არ გადაყაროთ მანდარინის ქერქი - ის სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ გამოგადგებათ

გამოწერა
ადამიანის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა არა მარტო მანდარინის გული, არამედ ქერქიც

მანდარინის ქერქი შეიცავს ორგანულ მჟავებს, პექტინებს, ანტიოქსიდანტებს, ეთერზეთებს, კაროტინოიდებს, ვიტამინებს, ბეტა-კაროტინს, ფლავონოიდებს.

სწორედ ამიტომ ასეთი ფასეული ნედლეულის გადაყრა ნამდვილად არ ღირს.

გოგრა - Sputnik საქართველო
გოგრის თესლი - მრავალი დაავადების მკურნალი

მანდარინის ქერქის გამოყენება შეგიძლიათ შემდეგი დაავადებებისას:

• მეტეორიზმის, დისბაქტერიოზის დროს: მანდარინის გამომშრალი ქერქი დააქუცმაცეთ და დაუმატეთ ხაჭოს, ფაფას ან სხვა კერძებს — 1 ჩაის კოვზი ერთ პორციაზე.

• ბრონქიტის დროს: 2 სუფრის კოვზ მანდარინის დაქუცმაცებულ ქერქს დაასხით 1,5 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე 5 წუთი. გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში 1 საათი. მიიღეთ შემთბარი ნახევარი ჭიქა ნაყენი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დღეში 2-3-ჯერ.

• მშრალი ხველების დროს: 2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ქერქს დაასხით 1 ჭიქა არაყი, გააჩერეთ ერთი კვირა ბნელ ადგილზე. შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ 20 წვეთის ნაყენი წყალში გაზავებული ჭამამდე დღეში სამჯერ.

• გაციების, გრიპის, ხველების დროს გაიკეთეთ ინჰალაცია. მანდარინის წვრილად დაქუცმაცებულ, ვიწროყელიან ჭურჭელში მოთავსებულ ქერქს დაასხით მდუღარე წყალი და ისუნთქეთ ორთქლით 10-12 წუთი. პროცედურის შემდეგ სიცივეში ერთი საათი არ გახვიდეთ.

კუნელი - Sputnik საქართველო
„ეშმაკიშ მართახი" და ბნელეთის მოციქული – უამრავი დაავადების მკურნალი

• ფრჩხილის სოკოს დროს — წაისვით მანდარინის ქერქი დაზიანებულ ადგილებზე დღეში ორჯერ.

• დაღლილობის, ნერვული დაძაბულობის, სტრესის დროს. წვრილად დაქუცმაცებული ქერქი ჩაყარეთ ბამბის ქსოვილის პატარა ტომარაში (10×7 სმ) და შეინახეთ პოლიეთილენის პაკეტში. აუცილებლობის დროს ამოიღეთ პაკეტიდან და შეისუნთქეთ მისი არომატი 15 წუთის განმავლობაში.

• უძილობის, ნერვული დაძაბულობის, მომატებული არტერიული წნევისა და გულისცემის დროს. 1 ჭიქა მანდარინის დაქუცმაცებულ ქერქს დაასხით 3 ლიტრი მდუღარე წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ ერთი საათი გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში. გადაწურეთ და ასევე გამოწურეთ დარჩენილი მასა. ნაყენი ჩაასხით აბაზანაში. მიიღეთ თბილი აბაზანა (37-38 გრადუსი) 15 წუთის განმავლობაში, დაძინებამდე 1 საათით ადრე, დღეგამოშვებით.

 

ყველა ახალი ამბავი
0