შეყვარებული წყვილი

იდეალური მეორე ნახევარი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

106860
(განახლებულია 11:02 08.01.2018)
ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს განსაკუთრებული თვისებები აქვს, ეს თვისებები კი მეორე ნიშანს შეიძლება ან ძალიან მოსწონდეს, ან პირიქით – აღიზიანებდეს. გაეცანით თქვენი ნიშნის მახასიათებლებლებს და იმას, თუ ზოდიაქოს რომელ ნიშანთან შეძლებთ ჰარმონიულ თანაცხოვრებას

ვერძი

ვერძი აგრესიული პიროვნებაა, რომელსაც სწრაფი ტემპით უყვარს ცხოვრება. მას სჭირდება პარტნიორი, რომელიც დროს ფეხს აუწყობს.

მისი იდეალური მეორე ნახევარია ის, რომელიც თავდაჯერებულია და გარისკვის არ ეშინია.

პოტენციური მეორე ნახევარია: ვერძი, ლომი, მშვილდოსანი, ტყუპი და მერწყული.

კურო

კუროს ერთგული და რომანტიკული პარტნიორი სჭირდება.

კურო ლოიალური რჩება ბოლომდე, მაგრამ სჭირდება ისეთი მეგზური, რომელიც მის ძლიერ გრძნობებს უპასუხებს.

მისი იდეალური მეორე ნახევარის ის, რომელიც იმსახურებს ნდობას, არ თამაშობს, რადგან კუროს ამისთვის დრო არ ჯყოფნის.

პოტენციური მეორე ნახევარია: კირჩხიბი, თხის რქა, ქალწული და თევზები.

ტყუპი

მას სჭირდება ჭკვიანი, იუმორით სავსე და საინტერესო მეგზური.

ტყუპს შეუძლია გამოიცნოს, ვის ხვდება, ამიტომ თუ მან მომავალი პარტნიორი შეარჩია, ეს უკანასკნელი ამას აუცილებლად იგრძნობს.

მათი იდეალური მეორე ნახევარია – ოხუნჯი, ჭკვიანი და საინტერესო.

პოტენციური მეორე ნახევარია: ლომი, სასწორი, ვერძი და მერწყული.

კირჩხიბი

მას სჭირდება ჭკვიანი, ალერსიანი სულისა და ფაქიზი გულის ადამიანი.

კირჩხიბს უზომო გული აქვს და დიდი სიყვარული.

მას სჭირდება ისეთი მეგზური, რომელიც საკმაოდ ჭკვიანია, მაგრამ ასევე – ალერსიანი, რომ კირჩხიბმა თავი განსაკუთრებულ და საყვარელ ადამიანად იგრძნოს.

მას არცთუ დიდი დრო რჩება ეგოიზმისთვის, ამიტომ მისი იდეალური პარტნიორი მზრუნველი და მტკიცე ხასიათისა უნდა იყოს.

პოტენციური მეორე ნახევარია: მორიელი, კურო, თევზები და ქალწული.

ლომი

ლომს თავდაჯერებული ადამიანი სჭირდება.

ადამიანი, რომელიც მზადაა თავგადასავლებისთვის და მრავალფეროვნება არ აშინებს.

მაგრამ, ამასთან, დამაინტრიგებელიც, რომ ლომი ვერ მიხვდეს, რა მოხდება შემდეგ.

პოტენციური მეორე ნახევარია: ტყუპი, სასწორი, მშვილდოსანი და ვერძი.

ქალწული

მას სჭირდება გამოცდილი, ამბიციური და ერთგული თანამგზავრი.

ასევე მისი პარტნიორი უნდა იყოს აქტიური, დღე უსაქმურობაში არ უნდა გაატაროს.

ყველაზე მეტად კი ქალწულს სჭირდება ისეთი ადამიანი, რომელიც ურთიერთობებში ისეთივე დამოკიდებული იქნება, როგორც თავადაა.

პოტენციური მეორე ნახევარია: მორიელი, თხის რქა, კირჩხიბი და კურო.

სასწორი

სასწორს სჭირდება ადამიანი კარგი გარეგნობით, ტვინითა და თავდაჯერებულობით.

მას მაღალი სტანდარტები აქვს, როცა საქმე სიყვარულს ეხება და შემთხვევით ადამიანს ცხოვრებას არ დაუკავშირებს.

მას ფიზიკური სილამაზე ხიბლავს.

პოტენციური მეორე ნახევარია: ტყუპი, მერწყული, მშვილდოსანი და ლომი.

მორიელი

მას სჭირდება ადამიანი, რომელიც გამოიწვევს, დაათრობს თავისი ვნებითა და ინტენსიურობით.

მორიელის სიყვარული ღრმა და აბსოლუტურად უტყვია. მაგრამ მას სჭირდება ისეთი ვინმე, რომელიც გამოიწვევს.

მისი იდეალური მეწყვილეა წარმოსახვის მქონე ადამიანი, რომელიც ღრმად ფიქრობს და გრძნობს, მაგრამ თავის კარტს მალევე არ ხსნის.

მორიელს საიდუმლო და ინტრიგა უყვარს.

პოტენციური მეორე ნახევარია: თევზები, ქალწული, თხის რქა და კირჩხიბი.

მშვილდოსანი

მას სჭირდება თავისუფალი სულის ადამიანი, რომელიც არ დაიჟინებს მის შეცვლას.

მშვილდოსანი აფასებს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას არ სჭირდება, როცა ვინმე ებღაუჭება. მისი იდეალური პარტნიორია ადამიანი, რომელიც ცხოვრებას იუმორით უყურებს.

პოტენციური მეორე ნახევარია: ლომი, მერწყული, ვერძი და სასწორი.

თხის რქა

მას სჭირდება საინტერესო, დამაინტრიგებელი სული, რომელიც ბოლომდე ერთგული დარჩება.

თხის რქას არ ეშინია, იყოს დაკვირვებული და ფრთხილი, როცა საქმე სიყვარულს ეხება.

მისი ცხოვრების მეგზური უნდა იყოს ინტელექტუალი და თხის რქასთან გააზრებული და ღრმა ურთიერთობა უნდა ჰქონდეს. მაგრამ, პირველ რიგში, უნდა იყოს საიმედო და ერთგული… თხის რქა სჭირდება ის, ვისი იმედიც ექნება.

პოტენციური მეორე ნახევარია: თევზები, კურო, ქალწული და მორიელი.

მერწყული

მერწყულს სჭირდება მოსიყვარულე, შავი იუმორისა და კულინარიული ნიჭის მქონე ადამიანი.

მერწყულის იდეალური პარტნიორი უნდა იყოს მხიარული, მზად უნდა იყოს შემთხვევითი თავგადასავლებისთვის; ასევე ძალიან იზიდავს შავი იუმორი და სიტყვამოსწრებული ადამიანები.

თუ მერწყულს გააცინებთ, თქვენთვის ყველაფერს გააკეთებენ. ასევე დიდი პლუსია საჭმლის მომზადების უნარი.

პოტენციური მეორე ნახევარია: სასწორი, ვერძი, ტყუპი და მშვილდოსანი.

თევზები

მას სჭირდება თავდაჯერებული, შემოქმედებითი ადამიანი.

თევზი საკუთარ სამყაროში ცხოვრობს და ცხოვრებას ძალიან სერიოზულად არასდროს აღიქვამს. მისი იდეალური პარტნიორია თავდაჯერებული, ცოტა ველური და შემოქმედებითი ადამიანი.

პოტენციური მეორე ნახევარია: კირჩხიბი, თევზები, მორიელი.

 

106860
თემები:
ასტროლოგიური პროგნოზი: ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - 2018 (652)
ვიდეოკამერა

ფრთხილად, გითვალთვალებენ! ყველაფერი, რაც ვიდეოთვალთვალის შესახებ უნდა იცოდეთ

161
(განახლებულია 10:10 28.02.2021)
ბევრი მიიჩნევს, რომ ვიდეოთვალთვალი პირად ცხოვრებაში ჩარევის ერთ-ერთ ყველაზე რადიკალური ფორმაა.  თუმცა, თანამედროვე სამყაროში ის უკვე მონაცემთა დამუშავების საკმაოდ გავრცელებული და კანონით ნებადართული საშუალებაა.

ვითეოთვალთვალი რომ არ იქცეს ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევად,  მისი გამოყენებისას აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული  კანონით დადგენილი კონკრეტული წესები და რეგულაციები.

დღევანდელ სტატიაში აგიხსნით, რა არის ვითეოთვალთვალი, რა მიზნებისთვის და სად შეიძლება გამოიყენონ, ვის მიუწვდება ხელი ვიდეოჩანაწერებზე, როდის უნდა გადადგურდეს ისინი და ა.შ.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ვიდეოთვალთვალი მონაცემთა დამუშავების საკმაოდ გავრცელებული და კანონით ნებადართული საშუალებაა. საქართველოში მის გამოყენებას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონი არეგულირებს.

სად შეიძლება განხორციელდეს ვიდეოთვალთვალი:

- ქუჩასა (ტერმინი ქუჩა მოიცავს პარკს, სკვერს, სათამაშო მოედანს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებას და სხვა თავშეყრის ადგილს)  და საზოგადოებრივ ტრანსპორტში

- საჯარო და კერძო დაწესებულებებში

- საცხოვრებელ შენობებში

რა მიზნით შეიძლება განხორციელდეს ვიდეოთვალთვალი:

იმის მიხედვით, თუ სად მიმდინარეობს ვიდეოთვალთვალი, განსხვავებულია მისი მიზნებიც. კერძოდ,

ქუჩასა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვიდეოთვალთვალი დასაშვებია მხოლოდ შემდეგი მიზნების მისაღწევად:

- დანაშაულის თავიდან აცილება;

- პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვა;

- საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა;

- არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვა.

 საჯარო და კერძო დაწესებულებათა შენობების ვიდეოთვალთვალი დაიშვება შემდეგი მიზნით:

- პირის უსაფრთხოების და საკუთრების დაცვა;

- არასრულწლოვანის მავნე ზეგავლენისაგან დაცვა;

- საიდუმლო ინფორმაციის დაცვა.

- გამოცდის ან ტესტირების მიზნებისთვის

საცხოვრებელ შენობაში ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ

- პირისა და ქონების უსაფრთხოების მიზნებისათვის.

როდესაც ქუჩაში  ან  საზოგადოებრივ ტრანსპორტში მიმდინარეობს ვიდეოთვალთვალი, საჯარო და კერძო დაწესებულებები ვალდებული არიან, თვალსაჩინო ადგილას განათავსონ შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი. ამ შემთხვევაში პირი ინფორმირებულია იმის შესახებ, რომ მის შესახებ მონაცემთა დამუშავება მიმდინარეობს.

რაც შეეხება საჯარო და კერძო დაწესებულებებში მონიტორინგს, ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით შესაძლებელია  მხოლოდ შენობის გარე პერიმეტრისა და შესასვლელის მონიტორინგის განხორციელება. მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია, თვალსაჩინო ადგილას განათავსოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი. ამ შემთხვევაში მონაცემთა სუბიექტი მის შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე ინფორმირებულად ითვლება.

კანონმდებლობა  სამუშაო ადგილზე ვიდეოთვალთვალის სისტემის დაყენებას  მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში უშვებს: თუ ეს აუცილებელია პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, საიდუმლო ინფორმაციის დაცვის და გამოცდის/ტესტირების მიზნებისათვის და თუ ამ მიზნების სხვა საშუალებით მიღწევა შეუძლებელია.

თუ სამუშაო  ადგილას მაინც იყენებენ ვიდეოთვალთვალის სისტემას, შესაბამის კერძო ან საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული ყველა პირი წერილობითი ფორმით უნდა იყოს ინფორმირებული ვიდეოთვალთვალის განხორციელებისა და მისი უფლებების შესახებ.

გაითვალისწინეთ, ვიდეოთვალთვალის განხორციელება დაუშვებელია გამოსაცვლელ ოთახებსა და ჰიგიენისათვის განკუთვნილ ადგილებში.

საჯარო და კერძო დაწესებულებებათა შენობების ვიდეოთვალთვალის შემთხვევაში, მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია შექმნას ვიდეოჩანაწერების შენახვისათვის განკუთვნილი ფაილური სისტემა. ჩანაწერების (სურათები/ხმა) გარდა, სისტემა უნდა შეიცავდეს ინფორმაციას მონაცემთა დამუშავების თარიღის, ადგილისა და დროის შესახებ.

საცხოვრებელ შენობაში ვიდეოთვალთვალის სისტემის დასაყენებლად კი აუცილებელია ამ შენობის მესაკუთრეთა ნახევარზე მეტის წერილობითი თანხმობა. აუცილებელია, ვიდეოთვალთვალის სისტემის დაყენების შესახებ  ეცნობოთ შენობაში მცხოვრებთ.

კანონის მიხედვით, საცხოვრებელ შენობაში დაყენებული ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ შესასვლელისა და საერთო სივრცის მონიტორინგი. მესაკუთრეთა ბინების მონიტორინგი იკრძალება. გასათვალისწინებელია, რომ ეს წესი არ ვრცელდება პირადი მიზნებისთვის მონაცემთა დამუშავებაზე და იმ შემთხვევაზე, როცა ბინის მესაკუთრე თავად ახორციელებს საკუთარ ბინაში ვიდეოთვალთვალს.

აღსანიშნავია, რომ ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით ბინის შესასვლელის მონიტორინგის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ ამ ბინის მესაკუთრის გადაწყვეტილებით ან მისი წერილობითი თანხმობის საფუძველზე.

ვიდეოთვალთვალის შედეგად მოპოვებულ მონაცემებზე ხელი უნდა მიუწვდებოდეთ მხოლოდ სათანადო უფლებამოსილების  მქონე პირებს. ვიდეოჩანაწერი კი უნდა ინახებოდეს მხოლოდ იმ განსაზღვრული ვადით, რაც საჭიროა კონკრეტული მიზნის მისაღწევად.

აღსანიშნავია, რომ კანონით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად ვიდეოთვალთვალი განხილულია სივრცისა თუ ქცევის მონიტორინგის როგორც ერთ–ერთ და არა ერთადერთი საშუალება. ვინაიდან ვიდეოთვალთვალი მიჩნეულია პირად ცხოვრებაში ჩარევის რადიკალურ ფორმად, აუცილებელია მონაცემთა დამმუშავებელმა გააანალიზოს საფრთხე და დაასაბუთოს ამ სისტემის გამოყენების აუცილებლობა, კერძოდ უნდა შეფასდეს:

- მონაცემთა დამმუშავებლის რეალური საჭიროება და მიზანი; 

-სისტემის გავლენა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაზე;

- სხვა საშუალებებით მიზნის მიღწევის შესაძლებლობა.

ვიდეოთვალთვალის სისტემა გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ კანონით განსაზღვრული მიზნით. დაუშვებელია მისი სხვა მიზნით გამოყენება

 

161
ჩვილი ბავშვი საფენში

შეიძლება თუ არა ჩვილის მუცელზე დაძინება? ევგენი კომაროვსკის პასუხი მშობლებს

201
(განახლებულია 21:34 26.02.2021)
მსოფლიოს ყველა ქვეყნის პედიატრიულ ასოციაციებს აქვთ მკაფიო პოზიცია, რომ ადრეულ ასაკში ბავშვის მუცელზე ძილი ზრდის ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის რისკს.

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. ჩვილი ბავშვების მუცელზე დაძინება რეკომენდებული არ არის, აცხადებს უმაღლესი კატეგორიის პედიატრი ევგენი კომაროვსკი.

ბავშვთა ცნობილ ექიმს ერთ–ერთმა მშობელმა ასეთი შეკითხვა დაუსვა: „თქვენ არ აძლევთ მშობლებს ბავშვების მუცელზე დაძინების რეკომენდაციას. მაგრამ როგორ მოვიქცეთ, თუ მას ასეთ მდგომარეობაში უკეთ სძინავს? ბევრჯერ ვცადე, რომ პოზა შეეცვალა, მაგრამ ის მაინც ისე წვება, როგორც მოსწონს, ანუ მუცელზე. სხვაგვარად როცა წევს, ხშირად იღვიძებს და კაპრიზობს. მშვიდდება მხოლოდ მაშინ, როცა მუცელზე წევს. იქნება მაინც მივცე მუცელზე ძილის საშუალება, რახან ასე ურჩევნია?“

ამაზე პასუხად ევგენი კომაროვსკი მშობელს წერს:

„მე უბრალოდ ვერ გეტყვით, რომ თქვენი ბავშვისთვის მუცელზე ძილი შეიძლება, ვინაიდან მისი ასაკი არ ვიცი. მსოფლიოს ყველა ქვეყნის პედიატრიულ ასოციაციებს აქვთ მკაფიო პოზიცია, რომ ადრეულ ასაკში ბავშვის მუცელზე ძილი ზრდის ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის  რისკს.

დიახ, მე — როგორც პედიატრი, რომლის ხელშიც ასობით ათას ბავშვს გაუვლია, ვადასტურებ, რომ ბავშვებს მუცელზე უკეთ სძინავთ, ვიდრე ზურგზე. მაგრამ სამედიცინო მეცნიერების თანახმად, მართალია, ასეთი ძილი უფრო მაგარია, მაგრამ ამავდროულად უფრო სარისკოცაა ბავშვის სიცოცხლის კუთხით, ვიდრე ზურგზე ძილი.

ამიტომ ექიმი ვერ დაგრთავთ ამის ნებას. ექიმი ყოველთვის გეტყვით, რომ ჩვილის მუცელზე დაძინებას რისკები ახლავს. ამიტომ, როცა ბავშვს (სულ ცოტა, ერთ წლამდე მაინც) მუცელზე აძინებთ, მთელი ეს რისკები თქვენს სინდისზე იქნება.

ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ ისაა, რომ: თუ ბავშვი არანაირად არ იძინებს ზურგზე, სძინავს მხოლოდ მუცელზე, ამ დროს კი უკვე იცით, რომ ეს სახიფათოა, შეგიძლიათ ორი ძირითადი მეთოდით შეამციროთ რისკები.

  • პირველი: საწოლში ბავშვის გარდა არაფერი არ უნდა იყოს. ანუ მხოლოდ მყარი და სწორი ზედაპირის მქონე ლეიბი — ბალიშების, პლედების, სათამაშოებისა და სხვა ნებისმიერი ნივთის გარეშე. ბავშვს უნდა ეცვას შესაბამისად თბილად და ეძინოს ლეიბზე მკვრივად გადაჭიმულ ზეწარზე.

დაიმახსოვრეთ: მთავარია იდეალურად სწორი ზედაპირი და არაფერი ისეთი, რაშიც ბავშვს შეუძლია გაეხვეს ან ცხვირი შეყოს.

  • მეორე: ჰაერის ტემპერატურისა და ტენიანობის სწორი პარამეტრები. ანუ ბავშვს უნდა ეძინოს ოთახში, სადაც ტემპერატურა არ არის 20 გრადუსზე მაღალი, ხოლო ტენიანობა 40–60%-ს არ აღემატება.

ასე რომ, თუ მაინც გადაწყვეტთ ბავშვის მუცელზე დაძინებას, ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ მინიმუმამდე დაიყვანოთ ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის რისკი“.

201
თემები:
ექიმი გირჩევთ
ადამიანები პირბადეებით

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

0
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 160-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 270.918-ს მიაღწია.

თბილისი, 1 მარტი - Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 160 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 73 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცერცვაძე: ზუსტად ერთი წელი საქართველოში კორონავირუსის გამოჩენიდან – რა გააკეთა ქვეყანამ?>>

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ აჭარის რეგიონია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი - 33, აჭარა - 17, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 9, კახეთი - 6, ქვემო ქართლი - 5, შიდა ქართლი - 3,  მცხეთა-მთიანეთი - 3, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 409 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 265.523-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 10 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.520-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 1.849 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 1.510 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 719, იმერეთში - 278, აჭარაში - 173.

265 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 89 პირი, მათგან თბილისში - 58, იმერეთში - 11, აჭარაში- 4. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 154 ადამიანი, მათ შორის 99 - თბილისში, 43 - აჭარაში, 9 - იმერეთში. 185 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 253 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 101, ხოლო აჭარაში - 25. თვითიზოლაციაში იმყოფება 6.816 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 312 პირი, იმერეთში - 664, აჭარაში - 386.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 160-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 270.918-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები