ნეო-ნეო

ჭარბთმიანობის გადაწყვეტის უახლესი მეთოდი - ის, რაც უნდა იცოდეთ ეპილაციაზე

1342
(განახლებულია 11:03 20.04.2018)
ჭარბთმიანობასთან ბრძოლის ყველაზე უსაფრთხო და სწრაფ მეთოდად დიოდური ლაზერული ეპილაციაა აღიარებული. სანამ აღნიშნულ პროცედურას ჩავიტარებთ, აუცილებლად უნდა გავარკვიოთ, რა ტიპის ლაზერული აპარატები არსებობს, მათ შორის რომელია უფრო ეფექტური, რა ასაკიდან შეიძლება ლაზერული ეპილაციის ჩატარება და როდის არის დაუშვებელი.

სწორედ ამ და სხვა საინტერესო საკითხზე გვესაუბრა ესთეტიკური კლინიკა „ნეო-ნეოს“ ლაზეროთერაპევტი რეგინა ატოიანი, რომელმაც ჩვენს მკითხველს სასარგებლო რჩევები გაუზიარა.

Эстетик центр НЕО-НЕО
© Sputnik / Denis Aslanov
კლინიკა „ნეო-ნეოს“ ლაზეროთერაპევტი რეგინა ატოიანი

— ჩვენს კლინიკაში დიოდური ლაზერური ეპილაცია ყველაზე თანამედროვე აპარატურით კეთდება. ესენია „SOPRANO ICE pretty cool“  და „SOPRANO ICE platinium”. აღნიშნული აპარატები წარმოებულია ისრაელში. „SOPRANO ICE platinium”  გამოირჩევა იმით, რომ ერთი უნივერსალური მანიპულა შეიცავს სამი ლაზერული აპარატის ტექნოლგიას. ეს არის დიოდის ლაზერი, ალექსანდრიტის ლაზერი და ნეოდიუმის ლაზერი. „SOPRANO ICE pretty cool“-ს გააჩნია ორი მანიპულა. ეს არის დიოდის ლაზერი და ალექსანდრიტის და დიოდის სხივის გაერთიანება. ადგილზე ლაზეროთერაპევტი თმის ტიპის მიხედვით შეარჩევს, თუ რომელი ტექნოლოგიით უნდა ჩაუტარდეს პაციენტს პროცედურა. თუ თმა არის თხელი, ბუსუსოვანი, მაშინ რა თქმა უნდა ჯობია გაკეთდეს სამ სხივიანი ტექნოლოგიით. პროცედურა ძალიან ეფექტურია ღია თმის მოსაშორებლად. აღსანიშნავია ისიც, რომ აპარატს აქვს ჩაბრუნებული თმის ამოღების სისტემა, რის შედეგად კანი ხდება გლუვი.

Эстетик центр НЕО-НЕО
© Sputnik / Denis Aslanov
ადგილზე ლაზეროთერაპევტი თმის ტიპის მიხედვით შეარჩევს, თუ რომელი ტექნოლოგიით უნდა ჩაუტარდეს პაციენტს პროცედურა.

- როგორ კეთდება პროცედურა?

— პროცედურა კეთდება გაპარსული კანის ზედაპირზე, იმისთვის, რომ სხივმა კარგად შეაღწიოს თმის ფოლიკულამდე. აპარატს აქვს გაყინვის მეთოდი, რისი საშუალებითაც პროცედურა არის სრულიად უმტკივნეულო. არის სრულიად უსაფრთხო და არ გააჩნია გვერდითი მოვლენები. მისი ერთ-ერთი უპირატესობა არის ის, რომ შესაძლებელია ეპილაცია გაკეთდეს გარუჯულ კანზეც. პროცედურის შემდეგ, სამი დღის განმავლობაში უნდა მოვერიდოთ მზეს, 24 საათის განმავლობაში მოვერიდოთ წყალს. მცირე დროის განმავლობაში პაციენტი კანზე გრძნობს მცირე სიმხურვალეს. ნახევარი საათის განმავლობაში აღინიშნება კანის ზედპირზე ოდნავი სიწითლე. სამი დღის შემდეგ კი შესაძლებელია რუჯის მიღებაც.

© Sputnik / Denis Aslanov
GEO ლაზერო თერაპევტი, რეგინა ატოიანი საუბრობს, რამდენად ეფექტური და უსაფრთხოა დიოდური ლაზერული ეპილაცია.

- რამდენ ხანში მიიღწევა სასურველი შედეგი?

— საუკეთესო შედეგის მისაღწევად დიოდური ეპილაცია უნდა გაკეთდეს 6-8-ჯერ, ერთი თვის ინტერვალით. ზოგადად შედეგი პირველივე პროცედურაზეა შესამჩნევი. პროცედურის შედეგ თმის სტრუქტურა თხელდება და მცირდება. ამ დროს კანი ხდება გლუვი, ელასტიური და იბრუნებს ახალგაზრდულ იერს.
- სახეზეც არის შესაძლებელი დიოდური ლაზერული ეპილაციის გაკეთება?

— თუ სახეზე აღინიშნება მუქი და ჭარბი თმა, ამ შემთხვევაში ვაკეთებთ დიოდურ ეპილაციას. შედეგი ყოველთვის სასურველია. მუქი თმა მცირდება და გადადის ბუსუსოვან თმაში.

Эстетик центр НЕО-НЕО
© Sputnik / Denis Aslanov
ესთეტიკური ცენტრი „ნეო-ნეო"

- რა შემთხვევაშ არ შეიძლება დიოდური ლაზერული ეპილაციის გაკეთება?

— ეპილაციის გაკეთება არ შეიძლება ორსულობის და ლაქტაციის დროს. არ შეიძლება გაიკეთოს მოზარდმა, რომელსაც ჯერ არ დაწყებია ციკლი, ვინაიდან ამ დროს არანაირი შედეგი არ ექნება.  დიოდური ეპილაციის გაკეთება დაუშვებელია ტატუზე, რადგან აპარატი  მუქ ფერს აღიქვამს, როგორც თმას და წვავს მას.
რომ დარწმუნდეთ ამ აპარატების ეფექტურობასა და შედეგში, აუცილებლად  უნდა გვესტუმროთ კლინიკა „ნეო-ნეოში“ და თავად გამოსცადოთ. მერწმუნეთ შედეგი მოლოდინს გადააჭარბებს!

1342
იოდი

იოდის ბადე მარტივი, იაფი და ეფექტური

363
(განახლებულია 15:21 09.08.2020)
იოდის ბადე მრავალი დაავადების განკურნებაში გვეხმარება. მისი გაკეთება მარტივია, იაფიც გვიჯდება და თან - შედეგიც ეფექტურია. ამისთვის მხოლოდ იოდი და ბამბის ჩხირებია საჭირო.

იოდი ძირითადად გამოიყენება ჭრილობების, ნაკაწრების, ანთების, დაზიანებების, ორგანიზმში იოდის ნაკლებობის დროს.

რატომ მაინც და მაინც ბადე?

იოდის ბადე ბაქტერიებს ერთმანეთისგან აცალკევებს და ასეთ მდგომარეობაში ისინი უფრო სწრაფად იხოცებიან.

იოდი არა მარტო ხოცავს ბაქტერიებს, არამედ ის ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს — თუნდაც მიკროსკოპული დოზით. ის პირდაპირ აგებს პასუხს ჩვენი ფარისებრი ჯირკვლის მუშაობაზე. იოდი საკმარისი რაოდენობით უნდა იყოს ორსული ქალის ორგანიზმში, რათა ბავშვი ნორმალურად განვითარდეს.

იოდის ბადე ორგანიზმში იოდის დონის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა. ამისთვის ჩაატარეთ ცდა: გაიკეთეთ იოდის ბადე ფეხის შიდა მხარეს, შემდეგ დააკვირდით — თუ ორგანიზმმა ბადე 4 საათზე ნაკლებ დროში შეიწოვა, ეს ნიშნავს, რომ სერიოზული პრობლემა გაქვთ; თუ ამას ხუთი და მეტი საათი მოუნდა, ორგანიზმს იოდის უკმარისობა აქვს და მისი კომპენსირებაა საჭირო.

ნახეთქები ქუსლზე: მიზეზები და მოშორების ხერხები>>

იოდის მიღება საკვების მეშვეობით შეიძლება. მას შეიცავს ზღვის კომბოსტო, იოდირებული მარილი, თევზის ცხიმი და, ზოგადად, ზღვის პროდუქტები, ასევე კომბოსტო, ბანანი, ლიმონი, ყურძენი, ტკბილი წიწაკა.

თუ ბადე 24 საათი არ შეიწოვა, ე.ი. იოდის ნორმალური შემცველობა გაქვთ.

იოდის ბადე ასევე შველის ხველებას, მაგრამ იოდით მკურნალობა მაშინ შეიძლება, თუ სხეულის ტემპერატურა 38 გრადუსს არ აღემატება. ბადე პირდაპირ ყელზე ან მკერდზე გაიკეთეთ, თუმცა, უცბად არა — შეამოწმეთ, რომ კანზე რაიმე ალერგიული რეაქცია არ გაჩნდეს (დაელოდეთ დაახლოებით 10-15 წუთი).

იოდის ბადე ეხმარება სურდოსაც — ცხვირზე წვრილი ბადე გაიკეთეთ.

გაციებისას ასევე შველის ბადის გაკეთება ფეხის კანჭსა და ტერფზე. გაფრთხილდით — იოდმა შეიძლება კანი დაწვას.

დაზიანებისას იოდის ბადე მაშინვე არ უნდა გაიკეთოთ — მხოლოდ 24 საათის შემდეგ, რაც დაზიანებულ ადგილზე დაიდებთ კომპრესს; როდესაც შეშუპება დაცხრება, შეგიძლიათ გაიკეთოთ იოდის ბადე.

ფეხის აბაზანა სულ ორი ინგრედიენტისგან და საოცარი შედეგი>>

იოდის ბადე ფართოდ გამოიყენება კისრის, ბეჭების, წელის ტკივილისას.

ამგვარად, იოდის ბადე მრავალმხრივ შეიძლება გამოვიყენოთ. თანაც, ეს ძალიან იაფი და მოსახერხებელია.

363
თემები:
სასარგებლო რჩევები
წყვილი კამათის დროს

იჩხუბეთ, მაგრამ... ანუ როგორ ავირიდოთ თავიდან სერიოზული კონფლიქტი ოჯახში

85
(განახლებულია 20:11 09.08.2020)
ყველაზე მოსიყვარულე და ერთგულ წყვილებშიც ხდება კონფლიქტი. ამას რომ უსიამოვნო შედეგები არ მოჰყვეს, საჭიროა ჩხუბი, ოღონდ წესების დაცვით!

ცნობილი ფსიქოლოგი მიხაილ ლაბკოვსკი გვთავაზობს ჩხუბის წესებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია პარტნიორებს შორის, თუ გვინდა, რომ ურთიერთობები საბოლოოდ არ დაინგრეს.

ზოგადად, ჩხუბის „ანატომია" რთული საკითხია, რადგან თავის საწყისშივე ჩხუბი ემოციების გადმოფრქვევას გულისხმობს, ხოლო „ჩხუბის წესები" — რომ ადამიანი აკონტროლებს თავის მრისხანებას და მას „ამოხეთქვის" უფლებას არ აძლევს, რაც, მთლიანობაში, ცუდია.

ზოგადად ჩხუბი კარგი რამეა გარკვეული თვალსაზრისით. ადამიანი კონფლიქტის დროს „აფრქვევს" ნეგატიურ ემოციებს: მრისხანებას, წყენას, ბოღმას. ფსიქიკისთვის ეს ბევრად უკეთესია, ვიდრე საკუთარ თავში დაიგროვო უსიამოვნო გრძნობები, რადგან ადრე თუ გვიან ეს გრძნობები რიგითი კონფლიქტისას ამოხეთქს და შეიძლება ისეთი სკანდალი მოხდეს, რომ მისი შედეგების წარმოდგენაც კი ძნელია.

მაგრამ, მიუხედავად ამისა, არის გარკვეული პრინციპები, თუ გინდათ, რომ ეს უსიამოვნო ეპიზოდი მეხსიერებას შემორჩეს როგორც უმნიშვნელო მოვლენა და არა ჩხუბი, რომელიც კისერზე მძიმე ქვასავით დაგაწვებათ.

საკუთარ თავზე ეკონომიის რეჟიმში - დაავადება, როდესაც ქალში ქალი ნადგურდება>>

წესი პირველი: იჩხუბეთ ხშირად. ეს, მართალია, ხუმრობაა, მაგრამ მასში დიდი სიმართლის მარცვალია. რაც უფრო მალე ამოთქვამთ უკმაყოფილებას ან წყენას, მით უფრო იოლი, ხანმოკლე და „მსუბუქი" იქნება ჩხუბიც.

წესი მეორე: ერთი მიზეზი — ერთი ჩხუბი. ერთ მიზეზს ნუ მიუმატებთ კონფლიქტებსა და წყენებს წარსულიდან, მეგობრების მაგალითებს და, მით უფრო, ნუ გააკეთებთ შორს მიმავალ დასკვნებს (მშვენიერი მაგალითია — დღეს სიგარეტს ეწევა და ხვალ „ბო…ბას" დაიწყებს).

წესი მესამე: აბსოლუტური ტაბუ ადევს ანალოგიების გავლებას „ბრალდებულის" მშობლებთან, ან, უფრო უარესი — ჩხუბის მიზეზში მათ დადანაშაულებას. ასევე უფრო დიდი ტაბუ ადევს ბავშვებს — ორი მოზრდილის ჩხუბში მხოლოდ ორი მოზრდილი მონაწილეობს. თქვენს კონფლიქტში სხვა პერსონაჟები ვირტუალურადაც კი არ უნდა ჩართოთ.

წესი მეოთხე: არის ორი აკრძალული ფრაზა, რომელთა წარმოთქმა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება — „შენ ყოველთვის" და „შენ არასდროს". ასე ვთქვათ, გლობალური და ყოვლისმომცველი ბრალდება დაპირისპირებასა და აგრესიას წარმოშობს, თუნდაც თქვენი ოპონენტი უკვე მზად იყოს ბოდიშის მოსახდელად. „ყოველთვის" და „არასდროს" ნიშნავს, რომ ლოკალური კონფლიქტის საზღვრებიდან გახვედით და მთლიანობაში პარტნიორით უკმაყოფილო ხართ, მას არამზადად და უვარგისად მიიჩნევთ. აქ ყველა აღშფოთდება, არ შეიძლება იყოს კომპრომისი, რადგან არავინ იტყვის: „კი, მართალი ხარ, ცუდი ვარ, ყოველთვის მტყუანი ვარ, შენ კი — მართალი".

ორი გზა განშორების შემდეგ: მდგომარეობიდან გამოსვლა თუ თვითგვემა>>

წესი მეხუთე: ჩხუბის დაძაბულობის შესამცირებლად გააკრიტიკეთ საქციელი ან მოქმედება და არა ადამიანი. მაგალითად: „მაცოფებს, როცა შემოსასვლელში ტალახიანი ფეხსაცმელი დევს" და არა: „ისევ დასვარე შენი ტალახიანი ფეხსაცმლით შემოსასვლელი!"

წესი მეექვსე (პირველი თავისი არსით): ყველა ადამიანს სჭირდება განმარტოება. ჩხუბის უმრავლესობას თავიდან ავიცილებდით, ადამიანი რაღაც დროით მარტო რომ დარჩეს სიმშვიდესა და სიჩუმეში. გარკვეული პერიოდის შემდეგ პრობლემას უკვე არა ჩხუბით, არამედ წყნარი საუბრით მოვაგვარებდით. უფრო მეტიც, გამორიცხული არაა, რომ თავად პრობლემა მოგვარდეს, როგორც კი გავაცნობიერებთ, რომ საქმე ტალახიან ფეხსაცმელში კი არაა, არამედ, უბრალოდ, დასვენება, გამოძინება, მოდუნება გვჭირდება. ძალიან ხშირად ადამიანები ჩხუბობენ არა რაიმე მიზეზით, არამედ იმის გამო, რომ დაღლილი, არაქათგამოცლილი არიან, ეს კი ძლიერ გაღიზიანებას იწვევს.

რატომ არ თხოვდება ქალი?>>

ჩვეულებრივ, „შესვენება" ადამიანს 3-4 თვეში ერთხელ სჭირდება. საჭირო არაა ქვეყნის დასალიერში წასვლა. შეიძლება მეგობართან და მშობლებთან სტუმრობა, სეირნობა, კინოში მარტო წასვლა. არა სახლის დალაგება, მაღაზიებში სიარული პროდუქტებზე, არამედ განტვირთვა, მოდუნება და საკუთარ თავთან მარტო დარჩენა.

წესი მეშვიდე: იყვირეთ. სერიოზულად ვამბობ, მიეცით გრძნობებს თავისუფლება, ასე ჩხუბი მალე ჩაცხრება. ბევრჯერ გვსმენია, რომ ყვირილი არ შეიძლება, რადგან ეს კონფლიქტს გააღრმავებს. არაფერი მსგავსი — სჯობს, ყველაფერი ხმამაღლა ამოთქვათ, მთელი ძალით, ვიდრე ჩუმად „ისისინოთ" და ამით პარტნიორი მეტად გამოიყვანოთ წყობიდან. ამასთან, თუ ყვირით, თქვენი ოპონენტი ხედავს, რომ თქვენ ცუდად ხართ და თუ მას უყვარხართ, ის დაგაწყნარებთ და თქვენკენ გადმოდგამს ნაბიჯს. ეს სჯობს, ვიდრე ბოიკოტი გამოაცხადოთ და გაიბუტოთ.

  • და, ბოლო წესი: მიიყვანეთ საქმე ბოლომდე. თუ კონფლიქტი უკვე აღმოცენდა, ორივემ რაღაცნაირად უნდა დაასრულოთ ის. ის აღიარებს, რომ არასწორი იყო, თქვენ აღიარებთ, რომ თქვენი პრეტენზიები უსაფუძვლოა, აირჩიეთ კომპრომისი, ერთ-ერთმა უნდა დათმოს — სულ ერთია, რომელი და როგორ, მაგრამ ჩხუბს წერტილი უნდა დაესვას, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს შენელებული მოქმედების ბომბი გახდება და ადრე თუ გვიან აფეთქდება.
85
თემები:
სასარგებლო რჩევები
ქართული ღვინო

პოპულარული ღვინოები რუსეთში ლიდერთა შორისაა ქართული ღვინო

0
(განახლებულია 11:24 10.08.2020)
საქართველო ლიდერია იმ ქვეყნებს შორის, რომელიც რუსეთს სუფრის ღვინოებს აწვდის. ამ სახეობის ქართულ ღვინოებზე ბაზრის 24% მოდის

თბილისი, 10 აგვისტო - Sputnik. საქართველო იმ ლიდერ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც რუსეთის მოქალაქეებში ღვინის მიწოდების მხრივ ყველაზე პოპულარულია, აღნიშნულია „როსკაჩესტვოს“ (Роскачество, რუსეთის ხარისხის მონიტორინგის სისტემა) კვლევის შედეგებში.

კერძოდ, საქართველო იტალიისა და ესპანეთის შემდეგ მესამე ადგილზეა რუსეთის მოქალაქეებისთვის ყველაზე პოპულარულ ღვინის მიმწოდებელ ქვეყნებს შორის. მან გაუსწრო საფრანგეთს, ჩილესა და გერმანიას.

საქართველო ლიდერია სუფრის ღვინოების მიმწოდებელ ქვეყნებს შორის – მასზე ამ სახეობის ღვინოების ბაზრის 24% მოდის.

რუსეთში შეტანილი ღვინის ღირებულების კუთხით ლიდერობს საფრანგეთი (4 დოლარზე მეტი 1 ლიტრ ღვინოში), მეორე ადგილზეა საქართველო (3,19). ყველაზე იაფად ღვინო რუსეთში მოლდოვას შეაქვს (1,7).

რაც შეეხება გეოგრაფიული ინდიკატორებით დაცულ ღვინოებს, ხუთეულში პირველ ადგილზეა ესპანეთი, მეორე და მესამე ადგილებზე – საქართველო („ქინძმარაულის“ მარკის ღვინოები), მეოთხეზე – იტალია და მეხუთეზე – კვლავ ესპანეთი.

„ქართული ღვინის მაღალი რეპუტაციისთვის": ღვინის ხარისხს ახალი პარამეტრებით შეამოწმებენ>>

საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საქართვეკლოდან 2019 წელს მსოფლიოს 53 ქვეყანაში 94 მილიონამდე ბოთლი (0,75 ლიტრი) ღვინო გაიტანეს, რაც 20918 წელთან შედარებით 9%–ით მეტია. ყველაზე მეტი ღვინო – 58,4 მლნ ბოთლი გაიტანეს რუსეთში.

0
თემები:
ღვინის კულტურა და მეღვინეობა