სამი მნიშვნელოვანი გაკვეთილი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

© Pixabay / Pixabay / manolofrancoჩრდილოეთის ნათება
ჩრდილოეთის ნათება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველამ უნდა იცოდეს, რისი სწავლება უნდა მისთვის ცხოვრებას. ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის სამყარო სამ ძირითად გაკვეთილს ამზადებს და ამ გაკვეთილების გათვალისწინება აუცილებელია

უნდა გვახსოვდეს, რომ საჭიროა სამყაროს კანონებით ცხოვრება. ეს კანონები კი ადამიანებმა უხსოვარი დროიდან იციან. ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ბედმა დაგვიწერა, არამედ ისე, როგორც თავად გვსურს.

რა გაკვეთილებს გვიტარებს სამყარო, რა უნდა ავითვისოთ და გავითვალისწინოთ ცხოვრებაში:

Северное сияние звездное небо - Sputnik საქართველო
საბედისწერო ასაკი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

ვერძი

ბედნიერება — ეს ახლობელი ადამიანებია. სიმდიდრე მოდის და მიდის, ხოლო მეგობრები და ახლობლები მუდამ თქვენ გვერდით არიან. დააფასეთ სიყვარული და მეგობრობა.

ხანდახან აუცილებელია, უბრალოდ გავუშვათ ჩვენი ცხოვრებიდან რაღაც, რომ უფრო ბედნიერი გავხდეთ.

პრობლემების გადაჭრის ყველაზე საუკეთესი საშუალებაა, თავი აარიდოთ მასთან შეხვედრას.

კურო

ყველა თანასწორი ვართ, არავის აქვს უფლება, თავს ზეადამიანი უწოდოს.

ადამიანებმა რომ პატივი გცენ, აუცილებელია, მათ პატივი სცეთ. ისე არაფერი ხდება, ყველაფერი ერთმანეთს უკავშირდება.

დააფასეთ ის ადამიანები, რომლებმაც გული გადაგიშალეს.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ცხოვრების კანონები: ბუმერანგის პრინციპი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

ტყუპი

ეგოიზმს არასდროს ექნება ფასი, რადგან ის ძალაუფლების, კარგი განწყობის, სიმდიდრის წუთიერ შეგრძნებას იძლევა.

ტყუილი — მას თქვენი გადარჩენა მხოლოდ ამ წუთას შეუძლია, მაგრამ პრობლემებისგან ვერ გიხსნით.

შორსმჭვრეტელობა — ეს არა მხოლოდ ბრძენთა არჩევანია, არამედ მათი, ვინც თავის დროს აფასებს.

კირჩხიბი

ყველაფერი ცუდისთვის გულწრფელი მონანიებაა საჭირო. თუ ვინმეს ატკინეთ, ეს დაუსჯელი არ დარჩება.

ნუ ითვალთმაქცებთ, რომ იმაზე უკეთესი ხართ, ვიდრე სინამდვილეში. იყოთ ის, ვინც ხართ — ნამდვილი ნიჭია, რომელიც შეიძლება განავითაროთ. თვალთმაქცობა კედლებს აშენებს და არა ხიდებს.

სიხარბე თქვენში ადამიანობას კლავს. მას შეუძლია მარტოდ და უბედურად გაქციოთ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ყველაზე, ყველაზე... ზოდიაქოს ნიშნების ძლიერი მხარეები

ლომი

ყველაზე სასარგებლო უნარი ამ ცხოვრებაში საკუთარი თავის სხვის ადგილზე დაყენების უნარია. ის გაძლევთ ძალას, რომელზეც ბევრი ოცნებობს.

იმდენი უნდა დახარჯო, რამდენის საშუალებაც გაქვს და არა იმდენი, რამდენსაც მოდა და სტატუსი მოითხოვს

ყველაფერი ცუდი გადის ისევე, როგორც კარგი. ცხოვრება — ეს დღისა და ღამის, პოზიტივისა და ნეგატივის, სიყვარულისა და სიძულვილის მონაცვლეობაა.

ქალწული

ყოველთვის მართალი ვერ იქნებით. შეცდომა ყველას მოსდის — თქვენც, თქვენს მტერსაცა და მეგობარსაც, ბრძენსაცა და სულელსაც.

თუ გინდათ, ბედნიერი იყოთ, ხანდახან გარისკვა აუცილებელია.

არ არის სხვა ადამიანის მხარდაჭერის აუცილებლობა, თუნდაც ფიქრობდეთ, რომ ამის გარეშე ფონს ვერ გახვალთ. ყველაფერი შეგიძლიათ სხვების დახმარების გარეშეც.

შეყვარებული წყვილი - Sputnik საქართველო
იდეალური მეორე ნახევარი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

სასწორი

ყველაფერი კარგად იქნება, რადგან ცხოვრება არა მხოლოდ შავისა და თეთრის მონაცვლეობა, არამედ ჭადრაკის დაფაა. არჩევანი ყოველთვის თქვენზეა.

არ ღირს, გარშემომყოფებს მოსთხოვოთ ის, რასაც საკუთარ თავს ვერ მოსთხოვთ.

სული სხეულზე მნიშვნელოვანია; აზრი — მოქმედებაზე. აზრები მატერიალურია.

მორიელი

სამყარო მარტომაც რომ შეცვალოთ უკეთესობისკენ, ეს უფლებას არ გაძლევთ, სხვებს მიუთითოთ, რა უნდა გააკეთონ. კარგი საქციელი წმინდანად არ გაქცევთ. ის ბედნიერს გხდით.

რჩევა მხოლოდ მაშინ უნდა მისცეთ, როცა ამის შესახებ გთხოვენ. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში ეს მანიპულაციის მცდელობად შეიძლება შეფასდეს.

თუ ვინმეს გული ატკინეთ, ნუ გაბრაზდებით ამ ადამიანზე, თუ ის საპასუხოდ თქვენც გატკენთ.

ჩრდილოეთის ნათება - Sputnik საქართველო
მიმნდობი ადამიანი ხართ თუ ეჭვიანი? ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი

მშვილდოსანი

დიპლომატიური ადამიანები ყოველთვის უფრო წარმატებული არიან, ვიდრე ეგოისტები. ეს ცხოვრების მნიშვნელოვანი გაკვეთილია, რომელიც რაც შეიძლება მალე უნდა ისწავლოთ.

დააფასეთ დახმარება. ბოროტად ნუ გამოიყენებთ სტუმართმოყვარეობას, ნდობას, თუ გინდათ, რომ შესძულდეთ.

თავს სხვებზე მაღლა ნუ დააყენებთ — ნაკლი ყველას აქვს. ჩვენ ყველა ერთდროულად სხვადასხვანაირიც ვართ და ერთნაირიც.

თხის რქა

იდეალური ადამიანები არ არსებობენ. რაც უფრო მიუახლოვდებით იდეალურ სახეს, მით უფრო მოსაწყენი გახდებით გარშემომყოფთათვის.

ცვლილებები — ეს ნორმალურია. ყველაფერი იცვლება: სამყარო, მსოფლიო, ადამიანები.

წარსული წარსულში უნდა დარჩეს. ნუ მისცემთ წარსულ ჭრილობებს ნებას, რეალურ სამყაროში შემოიჭრას.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
„ცდუნებების" ჰოროსკოპი - რის წინაშე არიან უძლური ზოდიაქოს ნიშნები

მერწყული

ჩვენ მხოლოდ მაშინ ვაცნობიერებთ, რა არის ნამდვილი სიყვარული და მეგობრობა, როდესაც დახმარებისა და ყურადღების დაფასებას ვიწყებთ.

წარმატების მიღწევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა რაიმე საქმეში უკეთესი ვხდებით. იდეალი ისაა, რისკენაც მუდამ უნდა მივისწრაფოდეთ.

არასდროს დაამციროთ ადამიანები, მითუმეტეს — ხალხში, თუ არ გინდათ, რომ მომავალში დიდი პრობლემები შეგექმნათ.

თევზები

ცხოვრებამ რომ კმაყოფილება მოიტანოს, აუცილებელია იცოდეთ, რა გსურთ; ამისკენ იმოძრავეთ ყოველთვის.

ოჯახი ყველას სჭირდება. ისწავლეთ დაფასება საკუთარი ახლობლებისა და ყველაფრის, რასაც ისინი თქვენთვის აკეთებენ.

ცხოვრება ერთ კარში თამაში არ არის. ისწავლეთ რაიმეს მსხვერპლად შეწირვა და მხოლოდ სხვის სიყვარულს ნუ შთანთქავთ, თუ გინდათ, რომ მარტო არვ დარჩეთ.

 

ყველა ახალი ამბავი
0