პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი ნათესავები არიან პირები, რომლებიც ერთმანეთისგან წარმოიშვნენ: შვილთაშვილი, შვილიშვილი, შვილი, დედ-მამა, ბებია-ბაბუა, დიდი ბებია-ბაბუა და ა.შ.);
- ბიოლოგიურ და არაბიოლოგიურ და-ძმას შორის;
- მშვილებელსა და ნაშვილებს შორის;
- იმ პირებს შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი, სულით ავადმყოფობის ან ჭკუასუსტობის გამო, სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ არის ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ გარდა სამოქალაქო კოდექსისა, ქორწინების (ჯვრისწერის) დამაბრკოლებელ გარემოებებზე ეკლესიაც საუბრობს. საეკლესიო სამართლის მიხედვით, ქორწინების დამაბრკოლებელი მიზეზი ბევრია, თუმცა მათ შორის ძირითადია:

- ნათესაური კავშირები – სისხლის აღრევა, როდესაც წყვილს შორის არსებობს სისხლით ნათესაობა;

- შერეული ქორწინება – კავშირი მართლმადიდებელსა და არამართლმადიდებელს შორის;

- ასაკობრივი ცენზი – უასაკოთა, არასრულწლოვანთა ქორწინება;

- აუცილებელია სქესთა სხვაობა - რომაული სამართლით იყო განსაზღვრული, რომ ქორწინება ეს არის კავშირი ქალსა და კაცს შორის. კავშირი ერთნაირი სქესის მქონე ადამიანებს შორის წარმართული, რომაული კანონმდებლობითაც კი იკრძალებოდა, ამიტომ ზემოაღნიშნული რომაული განსაზღვრება ქრისტიანულმა ეკლესიამ თავის სამართალში პირდაპირ გადმოიტანა;

- მონაზვნობის, ბერობის აღთქმა;

- სულიერი ნათესაობა, ნათელ-მირონობა - თავიდან განსაზღვრული იყო, რომ არ შეიძლება ქორწინება ნათლიასა და მის ნათლულს შორის, ნათლიასა და ნათლულის მშობელს შორის. მოგვიანებით კი განისაზღვრა – გვერდითი ხაზით ხუთ თაობამდე არ შეიძლება ქორწინება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახელმწიფო აღიარებს მართლმადიდებლური ეკლესიიის მიერ შესრულებულ ჯვრისწერას, მაგრამ მას მაინც არ ათანაბრებს სამოქალაქო რეესტრში რეგისტრირებულ ქორწინებასთან. შესაბამისად, არც ჯვარდაწერილ და არც სხვა რაიმე რელიგიური წესით დაკავშირებულ წყვილს არ წარმოეშობა ერთმანეთის მიმართ ის სამართლებრივი უფლება-მოვალეობები, რაც განსაზღვრულია კანონით.

აქვე უნდა ითქვას, რომ სამოქალაქო კოდექსი განქორწინების წესსაც არეგულირებს, რადგანაც მეუღლეებს განქორწინების უფლებაც ისევე აქვთ, როგორც ქორწინების.

ქორწინების შეწყვეტის ორი საფუძველი არსებობს: მეუღლის გარდაცვალება და განქორწინება. საქართველოს კანონმდებლობა არც იძულებით დაქორწინებას იცნობს და არც იძულებით ოჯახის შენარჩუნებას. განქორწინებისთვის ერთ-ერთი მეუღლის სურვილიც საკმარისია.

მეუღლეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ განქორწინდნენ. კანონი ამ კუთხით მხოლოდ ერთადერთ შეზღუდვას ითვალისწინებს: ცოლის ორსულობის დროს და ბავშვის დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში ქმარს უფლება არა აქვს, ცოლის თანხმობის გარეშე შეიტანოს სარჩელი განქორწინებაზე. სხვა ნებისმიერ დროს როგორც ცოლს, ისე ქმარს სრული უფლება აქვთ, მოითხოვონ განქორწინება.

ამბობენ, ქორწინება სახელმწიფოს შექმნის დარიაო. ჰოდა, თუ დაქორწინებაში ხელს არც სამოქალაქო და არც საეკლესიო სამართალი არ გიშლით, თამამად შეგიძლიათ ერთი პატარა სახელმწიფო თქვენ თვითონაც შექმნათ.  

 

2581
მზის დაბნელება

მზისა და მთვარის დაბნელებები ივნისში: თარიღები და რეკომენდაციები

79
(განახლებულია 14:47 27.05.2020)
სულ 2020 წელში ექვსი დაბნელებაა მოსალოდნელი, რითაც, ასტროლოგების აზრით, აიხსნება კიდეც ის ფაქტი, რომ ეს წელი ბევრისთვის ყველაზე მძიმეა ბოლო ათწლეულებში 

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. 2020 წლის ივნისში ერთდროულად ორი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა მოხდება, რამაც შეიძლება ადამიანზე საკმაოდ ძლიერი გავლენა მოახდინოს, იუწყებიან სპეციალისტები.

მათი ინფორმაციით, ზაფხულის პირველ თვეში უნდა ველოდოთ არა მარტო მთვარის, არამედ მზის დაბნელებასაც. სულ 2020 წელში ექვსი დაბნელებაა მოსალოდნელი. ასტროლოგების აზრით, ამით აიხსნება კიდეც ის ფაქტი, რომ ეს წელი ბევრისთვის ყველაზე მძიმეა ბოლო ათწლეულებში. 

ბევრი სპეციალისტი მნათობების დაბნელებას საკმაოდ საშიშ პერიოდად მიიჩნევს, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ამავდროულად ადამიანს შეუძლია, მოვლენის ენერგეტიკა  თავის სასარგებლოდ მიმართოს. 

მთვარის დაბნელება — მოვლენა 2020 წლის 5 ივნისსაა მოსალოდნელი. დედამიწის ჩრდილი ნაწილობრივ დაფარავს თანამგზავრს, ამიტომ მთვარე ციდან მთლიანად არ გაქრება. ასტროლოგების აზრით, ასეთი დაბნელების გავლენა არ შეიძლება ჩაითვალოს  ძალიან ძლიერად და ის ადამიანებს ზიანს არ მიაყენებს.

თუმცა ამავე დროს იმასაც ამბობენ, რომ როცა მთვარე ნაწილობრივ იფარება, მაშინ სხვადასხვა სახის უსიამოვნებები ფარული და, შესაბამისად, მოულოდნელი ხდება.

სპეციალისტების თქმით, პრობლემები შესაძლოა შეექმნათ მათ, ვინც შორ გზაზე გამნგზავრებას, ახალი საქმის წამოწყებასა თუ ძვირადღირებული შენაძენის გაკეთებას  გადაწყვეტს. ეს შესაძლოა იყოს პასპორტის ან ბილეთებისა დავიწყება,  მნიშვნელოვანი ფაქტების გაუთვალისწინებლობა თუ საფულის დაკარგვა. ამიტომ ამ დღეს ორმაგად და სამმაგად ყურადღებით უნდა იყოთ. ამასთან საჭიროა დაუკვირდეთ ნათქვამს და მოზომოთ სიტყვა, რათა ვინმეს ტყუილად არ აწყენინოთ ერთი შეხედვით უბრალო ფრაზით.  

ასტროლოგების თქმით, ამ დღეს უმჯობესია მარტო ყოფნა და საკუთარი თავის შეცნობა. 

მზის დაბნელება — მოვლენა 2020 წლის 21 ივნისსა მოსალოდნელი.  ასტროლოგების აზრით, ამგვარი დაბნელება ძლიერ გავლენას ახდენს ადამიანებზე და შესაძლოა ჩხუბისა და გაუგებრობების მიზეზიც კი გახდეს.

ეს რგოლური დაბნელება იქნება, ანუ მთვარე ისე აეფარება მზეს, რომ ცაზე მხოლოდ მისი წრე გამოჩნდება. ასეთი დაბნელების დროს მთვარე დედამიწიდან ჩვეულებრივზე მეტი მანძილითაა ხოლმე დაშორებული.

ასტროლოგების აზრით, ასეთ მოვლენას ადამიანისთვის უარყოფითი შედეგები მოსდევს, თუმცა პრობლემები და წარუმატებლობა მაშინვე კი არ იჩენს თავს, არამედ მოგვიანებით. 

ირკვევა, რომ მსგავის დაბნელება მომხდარა 2020 წელსაც. ამიტომ ასტროლოგები გვირჩევენ, გავიხსენოთ მაშინდელი მოვლენები, რათა დაახლოებით მაინც მივხვდეთ, რა გველოდება. 

სპეციალისტების თქმით, ამ დღეს ადამიანების უმეტესობას უსიამოვნებები ელით ოჯახში, მეგობრებთან თუ თანამშრომლებთან — თანაც, აშკარა მიზეზების გარეშე. ამიტომ მათი დაჟინებული რეკომენდაციაა, თავი აარიდოთ აგრესიულად განწყობილ ადამიანებს, ვინაიდან ისინი საფრთხის წყარო იქნებიან —  ზოგს შეიძლება უბრალოდ გუნება გაუფუჭონ, ზოგი კი ხელჩართულ ჩხუბშიც ჩაითრიონ. 

ასტროლოგები განმარტავენ, რომ ამ დღეს სჯობს ყურადღება საშინაო საქმეებზე გაამახვილოთ, მეტი სითბო გამოიჩინოთ ნათესავებისა და ოჯახის წევრების მიმართ. ამასთან, არ უნდა გასცეთ ამაო დაპირებები და თავი შეიკავოთ ახლობლების კრიტიკისა და განსჯისგან.

განსაკუთრებული რეკომენდაცია — ეს ჭორებისთვის ყურის წაყრუებაა, მოარული ხმები, მათ შორის, უშუალოდ თქვენზე, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიჯეროთ.

79
თემები:
სასარგებლო რჩევები
ჭრელკაბიანი გოგო მილოცვით

რა გეკრძალებათ საკუთარ დაბადების დღეზე: მაგიური მინიშნებები

188
(განახლებულია 20:29 26.05.2020)
დაბადების თარიღი უძველესი დროიდან მიიჩნევა იდუმალ და მაგიურ დღედ. სწორედ ამიტომაც უკავშირდება მას უამრავი მისნობა, რომელთა დაცვაც, ხალხური რწმენით, წარმატებასა და იღბალს უქადის ადამიანს.

 

188
თემები:
ხალხური ცრურწმენები
გიორგი გახარია

გახარია: საქართველო ინფექციის გავრცელების ახალი ტალღისთვის მზად უნდა იყოს

0
(განახლებულია 16:18 27.05.2020)
საქართველოს მთავრობის მეთაური საგანგებო მდგომარეობის პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშით დეპუტატების წინაშე ოთხშაბათს წარდ

თბილისი, 27 მაისი – Sputnik.  პანდემიასთან ბრძოლა არ დასრულებულა და საქართველო ინფექციის გავრცელების ახალი ტალღისთვის მზად უნდა იყოს, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას. 

საქართველოს მთავრობის მეთაური საგანგებო მდგომარეობის პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშით დეპუტატების წინაშე ოთხშაბათს წარდგა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან 22 მაისის პერიოდში მოქმედებდა.

 „ვირუსი და პანდემიასთან ბრძოლა არ დასრულებულა. დღეს მსოფლიოში ვერავინ გეტყვით როგორი იქნება შემოდგომა. თუ ზაფხულის თვეების პროგნოზირება შესაძლებელია,  ვერავინ ვერ გეტყვით როგორი იქნება შემოდგომა, რამდენად ძლიერი იქნება მეორე ტალღა და იქნება თუ არა ვაქცინა. აქედან გამომდინარე, ჩვენი მოვალეობაა გრძელვადიანი და მიზანმიმართული დახმარების უზრუნველყოფა“, – განაცხადა გახარიამ.

მისი სიტყვებით, ასეთი გაურკვეველი ვითარება გახდა მიზეზი დახმარებაზე მინიმალური ხარჯების გაწევისა.

 „ჩვენ დახმარება ექვს თვეზე გავანაწილეთ. მესმის, რომ ეს საკმარისი არ არის, მაგრამ ესაა მინიმუმი, რომელიც ადამიანებს მიმდინარე ხარჯების გამკლავებაში დაეხმარება“, – განაცხადა გახარიამ. 

მთავრობამ საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმა აპრილის ბოლოს წარუდგინა. იგი  ითვალისწინებს როგორც ფულადი დახმარების გაცემას, ისე რიგ შეღავათებს კრედიტებისა და გადასახადების თვალსაზრისით.

საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისამდე გაგრძელდა. ამ ეტაპზე საქართველოში შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის პროცესი მიმდინარეობს.

დღეისთვის საქართველოში კორონავირუსის 735 შემთხვევაა დადასტურებული, პაციენტების 75%–ზე მეტი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 12.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში