რომელი ფერები მოგვიტანს ბედნიერებას ახალ წელს - რჩევები ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

CC BY 2.0 / frankieleon / rainbow makerცისარტყელის ფერები
ცისარტყელის ფერები - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმისთვის, რომ ახალმა წელმა წარმატება მოგვიტანოს, უნდა ვეცადოთ და ვაამოთ ახალი წლის მასპინძელ ყვითელ ძაღლს. რა ფერებში სჯობს ახალი წლის შეხვედრა ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე, ამას სპეციალისტები გვირჩევენ

ვერძი

ცეცხლის ნიშანი აუცილებლად უნდა კაშკაშებდეს, ამიტომ ვერძებს ძალიან მოუხდებათ წითელი ტონები. მათი დახმარებით შეძლებთ წარმატების მოზიდვას, ხოლო ამ ფერების ენერგია დამატებით ძალებს მოგანიჭებთ.

საჩუქრების ყიდვის შემდეგ - Sputnik საქართველო
როგორ შევარჩიოთ საახალწლო საჩუქარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

კურო

კუროები მუდამ რაღაცით არიან შეწუხებული და მათში ნეგატიური ფიქრების გამოწვევა უმნიშვნელო წვრილმანსაც შეუძლია. ახალი წლის დღესასწაულზე მათ თავი უნდა იგრძნონ მშვიდად, ამიტომ რეკომენდებულია სამოსი ცისფერ და ლურჯ ტონებში. ეს ფერები დამამშვიდებელი ეფექტით გამოირჩევა.

ტყუპი

ამ ნიშნის წარმომადგენლები აღმერთებენ ყურადღების ცენტრში ყოფნას, ამიტომ ახალი წლის ღამეს სამოსი უნდა გაამდიდრონ ოქროსა და ვერცხლის აქსესუარებით. ჯერ ერთი, ძვირფასი ლითონი მოიზიდავს წარმატებასა და სიმდიდრეს და მეორეც, მათი მეშვეობით მიაღწევენ სასურველ ეფექტს და დაიმსახურებენ აღტაცებულ მზერას სტუმართა შორის.

კირჩხიბი

კირჩხიბები რომანტიკული ბუნების ნიშნები არიან, ამიტომ საახალწლოდ უნდა შეარჩიონ ნაზი ვარდისფერი, ყვითელი და ცისფერი ტონები, მკაცრი სტილის კაბები და კოსტიუმები. მამაკაცებს მოუხდებათ თავისუფალი პერანგები, რომლებიც მათ მოძრაობას არ შეზღუდავს.

ცხოველს გონიერება არ აკლია - Sputnik საქართველო
2018 წლის ასტროლოგიური პროგნოზი

ლომი

ექსცენტრიკული ლომის ცეცხლოვანი ხასიათი შეუმჩნეველი არ უნდა დარჩეს. მათ აუცილებლად უნდა გაუსვან ხაზი ამ თვისებებს, ამიტომ მოუხდებათ კაშკაშა წითელი ტანსაცმელი და ოქროს აქსესუარები. წითელი ლომების ძალასა და უნიკალურობას უსვამს ხაზს, ხოლო ოქრო — ფუფუნების სიმბოლოა.

ქალწული

ამ ნიშნის წარმომადგენლებს უყვართ დახვეწილად და ლამაზად ჩაცმა, ამიტომ მათ მოუხდება ზურმუხტის, ოქროსა და შოკოლადის ტონები. ამის წყალობით მოიზიდავენ სიმდიდრესა და წარმატებას. ფრთხილად უნდა იყვნენ აქსესუარებთან დაკავშირებით — არ „გადაამლაშონ" ბიჟუტერიის მხრივ, თან სჯობს, აირჩიონ ძვირფასი სამკაულები.

სასწორი

ამ ნიშნის წარმომადგენლებს მოუხდებათ ლურჯის ნებისმიერი ტონი და ეს ფერი 2018 წელს მათ წარმატებას მოუტანს. წლის მფარველ ძაღლს დამატებით ბეწვის ნაკეთობებით გაახარებენ, ოღონდ სამოსში არ უნდა გამოიყენონ ლეოპარდის ტონები, რადგან ცნობილია ძაღლებისა და კატების მტრული დამოკიდებულება.

ჩრდილოეთის ნათება - Sputnik საქართველო
გამდიდრების შანსი 2018 წელს – ზოდიაქოს ნიშნების ტოპ–ხუთეული

მორიელი

ზოდიაქოს ამ ნიშანს ახასიათებს არაორდინალურობა, ამიტომ მათი სამოსი ორიგინალური უნდა იყოს. მნიშვნელოვანია წითელი, მარჯნის ან ნარინჯისფერის გამოყენება — ეს კაშკაშა ფერები მთელი წლით ენერგიით აავსებს მათ. მორიელები უნდა მოერიდონ გამომწვევ სამოსს და საკუთარი მომხიბვლელობა ლამაზი აქსესუარებით წარმოაჩინონ. მათ ასევე არ ურჩევენ ძალიან ღრმა დეკოლტესა და ძალზე მოკლე კაბის ჩაცმას.

მშვილდოსანი

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს არ აკლიათ სითამამე და უყვართ ყურადღების მიპყრობა. 2018 წელს წარმატებას მოგიტანთ იისფერი. თუ წარმატების მიღწევა გსურთ ახალ წელიწადს, თავსაბურავიც გამოიყენეთ აქსესუარის სახით. მამაკაცებისთვის გამოდგება შლაპა, ხოლო ქალებისთვის, დედოფლისებრი იერის მისაღწევად — ტიარა.

თხის რქა

თხის რქებს ძალიან ხშირად თავისი ცხოვრება პირქუში და მოსაწყენი ჰგონიათ. იმისთვის, რომ საკუთარ გარეგნობას მეტი სიმსუბუქე შესძინოთ, უპირატესობა მიანიჭეთ მწვანის, ყვითლისა და ცისფერის ტონებს. ორიგინალობისთვის სამოსი შეგიძლიათ ყვავილებით მორთოთ.

სიყვარული - Sputnik საქართველო
2018 წლის სიყვარულის ჰოროსკოპი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

მერწყული

2018 წლის მთავარი ფერია ყვითელი. თუმცა ის მერწყულებს წარმატებას ჯერ არ მოუტანს. ამ ნიშნის წარმომადგენლებს ძლიერი ქარიზმა აქვთ, ხოლო მათი ნათელი ინდივიდუალობა განხილვის საგანს წარმოადგენს. ნუ მიაქცევთ ყურადღებას მოშურნეებს, გაამახვილეთ ყურადღება საკუთარი შინაგანი სამყაროს ღირსებებზე თვალშისაცემი სამოსისა და ძვირფასი აქსესუარების მეშვეობით.

თევზები

წყლის ნიშნები იდუმალებით გამოირჩევიან და ეს განსაკუთრებით თევზებს ახასიათებს. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები, ჩვეულებრივ, შემოქმედებითი ბუნების ადამიანები არიან, ამიტომ შეუძლიათ ორიგინალური სახის შექმნა ისე, რომ სხვებისგან გამოირჩეოდნენ. თქვენი იდუმალების ხაზგასასმელად ჩაიცვით ცისფერი, იისფერი და ვერცხლისფერი. ამ ფერებში თავს კომფორტულად იგრძნობთ და 2018 წლის მასპინძელსაც ასიამოვნებთ.

 

ყველა ახალი ამბავი
0